პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება თვითმკვლელობასთან ერთად, აქტიურად  განიხილავს მკვლელობის ვერსიასაც" - მიხეილ რამიშვილი
"თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება თვითმკვლელობასთან ერთად, აქტიურად  განიხილავს მკვლელობის ვერსიასაც" - მიხეილ რამიშვილი

გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ა­საც.

"საქ­მის მკვლე­ლო­ბად გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა­ზე ჯერ არ ლა­პა­რა­კო­ბენ, მაგ­რამ თვით­მკვლე­ლო­ბას­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­აც. მუხ­ლის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბის­თვის სა­ჭი­როა არ­სე­ბობ­დეს საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი" - ეუბ­ნე­ბა ად­ვო­კა­ტი ambebi.ge -ს .

რა­მიშ­ვი­ლი და ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გუ­შინ, 11 აგ­ვის­ტოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც მათ საქ­მის მა­სა­ლე­ბის ნა­წი­ლი გა­აც­ნეს. რა­მიშ­ვი­ლი ambebi.ge - ს იმ სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბებ­ზე უყ­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მის მა­სა­ლებ­ში იკ­ვე­თე­ბა.

"მო­ხერ­ხდა თა­მა­რის ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის გახ­სნა. ასე­ვე, მის პი­რად Youtube-ზეც შე­ვე­დით, ჩა­ნა­წე­რე­ბი ვნა­ხეთ. თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე "ფე­ის­ბუქ­ზე" მა­ინც ვერ შე­ვე­დით. მისი მი­წერ-მო­წე­რე­ბიც ვნა­ხეთ, ბევ­რი ახა­ლი პერ­სო­ნა გა­მო­იკ­ვე­თა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ბოლო დროს ჰქონ­და მი­წერ-მო­წე­რა ჩვენ­თვის უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­გორც ქარ­თვე­ლებ­თან, ისე - უცხო­ე­ლებ­თან. გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს, ვინ არი­ან ისი­ნი და რა კავ­ში­რი ჰქონ­დათ თა­მარ­თან. ყვე­ლა­ზე მე­ტად რა­მაც ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, არის ის, რომ თა­მა­რის კომ­პი­უ­ტერ­თან წვდო­მა აქვს ვი­ღა­ცას, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის მიღ­მა. ბო­ლოს 10 აგ­ვის­ტოს ფიქ­სირ­დე­ბა შეს­ვლა მის კომ­პი­უ­ტერ­ში და მო­ნა­ცე­მე­ბის გახ­სნა. ესეც უნდა და­ად­გი­ნოს გა­მო­ძი­ე­ბამ, ვინ შე­ვი­და 10 აგ­ვის­ტოს თა­მა­რის კომ­პი­უ­ტერ­ში. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ წაშ­ლი­ლია მე­ილ­ზე მო­სუ­ლი და გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი 13-დან 18 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით. ხოლო 19 ივ­ლი­სი­დან შემ­დეგ ისევ მო­დის წე­რი­ლე­ბი მე­ილ­ზე. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ დრო­ის შუ­ა­ლედ­ში არ მოს­ვლო­და რამე შე­ტყო­ბი­ნე­ბა თა­მარს, რად­გან იგი აქ­ტი­ურ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში იყო და რო­გორც წესი, დღე­ში ათე­უ­ლო­ბით წე­რილს იღებ­და", - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

ასევე დაგაინტერესებთ
15:48 / 08-08-2020

"21 წელი მშობლების სიყვარული არ მომკლებია... არ დავუშვებ მამაჩემის ღირსება შელახონ" - თამარ ბაჩალიაშვილის ძმა

18:17 / 11-08-2020

"ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე ბაჩალიაშვილის სამსახურეობრივ ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი" - ადვოკატი

21:23 / 12-08-2020

"პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე" - ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, გარდაცვლილ პროგრამისტს ეკუთვნის

10:42 / 13-08-2020

"გაგვიმყარდა ვარაუდი, რომ თამარს ვიღაც აშინებდა, ემუქრებოდა" - კიდევ რა წერია ბაჩალიაშვილის ბლოკნოტში და რატომ არ ამოიღო ის გამოძიებამ აქამდე?

