კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამაჯერეს, რომ ხუთწუთიანი პროცედურა იყო და ნარკოზიანად 40 წუთი დასჭირდებოდა" - რას ყვება კომაში მყოფი, 25 წლის გოგონას მამა?
"დამაჯერეს, რომ ხუთწუთიანი პროცედურა იყო და ნარკოზიანად 40 წუთი დასჭირდებოდა" - რას ყვება კომაში მყოფი, 25 წლის გოგონას მამა?

გა­სულ კვი­რას მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე და ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მი ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე აღ­ძრა. უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის გამო პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი მაგ­და ხო­ჭო­ლა­ვაც, მაგ­რამ რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის, მას პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­ე­ფარ­და.25 წლის ნა­თია ცი­რე­კი­ძე 20 თვეა, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ოჯა­ხი იმ ექი­მე­ბის დას­ჯას ითხოვს, ვინც გო­გო­ნა ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო. ამ თე­მა­ზე ვრცე­ლი სტტია მო­ამ­ზა­და გა­ზეთ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რამ", რო­მე­ლი­და­ნაც ამო­ნა­რის გთა­ვა­ზობთ:

გო­გო­ნას მამა, მირ­ზა ცი­რე­კი­ძე ამ­ბობს, რომ რო­გორც იქნა, სა­მარ­თალს მი­აღ­წია. მაგ­რამ წყვე­ტენ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს, რად­გან არ უნ­დათ სა­კითხს პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი და­ე­დოს.

- წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ჩემი შვი­ლი ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ით მკურ­ნა­ლობ­და, მერე გვირ­ჩი­ეს, მივ­სუ­ლი­ყა­ვით ყი­ფი­ან­თან. 2018 წლის ივ­ნის­ში მან მი­თხრა, ჩვენ­თან ჩა­მო­დი­ან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იტა­ლი­ი­დან და მათ­თან ერ­თად გა­ვი­ა­როთ კონ­სულ­ტა­ცი­აო. და­ვე­ლო­დეთ სექ­ტემ­ბერს, ტკი­ვი­ლე­ბი ისე­თი მძი­მე არ იყო, რომ ვერ გა­დაგ­ვე­ტა­ნა. სექ­ტემ­ბერ­ში მარ­თლაც ჩა­მო­ვიდ­ნენ, მაგ­და ხო­ჭო­ლა­ვა არის იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ექი­მი, რო­მელ­საც ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს. მის გარ­და იქი­დან ჩა­მო­სულ იტა­ლი­ელ ექიმ­საც შევ­ხვდით. ხო­ჭო­ლა­ვა თარ­ჯიმ­ნის როლ­საც ას­რუ­ლებ­და. და­მარ­წმუ­ნეს, რომ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ოპე­რა­ცია იყო. მარ­თა­ლია, მკურ­ნა­ლო­ბი­სას 100%-იან გა­რან­ტი­ას არა­ვინ იძ­ლე­ვა, მაგ­რამ და­მა­ჯე­რეს, რომ ხუ­თწუ­თი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რა იყო და ნარ­კო­ზი­ა­ნად 40 წუთი დას­ჭირ­დე­ბო­და. გა­უ­კეთ­და პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია და მე­ო­რე დი­ლით გაგ­ვწე­რეს სახ­ლში. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ისევ იგ­რძნო ბავ­შვმა ტკი­ვი­ლე­ბი და ისევ მი­ვა­კი­თხეთ ყი­ფი­ანს. გვი­თხრა, გა­ვე­სა­უბ­რე­ბი იტა­ლი­ე­ლებს და რა­საც მე­ტყვი­ან, გე­ტყვიო. მერე მი­თხრეს, ერთ თვე­ში ისევ ჩა­მო­დი­ა­ნო და დავ­გეგ­მეთ კონ­სულ­ტა­ცია.

