ავტორი:

"ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბნენ" - გია ხუხაშვილი შაქარაშვილის საქმეზე

"ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბნენ" - გია ხუხაშვილი შაქარაშვილის საქმეზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე 19 წლის მოკლული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება და წერს:

"შაქარაშვილის ტრაგედიის ტიპის საქმეები სამი კომპონენტისგან შედგება - დანაშაულის დაკვეთა, შესრულება და დაფარვა. გირგვლიანის საქმეში ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ შემსრულებლებს დროებით გადაუგდებდა საზოგადოებას და ამით გადააგორებდა თემას. დამკვეთი და დამფარავი კი მშრალად გამოძვრებოდა. როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს ასე არ მოხდა. არც ახლა მოხდება ასე.

1. იმის ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბნენ. მათ ვიღაც მათთვის ავტორიტეტული უწევდა კოორდინაციას. ამ პერსონის დადგენა არ უნდა იყოს ძნელი, თუ ამის ნება არსებობს.

2. პირველ ეტაპზე აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან, თუნდაც ეს ქვედა დონეზე ყოფილიყო. რომ არა საზოგადოების და მედიის აქტიურობა, შეიძლებოდა ეს გამოსვლოდათ კიდეც.

ამ ორი კომპონენტის სათანადოდ გამოძიების გარეშე, საქმე ვერ ჩაითვლება სრულად გახსნილად, შესაბამისი განვითარებით.

პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ეს კარგია. ახლა მეორე და მესამე უნდა გადაიდგას".შეგახსენებთ, პროკურატურამ 11 აგვისტოს 5 პირს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა ბრალი.

"ხუთი მკვლელი! ხუთი  ცოცხლად მოსიარულე გვამი!“ - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ

თეონა კონტრიძე  "ბატკას" წინააღმდეგ - "ბელორუსი ხალხისა და დემოკრატიის მხარეს ვარ!"

ზურა ყიფშიძე დღეს 67 წლის გახდა - ოჯახის წევრების ემოციური მილოცვა იუბილარ მსახიობს