პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12 სოფელ ლენჯერში დაფიქსირდა - რას ამბობენ ექიმები ეპიდვითარებასა და ახალ ინფიცირებულებზე
კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12 სოფელ ლენჯერში დაფიქსირდა - რას ამბობენ ექიმები ეპიდვითარებასა და ახალ ინფიცირებულებზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ის­თვის ყაზ­ბეგ­ში, პო­ლი­ცი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 7 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა. მი­სი­ვე თქმით, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ერთი ჯგუ­ფი სწო­რედ ყაზ­ბეგ­შია წა­სუ­ლი და მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა კონ­ტაქ­ტის გა­მოკ­ვლე­ვა.

„ჩვე­ნი ერთი ჯგუ­ფი კი­დევ წა­სუ­ლია ყაზ­ბე­გის რა­ი­ონ­ში. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა­გან 3 არის ად­გი­ლობ­რი­ვი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იქ ბევ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი მათ არ აქვთ, თა­ვი­ანთ ოჯა­ხებ­შიც ბევ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი არ არის, მაგ­რამ მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა კონ­ტაქ­ტის გა­მოკ­ვლე­ვა და დღეს ჩა­მო­ვა იქი­დან გა­მოკ­ვლე­ვი­სათ­ვის აღე­ბუ­ლი ნა­ცხე­ბი. სულ არის დღე­ი­სათ­ვის ყაზ­ბეგ­ში პო­ლი­ცი­ა­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 7 შემ­თხვე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

გარ­და ამი­სა, იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ლენ­ჯე­რის თემ­ში კორ­ტო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 12 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. რო­გორც იმ­ნა­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ლენ­ჯერ­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­თან კავ­შირ­ში მყო­ფი და უშუ­ა­ლოდ ლენ­ჯერ­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მთლი­ა­ნო­ბა­ში 30 შემ­თხვე­ვა.

„აქე­დან 5 და­დას­ტურ­და უკვე თბი­ლის­ში მყოფ ოჯა­ხის წევ­რებ­ში, ნა­თე­სა­ვებ­ში. და­ნარ­ჩე­ნი არის თვი­თონ სვა­ნეთ­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. 400-ზე მეტი ტეს­ტი იქნა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გუ­შინ და იქი­დან დღეს 12 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა.

გუ­შინ აღე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბი­დან 600-მდე ჩა­სუ­ლია ქუ­თა­ის­ში და და­წყე­ბუ­ლია ანა­ლი­ზე­ბი, 400-ზე მეტი ტეს­ტი ჩა­ტა­ნი­ლია ზუგ­დიდ­ში და და­წყე­ბუ­ლია ანა­ლი­ზი. ჯამ­ში გუ­შინ 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის გა­მოკ­ვლე­ვა მოხ­და. გა­მოკ­ვლე­ვე­ბი დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს. გუ­შინ 4 სო­ფელ­ში იყო, დღეს კი­დევ გა­ფარ­თოვ­დე­ბა არე­ა­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის, მეს­ტი­ის რა­ი­ონ­ში“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე წერ­ტილ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე კერა გაჩ­ნდე­ბა, და­ა­ვა­დე­ბის შე­კა­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა. რო­გორც მან დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, არ­ცერ­თი რე­სურ­სი არ ეყო­ფა იმას, რომ ცალ-ცალ­კე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში კვლე­ვე­ბი ჩა­ტარ­დეს.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძე კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად და­იც­ვან.

„ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­ტარ­და, ძა­ლი­ან ოპე­რა­ტი­უ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო იმის­თვის, რომ ვირუ­სის შე­კა­ვე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ მინ­და ყვე­ლამ კარ­გად იცო­დეს, თუ ასე­თი კერა ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე წერ­ტილ­ში გაჩ­ნდე­ბა, და­ა­ვა­დე­ბის შე­კა­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რად­გან არ­ცერ­თი რე­სურ­სი იმას არ ეყო­ფა, რომ ცალ-ცალ­კე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ასე­თი კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყა­ზე­ბეგ­ში არ ჩანს ჯერ­ჯე­რო­ბით ის, რომ ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იქ­მნე­ბა, იქ ვი­თა­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია, რა­საც ჯერ ვერ ვი­ტყვი მეს­ტი­ა­ზე, იმი­ტომ, რომ 1000 სინ­ჯი, რო­მე­ლიც გუ­შინ აი­ღეს, რე­ა­ლუ­რად გვაჩ­ვე­ნებს, თუ რა სი­ტუ­ა­ცი­აა მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, თუ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნი, ყველ­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა სა­კუ­რორ­ტო ზო­ნებს, შავი ზღვის­პი­რეთს, კა­ხეთ­შიც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია და­სას­ვე­ნებ­ლად წა­სუ­ლი, თუ არ და­ვი­ცავთ ელე­მენ­ტა­რულ წე­სებს, თუ არ გვექ­ნე­ბა ყვე­ლას და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ნი­ღა­ბი, თუ არ და­ვი­ცავთ დის­ტან­ცი­ას, და­მერ­წმუ­ნეთ, ის, რაც დღემ­დე მო­ვი­და, სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი სი­ტუ­ა­ცია აღარ იქ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ისე­თი­ვე ვი­თა­რე­ბა იყოს, რაც კარ­გად იცით, თუ რა ხდე­ბა ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში. ამი­ტომ, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ვუ­წო­დებ მათ, ვისი ბიზ­ნე­სე­ბიც ახლა მუ­შა­ობს, ეს არის სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლამ და­იც­ვას ყვე­ლა წესი თა­ვის კლი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და მოს­თხო­ვონ თა­ვი­ანთ კლი­ენ­ტებს, და­იც­ვან ყვე­ლა წესი. ამა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რა სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. თუ გვინ­და, რომ ასე მშვი­დო­ბი­ა­ნად, ნელ-ნელა გა­ვი­დეთ ფონს და აცი­ვე­ბამ­დე არ დაგ­ვე­მა­როს ინ­ფექ­ცი­ის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბა, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­თა­გა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბა ამ პრო­ცეს­ში, რომ თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­თა­გან­მა და­იც­ვას ყვე­ლა წესი. არა­ფე­რი არ არის მძი­მედ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი: ეს არის ის, რომ ნი­ღა­ბი უნდა ვა­ტა­როთ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში და ღი­ა­ში, სა­დაც დის­ტან­ცი­ას ვერ ვი­ცავთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვიც­ვათ დის­ტან­ცია, ხე­ლე­ბის და­ბა­ნა არას­დროს გვა­წყენს“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 14 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან, 12 პა­ცი­ენ­ტის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო ლენ­ჯე­რია, 1 პა­ცი­ენ­ტის წყა­რო გა­ჩი­ა­ნია, 1 კი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა.

რო­გორც მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ გან­მარ­ტა, დღეს კო­ვი­დცენ­ტრებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სულ 203 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს, სა­ი­და­ნაც 7 პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია, 16 პა­ცი­ენ­ტის მგო­მა­რე­ო­ბა კი მძი­მეა.

„დღეს ქვე­ყა­ნა­ში არის 14 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და სულ გვაქვს 1278 შემ­თხვე­ვა. 14 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან, 1 პა­ცი­ენ­ტის წყა­რო არის გა­ჩი­ა­ნი, 12 პა­ცი­ენ­ტის წყა­რო არის ლენ­ჯე­რი და 1 პა­ცი­ენ­ტი არის იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ 4 დაგ­ვე­მა­ტა და გახ­და 1058. ამ მო­ნა­ცე­მე­ბით 82% არის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ხოლო და­დას­ტუ­რე­ბულ­სა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულს შო­რის მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ფარ­დე­ბით უკვე 203 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს დღეს კო­ვი­დცენ­ტრებ­ში. ამ 203 პა­ცი­ენ­ტში 7 პა­ცი­ენ­ტი კვლავ კრი­ტი­კუ­ლია. გუ­შინ იყო 8 და ერთი შე­და­რე­ბით დას­ტა­ბი­ლურ­და და მძი­მე­თა სი­ა­ში გა­და­ვი­და. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით მძი­მე­თა სი­ა­ში 16 პა­ცი­ენ­ტი გვყავს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნი ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მებს, ჩვენ გუ­შინ გვყავ­და 36 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, დაგ­ვე­მა­ტა 6 პა­ცი­ენ­ტი, გა­მო­ჯან­მრთელ­და 1 და დღეს გვყავს 38 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია შსს-ს 3 თა­ნამ­შრო­მე­ლი. "მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, არ­სად პროგ­რე­სი­რე­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა და მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ა­ში არ მო­ი­აზ­რე­ბა არ­ცერ­თი", - აღ­ნიშ­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არჩევნებიიიი
9

