მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვრცელდება ჭორები, რომ მთავრობა ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას აპირებს..." - პრემიერი ლარსის საბაჟოსა და სვანეთში არსებულ ვითარებაზე
"ვრცელდება ჭორები, რომ მთავრობა ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას აპირებს..." - პრემიერი ლარსის საბაჟოსა და სვანეთში არსებულ ვითარებაზე

რა­ღაც ჭო­რე­ბიც ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სივ­რცე­ებ­ში, რომ მთავ­რო­ბა ასე­ვე, ყაზ­ბეგ­ში აპი­რებს შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი რის­კი არ არ­სე­ბობს. დღეს ყაზ­ბეგ­ში, ისე­ვე, რო­გორც ლარ­სის გამ­შვებ პუნ­ქტზე, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სრუ­ლად კონ­ტროლ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვე­ბის 54 205 მძღოლს ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა, რო­მელ­თა­გა­ნაც ვირუ­სი 788 ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და.

„მას შემ­დეგ, რაც ჩვენ და­ვი­წყეთ ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვე­ბის ტრან­სპორ­ტის მძღო­ლე­ბის ტეს­ტი­რე­ბა, დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით 54 205 მძღოლს ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა, რო­მელ­თა­გა­ნაც ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და 788 ადა­მი­ანს. შე­იძ­ლე­ბა გვე­გო­ნოს ეს არ არის დიდი ციფ­რი, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში უკონ­ტრო­ლოდ შე­მო­სუ­ლი ერთი ასე­თი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო უდი­დე­სი გამ­წვა­ვე­ბის შე­დე­გი. ეს ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია, რო­მე­ლიც დიდი ყუ­რა­დღე­ბით და დიდი სიფრ­თხი­ლით უნდა ვა­კონ­ტრო­ლოთ. გარ­და ამი­სა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი გვყავს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც მსა­ხუ­რობ­დნენ ლარ­სის გამ­შვებ პუნ­ქტზე. ახლა რა­ღაც ჭო­რე­ბიც ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სივ­რცე­ებ­ში, რომ მთავ­რო­ბა ასე­ვე, ყაზ­ბეგ­ში აპი­რებს შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი რის­კი არ არ­სე­ბობს. დღეს ყაზ­ბეგ­ში, ისე­ვე, რო­გორც ლარ­სის გამ­შვებ პუნ­ქტზე, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სრუ­ლად კონ­ტროლ­დე­ბა. ამი­ტომ ეს არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჭო­რე­ბი და არა­ვინ არ აპი­რებს ყაზ­ბეგ­ში რა­ი­მე შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მეს­ტი­ის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უზ­რუნ­ველ­ყო გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა და იმ შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, რომ­ლის და­წე­სე­ბაც მთავ­რო­ბას მო­უ­წია.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ეს შე­ზღუდ­ვე­ბი დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის რო­გორც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, ისე სტუმ­რად ჩა­სულ ტუ­რის­ტებს, მაგ­რამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ფა­სე­უ­ლო­ბა.

„გა­მო­დის, რომ მეს­ტი­ა­ში ვირუ­სის აფეთ­ქე­ბას ალ­ბათ მი­ვუს­წა­რით, თუმ­ცა სრუ­ლად სუ­რა­თი ჯერ კი­დევ არ გვაქვს. მე რო­გორც ვიცი, 1000 ტეს­ტია ჩა­მო­ტა­ნი­ლი, რომ­ლის პა­სუ­ხე­ბიც ჯერ არ ვი­ცით, თუმ­ცა ამ 1000 ნი­მუ­შის გა­რე­შე ინ­ფი­ცი­რე­ბის 14 შემ­თხვე­ვა გვაქვს. დღის ბო­ლომ­დე გვე­ცო­დი­ნე­ბა ამ 1000 ტეს­ტის შე­დე­გე­ბი და გვექ­ნე­ბა სა­ბო­ლოო სუ­რა­თი, რა ხდე­ბა სვა­ნეთ­ში. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პირ­ვე­ლი სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ნა­ბი­ჯე­ბი იყო საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნად გა­დად­გმუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უზ­რუნ­ველ­ყო გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა და იმ შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, რომ­ლის და­წე­სე­ბაც მოგ­ვი­წია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გვეს­მის, რომ ეს შე­ზღუდ­ვე­ბი რო­გორც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, ისე სტუმ­რად ჩა­სულ ტუ­რის­ტებს სე­რი­ო­ზულ დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის, მაგ­რამ ყვე­ლას უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ფა­სე­უ­ლო­ბა. ჩვენ ვამ­ბობ­დით, რომ ვირუ­სი არ­სად წა­სუ­ლა და გვმარ­თებს დიდი ყუ­რა­დღე­ბა და სიფრ­თხი­ლე, იმის­თვის, რომ ის წარ­მა­ტე­ბა, რო­მე­ლიც აქამ­დე მო­ვი­ტა­ნეთ, უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ, ეს არის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ვირუ­სის რის­კე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვის გა­რე­შე არა­ნა­ი­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნა არ იქ­ნე­ბა. ეს ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბია“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, გუ­შინ, სვა­ნე­თი­დან, სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო 919 მო­ქა­ლა­ქე. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მო­უ­წო­და, სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ე­ბის მარ­თვის ეფექ­ტუ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყონ.

