11 აგვისტოს, გვიან ღამით საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჯერ მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 23:21 საათზე, ქალაქ წალკიდან სამხრეთ - დასავლეთით, სოფელ როდიონოვკასთან (ფარავანი) დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. სირღმე კი 10 კმ იყო. მეორე მიწისძვრაც იმავე ლოკაციაზე მოხდა თბილისის დროით 23:57 საათზე, რომლის სიმძლავარე 3 მაგნიტუდზე მეტი იყო.