პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაგვიმყარდა ვარაუდი, რომ თამარს ვიღაც აშინებდა, ემუქრებოდა" - კიდევ რა წერია ბაჩალიაშვილის ბლოკნოტში და რატომ არ ამოიღო ის გამოძიებამ აქამდე?
"გაგვიმყარდა ვარაუდი, რომ თამარს ვიღაც აშინებდა, ემუქრებოდა" - კიდევ რა წერია ბაჩალიაშვილის ბლოკნოტში და რატომ არ ამოიღო ის გამოძიებამ აქამდე?

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის თა­ო­ბა­ზე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ჟურ­ნა­ლის­ტმა გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძემ მისი ჩა­ნა­წე­რი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

"პი­რა­დად მე, უძ­ლუ­რი ვარ მის წი­ნა­შე", - ეს არის, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ერთ-ერთი ბოლო ფრა­ზა, რო­მე­ლიც მან ფურ­ცელ­ზე და­წე­რა. აქვე წე­რია წე­რია ციფ­რი - "15"... ამ პოს­ტის გამო გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე შსს-ში გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს.

ჟურ­ნა­ლის­ტის აზ­რით, თა­მარ­მა ეს ჩა­ნა­წე­რი სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მცი­რე ხნის წინ გა­ა­კე­თა.

Ambebi.ge ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძეს ესა­უბ­რა.

ასევე დაგაინტერესებთ
23:21 / 11-08-2020

"იყო ჩანაწერები, შვილის ხმის გაგონება  სხვა შეგრძნებაა... ყველა დაზაფრული იყო" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა შსს-ში შეუძლოდ გახდა

17:20 / 12-08-2020

"თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება თვითმკვლელობასთან ერთად, აქტიურად  განიხილავს მკვლელობის ვერსიასაც" - მიხეილ რამიშვილი

11:53 / 13-08-2020

"ოჯახმა ამ წერილის შესახებ არაფერი იცოდა" - რას ამბობს ადვოკატი ბაჩალიაშვილის ჩანაწერზე, რომელიც ჟურნალისტმა გაასაჯაროვა

16:27 / 13-08-2020

"ბულინგი მოახდინეს ჩემზე, გინდა თუ არა, შენ მიეცი კაპანაძეს ის ფურცელიო" - ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

23:22 / 13-08-2020

''არსად წასვლას არ ვაპირებ, არანაირი თავშესაფარი არ მჭირდება... ეს თქვენ  დაგჭირდებათ გაქცევა მალე" - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ემუქრებიან

- და­კი­თხვა­ზე როცა ვი­ყა­ვი, მი­თხრეს, რომ ექ­სპერ­ტი­ზას ჩა­ა­ტა­რებ­დნენ, მაგ­რამ რო­დის, ეს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ. მე ვნა­ხე ორი­გი­ნა­ლი, გა­და­ვუ­ღე ფოტო და გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე. ჩემი აზ­რით, ეს არ უნდა იყოს დიდი ხნის გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი. დამ­რჩა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს წე­რი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე არც თუ დიდი ხნის წინ და­წე­რი­ლი.

- რა ვერ­სია გაქვთ თქვენ და რა ვერ­სია აქვს გა­მო­ძი­ე­ბას?

- ეს იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტია და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ თუ ექ­სპერ­ტი­ზა უტყუ­ა­რად და­ა­დას­ტუ­რებს, რომ ეს არის მარ­თლაც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ და­წე­რი­ლი, მა­შინ გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა იფიქ­როს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლა­ზე. ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ ჩა­ნა­წე­რის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ უფრო გაგ­ვიმ­ყარ­და ვა­რა­უ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს ვი­ღაც აში­ნებ­და, ემუქ­რე­ბო­და. პა­სუ­ხია გა­სა­ცე­მი კი­თხვა­ზე - ვის მი­მართ იყო უძ­ლუ­რი და რა არ შე­ეძ­ლო?

- ვინ­მემ იცის, რაზე მი­ა­ნიშ­ნებს ციფ­რი - 15?

- ამ ციფრ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი ვერ­სია მო­ვის­მი­ნე. ცხა­დია, ყვე­ლა ვერ­სი­ას აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა, ვიდ­რე არ და­დას­ტურ­დე­ბა რა­ტომ - 15. ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ძი­ე­ბის ხელ­შია და მან უნდა უპა­სუ­ხოს ამ კი­თხვა­ზე, მაგ­რამ დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ამან დო­კუ­მენ­ტუ­რად კი­დევ ერთხელ გა­ამ­ყა­რა ის მო­საზ­რე­ბა, რომ თა­მა­რი მოკ­ლეს და შემ­დეგ დად­გეს თვით­მკვლე­ლო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა.

- მა­ინც რა ვერ­სი­ე­ბი მო­ის­მი­ნეთ?

