მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხვისი გალანძღვით ცდილობენ, საკუთარი ლაქები ჩამოირეცხონ" - რას ფიქრობენ საზოგადოების წარმომადგენლები ქვეყანაში გამეფებულ ნეგატიურ ფონზე?
"სხვისი გალანძღვით ცდილობენ, საკუთარი ლაქები ჩამოირეცხონ" - რას ფიქრობენ საზოგადოების წარმომადგენლები ქვეყანაში გამეფებულ ნეგატიურ ფონზე?

ბოლო დროს ჩვენ­ში ყვე­ლა ჩი­ვის, რომ ნე­გა­ტი­ურ­მა ამ­ბებ­მა ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც მხო­ლოდ ამას აშუ­ქე­ბენ. ოპო­ზი­ცია ყვე­ლა­ფერს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უსუ­სუ­რო­ბას უკავ­ში­რებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სხვა მო­საზ­რე­ბე­ბი აქვს... ამ თე­მე­ბის გან­ხილ­ვით ასე­ვე მო­ცუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლიც, რის ფონ­ზეც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბას ვერ ცდე­ბი­ან...

ambebi.ge რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ და თა­ვის სფე­რო­ში დამ­სა­ხუ­რე­ბულ ადა­მი­ანს და­უ­კავ­შირ­და და ჰკი­თხა - რა გავ­ლე­ნას ახ­დენს მათ­ზე უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი და რით ხსნი­ან გარ­შე­მო ნე­გა­ტი­ვის ასე მომ­რავ­ლე­ბას.

ლადო აფხა­ზა­ვა, პე­და­გო­გი:

- ადა­მი­ა­ნებს პა­ტა­რა ნა­პერ­წკა­ლიც კი ყოფ­ნით, რომ ცუდი აზე­ბი და­აფ­რქვი­ონ, ერ­თმა­ნე­თი მარ­ტი­ვად შე­უ­რა­ცხყონ, მაგ­რამ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია. ვცდი­ლობ, ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ადა­მი­ა­ნურ ღირ­სე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა შევ­თა­ვა­ზო და ყვე­ლა შემ­დგო­მი გა­მოწ­ვე­ვის­თვის მო­ვამ­ზა­დო, თუნ­დაც სი­ძულ­ვი­ლის ენის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის. პრო­ექ­ტე­ბი გვაქვს ბუ­ლინ­გის წი­ნა­აღ­მდეგ. ბუ­ლინგს სკო­ლა­ში ხში­რად აქვს ად­გი­ლი და სულ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მისი პრე­ვენ­ცი­ის გზე­ბი ყო­ველ­თვის უნდა ვე­ძე­ბოთ.

პან­დე­მი­ის დროს, ონ­ლა­ინ­სწავ­ლე­ბი­სას ისე მოხ­და, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლის ოჯახ­ში "შე­ვე­დით" და ვნა­ხეთ, რო­გორ ოჯა­ხებ­ში ცხოვ­რო­ბენ ისი­ნი. სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ნამ­დე არ ვი­ცო­დით. თურ­მე მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ბევრ შეც­დო­მას ვუშ­ვებ­დით. არა­და, სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც არის სი­ხა­რუ­ლის, სი­კე­თის შე­ნო­ბა, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებს ხა­ლი­სი­ა­ნად, თბი­ლად უნდა ექ­ცე­ოდ­ნენ, თურ­მე სა­თა­ნა­დოდ არ ვე­პყრო­ბით, თურ­მე ბავ­შვებს მეტი სიყ­ვა­რუ­ლი სჭირ­დე­ბათ. ამი­ტო­მა­ცაა, რომ მათ დიდ პრო­ცენტს სკო­ლა­ში მოს­ვლა არ უყ­ვარს. რა თქმა უნდა, მას­წავ­ლებ­ლებს სურთ, მათი მოს­წავ­ლე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ამას მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა, ჩვენ თე­ო­რი­უ­ლად ბევ­რი რამ ვი­ცით, მაგ­რამ პრაქ­ტი­კა­ში ამას ვერ ვა­კე­თებთ.