11:53 / 13-08-2020

"ოჯახმა ამ წერილის შესახებ არაფერი იცოდა" - რას ამბობს ადვოკატი ბაჩალიაშვილის ჩანაწერზე, რომელიც ჟურნალისტმა გაასაჯაროვა

16:27 / 13-08-2020

"ბულინგი მოახდინეს ჩემზე, გინდა თუ არა, შენ მიეცი კაპანაძეს ის ფურცელიო" - ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქ­მე­ში FBI-ს ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ შე­კი­თხვა­ზე, რა­მიშ­ვი­ლი გვპა­სუ­ხობს, რომ ამ სა­კი­თხის ირ­გვლივ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი "ჯერ ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ".

"მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხა­დებს მზა­ო­ბას FBI- ის ჩარ­თვა­ზე, ხოლო შსს ამ­ბობს, რომ ჩვენ თუ ჩავ­თვლით სა­ჭი­როდ, მა­შინ გა­დავ­წყვეტთ ჩა­ერ­თოს, თუ - არაო. თვი­თონ ვერ რიგ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთ­ში. არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რამ. ჯერ მო­რიგ­დნენ ერ­თმა­ნეთ­ში და შემ­დეგ გა­ა­კე­თონ გან­ცხა­დე­ბა", - ამ­ბობს რა­მიშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცე­სის მი­მართ ოჯა­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რა­მიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა, ოჯახს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის მი­მართ ნდო­ბა არ ამაღ­ლე­ბია.

„ნდო­ბა იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი შე­დეგ­ზე. არის ხარ­ვე­ზე­ბი, რომ­ლი­თაც ვართ უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი. ოჯახს ბევ­რი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი რჩე­ბა. მა­გა­ლი­თად, მოწ­მე­ე­ე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად რომ იყ­ვნენ, გა­მო­ძი­ე­ბა ელო­დე­ბო­და რო­დის მორ­ჩე­ბოდ­ნენ ისი­ნი დას­ვე­ნე­ბას და დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ დე­და­ქა­ლაქ­ში. რო­დე­საც საქ­მე ასე­თი სენ­სი­ტი­უ­რია, იმას უნდა ელო­დე­ბო­დეს გა­მო­ძი­ე­ბა რო­დის და­ის­ვე­ნებს მოწ­მე და შემ­დეგ და­ი­ბა­როს და­კი­თხვა­ზე?! ან რამ­დე­ნი ხანი უნდა ვე­ლო­დოთ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხებს, იყო თუ არა გო­გო­ნას სხე­ულ­ში ის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მელ­ზეც იყო სა­უ­ბა­რი?!", - გვე­უბ­ნე­ბა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
59

გასაგებია ოჯახის მდგომარეობა, მაგრამ თუ მოწმე დასასვენებლად არის წასული და კანონმდებლობა ამას არ კრძალავს, გამოდის რომ ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე უნდა ჩააკითხონ სამართალდამცველებმა მოწმეს დასვენების ადგილზე, ამოუტრიალონ ხელები, დაადონ ბორკილები და კამერების დაჟურნალისტების თანხლებით მიიყვანონ განყოფილებაში??? 

 სანახაობა უფრო უნდა ხალხს, ვიდრე სიმართლის დადგენა!!!

თქვე დალოცვილება, საკუთარი შვილის ასავალ დასავალი არ იცოდით ბოლომდე, საწყალი გოგო ასეთ დღეში იყო და არ დაინტერესებულხართ რა სჭირდა და ეხლა გინდათ ერთი ხელის მოსმით გაარკვიოთ რა დაემართა ამ ბავშვს??? 

საგიჟეთია რა საგიჟეთი!!!

ვაჟა.
57

ძიებისას დაშვებული უხეში შეცდომები, რომელსაც ყველაზე დაბალი კვალიფიკაციის გამომძიებელიც კი არ დაუშვებს, ნათელი დადასტურია იმისა, რომ საქმეს, ან იდიოტების ჯოგი იძიებს, ან ბრიყვულად ცდილობენ საქმის გამრუდებას. ვეკითხები ხალხს, რომელია სწორი ვარაუდი. არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება თვითმკვლელობასთან ერთად, აქტიურად  განიხილავს მკვლელობის ვერსიასაც" - მიხეილ რამიშვილი

"თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება თვითმკვლელობასთან ერთად, აქტიურად  განიხილავს მკვლელობის ვერსიასაც" - მიხეილ რამიშვილი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გამოძიება აქტიურად განიხილავს მკვლელობის ვერსიასაც.