- რომ მაგ. ასო პ არის 15-ე ასო, ან ეს რო­მე­ლი­მე ქუ­ჩის ნო­მერს უნდა ნიშ­ნავ­დეს. სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი რომ არ გა­მო­მი­ვი­დეს, თავს შე­ვი­კა­ვებ. ვერ­სი­ე­ბი არ ვიცი და ეს თუ რამე კონ­კრე­ტულს ნიშ­ნავს, ამა­ზე გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა იმუ­შა­ოს.

- რა კი­თხვე­ბი ჰქონ­და თქვენ­თან გა­მო­ძი­ე­ბას?

- სულ ორი კი­თხვა ჰქონ­და: სა­ი­დან მო­ვი­პო­ვე ეს დო­კუ­მენ­ტი, რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე, რომ ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ და­ვა­სა­ხე­ლებ­დი იმ პი­როვ­ნე­ბას, ვინც ეს მაჩ­ვე­ნა და მე­ო­რე - რა ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მშობ­ლებ­თან. ვუ­პა­სუ­ხე, რომ ვარ ჟურ­ნა­ლის­ტი და მათ­თან პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა.

- სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი თა­მა­რის ბლოკ­ნო­ტი­და­ნაა...

- ეს ჩა­ნა­წე­რი მშობ­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია. თა­მა­რის ბლოკ­ნო­ტი გა­მო­ძი­ე­ბას ამო­ღე­ბუ­ლი არ ჰქონ­და. მო­ვი­კი­თხე და ერთი კვი­რის წი­ნაც კი არ ჰქონ­დათ წა­ღე­ბუ­ლი. მას­ში ჩა­წე­რი­ლი იყო რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი, ასე­ვე ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი, სა­ხე­ლი და გვა­რე­ბი. რა­ტომ­ღაც გა­მო­ძი­ე­ბამ მა­შინ არ ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ მისი ამო­ღე­ბა და გა­შიფრ­ვა. ახლა ამო­ი­ღეს თუ არა, არ ვიცი, თუმ­ცა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ამ ჩა­ნა­წე­რის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბამ დღეს შე­ი­ტყო, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ კი­დევ ბევ­რი სი­ახ­ლე გა­ი­გოს. ვფიქ­რობ, ეს ბლოკ­ნო­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გა­ნია გა­მო­ძი­ე­ბის­თვის.

- მშობ­ლე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ეს ჩა­ნა­წე­რი მათი შვი­ლი­საა? ალ­ბათ ცნო­ბენ თა­მა­რის კა­ლიგ­რა­ფი­ას...

- ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადას­ტუ­რე­ბენ. ამას ცხა­დია, ექ­სპერ­ტი­ზა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ეს ნა­პოვ­ნი არ არის მან­ქა­ნა­ში ან ქუ­ჩა­ში, ნა­პოვ­ნია იქ, სა­დაც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ნივ­თე­ბი ინა­ხე­ბო­და. რო­გორც ვვა­რა­უ­დობ, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­აა და კარ­გია, რომ მო­ვა­ხერ­ხეთ მისი მო­პო­ვე­ბა და გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა. სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ ჩვენ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მო­ვი­პო­ვებთ ხოლ­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და მერე იწყე­ბენ ამა­ზე გა­მო­ძი­ე­ბას.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Georgia
6

წითელი და ლურჯი კალმით შესრულებული წარწერა ერთი ადამიანის არაა და ეს აშკარად ჩანს, შეუიარაღებელი თვალითაც ...

ანუუუუ
182

ანუუუ მშობლები ჟურნალისტებთან თანამშრომლობენ და არა გამოძიებასთან, სახლი რომ გაეჩხრიკათ, წიოკს გამართავდნენ..მიმყარდება ეჭვი, რომ მშობლებმა ყველაფერი იციან და იცოდნენ, როგორ ეშინოდა შვილს და არაფერი იღონეს..

ავტორი:

"გაგვიმყარდა ვარაუდი, რომ თამარს ვიღაც აშინებდა, ემუქრებოდა" - კიდევ რა წერია ბაჩალიაშვილის ბლოკნოტში და რატომ არ ამოიღო ის გამოძიებამ აქამდე?

"გაგვიმყარდა ვარაუდი, რომ თამარს ვიღაც აშინებდა, ემუქრებოდა" - კიდევ რა წერია ბაჩალიაშვილის ბლოკნოტში და რატომ არ ამოიღო ის გამოძიებამ აქამდე?

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის თაობაზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ მისი ჩანაწერი გაასაჯაროვა.

"პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე", - ეს არის, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა. აქვე წერია წერია ციფრი - "15"... ამ პოსტის გამო გიორგი კაპანაძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ჟურნალისტის აზრით, თამარმა ეს ჩანაწერი სავარაუდოდ, გარდაცვალებამდე მცირე ხნის წინ გააკეთა.

Ambebi.ge ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს ესაუბრა.