ნე­ბის­მი­ე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გე­ტყვით, რომ სწავ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ, რო­გორც კი, რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბაა სკო­ლა­ში, იქ წინა რი­გებ­ში მას­წავ­ლე­ბე­ლებს ვსვამთ, ბავ­შვე­ბი ფეხ­ზე დგა­ნან. ასე­თი სკო­ლა პრაქ­ტი­კა­ში მოს­წავ­ლე­ებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი?! არა, რა თქმა უნდა. ნამ­დვი­ლი პრო­ცე­სე­ბი იქაა, სა­დაც მოს­წავ­ლეა მთა­ვა­რი.

ამას ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბიც უწყო­ბენ ხელს, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებ­ში, თუ სი­უ­ჟეტ­ში რა­ი­მე აგ­რე­სია არ არის ჩა­დე­ბუ­ლი, რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, რომ სი­უ­ჟე­ტი კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო არ გა­მო­დის.

ჩემ შემ­თხვე­ვა­შიც, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რომ გა­მიც­ნო, მცი­რე პრო­ცენ­ტის­გან ნე­გა­ტი­ვი წა­მო­ვი­და, ტა­ლა­ხი მეს­რო­ლეს, მაგ­რამ ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა, - რომ ამას ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მი­ვაქ­ციო, რად­გან როცა ადა­მი­ა­ნი რა­ღაც წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს, ასე ხდე­ბა... ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბის­თვის არ მი­პა­სუ­ხია.

- რა თქვეს თქვენ­ზე?

- ლადო აფხა­ზა­ვა სო­რო­სის ლეკ­ვი­აო... არა­და, თურ­მე ვინც ეს და­წე­რა, სწო­რედ მისი სკო­ლა იყო ჩარ­თუ­ლი სო­რო­სის პრო­ექ­ტში და უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­დნენ... სო­რო­სის ფონდთან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ მაქვს, ნე­ტავ, კი მქონ­დეს.

რა­ტომ­ღაც ასეა, სხვი­სი გა­ლან­ძღვით ცდი­ლო­ბენ, სა­კუ­თა­რი ლა­ქე­ბი ჩა­მო­ი­რე­ცხონ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა მიხ­ვდეს, - თუ ვინ­მეს აძა­გებ, თა­ვად გჭირს კომ­პლექ­სი და ამას ააშ­კა­რა­ვებ.

- მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის დიდი მე­გო­ბა­რი ხართ, ამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდის თვით­მკვლე­ლო­ბა თუ მკვლე­ლო­ბა ემო­ცი­უ­რად რო­გორ მოქ­მე­დებს თქვენ­ზე?

- ძა­ლი­ან ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი, მაგ­რამ დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­დნა არ შე­იძ­ლე­ბა, უმოქ­მე­დო არ უნდა იყო, რა­ღაც გზე­ბი უნდა და­სა­ხო. ამი­ტო­მაც ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ პრო­ექ­ტე­ბი შე­ვი­მუ­შა­ვე - ნე­გა­ტი­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ჩემი ემო­ცი­ე­ბი პრო­ექ­ტში გა­და­ვი­ტა­ნე და მინ­და, ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი მე­ტად მო­ვამ­ზა­დო. მა­გა­ლი­თად, სპორ­ტი ხომ იმას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ ბავ­შვი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით გა­ნა­ვი­თა­როს, მაგ­რამ ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა სპორ­ტს ერთ თვე­ში და­ა­ნე­ბა თავი, მწვრთნელს კომ­პე­ტენ­ცია აკ­ლდა. ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხე­ბი­დან დათ­რგუ­ნუ­ლე­ბი მო­დი­ან, ზოგ­ჯერ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნიც არი­ან, სპორ­ტში უნ­დათ ენერ­გი­ის და­ხარ­ჯვა, სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბა და ამას აგ­რე­სი­უ­ლი პე­და­გო­გე­ბის გამო იქაც ვერ აღ­წე­ვენ... მოკ­ლედ, პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან მრა­ვალ­მხრი­ვია.

თეა დარ­ჩია, ქო­რე­ოგ­რა­ფი:

- ძა­ლი­ან დავ­შორ­დით ღმერ­თს და ეს არის ყვე­ლა პრობ­ლე­მის სა­წყი­სი, შე­დე­გი, ფი­ნა­ლი და არ­სიც. ამი­ტომ, იმ­ძლავ­რა ასე აგ­რე­სი­ამ და იმ სა­ზი­ზღარ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ, რა­შიც ვცხოვ­რობთ. ბოლო დროს ბო­რო­ტე­ბა იმარ­ჯვებს, რად­გა­ნაც არ ვართ ღმერ­თის­კენ, მაგ­რამ რო­გორც კი შევ­ბრუნ­დე­ბით, უბ­რა­ლოდ, მად­ლო­ბას მა­ინც გა­და­ვუხ­დით, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა...

