პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქ გახდნენ ჩვეულებრივი გრიპით ავად, იმ სოფელში იყვნენ სიცხიანები... დაბრალდა ამ ოჯახს" - რას წერს ნორა კვიციანი სვანეთში კორონავირუსის გავრცელებაზე
"იქ გახდნენ ჩვეულებრივი გრიპით ავად, იმ სოფელში იყვნენ სიცხიანები... დაბრალდა ამ ოჯახს" - რას წერს ნორა კვიციანი სვანეთში კორონავირუსის გავრცელებაზე

დე­პუ­ტატ ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის და, ნორა კვი­ცი­ა­ნი სვა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პირ­ველ­წყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო მეს­ტი­ა­ში კო­რო­ნა­ზე აგო­რე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ჯერ ერთი თბი­ლი­სი­დან ჩა­სულ ქალ­ბა­ტონ­ზე და მის ოჯახ­ზე რომ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, არ ჯო­ბია ჯერ რომ გა­გერ­კვი­ათ, მერე გა­გევ­რცე­ლე­ბი­ნათ?! შე­ა­მოწ­მეთ თბი­ლის­ში ის უბა­ნი, რო­მელ უბან­შიც ის ქალ­ბა­ტო­ნი ცხოვ­რობს, თუ ვინ­მე არის მის ირ­გვლივ იმ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბა თბი­ლი­სი­დან ამ ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მეს­ტი­ა­ში ჩას­ვლამ­დე. იქ გახ­დნენ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პით ავად, იმი­ტომ რომ იმ სო­ფელ­ში იყ­ვნენ სი­ცხი­ა­ნე­ბი, ჩვე­უ­ლებრვად იყო ხალ­ხი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი გრი­პით. ამ ოჯახ­ში არის ასა­კო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც არის ას­თმით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და ცო­ტა­თი გა­ურ­თულ­და, წა­იყ­ვა­ნეს ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. არა­ფე­რი სა­გან­გა­შო არ სჭირ­და, მაგ­რამ მა­ინც ჩა­იყ­ვა­ნეს ქუ­თა­ის­ში იქ პირ­ვე­ლად უთხრეს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, შემ­დეგ უკვე კო­რო­ნა, აქი­დან გა­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია კო­რო­ნა და დაბ­რალ­და ამ ოჯახს. ეს რომ არა, ისე ჩა­ივ­ლი­და თუ გავ­რცელ­დე­ბო­და ვერც ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და, ამ ოჯა­ხის წევ­რებს რომ ჩა­უ­ტარ­დათ ტეს­ტი­რე­ბა, უთხრეს გა­და­ტა­ნი­ლი გაქ­ვთო. დი­დე­ბა და მად­ლო­ბა უფალს, რომ ყვე­ლა­ნი ამ­ჟა­მად კარ­გად არი­ან კარ­გი ანა­ლი­ზე­ბით, მაგ­რამ კა­რან­ტი­ნი თა­ვის­თა­ვად გა­სავ­ლე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ თბი­ლი­სი­დან ჩას­ვლა­ზე გაქვთ აქ­ცენ­ტი, მა­შინ როცა ათა­სო­ბით ტუ­რის­ტი სტუმ­რობს მეს­ტი­ას?! ნუ შეგ­ყავთ შეც­დო­მა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ჭო­რის დო­ნე­ზე ნუ აყე­ნებთ შე­უ­რა­ცყო­ფას ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ ჩემ­თვის სა­მარ­თა­ლი და სი­მარ­თლე! უფა­ლი იყოს ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი და შემ­წე!", - წერს ნორა კვი­ცი­ა­ნი.

ქუ­თა­ი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 9 ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი და­ე­მა­ტა. კლი­ნი­კის ექი­მის თე­მურ ნა­დი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ცხრა­ვე პა­ცი­ენ­ტი ე.წ. სვა­ნე­თის კლას­ტე­რი­და­ნაა. პა­ცი­ენ­ტე­ბი ამ დრო­ის­თვის კლი­ნი­კის ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და მათ შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბათ.

"9 პა­ცი­ენ­ტი გად­მო­იყ­ვა­ნეს სვა­ნე­თი­დან, მათ­გან 4 ბავ­შვია. ამ დრო­ის­თვის, ყვე­ლა მათ­განს უტარ­დე­ბა გა­მოკ­ვლე­ვე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რა­ძემ.