- დაკითხვაზე როცა ვიყავი, მითხრეს, რომ ექსპერტიზას ჩაატარებდნენ, მაგრამ როდის, ეს არ დაუკონკრეტებიათ. მე ვნახე ორიგინალი, გადავუღე ფოტო და გამოვაქვეყნე. ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს დიდი ხნის გაკეთებული ჩანაწერი. დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს წერილი უნდა ყოფილიყო გარდაცვალებამდე არც თუ დიდი ხნის წინ დაწერილი.

- რა ვერსია გაქვთ თქვენ და რა ვერსია აქვს გამოძიებას?

- ეს იმდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მტკიცებულება, რომ თუ ექსპერტიზა უტყუარად დაადასტურებს, რომ ეს არის მართლაც თამარ ბაჩალიაშვილის მიერ დაწერილი, მაშინ გამოძიებამ უნდა იფიქროს კვალიფიკაციის შეცვლაზე. ანუ ფაქტობრივად, ამ ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენ უფრო გაგვიმყარდა ვარაუდი, რომ შეიძლება თამარ ბაჩალიაშვილს ვიღაც აშინებდა, ემუქრებოდა. პასუხია გასაცემი კითხვაზე - ვის მიმართ იყო უძლური და რა არ შეეძლო?

- ვინმემ იცის, რაზე მიანიშნებს ციფრი - 15?

- ამ ციფრთან დაკავშირებით ბევრი ვერსია მოვისმინე. ცხადია, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ვიდრე არ დადასტურდება რატომ - 15. ყველაფერი გამოძიების ხელშია და მან უნდა უპასუხოს ამ კითხვაზე, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამან დოკუმენტურად კიდევ ერთხელ გაამყარა ის მოსაზრება, რომ თამარი მოკლეს და შემდეგ დადგეს თვითმკვლელობის ინსცენირება.

- მაინც რა ვერსიები მოისმინეთ?

- რომ მაგ. ასო პ არის 15-ე ასო, ან ეს რომელიმე ქუჩის ნომერს უნდა ნიშნავდეს. სპეკულაციები რომ არ გამომივიდეს, თავს შევიკავებ. ვერსიები არ ვიცი და ეს თუ რამე კონკრეტულს ნიშნავს, ამაზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს.

- რა კითხვები ჰქონდა თქვენთან გამოძიებას?

- სულ ორი კითხვა ჰქონდა: საიდან მოვიპოვე ეს დოკუმენტი, რაზეც ვუპასუხე, რომ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე, არ დავასახელებდი იმ პიროვნებას, ვინც ეს მაჩვენა და მეორე - რა ურთიერთობა მქონდა ბაჩალიაშვილის მშობლებთან. ვუპასუხე, რომ ვარ ჟურნალისტი და მათთან პროფესიიდან გამომდინარე მქონდა ურთიერთობა.

- სავარაუდოდ, აღნიშნული ჩანაწერი თამარის ბლოკნოტიდანაა...

- ეს ჩანაწერი მშობლებისთვის ცნობილია. თამარის ბლოკნოტი გამოძიებას ამოღებული არ ჰქონდა. მოვიკითხე და ერთი კვირის წინაც კი არ ჰქონდათ წაღებული. მასში ჩაწერილი იყო როგორც ადამიანების პირადი, ასევე ტელეფონის ნომრები, სახელი და გვარები. რატომღაც გამოძიებამ მაშინ არ ჩათვალა საჭიროდ მისი ამოღება და გაშიფრვა. ახლა ამოიღეს თუ არა, არ ვიცი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამ ჩანაწერის შესახებ გამოძიებამ დღეს შეიტყო, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ბევრი სიახლე გაიგოს. ვფიქრობ, ეს ბლოკნოტი მნიშვნელოვანი საგანია გამოძიებისთვის.

- მშობლები ადასტურებენ, რომ ეს ჩანაწერი მათი შვილისაა? ალბათ ცნობენ თამარის კალიგრაფიას...

- ჩემი ინფორმაციით, ადასტურებენ. ამას ცხადია, ექსპერტიზა სჭირდება, მაგრამ ეს ნაპოვნი არ არის მანქანაში ან ქუჩაში, ნაპოვნია იქ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ნივთები ინახებოდა. როგორც ვვარაუდობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და კარგია, რომ მოვახერხეთ მისი მოპოვება და გასაჯაროვება. სამწუხარო ისაა, რომ ჩვენ, ჟურნალისტები მოვიპოვებთ ხოლმე მტკიცებულებებს და მერე იწყებენ ამაზე გამოძიებას.

ნანა ფიცხელაური

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ სახლში სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა

"ბავშვი ალყაში ჰყავდათ მოქცეული... ჩვეულებრივი მოკვდავის გაკეთებული რომ იყოს, მალევე იპოვიდნენ მკვლელს" - ბაჩალიაშვილის საქმის უცნაური "ფიგურანტი" სუს-ის მანქანები

ასპინძაში ყოფილმა რწმუნებულმა შშმ პირი გაიტაცა, სცემა და საკუთარი საფლავი გაათხრევინა - "რუსთავი 2"