სა­შინ­ლად მოქ­მე­დებს ჩემ­ზე ამ­დე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მოს­მე­ნა, ვით­რგუ­ნე­ბი, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, ვგრძნობ და მტკი­ვა... მთა­ვა­რი მა­ინც ისაა, რომ არ უნდა ავ­ყვეთ და გავ­ყვეთ ამ უარ­ყო­ფითს. ამ ყვე­ლა­ფერს ისევ ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლით და ღმერ­თი­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბით მო­ვე­რი­ოთ. ერ­თმა­ნე­თი უნდა შე­ვიყ­ვა­როთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დოთ ერ­თმა­ნეთს და ბევ­რი ვა­პა­ტი­ოთ - ეს არის ჩემი მთა­ვა­რი პა­სუ­ხი.

ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი, ას­ტრო­ლო­გი:

- მარ­თლაც რთულ დრო­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ვცხოვ­რობთ დრო­ში, როცა ის­ტო­რი­ის ახა­ლი ფურ­ცე­ლი იწე­რე­ბა. ალ­ბათ შე­ამ­ჩნევ­დით, რომ ეს პე­რი­ო­დი ბევ­რი რა­მით ჰგავს თუნ­დაც 29-30 წლის წი­ნან­დელ ვი­თა­რე­ბას, ანუ 90-იანი წლე­ბის და­სა­წყისს. რო­დე­საც ძვე­ლი, ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი ჩა­მო­ი­შა­ლა და ახალ­თან მოგ­ვი­წია შე­გუ­ე­ბა. ის­ტო­რია ხომ სპი­რა­ლი­სე­ბურ ციკ­ლე­ბად მე­ორ­დე­ბა...

- და ას­ტრო­ლო­გია გა­ნა­პი­რო­ბებს ამ ყვე­ლა­ფერს?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. სამ­ყა­რო­ში ხომ ყვე­ლა­ფე­რი მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვია? თუ ვნა­ხავთ, პლა­ნე­ტა­თა რა გან­ლა­გე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებ­და იმ პრო­ცე­სებს მა­შინ და რა ხდე­ბა ცაზე ახლა, ანა­ლო­გი­ას მარ­ტი­ვად და­ვი­ნა­ხავთ.

მა­ში­ნაც და ახ­ლაც, როცა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო, პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში მოძ­რა­ობ­და. სწო­რედ მისი მერ­წყულ­ში ტრან­ზი­ტის დროს გვშორ­დე­ბა ხოლ­მე ყვე­ლა­ფე­რი, რაც სამ­ყა­რო­სე­უ­ლი ევო­ლუ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით ძვე­ლია და დრო­მოჭ­მუ­ლი, ამავდრო­უ­ლად მკვიდ­რდე­ბა ახა­ლი, შე­საძ­ლოა ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რუ­ლი და ზოგ­ჯერ შო­კის­მომ­გვრე­ლი წე­სე­ბი...

რა­ტომ ხდე­ბა ასე? იმი­ტომ, რომ სა­ტურ­ნი ას­ტრო­ლო­გი­ა­ში დრო­დად­რო ან­გრევს იმ სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ადრე თა­ვად­ვე შექ­მნა.

თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აქ მხო­ლოდ სა­ტურ­ნის ტრან­ზიტს არ უმუ­შა­ვია, იყო კი­დევ ბევ­რი სხვა ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რიც... თუნ­დაც ახ­ლა­ხან მომ­ხდა­რი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი რომ ავი­ღოთ, მათ სა­ფუძ­ვლად შავი მთვა­რის (იგი­ვე ლი­ლი­ტის) ვერ­ძის ნი­შან­ში ტრან­ზი­ტი უწყობს ხელს, სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს ამ­დენ მომძლავ­რე­ბულ აგ­რე­სი­ას და უბე­დურ შემ­თხვე­ვებს.

- რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, რათა შე­ვამ­ცი­როთ ასე­თი ფაქ­ტე­ბი?

