მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს - უახლესი ცნობები რეგიონიდან
სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს - უახლესი ცნობები რეგიონიდან

სვა­ნეთ­ში მყო­ფი 500-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

„კო­ვიდ 19“-ის შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მთავ­რო­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს და­ვა­ლე­ბით მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე 20 სას­ტუმ­რო დრო­ის უმოკ­ლეს ვა­დებ­ში სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ე­ბად მო­ა­წყო.

ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლია 518 მო­ქა­ლა­ქე, აქე­დან 343 მეს­ტი­ა­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ებ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, ხოლო 171 მო­ქა­ლა­ქე აჭა­რის რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ებ­ში.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით სვა­ნეთ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბა მოხ­და ტრან­სპორ­ტის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად გა­და­საყ­ვა­ნად. შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლის დაც­ვით დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ათ იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც, ვინც სა­კუ­თა­რი ტრან­სპორ­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და სვა­ნეთ­ში და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ გა­ემ­გზავ­რა სხვა რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ნა­ყო­ფე­ბი მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბარ­ჯა­ში მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­დნენ. პო­ლი­ცი­ამ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვით უზ­რუნ­ველ­ყო ად­გილ­ზე მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ეს­კორ­ტი­რე­ბა თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ზემო სვა­ნე­თი­დან ტუ­რის­ტე­ბის მიმ­დე­ბა­რე რე­გი­ო­ნე­ბის სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნის და ად­გილ­ზე გა­და­კე­თე­ბულ სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ებ­ში მათი გან­თავ­სე­ბის სა­კი­თხე­ბის დრო­ულ მოგ­ვა­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია და მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია. ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია აგ­რძე­ლებს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნებ­ში გა­დაყ­ვა­ნას. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სვა­ნეთ­სა თუ ახ­ლომ­დე­ბა­რე რე­გი­ონ­ში სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ე­ბი და­ე­მა­ტე­ბა. ამ ეტაპ­ზე სვა­ნეთ­ში სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნის­თვის შერ­ჩე­უ­ლია შემ­დე­გი სას­ტუმ­რო­ე­ბი: ბან­გუ­რი­ა­ნი, თეთ­ნულ­დი, ჩუბუ, ელი­ტ­ჰა­უ­ზი, პლა­ზა მეს­ტია, ოლდჰა­უ­ზი, ფოს­ტა, სვან­სე­ტი, სვა­ნე­თი, უშბა, რი­ვერ­სა­ი­დი, სან­თა­უ­ე­რი, სან­სეტ ტე­რა­სა, ნინო რა­ტი­ა­ნი, გერა, და­ვით ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, მა­ნო­ნი, ბაპ­შა, შალე, ელ­ტუ­რი. ამ სას­ტუმ­რო­ებ­ში შექ­მნილ სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნებ­ში სულ 340 ნო­მე­რია, სა­ი­და­ნაც 182 ოთა­ხი და­კა­ვე­ბუ­ლია, ხოლო 158 თა­ვი­სუ­ფა­ლია. ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით სვა­ნეთ­ში 128 მო­ქა­ლა­ქე მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნებ­ში სხვა­დას­ხვა სას­ტუმ­რო­ე­ბი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს, 215 ადა­მი­ა­ნი კი დარ­ჩა არ­სე­ბულ სას­ტუმ­რო­ებ­ში, რო­მე­ლიც სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნად გა­და­კეთ­და", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი რის­კის გამო მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­წე­სე­ბულ სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვებს 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აკონ­ტრო­ლე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ვი­თა­რე­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, ღა­მემ მშვი­დად ჩა­ი­ა­რა და სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს სრუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ნა­ყო­ფე­ბი მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბარ­ჯა­ში მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­დნენ. პო­ლი­ცი­ამ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვით უზ­რუნ­ველ­ყო ად­გილ­ზე მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ეს­კორ­ტი­რე­ბა თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

პო­ლი­ცია მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­წე­სე­ბულ სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვებ­ზე კონ­ტროლს გა­ნაგ­რძობს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით ამ დრო­ის­თვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ვი­თა­რე­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, ღა­მემ მშვი­დად ჩა­ი­ა­რა და სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს სრუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში პატ­რუ­ლი­რე­ბენ. გა­სუ­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, ასე­ვე, აღ­ნიშ­ნულ ზო­ნა­ში მყოფ ვი­ზი­ტო­რებს სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდიდ­ნენ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ მაქ­სი­მა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ გუ­შინ, 10 აგ­ვის­ტოს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მა­ღა­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი რის­კის გამო შე­ი­ზღუ­და შეს­ვლა-გა­მოს­ვლა მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში: დაბა მეს­ტი­ის, ბე­ჩოს, ეცე­რის, იდ­ლი­ა­ნის, იფა­რის, კა­ლას, ლა­ტა­ლის, ლა­ხა­მუ­ლის, ლენ­ჯე­რის, მუ­ლა­ხის, ნაკ­რას, უშ­გუ­ლის, ფა­რის, ცხუ­მა­რის, წვირ­მის, ჭუ­ბე­რის და ხა­ი­შის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში. კერ­ძოდ, საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ი­ზღუ­და რო­გორც მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შეს­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, გა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში კი - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან გა­ი­ა­რონ კა­რან­ტი­ნი.

