მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" 14 აგვისტოდან ბათუმს ეწვევა
გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" 14 აგვისტოდან ბათუმს ეწვევა

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L", სა­ი­უ­ბი­ლეო ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში, 14 აგ­ვის­ტო­დან ბა­თუმს ეწ­ვე­ვა. ბა­თუ­მე­ლებს სხვა­დას­ხვა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა 16 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით ელის.

14 აგ­ვის­ტოს და­ი­წყე­ბა პრო­ექტ „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის“ აქ­ცია (ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვაო აკა­დე­მი­ის ეზო, რუს­თა­ვე­ლის #53), რო­მე­ლიც 16 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა და რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, მსურ­ვე­ლე­ბი 1 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რას 1 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგნ­ზე გა­დაც­ვლი­ან.

ასე­ვე, გა­ი­მარ­თე­ბა გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, სა­დაც 300-მდე და­სა­ხე­ლე­ბის წიგ­ნი 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რია ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვაო აკა­დე­მია. "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" აქ­ცია და გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში (14, 15 და 16 აგ­ვის­ტო), სა­ზღვაო აკა­დე­მი­ის ეზო­ში, 10:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყე­ბა და 18:00 სა­ა­თამ­დე გას­ტანს.

ასე­ვე, 14 აგ­ვის­ტოს სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ ბა­თუმ­ში" (რუს­თა­ვე­ლის #28) გა­ი­მარ­თე­ბა პრო­ექტ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ ღო­ნის­ძი­ე­ბა „ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა“, სა­დაც სპი­კე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან: და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძე („სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ყიდ­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ტრე­ნე­რი), ან­დრო დგე­ბუ­ა­ძე (ტრე­ნე­რი, ბლო­გე­რი) და რე­ვაზ კო­პა­ლა­ძე (Caucasus Online-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი). აღ­ნიშ­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა მარკ მენ­სო­ნის წიგ­ნის "ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბის" პრე­ზენ­ტა­ცია.

„ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბის" პირ­ვე­ლი 3000-ცა­ლი­ა­ნი ტი­რა­ჟი გა­მო­ცე­მი­დან ერთ თვე­ში გაქ­რა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი­დან. ასე­თი სა­მო­ტი­ვა­ციო ჟან­რის წიგ­ნი, რო­მელ­მაც მკი­თხველ­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი და­იმ­სა­ხუ­რა, ბრა­ი­ან თრე­ი­სის "შე­ჭა­მე ბა­ყა­ყის" შემ­დეგ, მე­ო­რე პრე­ცე­დენ­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - მა­რი­ამ აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი.

„ეს წიგ­ნი არის არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით. ჩემ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა შეც­ვა­ლა და ბევრ რა­მე­ზე ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა. რა­ღაც­ნა­ი­რი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი წიგ­ნია, თუნ­დაც მის ქვე­სა­თა­უ­რებს რომ გა­დავ­ხე­დოთ. პირ­ვე­ლი­ვე გვხვდე­ბა, მა­გა­ლი­თად: Do Not Try (არ შე­ე­ცა­დო), რაც იმის ან­ტი­პო­დია, რა­საც, ხში­რად, სხვა წიგ­ნებ­ში ვკი­თხუ­ლობთ“, - და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძე.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/583030182387385/

15 აგ­ვის­ტოს გა­ი­მარ­თე­ბა „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის თი­ნა­თინ ბე­რი­ძის წიგ­ნის „მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის“ პრე­ზენ­ტა­ცია. "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა", 19:00 სთ. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იქ­ნე­ბი­ან, ასე­ვე, "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2020-ის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი: ქარ­და ქარ­დუ­ხი და და­ვით ჩო­მა­ხი­ძე, რო­მელ­თა წიგ­ნებს მკი­თხვე­ლი ნო­ემ­ბრი­დან იხი­ლავს.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/344940303200824/

16 აგ­ვის­ტოს კი, 19:00 სა­ათ­ზე "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" გა­ი­მარ­თე­ბა ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნის, ფე­ნიქ­სის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მელ­საც „ლი­ტე­რა­ტუ­რულ ექ­სპე­რი­მენ­ტსაც“ უწო­დე­ბენ. ბა­თუმს ეწ­ვე­ვი­ან ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი: ტო­რე­სა მოსი, თეა ინა­სა­რი­ძე, ელის დოჯ­სო­ნი და ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი.

15 ნა­წი­ლის­გან შემ­დგარ­მა ინ­ტე­რაქ­ცი­ულ­მა წიგნ­მა გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­იმ­სა­ხუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი. ამ სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რულ ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ოთხმა ავ­ტორ­მა მი­ი­ღო. „ფე­ნიქ­სის“ ყო­ვე­ლი ნა­წი­ლი და­მა­ინ­ტრი­გე­ბელ, საკ­ვან­ძო მო­მენ­ტში წყდე­ბა, სა­დაც მთა­ვარ გმი­რებს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევთ. ყო­ველ წიგნს კი ორი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბა, სა­დაც ამ­ბა­ვი გმი­რის ამა თუ იმ არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით ვი­თარ­დე­ბა.