გა­და­ვი­ღეთ ტო­მოგ­რა­ფია, რო­მე­ლიც შე­ა­და­რეს წი­ნას და მი­თხრეს, რომ მე­ო­რე ოპე­რა­ცია უკე­თეს შე­დეგს გა­მო­ი­ღებ­და. პირ­ვე­ლად 5.000 ლარი გა­და­ვი­ხა­დეთ. რად­გან უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი ვი­ყა­ვით ოპე­რა­ცი­ით, გვი­თხრეს, რომ მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ას 3.500 ლა­რად გაგ­ვი­კე­თებ­დნენ. იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სულ ექიმს პი­რა­დად შევ­ხვდი, და­მა­ი­მე­და, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო. ბავ­შვი შე­იყ­ვა­ნეს ოთახ­ში, სა­დაც ნარ­კო­ზი გა­უ­კეთ­და. 15 წუთი ვე­ლო­დე­ბო­დით. ამის შემ­დეგ შე­ვი­და იქ ყი­ფი­ა­ნი, ცოტა ხან­ში კი იქი­დან გა­მო­სუ­ლებ­მა ჟანგბა­დის ბა­ლო­ნის მო­ტა­ნა ითხო­ვეს. ოპე­რა­ცი­ამ­დე გარ­თულ­და მდგო­მა­რე­ო­ბა და ბავ­შვი კო­მა­ში ჩა­ვარ­და. ნარ­კო­ზი გა­უ­კე­თა ხო­ჭო­ლა­ვამ. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ოპე­რა­ცი­ას იტა­ლი­ე­ლე­ბი აკე­თებ­დნენ, არა­და, ახლა ირ­კვე­ვა, რომ არც ერთ ექიმს, რო­მელ­მაც ჩემს შვილს ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თა, ამის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქო­ნია. 20 თვეა, ჩემი შვი­ლი კო­მა­შია და ექი­მე­ბი ვე­რა­ფერს მე­უბ­ნე­ბი­ან. მი­ზე­ზიც კი არ იცი­ან. წე­ლი­წა­დია, გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და სა­მარ­თა­ლი ისევ არ მო­ი­ძებ­ნა, მაგ­რამ ახლა პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ექი­მე­ბის და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნია და მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს, რო­გორ დამ­თავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ჩემ­თვის მთა­ვა­რი ჩემი შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნაა. იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვას
104

ექმიმების დანაშაული არაფრით ჩამოუარდება ბაჩალეიშვილის და შაქარაშვილის მკლელობის ჩამდენთა დანაშაულს

ლია
1

ყველაზე კეთილშობილი საქციელი იქნება იმ ექიმების მხრიდან, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ კოლეგების მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე, ერთიანი ძალებით დაეხმარონ გაუბედურებულ ოჯახს და კომაში მყოფ გოგონას სათანადო მკურნალობა აღმოუჩინონ.

ავტორი:

"დამაჯერეს, რომ ხუთწუთიანი პროცედურა იყო და ნარკოზიანად 40 წუთი დასჭირდებოდა" - რას ყვება კომაში მყოფი, 25 წლის გოგონას მამა?

"დამაჯერეს, რომ ხუთწუთიანი პროცედურა იყო და ნარკოზიანად 40 წუთი დასჭირდებოდა" - რას ყვება კომაში მყოფი, 25 წლის გოგონას მამა?

გასულ კვირას მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი დააკავეს. პროკურატურამ საქმე სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე აღძრა. უკანონო საექიმო საქმიანობის გამო პასუხისგებაში მიეცა ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავაც, მაგრამ რადგან საქართველოში არ არის, მას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.25 წლის ნათია ცირეკიძე 20 თვეა, კომატოზურ მდგომარეობაშია და ოჯახი იმ ექიმების დასჯას ითხოვს, ვინც გოგონა ამ მდგომარეობაში ჩააგდო. ამ თემაზე ვრცელი სტტია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომელიდანაც ამონარის გთავაზობთ:

გოგონას მამა, მირზა ცირეკიძე ამბობს, რომ როგორც იქნა, სამართალს მიაღწია. მაგრამ წყვეტენ ამ თემაზე საუბარს, რადგან არ უნდათ საკითხს პოლიტიკური სარჩული დაედოს.