- ჯერ რო­გორც ას­ტრო­ლო­გი გე­ტყვით, რომ ოქ­ტომ­ბრის ბო­ლომ­დე, ვიდ­რე ლი­ლი­ტი ვერ­ძის ნი­შანს გა­დის, შე­ვე­ცა­დოთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­რი­დოთ კონ­ფლიქ­ტებს. მარ­თა­ლია, ახლა ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი ეპო­ქის მიჯ­ნა­ზე გავ­დი­ვართ და ეს არაა ხან­მოკ­ლე პრო­ცე­სი... ალ­ბათ მკი­თხავთ, რო­დის დას­რულ­დე­ბა?

ჩემი პროგ­ნო­ზი ასე­თია, 2021 წე­ლიც რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით 2022-ის გა­ზა­ფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ივ­ლის და მო­მა­ვალ­ში ბევ­რად უკე­თე­სი სამ­ყა­რო გვე­ლის.

რო­გორც მო­ქა­ლა­ქე კი, პირ­ველ რიგ­ში, ვი­ტყო­დი, რომ ალ­ბათ გა­ნათ­ლე­ბას და ზო­გა­დად აღ­ზრდას უნდა მეტი დრო და­ეთ­მოს...

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურიკო
17

ბრავო თეა.ჩემი სათქმელი თქვი.

სეი
14

დარჩია და თავისი ღმერთი აღარ დასრულდა რა. ამ ქალბატონმა ცოტა ადამიანურად იცეკვოს და სულ არ ილაპარაკოს რამეზე, ჯობია. ზოგჯერ მგონია, რომ განვითარების და პროგრესის კი არა, რეგრესის და დესტრუქციის ხანაში ვართ ასეთი ადამიანების გამო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"სხვისი გალანძღვით ცდილობენ, საკუთარი ლაქები ჩამოირეცხონ" - რას ფიქრობენ საზოგადოების წარმომადგენლები ქვეყანაში გამეფებულ ნეგატიურ ფონზე?

"სხვისი გალანძღვით ცდილობენ, საკუთარი ლაქები ჩამოირეცხონ" - რას ფიქრობენ საზოგადოების წარმომადგენლები ქვეყანაში გამეფებულ ნეგატიურ ფონზე?

ბოლო დროს ჩვენში ყველა ჩივის, რომ ნეგატიურმა ამბებმა ძალიან მოიმატა და საინფორმაციო საშუალებებიც მხოლოდ ამას აშუქებენ. ოპოზიცია ყველაფერს ხელისუფლების უსუსურობას უკავშირებს, ხელისუფლებას სხვა მოსაზრებები აქვს... ამ თემების განხილვით ასევე მოცულია სოციალური ქსელიც, რის ფონზეც ინტერნეტმომხმარებლები ურთიერთდაპირისპირებას ვერ ცდებიან...

ambebi.ge რამდენიმე ცნობილ და თავის სფეროში დამსახურებულ ადამიანს დაუკავშირდა და ჰკითხა - რა გავლენას ახდენს მათზე უარყოფითი ინფორმაციები და რით ხსნიან გარშემო ნეგატივის ასე მომრავლებას.

ლადო აფხაზავა, პედაგოგი:

- ადამიანებს პატარა ნაპერწკალიც კი ყოფნით, რომ ცუდი აზები დააფრქვიონ, ერთმანეთი მარტივად შეურაცხყონ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და მასთან ურთიერთობებია. ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს ადამიანურ ღირსებებზე დაფუძნებული სწავლება შევთავაზო და ყველა შემდგომი გამოწვევისთვის მოვამზადო, თუნდაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. პროექტები გვაქვს ბულინგის წინააღმდეგ. ბულინგს სკოლაში ხშირად აქვს ადგილი და სულ იქნება, მაგრამ მისი პრევენციის გზები ყოველთვის უნდა ვეძებოთ.

