პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრალის დამძიმებას არ ველოდით... ეს გაუმართლებელია" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილებაზე
"ბრალის დამძიმებას არ ველოდით... ეს გაუმართლებელია" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი­სა და ნიკა ჟვა­ნი­ას ად­ვო­კა­ტის არ­ჩილ ბე­რი­ა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, არ აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ საქ­მე­ში ისე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც წარ­დგე­ნილ ბრალს ზურგს გა­უ­მაგ­რებს.

ამას­თან, რო­გორც ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბის მო­ლო­დი­ნი არ ჰქონ­და.

“საქ­მე გა­მო­ყო­ფი­ლი იყო, თუმ­ცა რა თქმა უნდა, არც ახლა არ გვაქვს იმის მო­ლო­დი­ნი, რომ საქ­მე­ში იქ­ნე­ბა ისე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც წარ­დგე­ნილ ბრალს რა­ი­მე სა­ხით ზურგს გა­უ­მაგ­რებს, თუმ­ცა და­ვე­ლო­დოთ მა­სა­ლებს დაც­ვის მხა­რის­თვის გა­და­ცე­მას და შემ­დეგ იქ­ნე­ბა ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა, დაც­ვის სტრა­ტე­გი­ის გან­სა­ზღვრა. საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ დრო­ის­თვის წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას არ ადას­ტუ­რებს, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­კუ­რა­ტუ­რის ის პო­ზი­ცია, რომ საქ­მე­ში მათ აქვთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ბრა­ლის წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­დას­ტუ­რე­ბენ ბრა­ლად წარ­დგე­ნილ ქმე­დე­ბას, რა თქმა უნდა, პრო­კუ­რა­ტუ­რის ეს პო­ზი­ცია ჩემ­თვის გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია“, - აცხა­დებს არ­ჩილ ბე­რი­ა­ნი­ძე.

„ტო­ი­ო­ტა ქამ­რი­ში” მყოფ პი­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძამ და­უმ­ძი­მა ბრალ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან არა­თუ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბად, არა­მედ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბად აქ­ცი­ეს ჯერ კი­დევ ერთი თვის წინ, - ამის შე­სა­ხებ გლ­და­ნის პე­ნინ­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეს­ვლამ­დე მო­რაგ­ბე არ­ჩილ გაგ­ნი­ძის ად­ვო­კატ­მა ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არას­წო­რია და ამას უარ­ყო­ფი ეფექ­ტი ექ­ნე­ბა რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის, ასე­ვე დაც­ვის მხა­რის­თვის, ვი­ნა­ი­დან სა­სა­მარ­თლო­ში მათი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის­თვის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბა.

„მო­ლო­დი­ნი, რომ ბრალ­დე­ბა სხვა­ნა­ი­რად მო­იქ­ცე­ო­და, არ გვქო­ნია. ჩვენ ვნა­ხეთ რა­ღაც მო­ნა­თხრო­ბე­ბი, ვა­რა­უ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ერ­თხელ მო­ვის­მი­ნეთ ბა­ტო­ნი მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძის­გან, მისი სა­უ­ბა­რი გა­და­ი­ტა­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და გა­მოს­ცა დად­გე­ნი­ლე­ბა პი­რის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა ეს არა­ფერს არ ნიშ­ნავს, პირი დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი ხდე­ბა მას შემ­დეგ, რაც სა­სა­მარ­თლო გა­მო­ი­ტანს გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის არას­წო­რი. ამას უარ­ყო­ფი ეფექ­ტი ექ­ნე­ბა რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის ასე­ვე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის, ვი­ნა­ი­დან ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის მი­მართ სა­სა­მარ­თლო­ში დად­გე­ბა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი,” - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, „არ არ­სე­ბობს ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ასა­ხავს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის რა­ი­მე სა­ხის შემ­ხებ­ლო­ბას გარ­დაც­ვლილ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან”. მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე არ არ­სე­ბობ­და არ­ცერ­თი მოწ­მის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებ­და გარ­დაც­ვლილ­თან რა­ი­მე სა­ხის შემ­ხებ­ლო­ბას.

ცოტა ხნის წინ გლ­და­ნის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი ზ.ხ. -ს, მო­რაგ­ბე არ­ჩილ გაგ­ნი­ძი­სა და ნიკა რე­ვა­ზიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი შე­ვიდ­ნენ.

რო­გორც პე­ნინ­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეს­ვლამ­დე არას­რულ­წლო­ვა­ნი ზ.ხ. - ს ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბით და მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი საქ­მის მა­სა­ლე­ბით "არ არ­სე­ბობ­და რა­ი­მე სა­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც მოხ­დე­ბო­და ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა”.

„ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბის მო­ლო­დი­ნი ჩვენ არ გვქონ­და, არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობ­და იმის, რომ ბრა­ლი დამ­ძი­მე­ბუ­ლი­ყო. გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა დაგ­ვი­რე­კეს და გვი­თხრეს, რომ ბრა­ლი უნდა წა­რედ­გი­ნათ, ჩვენ მო­ვე­დით. იმე­დია, რომ წარ­მო­ად­გე­ნენ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც მოხ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა და შემ­დეგ უკვე დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­რებთ. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბით და მა­ნამ­დე გად­მო­ცე­მუ­ლი საქ­მის მა­სა­ლე­ბით არ არ­სე­ბობ­და მსგავ­სი სა­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც მოხ­დე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა. გა­რე­მო­ე­ბა, რომ ვი­ღა­ცამ შა­ქა­რაშ­ვილს გზა მო­უჭ­რა, არის აბ­სურ­დი, ზ.ხ. და­სა­წყის­ში­ვე ამ­ბობ­და, რომ ის და ვა­სილ მა­ხა­რა­ძე წა­ვიდ­ნენ მან­ქა­ნის მო­საყ­ვა­ნად ფე­რა­დი შე­ნო­ბი­დან და შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან კავ­ში­რი არ ჰქო­ნი­ათ ,” - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბის - 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დათ ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათკა
0

ბრალის დამძიმებას არ ელოდით???? არც ეს ბავშვი და მისი ოჯახი ელოდა ესე მხეცურად თუ მოკლავდნენ.... ხელიც არ ამიკანკალდებოდა ისე მოვაწერდი მაგათთვის უმაღლესს სასჯელზე ხელს

123
25

რა ვქნა ვერ ვიჯერებ, რომ 19 წლის მოქმედ პროგრესულ ფეხბურთელს 30 წლის 100 კილოიანი ლუდით ნასვამი რაგბისტები დაეწეოდნენ სირბილში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გიორგის წმინდა სული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ბრალის დამძიმებას არ ველოდით... ეს გაუმართლებელია" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

"ბრალის დამძიმებას არ ველოდით... ეს გაუმართლებელია" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ საქმეში ისეთი მტკიცებულება იქნება, რომელიც წარდგენილ ბრალს ზურგს გაუმაგრებს.

ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალის დამძიმების მოლოდინი არ ჰქონდა.

“საქმე გამოყოფილი იყო, თუმცა რა თქმა უნდა, არც ახლა არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ საქმეში იქნება ისეთი მტკიცებულება, რომელიც წარდგენილ ბრალს რაიმე სახით ზურგს გაუმაგრებს, თუმცა დაველოდოთ მასალებს დაცვის მხარისთვის გადაცემას და შემდეგ იქნება ამ მტკიცებულებების შეფასება, დაცვის სტრატეგიის განსაზღვრა. საქმეში არსებული მტკიცებულებები ამ დროისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ადასტურებს, შესაბამისად, პროკურატურის ის პოზიცია, რომ საქმეში მათ აქვთ მტკიცებულებები და ბრალის წარდგენის შემთხვევაში დაადასტურებენ ბრალად წარდგენილ ქმედებას, რა თქმა უნდა, პროკურატურის ეს პოზიცია ჩემთვის გაუმართლებელია“, - აცხადებს არჩილ ბერიანიძე.

„ტოიოტა ქამრიში” მყოფ პირებს საზოგადოებამ და გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა ბრალდება, ვინაიდან არათუ ბრალდებულებად, არამედ მსჯავრდებულებად აქციეს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, - ამის შესახებ გლდანის პენინტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბრალის დამძიმების გადაწყვეტილება არასწორია და ამას უარყოფი ეფექტი ექნება როგორც პროკურატურისთვის, ასევე დაცვის მხარისთვის, ვინაიდან სასამართლოში მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გამამართლებელი განაჩენი დადგება.

„მოლოდინი, რომ ბრალდება სხვანაირად მოიქცეოდა, არ გვქონია. ჩვენ ვნახეთ რაღაც მონათხრობები, ვარაუდები, რომლებიც არაერთხელ მოვისმინეთ ბატონი მირიან ნიკოლაძისგან, მისი საუბარი გადაიტანა პროკურატურამ და გამოსცა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, პირი დამნაშავედ ცნობილი ხდება მას შემდეგ, რაც სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს და ეს გადაწყვეტილება არის არასწორი. ამას უარყოფი ეფექტი ექნება როგორც პროკურატურისთვის ასევე დაზარალებულისთვის, ვინაიდან ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სასამართლოში დადგება გამამართლებელი განაჩენი,” - აღნიშნა მამულაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, „არ არსებობს ვიდეომასალა, რომელიც ასახავს ბრალდებულების რაიმე სახის შემხებლობას გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან”. მისივე თქმით, ასევე არ არსებობდა არცერთი მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა გარდაცვლილთან რაიმე სახის შემხებლობას.

ცოტა ხნის წინ გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში არასრულწლოვანი ზ.ხ. -ს, მორაგბე არჩილ გაგნიძისა და ნიკა რევაზიშვილის ადვოკატები შევიდნენ.

როგორც პენინტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე არასრულწლოვანი ზ.ხ. - ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, ბრალდებულების ჩვენებებით და მანამდე არსებული საქმის მასალებით ,,არ არსებობდა რაიმე სახის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა ბრალის დამძიმება”.

„ბრალის დამძიმების მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა იმის, რომ ბრალი დამძიმებულიყო. გამომძიებლებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბრალი უნდა წარედგინათ, ჩვენ მოვედით. იმედია, რომ წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული ბრალის დამძიმება და შემდეგ უკვე დეტალურად ვისაუბრებთ. ბრალდებულების ჩვენებებით და მანამდე გადმოცემული საქმის მასალებით არ არსებობდა მსგავსი სახის მტკიცებულება რომლის საფუძველზეც მოხდებოდა აღნიშნული ბრალის დამძიმება. გარემოება, რომ ვიღაცამ შაქარაშვილს გზა მოუჭრა, არის აბსურდი, ზ.ხ. დასაწყისშივე ამბობდა, რომ ის და ვასილ მახარაძე წავიდნენ მანქანის მოსაყვანად ფერადი შენობიდან და შაქარაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი არ ჰქონიათ ,” - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამასთან ერთად, შიმშილობას თამაზ ხომასურიძის მამა და ბებიაც აპირებენ

თელავში მოზარდმა პნევმატური იარაღით 9 წლის ბიჭი დაჭრა - არსებული ინფორმაციით, მოზარდები იარაღით თამაშობდნენ

"ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტაჟი არაგვის ხიდიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ტრაგიკული ღამის ინსცენირება  მოაწყვეს