საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუნებრივი წინაღობის - მდინარის გამო ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა" - რას აცხადებს პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე?
"ბუნებრივი წინაღობის - მდინარის გამო ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა" - რას აცხადებს პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე?

გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა. გთა­ვა­ზობთ უწყე­ბის გავ­რცე­ლე­ბულ სრულ ტექსტს:

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ერ­თობ­ლი­ვად წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დად­გე­ნილ იქნა, რომ 2020 წლის 18 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 23:00 სა­ათ­ზე, მცხე­თა­ში მდე­ბა­რე აგა­რაკ­ზე, და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე მყოფ სტუმ­რებს შო­რის და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც წვე­უ­ლე­ბა­ზე სცე­მეს და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს ვ.ჩ.-ს.

ვ.ჩ., თვლი­და რა სა­კუ­თარ თავს კონ­ფლიქ­ტში და­ჩაგ­რუ­ლად, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე­ზე შუ­რის­ძი­ე­ბი­სა და ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სათ­ვის და­მა­ტე­ბი­თი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბის მიზ­ნით, დაბ­რუნ­და თბი­ლის­ში, ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში. წვე­უ­ლე­ბის ად­გილ­ზე დარ­ჩა ვ. ჩ.-ს ორი მე­გო­ბა­რი, რომ­ლე­ბიც პე­რი­ო­დუ­ლად აწ­ვდიდ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ.

თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, ვ.ჩ. და­უ­კავ­შირ­და მის მე­გობ­რებს და 19 ივ­ნი­სის და­ახ­ლო­ე­ბით 00:30 სა­ა­თი­სათ­ვის, მერ­სე­დე­სის მარ­კის და ვ.ჩ.-ს კუთ­ვნი­ლი ტო­ი­ო­ტა ქამ­რის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით გა­ე­მარ­თნენ მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ასევე დაგაინტერესებთ
22:34 / 10-08-2020

"ავტომობილში მომხვდა რაღაც ხელკეტი და ერთხელ დავარტყიო..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანია ინციდენტში მონაწილეობას აღიარებს

14:16 / 11-08-2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა

14:41 / 11-08-2020

"ხუთი მკვლელი! ხუთი  ცოცხლად მოსიარულე გვამი!“ - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ

19:29 / 11-08-2020

"თუ წყალში არ მოხვდებოდა, გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები არ მოკლავდა" - ექსპერტი

15:41 / 12-08-2020

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებს საქმის მასალები სრულად გადაეცათ, მაგრამ... - რის თაობაზე გააფრთხილა ისინი პროკურატურამ?

18:07 / 12-08-2020

"ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბნენ" - გია ხუხაშვილი შაქარაშვილის საქმეზე

16:41 / 19-08-2020

"შიმშილობას რაც შეეხება, ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია, როგორებიც თქვენ ხართ” - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და?

მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი სტუმ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ და­ტო­ვა აგა­რა­კის ტე­ო­რი­ტო­რია. მათ შო­რის იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც წვე­უ­ლე­ბა­ზე მყოფ სხვა პი­რებ­თან ერ­თად, ფე­ხით გა­ე­მარ­თა თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მათ ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყვე­ბო­და და უთ­ვალ­თვა­ლებ­და ვ.ჩ.-ს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ორი მე­გო­ბა­რი. მათი მი­თი­თე­ბით, მერ­სე­დე­სის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნი­დან მცხე­თა­ში ჩა­სუ­ლი პი­რე­ბი გა­ე­მარ­თნენ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და მას­თან ერ­თად ავ­ტო­ბან­ზე ფე­ხით მოძ­რა­ვი პი­რე­ბი­სა­კენ.

და­ახ­ლო­ე­ბით 00:47 სა­ათ­ზე, არაგ­ვის ხიდ­თან მდე­ბა­რე ავტო-სამ­რე­ცხა­ოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მერ­სე­დე­სის მარ­კის ავ­ტო­მა­ქა­ნა­ში მყო­ფი პი­რე­ბი თავს და­ესხნენ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს და მის თან­მხლებ პი­რებს. თავ­დამ­სხმე­ლებს ასე­ვე შე­უ­ერ­თდნენ ვ. ჩ.-ს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ორი მე­გო­ბა­რი. ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­სულ­მა პი­რებ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან ერ­თად მყოფ პი­რებს, ხოლო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა გაქ­ცე­ვით და­აღ­წია თავი ძა­ლა­დო­ბას. ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გაგ­რძელ­და რამ­დე­ნი­მე წუთი, რის შემ­დგო­მაც თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნით და­ტო­ვეს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი.