„პრო­ექ­ტის ჩა­ნა­ფიქ­რი ამ­ბი­ცი­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. უნდა შეგ­ვექ­მნა ერთი სი­უ­ჟე­ტის რვა ვერ­სია, რო­მე­ლიც პერ­სო­ნა­ჟე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბო­და და თი­თო­ე­ულ ხაზს შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა და­სას­რუ­ლი ექ­ნე­ბო­და. ფა­ბუ­ლა თეა ინა­სა­რი­ძემ მო­ი­ფიქ­რა და პირ­ვე­ლი გაგ­რძე­ლე­ბის წერა უკვე ერ­თად და­ვი­წყეთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო დე­ტა­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ვფიქ­რობ, ამო­ცა­ნას თავი გა­ვარ­თვით და მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბის ბევ­რნა­ი­რი ვერ­სია შევ­თა­ვა­ზეთ”, - ტო­რე­სა მოსი, მწე­რა­ლი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/2679379325646309/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" 14 აგვისტოდან ბათუმს ეწვევა

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" 14 აგვისტოდან ბათუმს ეწვევა

გამომცემლობა "პალიტრა L", საიუბილეო ტურნეს ფარგლებში, 14 აგვისტოდან ბათუმს ეწვევა. ბათუმელებს სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება 16 აგვისტოს ჩათვლით ელის.

14 აგვისტოს დაიწყება პროექტ „მაკულიტერატურის“ აქცია (ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ეზო, რუსთაველის #53), რომელიც 16 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და რომლის ფარგლებშიც, მსურველები 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლიან.

ასევე, გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, სადაც 300-მდე დასახელების წიგნი 50%-მდე ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი.

ღონისძიების პარტნიორია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია. "მაკულიტერატურის" აქცია და გამოფენა-გაყიდვა, სამი დღის განმავლობაში (14, 15 და 16 აგვისტო), საზღვაო აკადემიის ეზოში, 10:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გასტანს.

ასევე, 14 აგვისტოს სასტუმრო "შერატონ ბათუმში" (რუსთაველის #28) გაიმართება პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ღონისძიება „ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“, სადაც სპიკერები იქნებიან: დავით ჩიკვაიძე („საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის” დამფუძნებელი და ტრენერი), ანდრო დგებუაძე (ტრენერი, ბლოგერი) და რევაზ კოპალაძე (Caucasus Online-ის გენერალური დირექტორი). აღნიშნულ ღონისძიებაზე გაიმართება მარკ მენსონის წიგნის "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების" პრეზენტაცია.

„ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების" პირველი 3000-ცალიანი ტირაჟი გამოცემიდან ერთ თვეში გაქრა წიგნის მაღაზიებიდან. ასეთი სამოტივაციო ჟანრის წიგნი, რომელმაც მკითხველში ძალიან მაღალი ინტერესი დაიმსახურა, ბრაიან თრეისის "შეჭამე ბაყაყის" შემდეგ, მეორე პრეცედენტია საქართველოში“, - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

„ეს წიგნი არის არაორდინალური თავისი შინაარსით. ჩემში ძალიან ბევრი მიმართულება შეცვალა და ბევრ რამეზე ჩამომიყალიბა აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება. რაღაცნაირი რევოლუციური წიგნია, თუნდაც მის ქვესათაურებს რომ გადავხედოთ. პირველივე გვხვდება, მაგალითად: Do Not Try (არ შეეცადო), რაც იმის ანტიპოდია, რასაც, ხშირად, სხვა წიგნებში ვკითხულობთ“, - დავით ჩიკვაიძე.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/583030182387385/

15 აგვისტოს გაიმართება „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულის თინათინ ბერიძის წიგნის „მოპარული სიყვარულის“ პრეზენტაცია. "ბიბლუსი გალერეა", 19:00 სთ. ღონისძიებაზე იქნებიან, ასევე, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" გამარჯვებულები: ქარდა ქარდუხი და დავით ჩომახიძე, რომელთა წიგნებს მკითხველი ნოემბრიდან იხილავს.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/344940303200824/

16 აგვისტოს კი, 19:00 საათზე "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება ინტერაქციული წიგნის, ფენიქსის პრეზენტაცია, რომელსაც „ლიტერატურულ ექსპერიმენტსაც“ უწოდებენ. ბათუმს ეწვევიან ქართველი ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი.

15 ნაწილისგან შემდგარმა ინტერაქციულმა წიგნმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა საზოგადოების დიდი ინტერესი. ამ საინტერესო ლიტერატურულ ექსპერიმენტში მონაწილეობა ოთხმა ავტორმა მიიღო. „ფენიქსის“ ყოველი ნაწილი დამაინტრიგებელ, საკვანძო მომენტში წყდება, სადაც მთავარ გმირებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ყოველ წიგნს კი ორი ალტერნატიული გაგრძელება მოჰყვება, სადაც ამბავი გმირის ამა თუ იმ არჩევანის მიხედვით ვითარდება.

„პროექტის ჩანაფიქრი ამბიციურად გამოიყურებოდა. უნდა შეგვექმნა ერთი სიუჟეტის რვა ვერსია, რომელიც პერსონაჟების გადაწყვეტილებების მიხედვით განსხვავებულად განვითარდებოდა და თითოეულ ხაზს შესაბამისად, სხვადასხვა დასასრული ექნებოდა. ფაბულა თეა ინასარიძემ მოიფიქრა და პირველი გაგრძელების წერა უკვე ერთად დავიწყეთ. მნიშვნელოვანი იყო დეტალების შეთანხმება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ამოცანას თავი გავართვით და მკითხველს საინტერესო ამბის ბევრნაირი ვერსია შევთავაზეთ”, - ტორესა მოსი, მწერალი.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/2679379325646309/

13 აგვისტოდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "ტოპ თრილერის" სერიიდან "ბორნის იდენტიფიკაცია" გამოვა

10 აგვისტოდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, რეი ბრედბერის "ბაბუაწვერას ღვინო" სპეციალურ ფასად გამოვა

"ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგშია - დაბა სტეფანწმინდაში, 50%-მდე ფასდაკლებით, გამოფენა-გაყიდვა იმართება