პანდემიის დროს, ონლაინსწავლებისას ისე მოხდა, რომ ყველა მოსწავლის ოჯახში "შევედით" და ვნახეთ, როგორ ოჯახებში ცხოვრობენ ისინი. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს ყველაფერი მანამდე არ ვიცოდით. თურმე მათთან ურთიერთობისას ბევრ შეცდომას ვუშვებდით. არადა, სკოლაში, რომელიც არის სიხარულის, სიკეთის შენობა, სადაც მოსწავლეებს ხალისიანად, თბილად უნდა ექცეოდნენ, თურმე სათანადოდ არ ვეპყრობით, თურმე ბავშვებს მეტი სიყვარული სჭირდებათ. ამიტომაცაა, რომ მათ დიდ პროცენტს სკოლაში მოსვლა არ უყვარს. რა თქმა უნდა, მასწავლებლებს სურთ, მათი მოსწავლეები წარმატებულები იყვნენ, მაგრამ ამას მოტივაციის ამაღლება სჭირდება. ამიტომ შეიძლება, ჩვენ თეორიულად ბევრი რამ ვიცით, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ვაკეთებთ.

ნებისმიერი მასწავლებელი, სკოლის დირექტორი გეტყვით, რომ სწავლება მოსწავლეზეა ორიენტირებული, მაგრამ, როგორც კი, რაიმე აქტივობაა სკოლაში, იქ წინა რიგებში მასწავლებელებს ვსვამთ, ბავშვები ფეხზე დგანან. ასეთი სკოლა პრაქტიკაში მოსწავლეებზეა ორიენტირებული?! არა, რა თქმა უნდა. ნამდვილი პროცესები იქაა, სადაც მოსწავლეა მთავარი.

ამას ტელევიზიებიც უწყობენ ხელს, საინფორმაციო გამოშვებებში, თუ სიუჟეტში რაიმე აგრესია არ არის ჩადებული, რატომღაც ჰგონიათ, რომ სიუჟეტი კარგი და საინტერესო არ გამოდის.

ჩემ შემთხვევაშიც, საზოგადოებამ რომ გამიცნო, მცირე პროცენტისგან ნეგატივი წამოვიდა, ტალახი მესროლეს, მაგრამ ბევრი მეუბნება, - რომ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციო, რადგან როცა ადამიანი რაღაც წარმატებას აღწევს, ასე ხდება... ასეთი კომენტარებისთვის არ მიპასუხია.

- რა თქვეს თქვენზე?

- ლადო აფხაზავა სოროსის ლეკვიაო... არადა, თურმე ვინც ეს დაწერა, სწორედ მისი სკოლა იყო ჩართული სოროსის პროექტში და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ... სოროსის ფონდთან არანაირი კავშირი არ მაქვს, ნეტავ, კი მქონდეს.

რატომღაც ასეა, სხვისი გალანძღვით ცდილობენ, საკუთარი ლაქები ჩამოირეცხონ. საზოგადოება უნდა მიხვდეს, - თუ ვინმეს აძაგებ, თავად გჭირს კომპლექსი და ამას ააშკარავებ.

- მომავალი თაობის დიდი მეგობარი ხართ, ამდენი ახალგაზრდის თვითმკვლელობა თუ მკვლელობა ემოციურად როგორ მოქმედებს თქვენზე?

- ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები, მაგრამ დეპრესიაში ჩავარდნა არ შეიძლება, უმოქმედო არ უნდა იყო, რაღაც გზები უნდა დასახო. ამიტომაც ამის საწინააღმდეგოდ პროექტები შევიმუშავე - ნეგატივის საწინააღმდეგოდ, ჩემი ემოციები პროექტში გადავიტანე და მინდა, ჩემი მოსწავლეები მეტად მოვამზადო. მაგალითად, სპორტი ხომ იმას ემსახურება, რომ ბავშვი ჯანსაღი ცხოვრების წესით განავითაროს, მაგრამ ჩემი მოსწავლეების გარკვეულმა ნაწილმა სპორტს ერთ თვეში დაანება თავი, მწვრთნელს კომპეტენცია აკლდა. ბავშვებს, რომლებიც ოჯახებიდან დათრგუნულები მოდიან, ზოგჯერ ძალადობის მსხვერპლნიც არიან, სპორტში უნდათ ენერგიის დახარჯვა, სიმშვიდის მოპოვება და ამას აგრესიული პედაგოგების გამო იქაც ვერ აღწევენ... მოკლედ, პრობლემა ძალიან მრავალმხრივია.

თეა დარჩია, ქორეოგრაფი:

- ძალიან დავშორდით ღმერთს და ეს არის ყველა პრობლემის საწყისი, შედეგი, ფინალი და არსიც. ამიტომ, იმძლავრა ასე აგრესიამ და იმ საზიზღარმა მდგომარეობამ, რაშიც ვცხოვრობთ. ბოლო დროს ბოროტება იმარჯვებს, რადგანაც არ ვართ ღმერთისკენ, მაგრამ როგორც კი შევბრუნდებით, უბრალოდ, მადლობას მაინც გადავუხდით, ყველაფერი შეიცვლება...

