გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" სიონშია. დაბა სიონის ცენტრში, ნიკო ქუმსიაშვილის ქუჩაზე, 50%-მდე ფასდაკლებით, გამოფენა-გაყიდვა იმართება.
ადგილზე მკითხველს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა, დიდი ფასდაკლებით, 10:00 საათიდან დახვდა, გამოფენა-გაყიდვა 18:00 საათამდე გასტანს.
"პალიტრა L" სიონს საიუბილეო ტურნეს ფარგლებში ეწვია. 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამომცემლობას სხვდასხვა ლიტერატურული ღონისძიება აქვს დაგეგმილი. ერთ-ერთი არის "ლიტერატურული გაჩერება", რომელიც საქართველოს მასშტაბით უკვე ეწვია რამდენიმე რეგიონს.
13 აგვისტოს "ლიტერატურული ქარავანი" სურამში გადაინაცვლებს და გამოფენა-გაყიდვა დაბა სურამის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის ქუჩაზე გაიმართება.