კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2021 წელიც რთული იქნება...  დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის" - ასტროლოგი
"2021 წელიც რთული იქნება...  დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის" - ასტროლოგი

ბოლო დროს ჩვენ­ში ყვე­ლა ჩი­ვის, რომ ნე­გა­ტი­ურ­მა ამ­ბებ­მა ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც მხო­ლოდ ამას აშუ­ქე­ბენ. შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას ambebi.ge - სთან ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი აფა­სებს:

- მარ­თლაც რთულ დრო­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ვცხოვ­რობთ დრო­ში, როცა ის­ტო­რი­ის ახა­ლი ფურ­ცე­ლი იწე­რე­ბა. ალ­ბათ შე­ამ­ჩნევ­დით, რომ ეს პე­რი­ო­დი ბევ­რი რა­მით ჰგავს თუნ­დაც 29-30 წლის წი­ნან­დელ ვი­თა­რე­ბას, ანუ 90-იანი წლე­ბის და­სა­წყისს. რო­დე­საც ძვე­ლი, ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი ჩა­მო­ი­შა­ლა და ახალ­თან მოგ­ვი­წია შე­გუ­ე­ბა. ის­ტო­რია ხომ სპი­რა­ლი­სე­ბურ ციკ­ლე­ბად მე­ორ­დე­ბა...

- და ას­ტრო­ლო­გია გა­ნა­პი­რო­ბებს ამ ყვე­ლა­ფერს?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. სამ­ყა­რო­ში ხომ ყვე­ლა­ფე­რი მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვია... თუ ვნა­ხავთ, პლა­ნე­ტა­თა რა გან­ლა­გე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებ­და იმ პრო­ცე­სებს მა­შინ და რა ხდე­ბა ცაზე ახლა, ანა­ლო­გი­ას მარ­ტი­ვად და­ვი­ნა­ხავთ.

მა­ში­ნაც და ახ­ლაც, როცა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო, პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში მოძ­რა­ობ­და. სწო­რედ მისი მერ­წყულ­ში ტრან­ზი­ტის დროს გვშორ­დე­ბა ხოლ­მე ყვე­ლა­ფე­რი, რაც სამ­ყა­რო­სე­უ­ლი ევო­ლუ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით ძვე­ლია და დრო­მოჭ­მუ­ლი, ამავდრო­უ­ლად მკვიდ­რდე­ბა ახა­ლი, შე­საძ­ლოა ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რუ­ლი და ზოგ­ჯერ შო­კის­მომ­გვრე­ლი წე­სე­ბი...

რა­ტომ ხდე­ბა ასე? იმი­ტომ, რომ სა­ტურ­ნი ას­ტრო­ლო­გი­ა­ში დრო­დად­რო ან­გრევს იმ სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ადრე თა­ვად­ვე შექ­მნა.

თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აქ მხო­ლოდ სა­ტურ­ნის ტრან­ზიტს არ უმუ­შა­ვია, იყო კი­დევ ბევ­რი სხვა ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რიც... თუნ­დაც ახ­ლა­ხან მომ­ხდა­რი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი რომ ავი­ღოთ, მათ სა­ფუძ­ვლად შავი მთვა­რის (იგი­ვე ლი­ლი­ტის) ვერ­ძის ნი­შან­ში ტრან­ზი­ტი უწყობს ხელს, სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს ამ­დენ მომძლავ­რე­ბულ აგ­რე­სი­ას და უბე­დურ შემ­თხვე­ვებს.

- რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, რათა შე­ვამ­ცი­როთ ასე­თი ფაქ­ტე­ბი?

- ჯერ რო­გორც ას­ტრო­ლო­გი გე­ტყვით, რომ ოქ­ტომ­ბრის ბო­ლომ­დე, ვიდ­რე ლი­ლი­ტი ვერ­ძის ნი­შანს გა­დის, შე­ვე­ცა­დოთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­რი­დოთ კონ­ფლიქ­ტებს. მარ­თა­ლია, ახლა ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი ეპო­ქის მიჯ­ნა­ზე გავ­დი­ვართ და ეს არაა ხან­მოკ­ლე პრო­ცე­სი... ალ­ბათ მკი­თხავთ, რო­დის დას­რულ­დე­ბა?

ჩემი პროგ­ნო­ზი ასე­თია, 2021 წე­ლიც რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით 2022-ის გა­ზა­ფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ივ­ლის და მო­მა­ვალ­ში ბევ­რად უკე­თე­სი სამ­ყა­რო გვე­ლის.