„გუ­შინ, სვა­ნე­თი­დან, სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო 919 ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, 7700 ადა­მი­ა­ნი გვყავს სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო და ტუ­რიზ­მის სა­ა­გენ­ტო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, აქ უკვე საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ე­ბის მარ­თვა იყოს ეფექ­ტუ­რი. ეს არის ვირუს­თან ბრძო­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. ამი­ტომ, შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ იმას, რო­გორ ვმარ­თავთ ამ სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
leqtori
1

რატომ არ აჯარიმებთ '"უდისტანციო" სასურსათე ბაზრებს რეგიონებში. . . 

არც ნაცი, არც ქოცი
52

გახარია მაგარია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ვრცელდება ჭორები, რომ მთავრობა ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას აპირებს..." - პრემიერი ლარსის საბაჟოსა და სვანეთში არსებულ ვითარებაზე

"ვრცელდება ჭორები, რომ მთავრობა ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას აპირებს..." - პრემიერი ლარსის საბაჟოსა და სვანეთში არსებულ ვითარებაზე

რაღაც ჭორებიც ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა ასევე, ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს. დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეის მონაცემებით, საერთაშორისო გადაზიდვების 54 205 მძღოლს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთაგანაც ვირუსი 788 ადამიანს დაუდასტურდა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ამ საერთაშორისო გადაზიდვების ტრანსპორტის მძღოლების ტესტირება, დღეის მონაცემებით 54 205 მძღოლს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთაგანაც ვირუსი დაუდასტურდა 788 ადამიანს. შეიძლება გვეგონოს ეს არ არის დიდი ციფრი, მაგრამ ქვეყანაში უკონტროლოდ შემოსული ერთი ასეთი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო უდიდესი გამწვავების შედეგი. ეს ის მიმართულებებია, რომელიც დიდი ყურადღებით და დიდი სიფრთხილით უნდა ვაკონტროლოთ. გარდა ამისა მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი გვყავს ინფიცირებული, რომლებიც მსახურობდნენ ლარსის გამშვებ პუნქტზე. ახლა რაღაც ჭორებიც ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა ასევე, ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს. დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები და არავინ არ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მესტიის ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებაც ისაუბრა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო გადაადგილების შეზღუდვა და იმ შეზღუდვების აღსრულება, რომლის დაწესებაც მთავრობას მოუწია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს, მაგრამ მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა.

„გამოდის, რომ მესტიაში ვირუსის აფეთქებას ალბათ მივუსწარით, თუმცა სრულად სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მე როგორც ვიცი, 1000 ტესტია ჩამოტანილი, რომლის პასუხებიც ჯერ არ ვიცით, თუმცა ამ 1000 ნიმუშის გარეშე ინფიცირების 14 შემთხვევა გვაქვს. დღის ბოლომდე გვეცოდინება ამ 1000 ტესტის შედეგები და გვექნება საბოლოო სურათი, რა ხდება სვანეთში. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული. პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო გადაადგილების შეზღუდვა და იმ შეზღუდვების აღსრულება, რომლის დაწესებაც მოგვიწია, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რომ ეს შეზღუდვები როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა. ჩვენ ვამბობდით, რომ ვირუსი არსად წასულა და გვმართებს დიდი ყურადღება და სიფრთხილე, იმისთვის, რომ ის წარმატება, რომელიც აქამდე მოვიტანეთ, უნდა გავაგრძელოთ, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ვირუსის რისკების ეფექტიანი მართვის გარეშე არანაირი ეკონომიკური აღდგენა არ იქნება. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული თემებია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ, სვანეთიდან, საკარანტინე ზონებში გადაყვანილი იყო 919 მოქალაქე. პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა, საკარანტინე სივრცეების მართვის ეფექტურობა უზრუნველყონ.

„გუშინ, სვანეთიდან, საკარანტინე ზონებში გადაყვანილი იყო 919 ჩვენი მოქალაქე. დღეის მდგომარეობით, 7700 ადამიანი გვყავს საკარანტინე სივრცეებში და მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებები, ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის სააგენტო ყველაფერს აკეთებს, აქ უკვე საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკარანტინე სივრცეების მართვა იყოს ეფექტური. ეს არის ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, შესაბამისმა უწყებებმა ყურადღება მიაქციეთ იმას, როგორ ვმართავთ ამ საკარანტინე სივრცეებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ

"ერთადერთი ადამიანი, რომელიც განაპირობებს მშვიდობას და სტაბილურობას, არის ბიძინა ივანიშვილი" - ღარიბაშვილი

გასროლა ოხურეისთან...  როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი