მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბერი გაბრიელის საფლავზე 8 წლის ასაკში პირველად აიდგა ფეხი" - შშმ ოჯახი, რომელიც 200 ქართული ტაძრის მოლოცვას გეგმავს, მორწმუნეებს თხოვნით მიმართავს
"ბერი გაბრიელის საფლავზე 8 წლის ასაკში პირველად აიდგა ფეხი" - შშმ ოჯახი, რომელიც 200 ქართული ტაძრის მოლოცვას გეგმავს, მორწმუნეებს თხოვნით მიმართავს

„ოჯა­ხის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წელს მე­უ­ფე დი­მიტ­რი­სა და პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით დაგ­ვირ­გვინ­და - გვე­უბ­ნე­ბა შშმ პირი გო­გი­ტა მურ­ცხვა­ლა­ძე, რო­მელ­მაც თა­ვის შშმ მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად, პი­ლიგ­რი­მო­ბა გა­და­წყვი­ტა „სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა მო­ვი­ა­როთ ყვე­ლა ძვე­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რი - წელს - 60-65 ეკ­ლე­სია, გა­ი­სად კი 200-მდე ტა­ძა­რი უნდა მო­ვი­ლო­ცოთ. ჩვე­ნი პი­ლიგ­რი­მო­ბა არა მარ­ტო ჩემი შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, არა­მედ ყვე­ლა იმ შშმ ბავ­შვის, რომ­ლებ­საც ღვთის შეს­წევ­ნა სჭირ­დე­ბათ, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბას, ქვეყ­ნად მშვი­დო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამას­თან, ყვე­ლა ეკ­ლე­სი­ა­ში ერთ სან­თელს იმ ადა­მი­ა­ნებს ვუნ­თებ, ვინც ამ საქ­მე­ში ფი­ნან­სუ­რად გვეხ­მა­რე­ბა... ვი­ყა­ვით აჭა­რა­ში, მო­ვი­ლო­ცეთ ყვე­ლა ძვე­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რი, სა­ლო­ცა­ვი, ასე­ვე სა­მეგ­რე­ლო­ში ვლა­ქერ­ნო­ბა­ზეც გახ­ლდით, ვეწ­ვი­ეთ ხო­ბის მო­ნა­ტერს, სა­მეგ­რე­ლო­ში ორი მო­ნას­ტრის მო­ლოც­ვა­ღა დაგ­ვრჩა. შემ­დგომ გუ­რია-იმე­რე­თი უნდა მო­ვი­ა­როთ. ასე რომ, ადა­მი­ა­ნე­ბის, მოწრმუ­ნე­ე­ბის მხარ­დაჭ­რა ჯერ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით გვჭირ­დე­ბა“ - გვე­უბ­ნე­ბა ბა­ტო­ნი გო­გი­ტა და გან­მარ­ტავს, თუ რაში მდგო­მა­რე­ობს ეს მხარ­და­ჭე­რა: „იმის გამო, რომ მე, ჩემი მე­უღ­ლე და შვი­ლი სა­მი­ვე შშმ პირი ვართ, მო­ლოც­ვა ოჯა­ხის ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­დავ­წყვი­ტეთ, რო­მე­ლიც მცი­რე­ლიტ­რა­ჟი­ა­ნია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მან­ქა­ნა საწ­ვა­ვის გა­რე­შე ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბა, ამ საქ­მეს მი­ნი­მუმ ერთი ტონა საწ­ვა­ვი სჭირ­დე­ბა - და­ა­ნა­გა­რი­შე­ბუ­ლი მაქვს. აჭა­რა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში გამ­გზავ­რე­ბა დაგ­ვი­ფი­ნან­სეს, მო­რი­გი მო­ლოც­ვის­თვის, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, გა­მოჩ­ნდე­ბა ვინ­მე მად­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც კვლავ გვერ­დში დაგ­ვიდ­გე­ბა... საწ­ვავ­თან ერ­თად, შე­იძ­ლე­ბა ავ­ტო­მან­ქა­ნას გათ­ვა­ლი­სიწ­ნე­ბუ­ლი თუ გა­უთ­ვა­ლი­სიწ­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბი დას­ჭირ­დეს. ამას ჩვე­ნი პენ­სია ვერ გას­წვდე­ვა. ყო­ველ­თვის ერთი და იმა­ვე კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნის იმე­დად ვერ ვიქ­ნე­ბი, ამი­ტომ, მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხო­ვო, თუკი მათ­თვის მნიშვბნე­ლო­ვა­ნია ლოც­ვა, თუნ­დაც მათ სა­ხელ­ზე, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წი­ონ. ჩემ­თვის, ჩემი შვი­ლის­თვის ეს მომ­ლოც­ვე­ლო­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა­საც მე და ჩემი ცოლი ამ პი­ლიგ­რი­მო­ბით ვა­კე­თებთ, ბავ­შვის­თვის ეს ოპე­რა­ცი­ი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ტოლ­ფა­სია“ - აღ­ნიშ­ნავს რეს­პონ­დენ­ტი.

მურ­ცხვა­ლა­ძე­ე­ბის ის­ტო­რი­ას მკი­თხველ­თა უმე­ტე­სო­ბა იც­ნობს, რად­გან მათ­ზე არა­ერ­თი სი­უ­ჟე­ტი თუ სტა­ტია მო­ზა­დე­ბუ­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბა­ტო­ნი გო­გი­ტას ვაჟს, ჯაბა მურ­ცხვა­ლა­ძეს, რო­გორც მამა ამ­ბობს, მშო­ბა­რო­ბის შემ­დგო­მი ტრავ­მა აქვს მი­ღე­ბუ­ლი და მისი დი­აგ­ნო­ზია ჰიდ­რო­ცე­ფა­ლია. და­ბა­დე­ბი­დან მე­სა­მე დღეს, შეხ­ვე­ვი­სას მა­გიდ­ზე ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­დათ. იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში პირ­ველ და მე­სა­მე ოპე­რა­ცი­ა­ზე მძი­მე ქი­რურ­გი­უ­ლი შეც­დო­მე­ბი იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი და არა­მარ­ტო ოპე­რა­ცი­ა­ში, შემ­დგომ - მკურ­ნა­ლო­ბი­სას.

„ღვთის წყა­ლო­ბით და ნე­ბით, ჩემი შვი­ლი გა­დარ­ჩა. შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლი, სა­სი­ხა­რუ­ლო და ენით აუ­წე­რე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა გვეწ­ვია, - 2000 წლის გა­ზა­ფხულ­ზე სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის ეზო­ში წმინ­და ბერი გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე ფეხი 8 წლის ასაკ­ში აიდ­გა. მა­ნამ­დე სრუ­ლად უმოძ­რაო იყო. 2006 წელს ჯა­ბას­თან ერ­თად ფე­ხით გვი­ა­რე გზა ბა­თუ­მამ­დე. ბავ­შვი ეტ­ლში იჯდა. დღე­ში ფე­ხით 300-400 მეტ­რის გავ­ლა­ზე მეტი არ შე­უძ­ლია. ბა­თუ­მამ­დე რად­გან დიდი გზა იყო და იმ მან­ძილს ფე­ხით ვერ გა­ივ­ლი­და, ამის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეტლი მოგ­ვი­ტა­ნეს, რომ­ლი­თაც მე და ჩემ­მა შვილ­მა გზა იო­ლად, 12 დღე­ში დავ­ფა­რეთ,“ - გვე­უბ­ნე­ბა ბა­ტო­ნი გო­გი­ტა და სა­უ­ბარს ასე გა­ნაგ­რძობს, „ჰიდ­რო­ცე­ფა­ლი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ქმე­დუ­უ­ნა­რო, უნარ­შზღუ­დუ­ლე­ბი არი­ან, დე­და­ცა­კი ვერ შე­დის ასეთ ბავ­შვებ­თან კონ­ტაქ­ტში. ჩემს შვილს ცნო­ბა­დო­ბა მო­უ­ვი­და და თან­და­თან ემა­ტე­ბა. დე­დის, მა­მის, დედ­მა­მიშ­ვი­ლი­სა და კი­დევ რა­ღა­ცე­ბის აღ­ქმის და გას­ხვა­ვე­ბის უნა­რი აქვს. 5 წლის წინ კი­ბე­ზე თა­ვი­სით ას­ვლა-ჩა­მოს­ვლა და­მო­უ­კი­დებ­ლად ის­წა­ვა. მარ­თა­ლია, 28-ე წე­ლი­წად­შია, მაგ­რამ მისი გან­ვი­თა­რე­ბა ჯერ 2-3 წლის ასა­კის ადა­მი­ა­ნის დონ­ზეა.

მაგ­რამ, რაც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში 2000 წელს მოხ­და, ამან დიდი ცვლი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვა, რწმე­ნა­ში გაგ­ვაძ­ლი­ე­რა და იმე­დი ჩაგ­ვი­სა­ხა“ - აღ­ნიშ­ნავს მამა.

„ჯა­ბას ასე­თი ჩვე­ვა აქვს, ეკ­ლე­სი­ა­ში ფეხ­საც­მლით არას­დროს შე­დის, ოღონდ, ამას არა­ვინ ავა­ლებს, თა­ვის რწმე­ნით აკე­თებს, მი­დის ანა­ლო­გი­ას­თან, ემ­თხვე­ვა, ყვე­ლა ხატს მი­ე­ახ­ლე­ბა. იმ პე­რი­ოდ­ში მისი თვა­ლე­ბი უნდა ნა­ხოთ რო­გო­რი მე­ტყვე­ლი ხდე­ბა. ჩემ­თვის რო­გორც მშობ­ლის­თვის, შე­სამ­ჩნე­ვია მისი სუ­ლე­რი და ფი­ზი­კუ­რი ზრდა, წინსვლა... ამი­ტომ, ყვე­ლა მორ­წმუ­ნის მი­მართ თხოვ­ნა მაქვს, დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წი­ონ. პატ­რი­არ­ქის­გან კურ­თხე­ვა გვაქვს, ასე­ვე მე­უ­ფე დი­მიტ­რის­გან და ოჯა­ხის მო­ძღვრის­გან, მამა არ­ჩილ ჩხარ­ტიშ­ვი­ლის­გან.

საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ხომ­ლი“ ჯაბა მურ­ცხვა­ლა­ძის და­სახ­მა­რებლლად.

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE42BG0000000162421607

თი­ბი­სი ბან­კი: GE45TB7420136080100007

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
11

წარმატებებს ვუსურვებ ოჯახს

Tamaz Todua
0

უფალი შეგეწიოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ბერი გაბრიელის საფლავზე 8 წლის ასაკში პირველად აიდგა ფეხი" - შშმ ოჯახი, რომელიც 200 ქართული ტაძრის მოლოცვას გეგმავს, მორწმუნეებს თხოვნით მიმართავს

"ბერი გაბრიელის საფლავზე 8 წლის ასაკში პირველად აიდგა ფეხი" - შშმ ოჯახი, რომელიც 200 ქართული ტაძრის მოლოცვას გეგმავს, მორწმუნეებს თხოვნით მიმართავს

„ოჯახის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წელს მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის კურთხევით დაგვირგვინდა - გვეუბნება შშმ პირი გოგიტა მურცხვალაძე, რომელმაც თავის შშმ მეუღლესთან და შვილთან ერთად, პილიგრიმობა გადაწყვიტა „საქართველოში უნდა მოვიაროთ ყველა ძველი ეკლესია-მონასტერი - წელს - 60-65 ეკლესია, გაისად კი 200-მდე ტაძარი უნდა მოვილოცოთ. ჩვენი პილიგრიმობა არა მარტო ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით არის გამოწვეული, არამედ ყველა იმ შშმ ბავშვის, რომლებსაც ღვთის შესწევნა სჭირდებათ, ასევე საქართველოს გამთლიანებას, ქვეყნად მშვიდობას ემსახურება. ამასთან, ყველა ეკლესიაში ერთ სანთელს იმ ადამიანებს ვუნთებ, ვინც ამ საქმეში ფინანსურად გვეხმარება... ვიყავით აჭარაში, მოვილოცეთ ყველა ძველი ეკლესია-მონასტერი, სალოცავი, ასევე სამეგრელოში ვლაქერნობაზეც გახლდით, ვეწვიეთ ხობის მონატერს, სამეგრელოში ორი მონასტრის მოლოცვაღა დაგვრჩა. შემდგომ გურია-იმერეთი უნდა მოვიაროთ. ასე რომ, ადამიანების, მოწრმუნეების მხარდაჭრა ჯერ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გვჭირდება“ - გვეუბნება ბატონი გოგიტა და განმარტავს, თუ რაში მდგომარეობს ეს მხარდაჭერა: „იმის გამო, რომ მე, ჩემი მეუღლე და შვილი სამივე შშმ პირი ვართ, მოლოცვა ოჯახის ავტომანქანით გადავწყვიტეთ, რომელიც მცირელიტრაჟიანია. მოგეხსენებათ, მანქანა საწვავის გარეშე ვერ გადაადგილდება, ამ საქმეს მინიმუმ ერთი ტონა საწვავი სჭირდება - დაანაგარიშებული მაქვს. აჭარასა და სამეგრელოში გამგზავრება დაგვიფინანსეს, მორიგი მოლოცვისთვის, ღმერთის წყალობით, გამოჩნდება ვინმე მადლიანი, რომელიც კვლავ გვერდში დაგვიდგება... საწვავთან ერთად, შეიძლება ავტომანქანას გათვალისიწნებული თუ გაუთვალისიწნებელი ხარჯები დასჭირდეს. ამას ჩვენი პენსია ვერ გასწვდევა. ყოველთვის ერთი და იმავე კეთილი ადამიანის იმედად ვერ ვიქნები, ამიტომ, მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, თუკი მათთვის მნიშვბნელოვანია ლოცვა, თუნდაც მათ სახელზე, შეძლებისდაგვარად დახმარება გაგვიწიონ. ჩემთვის, ჩემი შვილისთვის ეს მომლოცველობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, რასაც მე და ჩემი ცოლი ამ პილიგრიმობით ვაკეთებთ, ბავშვისთვის ეს ოპერაციისა და მკურნალობის ტოლფასია“ - აღნიშნავს რესპონდენტი.

მურცხვალაძეების ისტორიას მკითხველთა უმეტესობა იცნობს, რადგან მათზე არაერთი სიუჟეტი თუ სტატია მოზადებულა.

შეგახსენებთ, რომ ბატონი გოგიტას ვაჟს, ჯაბა მურცხვალაძეს, როგორც მამა ამბობს, მშობარობის შემდგომი ტრავმა აქვს მიღებული და მისი დიაგნოზია ჰიდროცეფალია. დაბადებიდან მესამე დღეს, შეხვევისას მაგიდზე ხელიდან გაუვარდათ. იაშვილის კლინიკაში პირველ და მესამე ოპერაციაზე მძიმე ქირურგიული შეცდომები იქნა დაშვებული და არამარტო ოპერაციაში, შემდგომ - მკურნალობისას.

„ღვთის წყალობით და ნებით, ჩემი შვილი გადარჩა. შემდეგ მოულოდნელი, სასიხარულო და ენით აუწერელი ბედნიერება გვეწვია, - 2000 წლის გაზაფხულზე სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში წმინდა ბერი გაბრიელის საფლავზე ფეხი 8 წლის ასაკში აიდგა. მანამდე სრულად უმოძრაო იყო. 2006 წელს ჯაბასთან ერთად ფეხით გვიარე გზა ბათუმამდე. ბავშვი ეტლში იჯდა. დღეში ფეხით 300-400 მეტრის გავლაზე მეტი არ შეუძლია. ბათუმამდე რადგან დიდი გზა იყო და იმ მანძილს ფეხით ვერ გაივლიდა, ამისთვის სპეციალური ეტლი მოგვიტანეს, რომლითაც მე და ჩემმა შვილმა გზა იოლად, 12 დღეში დავფარეთ,“ - გვეუბნება ბატონი გოგიტა და საუბარს ასე განაგრძობს, „ჰიდროცეფალიის მქონე ადამიანები ქმედუუნარო, უნარშზღუდულები არიან, დედაცაკი ვერ შედის ასეთ ბავშვებთან კონტაქტში. ჩემს შვილს ცნობადობა მოუვიდა და თანდათან ემატება. დედის, მამის, დედმამიშვილისა და კიდევ რაღაცების აღქმის და გასხვავების უნარი აქვს. 5 წლის წინ კიბეზე თავისით ასვლა-ჩამოსვლა დამოუკიდებლად ისწავა. მართალია, 28-ე წელიწადშია, მაგრამ მისი განვითარება ჯერ 2-3 წლის ასაკის ადამიანის დონზეა.

მაგრამ, რაც ჩვენს ცხოვრებაში 2000 წელს მოხდა, ამან დიდი ცვლილება გამოიწვა, რწმენაში გაგვაძლიერა და იმედი ჩაგვისახა“ - აღნიშნავს მამა.

„ჯაბას ასეთი ჩვევა აქვს, ეკლესიაში ფეხსაცმლით არასდროს შედის, ოღონდ, ამას არავინ ავალებს, თავის რწმენით აკეთებს, მიდის ანალოგიასთან, ემთხვევა, ყველა ხატს მიეახლება. იმ პერიოდში მისი თვალები უნდა ნახოთ როგორი მეტყველი ხდება. ჩემთვის როგორც მშობლისთვის, შესამჩნევია მისი სულერი და ფიზიკური ზრდა, წინსვლა... ამიტომ, ყველა მორწმუნის მიმართ თხოვნა მაქვს, დახმარება გაგვიწიონ. პატრიარქისგან კურთხევა გვაქვს, ასევე მეუფე დიმიტრისგან და ოჯახის მოძღვრისგან, მამა არჩილ ჩხარტიშვილისგან.

საქველმოქმედო ფონდი „ხომლი“ ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლლად.

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007