რო­გორც მო­ქა­ლა­ქე კი, პირ­ველ რიგ­ში, ვი­ტყო­დი, რომ ალ­ბათ გა­ნათ­ლე­ბას და ზო­გა­დად აღ­ზრდას უნდა მეტი დრო და­ეთ­მოს... იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
7

შენ თუ იქაურსა და აქაურს ერთნაირად, ერთ ხაზზე ხედვავ, საღოლ ბრატ, მაგრამ ეს ასე არ არის! კონფლიტის ფაქტი, რა პონტია? გაგებაში არ ხარ? ეცადე. აქაურში არ გამოგრჩეს რამე. ყველაფერი ამით იწყება! დამანახეთ, რომ აქაურის ამოხსნის თავი გვაქს და იქაურის გავლენაზე მერე მელაპარაკეთ! ნიხვარჩალუ! კოსმოსი, რომ წინააღმდეგობაში მოდიოდეს შენთან, შენ ფაფუ, არ იქნებოდი. ახლა ნიავის გაგება გინდა დაუმატო? გაგება ძამა, ჯერ გაგება ძამა.................... მიხვარჩალუ!

ელგუჯა
2

სატურნის ბრალი თუ იყო ამდენი მკვლელობები და უბედურებები ,ვერ თქვი ამდენხანს შე ოჯახაშენებულო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"2021 წელიც რთული იქნება...  დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის" - ასტროლოგი

"2021 წელიც რთული იქნება...  დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის" - ასტროლოგი

ბოლო დროს ჩვენში ყველა ჩივის, რომ ნეგატიურმა ამბებმა ძალიან მოიმატა და საინფორმაციო საშუალებებიც მხოლოდ ამას აშუქებენ. შექმნილ ვითარებას ambebi.ge - სთან ასტროლოგი ხათუნა ნოელი აფასებს:

- მართლაც რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ვცხოვრობთ დროში, როცა ისტორიის ახალი ფურცელი იწერება. ალბათ შეამჩნევდით, რომ ეს პერიოდი ბევრი რამით ჰგავს თუნდაც 29-30 წლის წინანდელ ვითარებას, ანუ 90-იანი წლების დასაწყისს. როდესაც ძველი, ჩვეული ცხოვრების წესი ჩამოიშალა და ახალთან მოგვიწია შეგუება. ისტორია ხომ სპირალისებურ ციკლებად მეორდება...

- და ასტროლოგია განაპირობებს ამ ყველაფერს?

- რასაკვირველია. სამყაროში ხომ ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია... თუ ვნახავთ, პლანეტათა რა განლაგება განაპირობებდა იმ პროცესებს მაშინ და რა ხდება ცაზე ახლა, ანალოგიას მარტივად დავინახავთ.

მაშინაც და ახლაც, როცა მიმდინარე პროცესები დაიწყო, პლანეტა სატურნი მერწყულის ზოდიაქოში მოძრაობდა. სწორედ მისი მერწყულში ტრანზიტის დროს გვშორდება ხოლმე ყველაფერი, რაც სამყაროსეული ევოლუციის თვალსაზრისით ძველია და დრომოჭმული, ამავდროულად მკვიდრდება ახალი, შესაძლოა ექსტრაორდინარული და ზოგჯერ შოკისმომგვრელი წესები...

რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ სატურნი ასტროლოგიაში დროდადრო ანგრევს იმ სისტემას, რომელიც ადრე თავადვე შექმნა.

თუმცა, რასაკვირველია, აქ მხოლოდ სატურნის ტრანზიტს არ უმუშავია, იყო კიდევ ბევრი სხვა ასტროლოგიური ფაქტორიც... თუნდაც ახლახან მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები რომ ავიღოთ, მათ საფუძვლად შავი მთვარის (იგივე ლილიტის) ვერძის ნიშანში ტრანზიტი უწყობს ხელს, სწორედ ეს განაპირობებს ამდენ მომძლავრებულ აგრესიას და უბედურ შემთხვევებს.

- როგორ მოვიქცეთ, რათა შევამციროთ ასეთი ფაქტები?

- ჯერ როგორც ასტროლოგი გეტყვით, რომ ოქტომბრის ბოლომდე, ვიდრე ლილიტი ვერძის ნიშანს გადის, შევეცადოთ და მაქსიმალურად ვერიდოთ კონფლიქტებს. მართალია, ახლა ძალიან რთული პერიოდია, ფაქტობრივად, ორი ეპოქის მიჯნაზე გავდივართ და ეს არაა ხანმოკლე პროცესი... ალბათ მკითხავთ, როდის დასრულდება?

ჩემი პროგნოზი ასეთია, 2021 წელიც რთული იქნება, მაგრამ დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის და მომავალში ბევრად უკეთესი სამყარო გველის.

როგორც მოქალაქე კი, პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ალბათ განათლებას და ზოგადად აღზრდას უნდა მეტი დრო დაეთმოს... იხილეთ სტატია სრულად

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

13 მარტის ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გაითვალისწინონ?

გიგი და რატი გაჩეჩილაძეების დედა, მოცეკვავე ლარისა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა - "რთულია სიტყვებით გადმოსცე უდიდესი ტკივილი"