ქუ­თა­ი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 12 პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მეს­ტი­ა­ში ბო­ლოს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 600 ტეს­ტი­დან, კო­რო­ნა­ვირუ­სი ერთ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოვ­ლინ­და.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მეს­ტი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ე.წ. სწრა­ფი PCR ტეს­ტის აპა­რა­ტი და­მონ­ტაჟ­და, რო­მე­ლიც დღე­ში 50-მდე ტეს­ტის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

„მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ეპიდსი­ტუ­ცია სრუ­ლად მარ­თვა­დია, კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. იმის გამო, რომ 600 ტეს­ტი­რე­ბულ­ში ერთი და­დე­ბი­თია, ჩემ­ში სა­ი­მე­დო პროგ­ნო­ზი არ­სე­ბობს, რომ ალ­ბათ ინ­ფექ­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არ არის. ამი­ტომ სა­ჭი­რო იყო ამ მკაც­რი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა. დღეს და­ვა­ინ­სტა­ლი­რეთ ე.წ. სწრა­ფი, PCR-ის აპა­რა­ტე­ბი მეს­ტი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რო­მე­ლიც 45 წუთ­ში იძ­ლე­ვა პა­სუხს. ერ­თდრო­უ­ლად, ყო­ველ 45-ში შე­უძ­ლია 4 ნი­მუ­შის ტეს­ტი­რე­ბა, ანუ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 40-50-ის“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ „სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ 10 აგ­ვის­ტოს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მა­ღა­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი რის­კის გამო შე­ი­ზღუ­და შეს­ვლა-გა­მოს­ვლა მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში: დაბა მეს­ტი­ის, ბე­ჩოს, ეცე­რის, იდ­ლი­ა­ნის, იფა­რის, კა­ლას, ლა­ტა­ლის, ლა­ხა­მუ­ლის, ლენ­ჯე­რის, მუ­ლა­ხის, ნაკ­რას, უშ­გუ­ლის, ფა­რის, ცხუ­მა­რის, წვირ­მის, ჭუ­ბე­რის და ხა­ი­შის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში. კერ­ძოდ, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ი­ზღუ­და რო­გორც მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შეს­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, გა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში კი - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან, გა­ი­ა­რონ კა­რან­ტი­ნი. აღ­ნიშ­ნუ­ლის გარ­და, და­მა­ტე­ბი­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი - სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბი მოქ­მე­დებს დაბა მეს­ტი­ა­ში, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში - უშ­გულ­სა და ლენ­ჯერ­ში, რაც გუ­ლის­ხმობს აღ­ნიშ­ნულ და­სახ­ლე­ბებ­სა და მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სხვა სოფ­ლებს შო­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას.

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყოფ­მა ყვე­ლა პირ­მა და­იც­ვას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო­ში მოქ­მე­დი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნე­ბი”, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
24

დაანებეთ ყველამ თავი კომენტარებს, არის ეპიდემია და ვსიო, ის ასე, ეს ასე. უნდა მოფრთხილება

ვავა
45

ვიცით ნორა დეიდა ყველაფერი მაგრამ თავს ზევით ძალა არ გვაქვს ასე აწყობთ მავანებს... დიდი სამბით გახსნეს საზზღვრები და ჩვენ ჩაკეტვას გვიპირებენ თუ გადატანილი ქონდათ იმ ხალხს ისე გადაიტანეს რო ან მეზობელი არ ნახეს ან ნათესავი რო გადასდებოდა? სისულელეს გაიძახიან და გვადებილებენ თქვენც დაიჯერეთო... მართლა ყელშია უკვე ამ მასონების ბოგინი რაში აწყობთ ის მაინც თქვან იქნებ თუ კაი საქმეს ჭირდება ჩვენც ჩვენი ნებით დავეხმაროთ...?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"იქ გახდნენ ჩვეულებრივი გრიპით ავად, იმ სოფელში იყვნენ სიცხიანები... დაბრალდა ამ ოჯახს" - რას წერს ნორა კვიციანი სვანეთში კორონავირუსის გავრცელებაზე

"იქ გახდნენ ჩვეულებრივი გრიპით ავად, იმ სოფელში იყვნენ სიცხიანები... დაბრალდა ამ ოჯახს" - რას წერს ნორა კვიციანი სვანეთში კორონავირუსის გავრცელებაზე