არჩევნების მერე გაიხსნება ხო საზღვრები და კოვიდიც მოკვდება )) აბა ისაო ესაო ყველაზე მაგრები ვართო? მიშასი გადმოგედოთ? 

leqtori
1

მოსახლეობას რომ სთხოვთ,რეგიონების ადმინისტრაციაც გაამკაცრეთ . . . 

ავტორი:

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12 სოფელ ლენჯერში დაფიქსირდა - რას ამბობენ ექიმები ეპიდვითარებასა და ახალ ინფიცირებულებზე

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12 სოფელ ლენჯერში დაფიქსირდა - რას ამბობენ ექიმები ეპიდვითარებასა და ახალ ინფიცირებულებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დღეისთვის ყაზბეგში, პოლიციაში კორონავირუსის 7 დადასტურებული შემთხვევაა. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთი ჯგუფი სწორედ ყაზბეგშია წასული და მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა.

„ჩვენი ერთი ჯგუფი კიდევ წასულია ყაზბეგის რაიონში. ინფიცირებულთაგან 3 არის ადგილობრივი. საბედნიეროდ, იქ ბევრი კონტაქტები მათ არ აქვთ, თავიანთ ოჯახებშიც ბევრი კონტაქტები არ არის, მაგრამ მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა და დღეს ჩამოვა იქიდან გამოკვლევისათვის აღებული ნაცხები. სულ არის დღეისათვის ყაზბეგში პოლიციაში დადასტურებული 7 შემთხვევა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გარდა ამისა, იმნაძის განცხადებით, ლენჯერის თემში კორტონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ლენჯერში დაფიქსირებულ შემთხვევებთან კავშირში მყოფი და უშუალოდ ლენჯერში დადასტურებულია მთლიანობაში 30 შემთხვევა.

„აქედან 5 დადასტურდა უკვე თბილისში მყოფ ოჯახის წევრებში, ნათესავებში. დანარჩენი არის თვითონ სვანეთში დადასტურებული. 400-ზე მეტი ტესტი იქნა ჩატარებული გუშინ და იქიდან დღეს 12 ახალი დადასტურებული შემთხვევაა.

გუშინ აღებული ტესტებიდან 600-მდე ჩასულია ქუთაისში და დაწყებულია ანალიზები, 400-ზე მეტი ტესტი ჩატანილია ზუგდიდში და დაწყებულია ანალიზი. ჯამში გუშინ 1000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევა მოხდა. გამოკვლევები დღესაც მიმდინარეობს. გუშინ 4 სოფელში იყო, დღეს კიდევ გაფართოვდება არეალი გამოკვლევების, მესტიის რაიონში“, - განაცხადა იმნაძემ.

იმნაძის განცხადებით, თუ ქვეყნის რამდენიმე წერტილში კორონავირუსის ინფექციის რამდენიმე კერა გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, არცერთი რესურსი არ ეყოფა იმას, რომ ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში კვლევები ჩატარდეს.

პაატა იმნაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები აუცილებლად დაიცვან.

„ის ღონისძიებები, რაც მესტიის მუნიციპალიტეტში გატარდა, ძალიან ოპერატიული და მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ვირუსის შეკავება მაქსიმალურად მომხდარიყო, მაგრამ მინდა ყველამ კარგად იცოდეს, თუ ასეთი კერა ქვეყნის რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, რადგან არცერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში ასეთი კვლევები მიმდინარეობდეს.

საბედნიეროდ, ყაზებეგში არ ჩანს ჯერჯერობით ის, რომ ასეთი მდგომარეობა შეიქმნება, იქ ვითარება გაცილებით უფრო კონტროლირებადია, რასაც ჯერ ვერ ვიტყვი მესტიაზე, იმიტომ, რომ 1000 სინჯი, რომელიც გუშინ აიღეს, რეალურად გვაჩვენებს, თუ რა სიტუაციაა მესტიის მუნიციპალიტეტში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ თითოეული ჩვენთაგანი, ყველგან საქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტო ზონებს, შავი ზღვისპირეთს, კახეთშიც უამრავი ადამიანია დასასვენებლად წასული, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, თუ არ გვექნება ყველას დახურულ სივრცეში ნიღაბი, თუ არ დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, ის, რაც დღემდე მოვიდა, სამწუხაროდ, ქვეყანაში ასეთი სიტუაცია აღარ იქნება. შეიძლება ისეთივე ვითარება იყოს, რაც კარგად იცით, თუ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ, განსაკუთრებით მოვუწოდებ მათ, ვისი ბიზნესებიც ახლა მუშაობს, ეს არის სასტუმროები, რესტორნები, მაქსიმალურად ყველამ დაიცვას ყველა წესი თავის კლიენტებთან ურთიერთობაში და მოსთხოვონ თავიანთ კლიენტებს, დაიცვან ყველა წესი. ამაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. თუ გვინდა, რომ ასე მშვიდობიანად, ნელ-ნელა გავიდეთ ფონს და აცივებამდე არ დაგვემაროს ინფექციის ფართოდ გავრცელება, საჭირო იქნება თითოეულ თქვენთაგანის ჩართულობა ამ პროცესში, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა დაიცვას ყველა წესი. არაფერი არ არის მძიმედ შესასრულებელი: ეს არის ის, რომ ნიღაბი უნდა ვატაროთ დახურულ სივრცეში და ღიაში, სადაც დისტანციას ვერ ვიცავთ, მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია, ხელების დაბანა არასდროს გვაწყენს“, - განაცხადა იმნაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 12 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 1 პაციენტის წყარო გაჩიანია, 1 კი იმპორტირებული შემთხვევაა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განმარტა, დღეს კოვიდცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 203 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 16 პაციენტის მგომარეობა კი მძიმეა.

„დღეს ქვეყანაში არის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა და სულ გვაქვს 1278 შემთხვევა. 14 ახალი შემთხვევიდან, 1 პაციენტის წყარო არის გაჩიანი, 12 პაციენტის წყარო არის ლენჯერი და 1 პაციენტი არის იმპორტირებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულებიდან მხოლოდ 4 დაგვემატა და გახდა 1058. ამ მონაცემებით 82% არის გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი, ხოლო დადასტურებულსა და გამოჯანმრთელებულს შორის მონაცემების შეფარდებით უკვე 203 პაციენტი მკურნალობს დღეს კოვიდცენტრებში. ამ 203 პაციენტში 7 პაციენტი კვლავ კრიტიკულია. გუშინ იყო 8 და ერთი შედარებით დასტაბილურდა და მძიმეთა სიაში გადავიდა. დღევანდელი მონაცემებით მძიმეთა სიაში 16 პაციენტი გვყავს.

რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ჩვენ გუშინ გვყავდა 36 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 6 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 და დღეს გვყავს 38 დადასტურებული შემთხვევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია შსს-ს 3 თანამშრომელი. "მათი მდგომარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეინიშნება და მძიმე პაციენტების სიაში არ მოიაზრება არცერთი", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება

"გული მწყდება, რომ ჩვენი მისამართით ბევრი ტალახი ისროლეს" - რას ჰყვება ქალი, რომელსაც სვანეთში ვირუსის გავრცელების წყაროდ მიიჩნევენ