საშინლად მოქმედებს ჩემზე ამდენი ნეგატიური ინფორმაციის მოსმენა, ვითრგუნები, ძალიან განვიცდი, ვგრძნობ და მტკივა... მთავარი მაინც ისაა, რომ არ უნდა ავყვეთ და გავყვეთ ამ უარყოფითს. ამ ყველაფერს ისევ ერთმანეთის სიყვარულით და ღმერთისადმი მადლიერების გრძნობით მოვერიოთ. ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ, მაქსიმალურად ბევრი ბოდიში მოვუხადოთ ერთმანეთს და ბევრი ვაპატიოთ - ეს არის ჩემი მთავარი პასუხი.

ხათუნა ნოელი, ასტროლოგი:

- მართლაც რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ვცხოვრობთ დროში, როცა ისტორიის ახალი ფურცელი იწერება. ალბათ შეამჩნევდით, რომ ეს პერიოდი ბევრი რამით ჰგავს თუნდაც 29-30 წლის წინანდელ ვითარებას, ანუ 90-იანი წლების დასაწყისს. როდესაც ძველი, ჩვეული ცხოვრების წესი ჩამოიშალა და ახალთან მოგვიწია შეგუება. ისტორია ხომ სპირალისებურ ციკლებად მეორდება...

- და ასტროლოგია განაპირობებს ამ ყველაფერს?

- რასაკვირველია. სამყაროში ხომ ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია? თუ ვნახავთ, პლანეტათა რა განლაგება განაპირობებდა იმ პროცესებს მაშინ და რა ხდება ცაზე ახლა, ანალოგიას მარტივად დავინახავთ.

მაშინაც და ახლაც, როცა მიმდინარე პროცესები დაიწყო, პლანეტა სატურნი მერწყულის ზოდიაქოში მოძრაობდა. სწორედ მისი მერწყულში ტრანზიტის დროს გვშორდება ხოლმე ყველაფერი, რაც სამყაროსეული ევოლუციის თვალსაზრისით ძველია და დრომოჭმული, ამავდროულად მკვიდრდება ახალი, შესაძლოა ექსტრაორდინარული და ზოგჯერ შოკისმომგვრელი წესები...

რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ სატურნი ასტროლოგიაში დროდადრო ანგრევს იმ სისტემას, რომელიც ადრე თავადვე შექმნა.

თუმცა, რასაკვირველია, აქ მხოლოდ სატურნის ტრანზიტს არ უმუშავია, იყო კიდევ ბევრი სხვა ასტროლოგიური ფაქტორიც... თუნდაც ახლახან მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები რომ ავიღოთ, მათ საფუძვლად შავი მთვარის (იგივე ლილიტის) ვერძის ნიშანში ტრანზიტი უწყობს ხელს, სწორედ ეს განაპირობებს ამდენ მომძლავრებულ აგრესიას და უბედურ შემთხვევებს.

- როგორ მოვიქცეთ, რათა შევამციროთ ასეთი ფაქტები?

- ჯერ როგორც ასტროლოგი გეტყვით, რომ ოქტომბრის ბოლომდე, ვიდრე ლილიტი ვერძის ნიშანს გადის, შევეცადოთ და მაქსიმალურად ვერიდოთ კონფლიქტებს. მართალია, ახლა ძალიან რთული პერიოდია, ფაქტობრივად, ორი ეპოქის მიჯნაზე გავდივართ და ეს არაა ხანმოკლე პროცესი... ალბათ მკითხავთ, როდის დასრულდება?

ჩემი პროგნოზი ასეთია, 2021 წელიც რთული იქნება, მაგრამ დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის და მომავალში ბევრად უკეთესი სამყარო გველის.

როგორც მოქალაქე კი, პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ალბათ განათლებას და ზოგადად აღზრდას უნდა მეტი დრო დაეთმოს...

საქართველოში შესაძლოა, ახალი უქმე - "მამის დღე" დაწესდეს - საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ

თეა წულუკიანი მცხეთაში, მეუღლესთან და შვილთან ერთად - ფოტოები სვეტიცხოვლის ტაძრიდან

კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი - როგორია 29 მაისის მონაცემები?