პა­რა­ლე­ლუ­რად, ტო­ი­ო­ტა ქამ­რის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით ვ.ჩ.-სთან ერ­თად მყო­ფი პი­რე­ბი კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით გა­ე­მარ­თნენ აგა­რა­კი­სა­კენ. ვი­ნა­ი­დან მათ აგა­რაკ­ზე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა­გან არა­ვინ დახ­ვდა, ტო­ი­ო­ტა ქამ­რი გა­მო­ე­მარ­თა თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და მას­თან ერ­თად მყო­ფი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თათ­ვის ასო­ცირ­დე­ბოდ­ნენ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ფე­ხით გა­ნაგ­რძობ­დნენ გზას თბი­ლი­სი­სა­კენ, რა დრო­საც მათ გზა გა­და­უჭ­რა აგა­რა­კი­დან წა­მო­სულ­მა, ვ.ჩ.-ს კუთ­ვნილ­მა ტო­ი­ო­ტა ქამ­რის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნამ, რო­მელ­საც მისი მე­გო­ბა­რი ვ.მ. მარ­თავ­და. გა­ჩე­რე­ბის­თა­ნა­ვე, ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან, ვ.ჩ.-სთან ერ­თად გად­მო­ვიდ­ნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გა­ე­კიდ­ნენ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს და მისი თან­მხლებ პი­რებს, პა­რა­ლე­ლუ­რად აყე­ნებ­დნენ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას. მო­სა­ლოდ­ნე­ლი ძა­ლა­დო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და მას­თან ერ­თად მყო­ფი პი­რე­ბი გა­იქ­ცნენ ავ­ტო­ბან­ზე არაგ­ვის ხი­დის­კენ და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­და­ირ­ბი­ნეს არაგ­ვის ხიდი, გა­დაკ­ვე­თეს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა და სირ­ბი­ლი გა­ნაგ­რძეს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის თან­მხლე­ბი პირი გ.ქ., რო­მე­ლიც იყო ნა­ცე­მი, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი­სა­გან თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მო­წყო­ბი­ლი ბე­ტო­ნის გამ­ყო­ფი ზო­ლის გა­დაკ­ვე­თის შემ­დეგ, და­ი­მა­ლა გამ­ყოფ ზოლ­ში არ­სე­ბულ ნარ­გა­ვებ­ში. ამავდრო­უ­ლად, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა გა­დაკ­ვე­თეს, მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ვიდ­ნენ და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და მას­თან ერ­თად მყო­ფი პი­რე­ბის დევ­ნა გა­ნაგ­რძეს თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ნა­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი ფე­რა­დი შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას­თან მი­ახ­ლო­ე­ბი­სას, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა და მას­თან ერ­თად მყოფ­მა ვ.ა.-მ სირ­ბი­ლი გა­ნაგ­რძეს გზის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს ხი­დის ქვეშ გა­მა­ვალ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან გზა­ზე, ხოლო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი გ.ა. გა­იქ­ცა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბის მი­მარ­თლე­ბით და და­ი­მა­ლა მის უკან არ­სე­ბულ ბუჩ­ქებ­ში. გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს და ვ.ა.-ს იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­კიდ­ნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მხა­რეს, გა­ნაგ­რძეს სირ­ბი­ლი გზის მარ­ცხე­ნა მხა­რეს არ­სე­ბულ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან გზა­ზე იმ მიზ­ნით, რომ პი­რის­პირ დახ­ვედ­როდ­ნენ იმა­ვე გზა­ზე სა­პი­რის­პი­რო მხრი­დან გა­მოქ­ცე­ულ პი­რებს და გზა გა­და­ე­ღო­ბათ მათ­თვის. ვ.ა. მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან გზა­ზე სირ­ბი­ლი­სას და­ი­მა­ლა გზის პი­რად არ­სე­ბულ ბუჩ­ქებ­ში, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა კი გა­ნაგ­რძო გა­და­ად­გი­ლე­ბა. რო­დე­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი მი­უ­ახ­ლოვ­და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გზის იმ მო­ნაკ­ვეთს, რო­მე­ლიც არაგ­ვის ხი­დის ბურ­ჯებს შო­რის გა­დის, სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან მას გზა გა­და­უ­ღო­ბეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ.