გარ­და ამი­სა, და­მა­ტე­ბი­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი - სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბი მოქ­მე­დებს დაბა მეს­ტი­ა­ში, ასე­ვე, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში - უშ­გულ­სა და ლენ­ჯერ­ში, რაც გუ­ლის­ხმობს აღ­ნიშ­ნულ და­სახ­ლე­ბებ­სა და მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სხვა სოფ­ლებს შო­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას.

ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყოფ­მა ყვე­ლა პირ­მა და­იც­ვას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო­ში მოქ­მე­დი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნე­ბი“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
4

გამაგრდით მთიელო ხალხნო საქართველო თქვენს გვერდითაა გისურვებთ გამოჯამრთელებას

ნია
0

ნელ-ნელა ყველა რეგიონში შედიან,აავადებენ ხალხს და ერთ წელში ვნახავთ ამ ვითომ ტესტწბის პასუხებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს - უახლესი ცნობები რეგიონიდან

სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს - უახლესი ცნობები რეგიონიდან

სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს.

„კოვიდ 19“-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმრო დროის უმოკლეს ვადებში საკარანტინო სივრცეებად მოაწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია 518 მოქალაქე, აქედან 343 მესტიაში მდებარე სასტუმროებშია მოთავსებული, ხოლო 171 მოქალაქე აჭარის რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეებში.

"ადმინისტრაციის ორგანიზებით სვანეთში მობილიზება მოხდა ტრანსპორტის მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებსაც, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფებოდა სვანეთში და ორგანიზებული მეთვალყურეობის ქვეშ გაემგზავრა სხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო ზონაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაში მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ. პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო ადგილზე მყოფი მოქალაქეების ესკორტირება თბილისსა და ბათუმში მდებარე საკარანტინო ზონების მიმართულებით. ზემო სვანეთიდან ტურისტების მიმდებარე რეგიონების საკარანტინო სივრცეებში გადაყვანის და ადგილზე გადაკეთებულ საკარანტინო სივრცეებში მათი განთავსების საკითხების დროულ მოგვარებაში აქტიურად იყო ჩართული სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და მესტიის მუნიციპალიტეტის მერია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს მოქალაქეების საკარანტინო ზონებში გადაყვანას. საჭიროების შემთხვევაში სვანეთსა თუ ახლომდებარე რეგიონში საკარანტინო სივრცეები დაემატება. ამ ეტაპზე სვანეთში საკარანტინო ზონისთვის შერჩეულია შემდეგი სასტუმროები: ბანგურიანი, თეთნულდი, ჩუბუ, ელიტჰაუზი, პლაზა მესტია, ოლდჰაუზი, ფოსტა, სვანსეტი, სვანეთი, უშბა, რივერსაიდი, სანთაუერი, სანსეტ ტერასა, ნინო რატიანი, გერა, დავით ჟორჟოლიანი, მანონი, ბაპშა, შალე, ელტური. ამ სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონებში სულ 340 ნომერია, საიდანაც 182 ოთახი დაკავებულია, ხოლო 158 თავისუფალია. ამჟამინდელი მონაცემებით სვანეთში 128 მოქალაქე მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონებში სხვადასხვა სასტუმროებიდან გადაიყვანეს, 215 ადამიანი კი დარჩა არსებულ სასტუმროებში, რომელიც საკარანტინო ზონად გადაკეთდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ვითარება დამაკმაყოფილებელია, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაში მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ. პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო ადგილზე მყოფი მოქალაქეების ესკორტირება თბილისსა და ბათუმში მდებარე საკარანტინო ზონების მიმართულებით.

პოლიცია მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ვითარება დამაკმაყოფილებელია, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში პატრულირებენ. გასული ღამის განმავლობაში სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, აღნიშნულ ზონაში მყოფ ვიზიტორებს საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ და საჭიროების შემთხვევაში, მათ მაქსიმალურად ეხმარებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ, 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი - მოქალაქეები ვალდებული არიან გაიარონ კარანტინი.

გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები - საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გვიან ღამით საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"არ გვინდა ჯერ 500-კაციანი ქორწილები... ილუზია შეიქმნა, რომ კოვიდი დავამარცხეთ, არა, ბატონო!" - ამირან გამყრელიძის მიმართვა მოსახლეობას