დეპუტატ ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პირველწყაროსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მინდა გამოვეხმაურო მესტიაში კორონაზე აგორებულ ცრუ ინფორმაციას. ჯერ ერთი თბილისიდან ჩასულ ქალბატონზე და მის ოჯახზე რომ გავრცელდა ინფორმაციები, არ ჯობია ჯერ რომ გაგერკვიათ, მერე გაგევრცელებინათ?! შეამოწმეთ თბილისში ის უბანი, რომელ უბანშიც ის ქალბატონი ცხოვრობს, თუ ვინმე არის მის ირგვლივ იმფიცირებული. ამიტომ ვერანაირად ვერ იქნება თბილისიდან ამ ვირუსით დაავადებული მესტიაში ჩასვლამდე. იქ გახდნენ ჩვეულებრივი გრიპით ავად, იმიტომ რომ იმ სოფელში იყვნენ სიცხიანები, ჩვეულებრვად იყო ხალხი დაავადებული გრიპით. ამ ოჯახში არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც არის ასთმით დაავადებული და ცოტათი გაურთულდა, წაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში. არაფერი საგანგაშო არ სჭირდა, მაგრამ მაინც ჩაიყვანეს ქუთაისში იქ პირველად უთხრეს ფილტვების ანთება, შემდეგ უკვე კორონა, აქიდან გავიდა ინფორმაცია კორონა და დაბრალდა ამ ოჯახს. ეს რომ არა, ისე ჩაივლიდა თუ გავრცელდებოდა ვერც ვერავინ გაიგებდა, ამ ოჯახის წევრებს რომ ჩაუტარდათ ტესტირება, უთხრეს გადატანილი გაქვთო. დიდება და მადლობა უფალს, რომ ყველანი ამჟამად კარგად არიან კარგი ანალიზებით, მაგრამ კარანტინი თავისთავად გასავლელი, საინტერესოა, რატომ თბილისიდან ჩასვლაზე გაქვთ აქცენტი, მაშინ როცა ათასობით ტურისტი სტუმრობს მესტიას?! ნუ შეგყავთ შეცდომაში საზოგადოება და ჭორის დონეზე ნუ აყენებთ შეურაცყოფას ადამიანებს, მაგრამ ჩემთვის სამართალი და სიმართლე! უფალი იყოს ჩვენი მფარველი და შემწე!", - წერს ნორა კვიციანი.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი დაემატა. კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, ცხრავე პაციენტი ე.წ. სვანეთის კლასტერიდანაა. პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

"9 პაციენტი გადმოიყვანეს სვანეთიდან, მათგან 4 ბავშვია. ამ დროისთვის, ყველა მათგანს უტარდება გამოკვლევები", - განაცხადა ნადირაძემ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 12 პაციენტი იმყოფება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიაში ბოლოს ჩატარებული 600 ტესტიდან, კორონავირუსი ერთ შემთხვევაში გამოვლინდა.

გამყრელიძის განცხადებით, მესტიის საავადმყოფოში ე.წ. სწრაფი PCR ტესტის აპარატი დამონტაჟდა, რომელიც დღეში 50-მდე ტესტის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

„მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუცია სრულად მართვადია, კონტროლს ექვემდებარება. იმის გამო, რომ 600 ტესტირებულში ერთი დადებითია, ჩემში საიმედო პროგნოზი არსებობს, რომ ალბათ ინფექცია ჯერჯერობით მუნიციპალიტეტში გავრცელებული არ არის. ამიტომ საჭირო იყო ამ მკაცრი ზომების გატარება. დღეს დავაინსტალირეთ ე.წ. სწრაფი, PCR-ის აპარატები მესტიის საავადმყოფოში, რომელიც 45 წუთში იძლევა პასუხს. ერთდროულად, ყოველ 45-ში შეუძლია 4 ნიმუშის ტესტირება, ანუ დღის განმავლობაში, დაახლოებით 40-50-ის“, - განაცხადა გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი - მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. აღნიშნულის გარდა, დამატებითი რეგულაციები - საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"მგონია, მთელი ცხოვრება გავიდა მისი წასვლიდან..." - ინგა გრიგოლია გარდაცვლილ მეგობარს იხსენებს

"... ძალიან მიყვარხარ!" - როგორ ულოცავს მეუღლე თეა წულუკიანს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში

"მაინც ჩამაგდეს წყალში -19 გრადუსში" - რა ფოტოს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე"