სპორტი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"30 ქართველთან ერთად დამაკავეს... ქურდულ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ მაქვს" - რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი საქართველოში დაბრუნებულიყო
"30 ქართველთან ერთად დამაკავეს... ქურდულ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ მაქვს" - რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი საქართველოში დაბრუნებულიყო

ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლია CFFC-სა და UFC-ში. ბევრ წარ­მა­ტე­ბას­თან ერ­თად, იყო რთუ­ლი დღე­ე­ბიც, თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­და, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის­თვის რომ მი­ეღ­წია. 31 წლი­საა და მის ან­გა­რიშ­ზე 16 გა­მარ­ჯვე­ბა და 3 წა­გე­ბაა. თვლის, რომ სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია შრო­მა, შე­მარ­თე­ბა და მებ­რძო­ლი სული. ჰყავს 2 შვი­ლი - 4 და 3 წლის ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რო­ბენ.

- ლე­ვან, რო­გორც ვიცი, ბავ­შვო­ბა­ში ჭი­და­ობ­დით, თუმ­ცა შემ­დეგ თავი და­ა­ნე­ბეთ. რა გახ­და ამის მი­ზე­ზი?

- თავი არ და­მი­ნე­ბე­ბია, შეს­ვე­ნე­ბა მქონ­და, რად­გან სწავ­ლა და­ვი­წყე. მერე შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი, ამან უფრო მი­მი­ზი­და. ჩავ­თვა­ლე, რომ აქ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი და მგო­ნი, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ბევრ შე­ჯიბ­რე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და არც ერთი ბრძო­ლა არ წა­მი­გია, ამი­ტომ გა­და­წყდა ჩემი ამე­რი­კა­ში წას­ვლა, ჩემს ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად. ჩა­ვე­დით თუ არა, მე­ო­რე დღეს­ვე შე­ჯიბ­რე­ბა გვქონ­და, აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცი­აც კი ვერ მო­ვას­წა­რით. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც გა­ვი­მარ­ჯვე და ქა­მა­რი ავი­ღე. 2 ქამ­რით დავ­ბრუნ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში...

- რამ­დე­ნი­მე ხან­ში ისევ მო­გი­წი­ათ ამე­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბამ...

- დავ­ბრუნ­დი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო გან­ვი­თა­რე­ბის ისე­თი პერ­სპექ­ტი­ვა, რო­გო­რიც ამე­რი­კა­ში. რთუ­ლია, ემიგ­რან­ტის სტა­ტუსს მო­ერ­გო. მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად ბევ­რი შრო­მა დამ­ჭირ­და. ოთხი ქარ­თვე­ლი ვიბ­რძო­დით UFC-ში და მათ­გან პირ­ვე­ლი მე ვი­ყა­ვი, რო­მელ­მაც და­ვამ­ტკი­ცე, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია.

- სამი ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა, შემ­დეგ კი UFC-ში კონ­ტრაქ­ტი აღარ გა­გიგ­რძე­ლეს. რა იყო ამის მი­ზე­ზი?

- სა­ერ­თო ჯამ­ში, ოთხი ბრძო­ლა მქონ­და, მაგ­რამ სამი გა­ი­მარ­თა, ერთი გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ჩა­ი­შა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჰო­ნო­რა­რი მა­ინც გა­და­მი­ხა­დეს და ის­ტო­რი­ა­შიც 4 ბრძო­ლა მი­წე­რია.

- UFC-მდე იყო CFFC. რა მიღ­წე­ვე­ბი გქონ­დათ?- CFFC-ში ორი ქა­მა­რი მქონ­და, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, იქი­და­ნაც წა­მო­ვე­დი.- ბრძო­ლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე­ობ­დით?

- ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­მოვ­დი­ო­დი. ქარ­თვე­ლი და ჩემი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი ვარ. არც კი მი­ფიქ­რია სხვა ქვეყ­ნის სა­ხე­ლით გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა არა­ერ­თი კლუ­ბის­გან მი­მი­ღია შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მა­ღა­ლი ჰო­ნო­რა­რით. სამ­შობ­ლოს სა­ხელს არა­ნა­ირ ჰო­ნო­რარ­ზე არ გავცვლი.

- იყო წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბაც, ვგუ­ლის­ხმობ თქვენს პა­ტიმ­რო­ბას ამე­რი­კა­ში. რა მოხ­და მა­შინ?

- 30 ქარ­თველ­თან ერ­თად და­მა­კა­ვეს, ერთი დიდი გა­უ­გებ­რო­ბა იყო. ვინც მიც­ნობს, ყვე­ლამ იცის, რომ სპორ­ტის გარ­და, არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ მაქვს და მით უმე­ტეს, ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან არ მაქვს კავ­ში­რი. ამი­ტო­მაც მალე გა­მო­მიშ­ვეს, დამ­ჭირ­და თავ­დე­ბი და გი­რაო. ბევ­რი პრობ­ლე­მა შე­მექ­მნა ამის გამო...

- თავ­დებ­ში ვინ და­გიდ­გათ? იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანს!
19

სადაც არ უნდა იყვე, გიყვარდეს ამერიკა.

ლევანიკოს!
5

3-ჯერ გასალახად ჩახვედი, ამერიკაში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"30 ქართველთან ერთად დამაკავეს... ქურდულ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ მაქვს" - რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი საქართველოში დაბრუნებულიყო

"30 ქართველთან ერთად დამაკავეს... ქურდულ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ მაქვს" - რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი საქართველოში დაბრუნებულიყო

ლევან მაყაშვილი პირველი ქართველი მებრძოლია CFFC-სა და UFC-ში. ბევრ წარმატებასთან ერთად, იყო რთული დღეებიც, თავდაუზოგავად შრომობდა, დასახული მიზნისთვის რომ მიეღწია. 31 წლისაა და მის ანგარიშზე 16 გამარჯვება და 3 წაგებაა. თვლის, რომ სპორტის ამ სახეობაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია შრომა, შემართება და მებრძოლი სული. ჰყავს 2 შვილი - 4 და 3 წლის ბიჭები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.

- ლევან, როგორც ვიცი, ბავშვობაში ჭიდაობდით, თუმცა შემდეგ თავი დაანებეთ. რა გახდა ამის მიზეზი?

- თავი არ დამინებებია, შესვენება მქონდა, რადგან სწავლა დავიწყე. მერე შერეული ორთაბრძოლებით დავინტერესდი, ამან უფრო მიმიზიდა. ჩავთვალე, რომ აქ უფრო წარმატებული ვიქნებოდი და მგონი, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. საქართველოს მასშტაბით ბევრ შეჯიბრებაში ვმონაწილეობდი და არც ერთი ბრძოლა არ წამიგია, ამიტომ გადაწყდა ჩემი ამერიკაში წასვლა, ჩემს ორ მეგობართან ერთად. ჩავედით თუ არა, მეორე დღესვე შეჯიბრება გვქონდა, აკლიმატიზაციაც კი ვერ მოვასწარით. ძალიან რთული იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გავიმარჯვე და ქამარი ავიღე. 2 ქამრით დავბრუნდით საქართველოში...

- რამდენიმე ხანში ისევ მოგიწიათ ამერიკაში დაბრუნებამ...

- დავბრუნდი, რადგან საქართველოში არ იყო განვითარების ისეთი პერსპექტივა, როგორიც ამერიკაში. რთულია, ემიგრანტის სტატუსს მოერგო. მიზნების მისაღწევად ბევრი შრომა დამჭირდა. ოთხი ქართველი ვიბრძოდით UFC-ში და მათგან პირველი მე ვიყავი, რომელმაც დავამტკიცე, რომ შეუძლებელი არაფერია.

- სამი ბრძოლა გაიმართა, შემდეგ კი UFC-ში კონტრაქტი აღარ გაგიგრძელეს. რა იყო ამის მიზეზი?

- საერთო ჯამში, ოთხი ბრძოლა მქონდა, მაგრამ სამი გაიმართა, ერთი გარკვეული მიზეზების გამო ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, ჰონორარი მაინც გადამიხადეს და ისტორიაშიც 4 ბრძოლა მიწერია.

- UFC-მდე იყო CFFC. რა მიღწევები გქონდათ?- CFFC-ში ორი ქამარი მქონდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, იქიდანაც წამოვედი.- ბრძოლებში საქართველოს სახელით მონაწილეობდით?

- ყოველთვის საქართველოს სახელით გამოვდიოდი. ქართველი და ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ. არც კი მიფიქრია სხვა ქვეყნის სახელით გამოვსულიყავი, თუმცა არაერთი კლუბისგან მიმიღია შემოთავაზებები მაღალი ჰონორარით. სამშობლოს სახელს არანაირ ჰონორარზე არ გავცვლი.

- იყო წარუმატებლობაც, ვგულისხმობ თქვენს პატიმრობას ამერიკაში. რა მოხდა მაშინ?

- 30 ქართველთან ერთად დამაკავეს, ერთი დიდი გაუგებრობა იყო. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ სპორტის გარდა, არანაირი ინტერესი არ მაქვს და მით უმეტეს, ქურდულ სამყაროსთან არ მაქვს კავშირი. ამიტომაც მალე გამომიშვეს, დამჭირდა თავდები და გირაო. ბევრი პრობლემა შემექმნა ამის გამო...

- თავდებში ვინ დაგიდგათ? იხილეთ სრულად

როგორია ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც  საკარანტინე სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოხტა?

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

ადგილები შავ ზღვაზე, სადაც წყალი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული - რას ამბობს ექსპერტი და რას ურჩევს დამსვენებელს?