სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებული მტკიცებულებებით, მივიჩნევთ, რომ მტკიცდება მომხდარი" - შაქარაშვილის ოჯახი საქმეს გახსნილად მიიჩნევს
"არსებული მტკიცებულებებით, მივიჩნევთ, რომ მტკიცდება მომხდარი" - შაქარაშვილის ოჯახი საქმეს გახსნილად მიიჩნევს

„ოჯა­ხი თვლის, რომ გი­ორ­გის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გახ­სნი­ლია, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი მი­ცე­მუ­ლი არი­ან სწო­რად, მარ­თე­ბუ­ლად და სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­მარ­თუ­ლად სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში“, - ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძამ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" პრესკლუბ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ გარ­და „ტო­ი­ო­ტას“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის 5 მგზავ­რი­სა, სხვა პი­რე­ბი ფი­ზი­კუ­რად ვერ ჩა­ი­დენ­დნენ აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულს.

„სა­ბო­ლოო ჯამ­ში დად­გინ­და, რომ 5 პირ­მა ჩა­ი­დი­ნა გი­ორ­გის მკვლე­ლო­ბა. დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, რაც ჩვენ­თვი­საა ცნო­ბი­ლი, ვფიქ­რობთ, რომ სრუ­ლა­დაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა, ასე­ვე ვფიქ­რობთ, რომ აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს სა­სა­მარ­თლო­ში არ უნდა ჰქონ­დეს რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რი­ვი პრობ­ლე­მა, ვი­ნა­ი­დან ის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც კა­ნო­ნი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, უკვე დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეჭვშე­უ­ვა­ლად იქნა დად­გე­ნი­ლი, რომ სხვა მან­ქა­ნე­ბი, სხვა პი­რე­ბი, გა­რე­შე ადა­მი­ა­ნე­ბი, გარ­და „ტო­ი­ტას“ მგზავ­რე­ბი­სა ანუ ამ ხუთი წევ­რი­სა, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას არ იყ­ვნენ ფი­ზი­კუ­რად და სხვა ვე­რა­ვინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და ამ და­ნა­შა­ულს“, - გა­ნა­ცხა­და მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძემ.

მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოჯა­ხი გა­მო­ძი­ე­ბას პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე ენ­დო­ბო­და და მას­თან არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ აქვს.

„გა­მო­ძი­ე­ბას ოჯა­ხი ენ­დო­ბო­და პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე. გა­მო­ძი­ე­ბას­თან ერ­თად ჩვენ გა­ვი­ა­რეთ მთე­ლი ეს დიდი პე­რი­ო­დი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სწო­რედ ურ­თერ­თშე­თან­ხმე­ბით, ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბით, მი­ვე­დით იმ შე­დე­გამ­დე, რა­საც ჰქვია და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას­თან ოჯახს არ აქვს. კი­თხვე­ბი იყო უამ­რა­ვი და გზა­დაგ­ზა იწუ­რე­ბო­და,“- გა­ნა­ცხა­და მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.ნი­კო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას მო­ი­თხოვს. მისი თქმით, ოჯა­ხი ასე­ვე თვალ­ყურს მი­ა­დევ­ნებს რო­გორც სა­სა­მარ­თლში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, ასე­ვე სას­ჯე­ლის მოხ­დის პე­რი­ოდს.

„და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი მო­ი­თხოვს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას და ოჯა­ხი ბო­ლომ­დე თვალ­ყურს მი­ა­დევ­ნებს აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებს არა მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო­ში, არა­მედ შემ­დგომ, სას­ჯე­ლის მოხ­დის პე­რი­ოდ­შიც, რომ არ მოხ­დეს ისე­თი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­გო­რიც არა­ერ­თხელ ვი­ხი­ლეთ, ვგუ­ლის­ხმობ პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, შე­წყა­ლე­ბას და ა.შ.“, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" პრესკლუბ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბის - 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თუ­ლი ბრი­ფინ­გი­დან ირ­კვე­ვა, ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დათ ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რუ­წლო­ვა­ნია. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ნა­წილს გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბას, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­სა და გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.

ყვე­ლა მათ­განს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"არსებული მტკიცებულებებით, მივიჩნევთ, რომ მტკიცდება მომხდარი" - შაქარაშვილის ოჯახი საქმეს გახსნილად მიიჩნევს

"არსებული მტკიცებულებებით, მივიჩნევთ, რომ მტკიცდება მომხდარი" - შაქარაშვილის ოჯახი საქმეს გახსნილად მიიჩნევს

„ოჯახი თვლის, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემული არიან სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ "ინტერპრესნიუსის" პრესკლუბში განაცხადა.

მისივე თქმით, მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გარდა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის 5 მგზავრისა, სხვა პირები ფიზიკურად ვერ ჩაიდენდნენ აღნიშნულ დანაშაულს.

„საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ 5 პირმა ჩაიდინა გიორგის მკვლელობა. დღესდღეობით არსებული მტკიცებულებებით, რაც ჩვენთვისაა ცნობილი, ვფიქრობთ, რომ სრულადაა დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს სასამართლოში არ უნდა ჰქონდეს რაიმე სამართლებრივი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული, უკვე დაკმაყოფილებულია. საბოლოო ჯამში, ეჭვშეუვალად იქნა დადგენილი, რომ სხვა მანქანები, სხვა პირები, გარეშე ადამიანები, გარდა „ტოიტას“ მგზავრებისა ანუ ამ ხუთი წევრისა, შემთხვევის ადგილას არ იყვნენ ფიზიკურად და სხვა ვერავინ განახორციელებდა ამ დანაშაულს“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახი გამოძიებას პირველივე ეტაპზე ენდობოდა და მასთან არანაირი პრეტენზიები არ აქვს.

„გამოძიებას ოჯახი ენდობოდა პირველივე ეტაპზე. გამოძიებასთან ერთად ჩვენ გავიარეთ მთელი ეს დიდი პერიოდი და საბოლოო ჯამში, სწორედ ურთერთშეთანხმებით, ურთიერთთანამშრომლობით, მივედით იმ შედეგამდე, რასაც ჰქვია დანაშაულის გახსნა. შესაბამისად, არანაირი პრეტენზიები გამოძიებასთან ოჯახს არ აქვს. კითხვები იყო უამრავი და გზადაგზა იწურებოდა,“- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე.ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, ოჯახი ასევე თვალყურს მიადევნებს როგორც სასამართლში მიმდინარე პროცესებს, ასევე სასჯელის მოხდის პერიოდს.

„დაზარალებული ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ, სასჯელის მოხდის პერიოდშიც, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიც არაერთხელ ვიხილეთ, ვგულისხმობ პირობით ვადამდე გათავისუფლებას, შეწყალებას და ა.შ.“, - განაცხადა ნიკოლაძემ "ინტერპრესნიუსის" პრესკლუბში.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"ბრალის დამძიმებას არ ველოდით... ეს გაუმართლებელია" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

ჰქონდა თუ არა  დაკარგული გონება გიორგი შაქარაშვილს გარდაცვალებამდე? - რას ამბობს ექსპერტი?

ახალგაზრდა კაცი სისხლისგან იცლებოდა, როდესაც იპოვეს - გერმანიაში ქართველი დაჭრეს