საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკმა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა
სემეკმა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ბი­თუ­მო ბაზ­რის წე­სე­ბი და­ამ­ტკი­ცა. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია მო­ი­ცავს დღით ადრე, დღი­უ­რი, სა­ბა­ლან­სო და დამ­ხმა­რე მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის ბაზ­რის წე­სებს, რომ­ლი­თაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის უსაფრ­თხო და სა­ი­მე­დო ოპე­რი­რე­ბა, ენერ­გე­ტი­კულ ბირ­ჟა­ზე ელექტრო­ე­ნერ­გი­ით ვაჭ­რო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა. წე­სე­ბი ეხე­ბა ბაზ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს - ელექტრო­სად­გუ­რე­ბის მფლო­ბე­ლებს, მსხვილ მომ­ხმა­რებ­ლებს, ტრე­ი­დე­რებ­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მიმ­წო­დებ­ლებს. წე­სე­ბით იკ­რძა­ლე­ბა ბა­ზარ­ზე შე­საძ­ლო ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი და ჯვა­რე­დი­ნი სუბ­სი­დი­რე­ბა.

დღით ადრე და დღი­უ­რი ბაზ­რის წე­სე­ბის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნი ფა­სის ფორ­მი­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­რე­მოს შექ­მნა, ეფექ­ტი­ა­ნი წარ­მო­ე­ბი­სა და მოხ­მა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. წე­სე­ბი გუ­ლის­ხმობს ელექტრო­ე­ნერ­გი­ით სა­ა­თობ­რი­ვი ვაჭ­რო­ბის და­ნერგვას, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას ელექტრო­ე­ნერ­გია სა­ა­თობ­რი­ვი ფა­სის მი­ხედ­ვით შე­ის­ყი­დოს.

სა­ბა­ლან­სო და დამ­ხმა­რე მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის ბაზ­რის წე­სე­ბით და­რე­გუ­ლირ­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ბა­ლან­სო და დამ­ხმა­რე მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის ბაზ­რის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი სის­ტე­მის და­ბა­ლან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­დამ­ცე­მი სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რი­სა და სა­ბა­ლან­სო ბაზ­რის ოპე­რა­ტო­რის, და­ბა­ლან­სე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რი­სა და და­ბა­ლან­სე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დებ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. და­ი­ნერ­გე­ბა თვით­დის­პეტ­ჩი­რე­ბის მო­დე­ლი, რომ­ლის მი­ზა­ნიც იქ­ნე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი სის­ტე­მის და­გეგ­მვა და ოპე­რი­რე­ბა.

წე­სე­ბი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ევ­რო­პუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და მისი მი­ღე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია „ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

სემეკმა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა

სემეკმა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა. ახალი რეგულაცია მოიცავს დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებს, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხო და საიმედო ოპერირება, ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგულირება. წესები ეხება ბაზრის მონაწილეებს - ელექტროსადგურების მფლობელებს, მსხვილ მომხმარებლებს, ტრეიდერებსა და ელექტროენერგიის მიმწოდებლებს. წესებით იკრძალება ბაზარზე შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი და ჯვარედინი სუბსიდირება.

დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების მიზანია საქართველოში ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის განვითარებისა და სამართლიანი ფასის ფორმირებისათვის საჭირო სამართლებრივი გარემოს შექმნა, ეფექტიანი წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა. წესები გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვას, რომელიც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს.

საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებით დარეგულირდება ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ფუნქციონირება, განისაზღვრება ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებასთან დაკავშირებული გადამცემი სისტემის ოპერატორისა და საბალანსო ბაზრის ოპერატორის, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები. დაინერგება თვითდისპეტჩირების მოდელი, რომლის მიზანიც იქნება ელექტროენერგეტიკული სისტემის დაგეგმვა და ოპერირება.

წესები შემუშავებულია ევროპული რეგულაციების საფუძველზე და მისი მიღება განპირობებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით.

ვინ არის 44 გამოჯანმრთელებული და რას ამბობენ ექიმები ახალი ინფიცირებულების წყაროს შესახებ

"დღეიდან აგრილდება" - როგორი ამინდი იქნება საქართველოში კვირის ბოლომდე

სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს - უახლესი ცნობები რეგიონიდან