კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბერიძე, ვიქტორ ყიფიანი, თამთა მეგრელიშვილი -  კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში?
ეკა ბერიძე, ვიქტორ ყიფიანი, თამთა მეგრელიშვილი -  კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სიის და­სა­კომ­პლექ­ტებ­ლად მმარ­თველ გუნდში კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც გა­ცხად­და, სიის თა­ო­ბა­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ი­ღებს. მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აზრს გან­მსა­ზღვრე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა და ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია.

"ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა გუნ­დის გა­ნახ­ლე­ბა და სი­ა­ში იქ­ნე­ბი­ან რო­გორც ჩვე­ნი გუნ­დის გა­მოც­დი­ლი წევ­რე­ბი, ასე­ვე იქ­ნე­ბი­ან ახა­ლი სა­ხე­ე­ბი. უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა შემ­დგომ არ­ჩევ­ნებ­ზე არის სა­ჭი­რო გუნ­დის გა­ნახ­ლე­ბა და ამ შემ­თხვე­ვა­შიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გუნ­დით წარ­სდგე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. კრი­ტე­რი­უ­მი იქ­ნე­ბა ობი­ექ­ტუ­რი. ეს არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და წე­სი­ე­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ და პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, სიის მე-2 ნო­მე­რი იქ­ნე­ბა, ხოლო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთა­ვარ გამ­წევ ძა­ლად და პირ­ველ ნომ­რად, დიდი ალაბ­თო­ბით, პრე­მი­ერ გა­ხა­რი­ას ვი­ხი­ლავთ. ის არ უარ­ყოფს, რომ სი­ა­ში იქ­ნე­ბა. "ჩემ­თვის არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რო­მე­ლი ნო­მე­რი ვიქ­ნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პა­სუ­ხად კი­თხვა­ზე, - იქ­ნე­ბა თუ არა სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი?

მარ­თა­ლია, მმარ­თვე­ლი გუნ­დი სექ­ტემ­ბრამ­დე არ (ან – ვერ) აპი­რებს "კარ­ტის გახ­სნას" და ელექ­ტო­რა­ტის ცნო­ბის­წა­დი­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, მაგ­რამ მე­დი­ა­ში უკვე ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცია, თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს "ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში.

ambebi.ge-ს სარ­წმუ­ნო წყა­რო უყ­ვე­ბა: "ოც­ნე­ბის" სი­ა­ში ამ ეტაპ­ზე 40 კაცი ჰყავთ შერ­ჩე­უ­ლი და აქე­დან 25 ძვე­ლი, 15 კი ახა­ლი სა­ხეა. მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნო­ნი გენ­დერუ­ლი კვო­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ, უმ­რავ­ლე­სო­ბამ ქალ­თა სა­ხე­ებ­ზე იზ­რუ­ნა და 20 ქალ­ბა­ტო­ნის კან­დი­და­ტუ­რა შე­არ­ჩია და ახლა მათ­ზე მი­დის შე­ჯე­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახა­ლი სა­ხე­ე­ბის თით­ქმის უმ­რავ­ლე­სო­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი არ აქვს და რო­გორც ამ­ბო­ბენ, "ოც­ნე­ბამ" ისი­ნი სწო­რედ ამ ნიშ­ნით შე­არ­ჩია".

ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში ვი­ხი­ლოთ: ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ვე­ლი, გია აბა­ში­ძე, სო­ცი­ო­ლო­გი და ამ­ჟა­მად ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" წამ­ყვა­ნი ვა­ლე­რი­ან (ვაკა) გორ­გი­ლა­ძე, იუ­რის­ტი თამ­თა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, ასე­ვე, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი სახე იქ­ნე­ბა ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს წყლის კომ­პა­ნი­ის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტო­რი, ეკა ბე­რი­ძე.

რო­გორც ambebi.ge-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, სი­ა­ში იქ­ნე­ბა იუ­რის­ტი, იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მის "მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი ყი­ფი­ა­ნი ძი­ძი­გუ­რი" დი­რექ­ტორ–პარტნი­ო­რი ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი (მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ჯერ კი­დევ შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს 1993-1995 წლებ­ში, ის იყო კონ­სულ­ტან­ტი სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის ფუნ­ქცი­ე­ბის შე­თავ­სე­ბით), დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი ირმა ზავ­რა­დაშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს "ჩუ­ღუ­რე­თის სა­ოლ­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე რიმა ბე­რა­ძე.

რიმა ბე­რა­ძე

ambebi.ge “ოც­ნე­ბის” სა­ვა­რა­უ­დო ახალ სა­ხეს, ანა­ლი­ტი­კოს ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ველს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც არ ადას­ტუ­რებს და არც უარ­ყოფს მო­ა­რუ­ლი ხმე­ბის რე­ა­ლო­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა პარ­ტი­ულ სი­ა­ში მის კან­დი­და­ტუ­რას გა­ნი­ხი­ლავს.

ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ვე­ლი

"ამ ეტაპ­ზე ვე­რა­ფერს და­ვა­დას­ტუ­რებ. არას­დროს და­მი­მა­ლავს, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და, დიდ პა­ტივს ვცემ ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და გუნ­დის ლი­დერ­შიფს. მხო­ლოდ მათი გა­და­სა­წყვე­ტია, და­მა­სა­ხე­ლე­ბენ, თუ არა. მსგავ­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა თუ იქ­ნე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, შევ­ხე­დავ, რით შე­მიძ­ლია ვიყო მათ­თვის გა­მო­სა­დე­გი, მათ მო­საზ­რე­ბებ­საც მო­ვის­მენ და ამის შემ­დეგ გა­ცხად­დე­ბა ჩვე­ნი პო­ზი­ცია. და­ვე­ლო­დოთ ორ კვი­რას, გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია. მაქ­სი­მუმ სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში ყვე­ლა­ფე­რი ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა. ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა იქ­ნე­ბა. გუნ­დი არის მმარ­თვე­ლო­ბის მერ­ვე წელ­ში და ბუ­ნებ­რი­ვია, ყო­ველ არ­ჩევ­ნებ­ზე ის გა­და­ხა­ლი­სე­ბას სა­ჭი­რო­ებს. რო­გორც ვიცი, სი­ა­ში 60 კაცი იქ­ნე­ბა, მათ­გან "ოც­ნე­ბას" იმის რე­სურ­სი თა­ვი­სუფ­ლად აქვს, რომ კა­ნო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 15 ქალ­ბა­ტო­ნი წა­რად­გი­ნოს, ეს ჩემი მო­საზ­რე­ბაა. ახა­ლი სა­ხე­ე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან სი­ა­ში, ვისი გვა­რე­ბიც სა­ხელ­დე­ბა, მათ შო­რის ალ­ბათ გია აბა­ში­ძეც იქ­ნე­ბა. სხვებ­ზე წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი”, - ამ­ბობს ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ვე­ლი.

(სტა­ტი­ის მთა­ვარ ფო­ტო­ზე: ეკა ბე­რი­ძე, ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი, ირმა ზავ­რა­დაშ­ვი­ლი, ვა­ლე­რი­ან გორ­გი­ლა­ძე, თამ­თა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, გია აბა­ში­ძე)

მკითხველის კომენტარები / 108 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
OMG
36

რიმა ბერიძეთი მოგეგოთ! ჰომოფობი ქსენოფობი სიძულვილით სავსე ქალი ცოტა მრჩეველებს კითხეთ მსოფლიო ეგეთ ადამიანებს პოლიტიკაში კი არა ყველგან დასცინიან! ვრწმუნდები ბიძინა არი უსუსური პატარა კაცი და ბოროტი ავხარკა ქალების იმედიღა აქვს მარტო და სულ ამაოდ!

სუხია
51

რაც ნაკლები სოროსელი იქნება სიაში, უკეთესი იქნება. რიმა ბერაძე მაჟორიტარად ჯობდა, ვოლსკიზე მეტ ხმას აიღებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ეკა ბერიძე, ვიქტორ ყიფიანი, თამთა მეგრელიშვილი -  კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში?

ეკა ბერიძე, ვიქტორ ყიფიანი, თამთა მეგრელიშვილი -  კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში?

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის დასაკომპლექტებლად მმართველ გუნდში კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც გაცხადდა, სიის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. მთავრობის ხელმძღვანელის, გიორგი გახარიას თქმით, საარჩევნო სიაზე მუშაობისას, ბიძინა ივანიშვილის აზრს განმსაზღვრელი მნიშვნელობა ექნება და ამაში გასაკვირი არაფერია.

"ჩვენი ამოცანაა გუნდის განახლება და სიაში იქნებიან როგორც ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე იქნებიან ახალი სახეები. უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ყველა შემდგომ არჩევნებზე არის საჭირო გუნდის განახლება და ამ შემთხვევაშიც "ქართული ოცნება" განახლებული გუნდით წარსდგება საზოგადოების წინაშე. კრიტერიუმი იქნება ობიექტური. ეს არის პროფესიონალიზმი და წესიერება", - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც, როგორც ამბობენ, სიის მე-2 ნომერი იქნება, ხოლო „ქართული ოცნების“ მთავარ გამწევ ძალად და პირველ ნომრად, დიდი ალაბთობით, პრემიერ გახარიას ვიხილავთ. ის არ უარყოფს, რომ სიაში იქნება. "ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები", - განაცხადა გიორგი გახარიამ პასუხად კითხვაზე, - იქნება თუ არა სიის პირველი ნომერი?

მართალია, მმართველი გუნდი სექტემბრამდე არ (ან – ვერ) აპირებს "კარტის გახსნას" და ელექტორატის ცნობისწადილის დაკმაყოფილებას, მაგრამ მედიაში უკვე ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება მოხვდეს "ოცნების" საარჩევნო სიაში.

ambebi.ge-ს სარწმუნო წყარო უყვება: "ოცნების" სიაში ამ ეტაპზე 40 კაცი ჰყავთ შერჩეული და აქედან 25 ძველი, 15 კი ახალი სახეა. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო კანონი გენდერული კვოტირების შესახებ, უმრავლესობამ ქალთა სახეებზე იზრუნა და 20 ქალბატონის კანდიდატურა შეარჩია და ახლა მათზე მიდის შეჯერება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ახალი სახეების თითქმის უმრავლესობას პოლიტიკური წარსული არ აქვს და როგორც ამბობენ, "ოცნებამ" ისინი სწორედ ამ ნიშნით შეარჩია".

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ვიხილოთ: ანალიტიკოსები ნიკოლოზ მეტრეველი, გია აბაშიძე, სოციოლოგი და ამჟამად ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი ვალერიან (ვაკა) გორგილაძე, იურისტი თამთა მეგრელიშვილი, ასევე, საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი სახე იქნება ყოფილი ჟურნალისტი და ამჟამად საქართველოს წყლის კომპანიის კომუნიკაციების დირექტორი, ეკა ბერიძე.

როგორც ambebi.ge-ს წყარო უყვება, სიაში იქნება იურისტი, იურიდიული ფირმის "მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური" დირექტორ–პარტნიორი ვიქტორ ყიფიანი (მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროს 1993-1995 წლებში, ის იყო კონსულტანტი საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციების შეთავსებით), დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს "ჩუღურეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე რიმა ბერაძე.

რიმა ბერაძე

ambebi.ge “ოცნების” სავარაუდო ახალ სახეს, ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველს დაუკავშირდა, რომელიც არ ადასტურებს და არც უარყოფს მოარული ხმების რეალობას იმის თაობაზე, რომ მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა პარტიულ სიაში მის კანდიდატურას განიხილავს.

ნიკოლოზ მეტრეველი

"ამ ეტაპზე ვერაფერს დავადასტურებ. არასდროს დამიმალავს, რომ "ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაცია მქონდა, დიდ პატივს ვცემ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და გუნდის ლიდერშიფს. მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, დამასახელებენ, თუ არა. მსგავსი შემოთავაზება თუ იქნება, ბუნებრივია, შევხედავ, რით შემიძლია ვიყო მათთვის გამოსადეგი, მათ მოსაზრებებსაც მოვისმენ და ამის შემდეგ გაცხადდება ჩვენი პოზიცია. დაველოდოთ ორ კვირას, გამორიცხული არაფერია. მაქსიმუმ სექტემბრის დასაწყისში ყველაფერი ცნობილი იქნება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საკმაოდ სერიოზული განახლება იქნება. გუნდი არის მმართველობის მერვე წელში და ბუნებრივია, ყოველ არჩევნებზე ის გადახალისებას საჭიროებს. როგორც ვიცი, სიაში 60 კაცი იქნება, მათგან "ოცნებას" იმის რესურსი თავისუფლად აქვს, რომ კანონიდან გამომდინარე, 15 ქალბატონი წარადგინოს, ეს ჩემი მოსაზრებაა. ახალი სახეებიდან დაახლოებით ისინი იქნებიან სიაში, ვისი გვარებიც სახელდება, მათ შორის ალბათ გია აბაშიძეც იქნება. სხვებზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ბევრი არაფერი ვიცი”, - ამბობს ნიკოლოზ მეტრეველი.

(სტატიის მთავარ ფოტოზე: ეკა ბერიძე, ვიქტორ ყიფიანი, ირმა ზავრადაშვილი, ვალერიან გორგილაძე, თამთა მეგრელიშვილი, გია აბაშიძე)

"ხალხი ბრძენია, ყველაფერს ხვდება... საკუთარი თვალით ხედავენ, როგორ მუშაობს "ქართული ოცნება" - ბიძინა ივანიშვილი

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - საარჩევნო მარათონი; ხელისუფლების პოზიცია; კორონავირუსის მეორე ტალღაა

ვინ არის ხუთი ქალი, რომელიც "ოცნების" პირველ ოცეულში მოხვდა