"საქმის მკვლელობად გადაკვალიფიცირებაზე ჯერ არ ლაპარაკობენ, მაგრამ თვითმკვლელობასთან ერთად, აქტიურად განიხილება მკვლელობის ვერსიაც. მუხლის გადაკვალიფიცირებისთვის საჭიროა არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები" - ეუბნება ადვოკატი ambebi.ge -ს .

რამიშვილი და ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გუშინ, 11 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ, სადაც მათ საქმის მასალების ნაწილი გააცნეს. რამიშვილი ambebi.ge - ს იმ საეჭვო გარემოებებზე უყვება, რომლებიც, მისი თქმით, აღნიშნულ საქმის მასალებში იკვეთება.

"მოხერხდა თამარის ელექტრონული ფოსტის გახსნა. ასევე, მის პირად Youtube-ზეც შევედით, ჩანაწერები ვნახეთ. თუმცა, ამ ეტაპზე "ფეისბუქზე" მაინც ვერ შევედით. მისი მიწერ-მოწერებიც ვნახეთ, ბევრი ახალი პერსონა გამოიკვეთა, აღმოჩნდა, რომ ბოლო დროს ჰქონდა მიწერ-მოწერა ჩვენთვის უცხო ადამიანებთან, როგორც ქართველებთან, ისე - უცხოელებთან. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ არიან ისინი და რა კავშირი ჰქონდათ თამართან. ყველაზე მეტად რამაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო, არის ის, რომ თამარის კომპიუტერთან წვდომა აქვს ვიღაცას, გამოძიების ინტერესების მიღმა. ბოლოს 10 აგვისტოს ფიქსირდება შესვლა მის კომპიუტერში და მონაცემების გახსნა. ესეც უნდა დაადგინოს გამოძიებამ, ვინ შევიდა 10 აგვისტოს თამარის კომპიუტერში. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ წაშლილია მეილზე მოსული და გაგზავნილი წერილები 13-დან 18 ივლისის ჩათვლით. ხოლო 19 ივლისიდან შემდეგ ისევ მოდის წერილები მეილზე. წარმოუდგენელია ამ დროის შუალედში არ მოსვლოდა რამე შეტყობინება თამარს, რადგან იგი აქტიურ სამუშაო რეჟიმში იყო და როგორც წესი, დღეში ათეულობით წერილს იღებდა", - ამბობს ადვოკატი.

საქმეში FBI-ს ჩართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, რამიშვილი გვპასუხობს, რომ ამ საკითხის ირგვლივ სამართალდამცავი უწყებები "ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ".

"მთავარი პროკურატურა აცხადებს მზაობას FBI- ის ჩართვაზე, ხოლო შსს ამბობს, რომ ჩვენ თუ ჩავთვლით საჭიროდ, მაშინ გადავწყვეტთ ჩაერთოს, თუ - არაო. თვითონ ვერ რიგდებიან ერთმანეთში. არ შეიძლება ასეთი რამ. ჯერ მორიგდნენ ერთმანეთში და შემდეგ გააკეთონ განცხადება", - ამბობს რამიშვილი.

რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობის პროცესის მიმართ ოჯახის დამოკიდებულებას, რამიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა, ოჯახს სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობა არ ამაღლებია.

„ნდობა იქნება დამოკიდებული შედეგზე. არის ხარვეზები, რომლითაც ვართ უკმაყოფილოები. ოჯახს ბევრი კითხვის ნიშნები რჩება. მაგალითად, მოწმეეები დასასვენებლად რომ იყვნენ, გამოძიება ელოდებოდა როდის მორჩებოდნენ ისინი დასვენებას და დაბრუნდებოდნენ დედაქალაქში. როდესაც საქმე ასეთი სენსიტიურია, იმას უნდა ელოდებოდეს გამოძიება როდის დაისვენებს მოწმე და შემდეგ დაიბაროს დაკითხვაზე?! ან რამდენი ხანი უნდა ველოდოთ ექსპერტიზის პასუხებს, იყო თუ არა გოგონას სხეულში ის მედიკამენტები, რომელზეც იყო საუბარი?!", - გვეუბნება მიხეილ რამიშვილი.

"ყვიროდა, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებითო" - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმის საკარანტინე სივრცეში მომხდარ ამბავზე

"მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა, პროკურორი საქმეს ჩამოაცილეს" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

რუსთავის ციხეში პატიმარმა პროტესტის ნიშნად საპარსი სამართებელი - ე.წ. "ბრიტვა" გადაყლაპა