- წელიწად-ნახევარი ჩემი შვილი ფიზიოთერაპიით მკურნალობდა, მერე გვირჩიეს, მივსულიყავით ყიფიანთან. 2018 წლის ივნისში მან მითხრა, ჩვენთან ჩამოდიან სპეციალისტები იტალიიდან და მათთან ერთად გავიაროთ კონსულტაციაო. დაველოდეთ სექტემბერს, ტკივილები ისეთი მძიმე არ იყო, რომ ვერ გადაგვეტანა. სექტემბერში მართლაც ჩამოვიდნენ, მაგდა ხოჭოლავა არის იტალიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მის გარდა იქიდან ჩამოსულ იტალიელ ექიმსაც შევხვდით. ხოჭოლავა თარჯიმნის როლსაც ასრულებდა. დამარწმუნეს, რომ ეს აუცილებელი ოპერაცია იყო. მართალია, მკურნალობისას 100%-იან გარანტიას არავინ იძლევა, მაგრამ დამაჯერეს, რომ ხუთწუთიანი პროცედურა იყო და ნარკოზიანად 40 წუთი დასჭირდებოდა. გაუკეთდა პირველი ოპერაცია და მეორე დილით გაგვწერეს სახლში. ოპერაციის შემდეგ ისევ იგრძნო ბავშვმა ტკივილები და ისევ მივაკითხეთ ყიფიანს. გვითხრა, გავესაუბრები იტალიელებს და რასაც მეტყვიან, გეტყვიო. მერე მითხრეს, ერთ თვეში ისევ ჩამოდიანო და დავგეგმეთ კონსულტაცია.

გადავიღეთ ტომოგრაფია, რომელიც შეადარეს წინას და მითხრეს, რომ მეორე ოპერაცია უკეთეს შედეგს გამოიღებდა. პირველად 5.000 ლარი გადავიხადეთ. რადგან უკმაყოფილოები ვიყავით ოპერაციით, გვითხრეს, რომ მეორე ოპერაციას 3.500 ლარად გაგვიკეთებდნენ. იტალიიდან ჩამოსულ ექიმს პირადად შევხვდი, დამაიმედა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ბავშვი შეიყვანეს ოთახში, სადაც ნარკოზი გაუკეთდა. 15 წუთი ველოდებოდით. ამის შემდეგ შევიდა იქ ყიფიანი, ცოტა ხანში კი იქიდან გამოსულებმა ჟანგბადის ბალონის მოტანა ითხოვეს. ოპერაციამდე გართულდა მდგომარეობა და ბავშვი კომაში ჩავარდა. ნარკოზი გაუკეთა ხოჭოლავამ. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ოპერაციას იტალიელები აკეთებდნენ, არადა, ახლა ირკვევა, რომ არც ერთ ექიმს, რომელმაც ჩემს შვილს ოპერაცია გაუკეთა, ამის გაკეთების უფლება არ ჰქონია. 20 თვეა, ჩემი შვილი კომაშია და ექიმები ვერაფერს მეუბნებიან. მიზეზიც კი არ იციან. წელიწადია, გრძელდება გამოძიება და სამართალი ისევ არ მოიძებნა, მაგრამ ახლა პროკურატურის საქმიანობით კმაყოფილი ვარ. ექიმების დაკავების გადაწყვეტილება სამართლიანია და მომავალი გვიჩვენებს, როგორ დამთავრდება ყველაფერი. ჩემთვის მთავარი ჩემი შვილის გადარჩენაა. იხილეთ სრულად

"რთული პაროლი ექნებოდა... საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არ შეინახავდა" - რას ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი წაშლილ ფაილებზე

"ყველა ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება" - რაზე მიიღო პასუხი აშშ-დან ბაჩალიაშვილის ოჯახმა

"ყვიროდა, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებითო" - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმის საკარანტინე სივრცეში მომხდარ ამბავზე