გაქ­ცე­ვი­სას, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ორი­ვე მხრი­დან მო­ექ­ცა თავ­დამ­სხმე­ლებს შო­რის, რა­მაც მას მო­უს­პო თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და გარ­და­უ­ვა­ლი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ჩა­სუ­ლი­ყო გზის მარ­ცხე­ნა მხა­რეს არ­სე­ბულ ხევ­ში, სა­დაც მას ჩაჰ­ყვა ხუ­თი­ვე თავ­დამ­სხმე­ლი. ხევ­ში არ­სე­ბუ­ლი ბი­ლი­კის ბო­ლოს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი მი­ვი­და მდი­ნა­რე არაგ­ვის ნა­პირ­თან და ვი­ნა­ი­დან ცურ­ვის არ­ცოდ­ნის გამო აღ­მოჩ­ნდა მის­თვის გა­და­უ­ლა­ხა­ვი ბუ­ნებ­რი­ვი წი­ნა­ღო­ბის - მდი­ნა­რის წი­ნა­შე, ვე­ღარ შეძ­ლო გაქ­ცე­ვა. ამ ვი­თა­რე­ბით ისარ­გებ­ლეს თავ­დამ­სხმე­ლებ­მა და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს მი­ა­ყე­ნეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩე­ბის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში. სას­ტი­კად ნა­ცე­მი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი თავ­დამ­სხმე­ლებ­მა გა­და­აგ­დეს მდი­ნა­რე არაგ­ვში, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნით გა­მო­ი­რი­ცხა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ას­ფალ­ტი­რე­ბულ გზა­ზე, ჩან­თის აღ­მო­ჩე­ნის ად­გი­ლამ­დე ფერ­დობ­ზე მი­მა­ვალ ბი­ლიკ­ზე, მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის მო­ნაკ­ვეთ­ზე და­გო­რე­ბა - და­ცუ­რე­ბით, წაქ­ცე­ვა-და­ცე­მით ან რა­ი­მე მკვრივ-ბლაგვ სა­გან­ზე ხა­ხუ­ნით ან თრე­ვით, ასე­ვე და­ახ­ლო­ე­ბით 15.../25... მეტ­რი სი­მაღ­ლის ხი­დი­დან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ­დნის შემ­დეგ, წყალ­ზე და­ცე­მის ან წყალ­ში ჩა­ვარ­დნის შე­დე­გად, ერ­თობ­ლი­ვად გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია რა­ი­მე მკვრი­ვი-ბლაგ­ვი მატ­რავ­მი­რე­ბე­ლი საგ­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით, რო­გო­რი­ცაა ხელ­კე­ტის მსგავ­სი სა­გა­ნი, ფეხი, ქვა, მუშ­ტი.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ექ­სპერ­ტი­ზის წი­ნა­შე დას­მუ­ლი სა­კი­თხე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა კომ­პლექ­სუ­რი სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვე­ბი.

ხუ­თი­ვე თავ­დამ­სხმე­ლის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე გან­ვით­რე­ბულ კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით, 19 ივ­ნი­სის ღა­მით, თბი­ლი­სი­დან მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­მარ­თა სულ 8 ავ­ტო­მან­ქა­ნა, მათ­გან სამი სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნი­დან, ხოლო ხუთი - ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნი­დან. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის და მო­ბი­ლუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის ოპე­რა­ტო­რე­ბი­სა­გან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეს­წავ­ლის შე­დე­გად უტყუ­ა­რად დგინ­დე­ბა, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის დროს, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ტო­ი­ო­ტა ქამ­რის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში მისი მგზავ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ტარ­და ათას­ზე მეტი საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის მიერ და­მუ­შა­ვე­ბულ და შეს­წავ­ლილ იქნა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ათი­ა­თა­სო­ბით ზა­რის, მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის და ინ­ტერ­ნეტ აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ხებ, გა­მოკ­ვლე­ულ იქნა სა­ჯა­რო და კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის კუთ­ვნი­ლი გარე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მელ­თა სა­ერ­თო ხან­გრძლი­ვო­ბა შე­ად­გენს რამ­დე­ნი­მე ასე­ულ სა­ათს, და­კი­თხულ იქნა ასე­უ­ლო­ბით მოწ­მე, ჩა­ტარ­და სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, ამო­ღე­ბულ იქნა კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე პირ­თა ტან­საც­მე­ლი, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, აღე­ბულ იქნა ანაწ­მენ­დე­ბი და სხვა­დას­ხვა სა­ხის ნი­მუ­შე­ბი, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ვერ­სი­ე­ბის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი, ბრალ­დე­ბულ­თა ამოც­ნო­ბე­ბი და სხვა სა­ხის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით მი­ე­მარ­თა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებს.

გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნოთ, რომ იმ ხუთი პი­რის გარ­და, რო­მელ­თა მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ი­წყო, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და ამა­ვე ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, ასე­ვე, ჯგუ­ფუ­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 12 პირი, რო­მელ­თაც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვთ პა­ტიმ­რო­ბა. მათ მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ოთხი­დან ათ წლამ­დე ით­ვა­ლის­წი­ნებს".

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Rezi
0

17-მა გმირმა ქართველმა შინდისში რუსეთის მძლავრი არმია შეაჩერეს თუნდაც დროებით და გმირულად დაეცნენ აქ კი 17-მა კრიმინალმა 19 ბავშვშვი მოკლეს ეს არის საქართველო და უსამართლობაა რომ 17 შინდისის გმირი ცოცხალი აღარარის ხოლო 17 ნახალოვკელი ნაგავი ცოცხალია

dudu
0

ლაჩრებო თქვენ ადამიანი სასიკვდილოთ გაიმეტეთ რისთვის ბიჭოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!რისთვისსსსსსს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!სამუდამო მაგენს ყველას!!!!!!!სამუდამოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ბუნებრივი წინაღობის - მდინარის გამო ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა" - რას აცხადებს პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე?

"ბუნებრივი წინაღობის - მდინარის გამო ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა" - რას აცხადებს პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე?

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა. გთავაზობთ უწყების გავრცელებულ სრულ ტექსტს:

"საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-ს.

ვ.ჩ., თვლიდა რა საკუთარ თავს კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა თბილისში, ნაძალადევის რაიონში. წვეულების ადგილზე დარჩა ვ. ჩ.-ს ორი მეგობარი, რომლებიც პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.

თბილისში დაბრუნებისთანავე, ვ.ჩ. დაუკავშირდა მის მეგობრებს და 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, მერსედესის მარკის და ვ.ჩ.-ს კუთვნილი ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანებით გაემართნენ მცხეთის მიმართულებით.

მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების უმრავლესობამ დატოვა აგარაკის ტეორიტორია. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც, რომელიც წვეულებაზე მყოფ სხვა პირებთან ერთად, ფეხით გაემართა თბილისის მიმართულებით. მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა ვ.ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. მათი მითითებით, მერსედესის მარკის ავტომანქანით ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩასული პირები გაემართნენ გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად ავტობანზე ფეხით მოძრავი პირებისაკენ.

დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტო-სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის ავტომაქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ. ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი.

პარალელურად, ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანით ვ.ჩ.-სთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით გაემართნენ აგარაკისაკენ. ვინაიდან მათ აგარაკზე მოწინააღმდეგეთაგან არავინ დახვდა, ტოიოტა ქამრი გამოემართა თბილისის მიმართულებით.

გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, ფეხით განაგრძობდნენ გზას თბილისისაკენ, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა აგარაკიდან წამოსულმა, ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მისი მეგობარი ვ.მ. მართავდა. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან, ვ.ჩ.-სთან ერთად გადმოვიდნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და მისი თანმხლებ პირებს, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირი გ.ქ., რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისაგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში. ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართლებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში. გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ.

გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის - მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება - დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15.../25... მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.

გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები.

ხუთივე თავდამსხმელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე განვითრებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 19 ივნისის ღამით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა სულ 8 ავტომანქანა, მათგან სამი საბურთალოს რაიონიდან, ხოლო ხუთი - ნაძალადევის რაიონიდან. ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ჩატარდა ათასზე მეტი საპროცესო მოქმედება, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებულ და შესწავლილ იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული ათიათასობით ზარის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ინტერნეტ აქტივობის შესახებ, გამოკვლეულ იქნა საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე ასეულ საათს, დაკითხულ იქნა ასეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული და კომპლექსური ექსპერტიზები, ამოღებულ იქნა კონფლიქტში მონაწილე პირთა ტანსაცმელი, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებები, აღებულ იქნა ანაწმენდები და სხვადასხვა სახის ნიმუშები, მოწმეთა ჩვენებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების მიზნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულთა ამოცნობები და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს.

გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს".

"დამირეკა, დეიდა, ცემას გადავურჩიო" - რას ყვება 11 წლის ბიჭის დეიდა, რომლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებითაც მამა დააკავეს

Treveler.ge-ის ხელმძღვანელი და თანამშრომელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ -  რა ინფორმაცია მიაწოდეს  სამართალდამცველებს

"დედა საზღვარგარეთ არის,  ბავშვი მამასთან ერთად ცხოვრობდა" - რას ყვებიან სოფელში, სადაც შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს