მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 წლის მოზარდის მშობელი ამტკიცებს, რომ ბურგერის ჭამისას, მის შვილს ყელში რკინა გაეჩხირა - "ჩემი გოგონა გუშინ სიკვდილს გადაურჩა"
15 წლის მოზარდის მშობელი ამტკიცებს, რომ ბურგერის ჭამისას, მის შვილს ყელში რკინა გაეჩხირა - "ჩემი გოგონა გუშინ სიკვდილს გადაურჩა"

9 აგ­ვის­ტოს, ად­ვო­კატ­მა დი­ა­ნა გვი­ში­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ მის შვილს კვე­ბის ერთ-ერთ ობი­ექ­ტში, საკ­ვე­ბის მირ­თმე­ვის შემ­დეგ, ყელი და­უ­ზი­ან­და, რის შემ­დე­გაც გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბავ­შვს ყელ­ში მცი­რე ზო­მის რკი­ნა ჰქონ­და შერ­ჭო­ბი­ლი.

"მავ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ვა­კის "კრაბსბურ­გერ­ში“ და ჩემს შვილს ჩა­ერ­ჭო მარ­ჯვე­ნა მხა­რეს ყელ­ში, გა­და­ვიყ­ვა­ნეთ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით და დრო­უ­ლი დახ­მა­რე­ბით გა­დარ­ჩა დახ­რჩო­ბას, ვპოს­ტავ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ იყა­ვით ფრთხი­ლად! მად­ლო­ბა უფალს გა­დავ­რჩით",- წერს დი­ა­ნა გვი­ში­ა­ნი.

დე­ტა­ლე­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად დი­ა­ნას პი­რა­დად და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ჩემი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც 15 წლის არის, კლა­სე­ლებ­თან ერ­თად "მზი­ურ­ში" კონ­ცერტს და­ეს­წრო, რის შემ­დე­გაც ასუ­ლან ვა­კე­ში ამ ობი­ექ­ტზე. აი­ღეს ბურ­გე­რე­ბი და მი­ირ­თმევ­დნენ, მი­თხრა, ჭა­მის დროს ვიგ­რძე­ნი, რომ რა­ღაც გა­დამ­ცდა და შემ­დეგ და­მა­წყე­ბი­ნა ხვე­ლაო. ამ მო­მენ­ტში ზოგ­მა წყა­ლი მი­ა­წო­და, ზოგ­მა პური, მთე­ლი გზა წყალს ას­მევ­დნენ. სახ­ლში რომ მო­ვი­და და ყელ­ში ჩავ­ხე­დე, უს­ტვენ­და­სა­ვით ბავ­შვი, შა­ვად ჩან­და რა­ღაც ყელ­ში. გა­მო­ვი­ძა­ხე სას­წრა­ფო და რომ ავუხ­სე­ნი სი­ტუ­ა­ცია, გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, რომ ბავ­შვს არ ესა­უბ­რა და მა­შინ­ვე იაშ­ვილ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იქ დიდი მაკ­რატ­ლით ამო­ა­ცა­ლეს, 4-5 სან­ტი­მეტ­რის რკი­ნა, რო­მე­ლიც იდ­რი­კე­ბო­და. მე­ნე­ჯერ­საც ვუ­თხა­რი, რომ ჩი­ვილს არ ვა­პი­რებ­დი და ასე­ვე ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი ვუ­თხა­რი. უბ­რა­ლოდ დავ­წე­რე ერთი რა­ღა­ცის გამო, რომ ისევ თვი­თონ იყ­ვნენ ყუ­რა­დღე­ბით, ჩემი შვი­ლი გუ­შინ სიკ­ვდილს გა­დარ­ჩა და ეს და­მი­დას­ტუ­რეს ექი­მებ­მა. ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო მე­ნე­ჯე­რი, მეც შვი­ლე­ბი მყავ­სო. მინ­და ხალ­ხმა გა­ი­გოს, რომ ყვე­ლა ბავ­შვი ჭამს ბურ­გერს და ფრთხი­ლად იყ­ვნენ - აი, ეს იყო ჩემი სტა­ტუ­სის მი­ზა­ნი და მეტი არა­ფე­რი.

- ალ­ბათ, ამ ფაქ­ტის შემ­დეგ შე­ა­მოწ­მე­ბენ ობი­ექტს...

- არ ვიცი, რაც უნდა, ის ქნან. მე მაქვს ვი­დე­ოც და ყვე­ლა ფაქ­ტი, რომ სას­წრა­ფო გა­მო­ვი­ძა­ხეთ და ბავ­შვი იაშ­ვილ­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. ვერ აგი­წერთ გუ­შინ მე რა გა­და­ვი­ტა­ნე. მინ­და, ჩემი სტა­ტუ­სით ხალ­ხი გაფრ­თხილ­დეს და ეს ობი­ექ­ტე­ბიც იყ­ვნენ ფრთხი­ლად. ექი­მებ­მა მი­თხრეს, რომ უფალს შეს­წი­რე მად­ლო­ბაო, რად­გან შე­იძ­ლე­ბო­და ად­გილ­ზე­ვე ფა­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა­ფე­რი.

"კრას­ბურ­გე­რის" მე­ნე­ჯე­რი თაკო ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მომ­ხდა­რით თა­ვა­დაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლია:

- ბავ­შვის მშო­ბელს ვე­სა­უბ­რე, მე მყავს 5 შვი­ლი და ჩემ შვი­ლებს აქ, ჩემ­თან ვაჭ­მევ. ხორ­ცი "აგ­რო­ჰა­ბი­დან" მო­მაქვს, აქ რკი­ნის პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფე­რია. დე­დას რომ ვე­სა­უბ­რე, არ ჩანს ისე­თი ქალ­ბა­ტო­ნი, რომ რამე მო­მი­გო­ნოს, ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია. უბ­რა­ლოდ ვერ ვხვდე­ბი, მთე­ლი დღე აქ ვარ და ვერ ვი­გებ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რკი­ნა ხორ­ცში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. არ მაქვს რკი­ნის არა­ფე­რი ობი­ექ­ტზე, შე­ვე­დი ახ­ლაც და ყვე­ლა­ფე­რი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე.

- ად­გილ­ზე მოხ­და ეს ფაქ­ტი?

- ად­გილ­ზე არ მომ­ხდა­რა, მერე აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სწო­რად გა­მი­გეთ, ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც ვე­სა­უბ­რე, ძა­ლი­ან მშვი­დად მე­ლა­პა­რა­კა. ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვარ, მე­სა­მე წე­ლია, რაც ეს ობი­ექ­ტი მაქვს. მეც შვი­ლე­ბი მყავს და ჩემი შვი­ლის მე­გობ­რე­ბიც აქ მი­ირ­თმე­ვენ. კვე­ბას ეხე­ბა და უნდა ნა­ხოთ, რო­გო­რი სი­სუფ­თა­ვე მაქვს. ყო­ველ­დღე ახა­ლი ხორ­ცი მო­მაქვს. რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ ავან­ტი­უ­რა იქ­ნე­ბო­და, არა­ვინ არ არის ამის­გან და­ზღვე­უ­ლი. ცოტა ხნის წინ მზა­რე­უ­ლი ძა­ლი­ან კონ­ფლიქ­ტუ­რად გა­ვუშ­ვი და ვი­ფიქ­რე, იქი­დან მო­დი­ო­და ეს ამ­ბა­ვი. თუმ­ცა ბავ­შვის დე­დას რომ ვე­სა­უბ­რე, ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი ქა­ლია. ვერც იმას ვი­ტყვი, რომ არ იყო-თქო და ვერც იმას, რომ ნამ­დვი­ლად იყო.

- შე­ი­ძი­ნეს ბურ­გე­რი და გზა­ში მი­ირ­თვა ბავ­შვმა?

- არა, აქვე მი­ურ­თმე­ვია, მე მთე­ლი დღე აქ ვარ და აქ ცუ­დად არ გამ­ხდა­რა. უკვე სახ­ლში მი­სულს აღ­მო­უ­ჩი­ნეს. ამ ქალ­მა მი­თხრა, რომ არ ვა­პი­რებ არა­ფერ­სო, მაგ­რამ ჩემ­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სოა, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად. სწო­რად გა­მი­გეთ, არა­ფერს ვაბ­რა­ლებ, მაგ­რამ თუ ბავ­შვს ყელ­ში რკი­ნა აქ გა­ე­ჩხი­რა, ლო­გი­კუ­რად რომ ვიმ­სჯე­ლოთ, აქვე ხომ უნდა მომ­ხდა­რი­ყო რე­ა­გი­რე­ბა?

- ფო­ტო­ზე ძა­ლი­ან დიდი ზო­მის რკი­ნა ჩანს...

- რო­გორ გი­თხრათ, ამ ზო­მის რკი­ნა არა­რე­ა­ლუ­რია, მაგ­რამ მჯე­რა თან მშობ­ლის.

- მგო­ნი, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა­აა ამ­ხე­ლა რკი­ნა საკ­ვებ პრო­დუქ­ტში...

- რა გი­თხრათ, ძა­ლი­ან გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ვარ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგია ქუთაისიდან!
55

ნაცების ხელია გარეული,,,,ეგენი ხომ ბავშვებით ვაჭრობდნენ და თურმე ჭამდნენ!!!!

ნანი
2

გამიკვირდა,ამხელა რკინა ღეჭვისას როგორ ვერ იგრძნო.. და მაინც .სახიფათოა სწრაფი კვების ობიექტებში ჭამა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

15 წლის მოზარდის მშობელი ამტკიცებს, რომ ბურგერის ჭამისას, მის შვილს ყელში რკინა გაეჩხირა - "ჩემი გოგონა გუშინ სიკვდილს გადაურჩა"

15 წლის მოზარდის მშობელი ამტკიცებს, რომ ბურგერის ჭამისას, მის შვილს ყელში რკინა გაეჩხირა - "ჩემი გოგონა გუშინ სიკვდილს გადაურჩა"

9 აგვისტოს, ადვოკატმა დიანა გვიშიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის შვილს კვების ერთ-ერთ ობიექტში, საკვების მირთმევის შემდეგ, ყელი დაუზიანდა, რის შემდეგაც გადაიყვანეს საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ყელში მცირე ზომის რკინა ჰქონდა შერჭობილი.

"მავთული აღმოჩნდა ვაკის "კრაბსბურგერში“ და ჩემს შვილს ჩაერჭო მარჯვენა მხარეს ყელში, გადავიყვანეთ სასწრაფო დახმარების მანქანით და დროული დახმარებით გადარჩა დახრჩობას, ვპოსტავ მხოლოდ იმიტომ, რომ იყავით ფრთხილად! მადლობა უფალს გადავრჩით",- წერს დიანა გვიშიანი.

დეტალების დასაზუსტებლად დიანას პირადად დავუკავშირდით:

- ჩემი გოგონა, რომელიც 15 წლის არის, კლასელებთან ერთად "მზიურში" კონცერტს დაესწრო, რის შემდეგაც ასულან ვაკეში ამ ობიექტზე. აიღეს ბურგერები და მიირთმევდნენ, მითხრა, ჭამის დროს ვიგრძენი, რომ რაღაც გადამცდა და შემდეგ დამაწყებინა ხველაო. ამ მომენტში ზოგმა წყალი მიაწოდა, ზოგმა პური, მთელი გზა წყალს ასმევდნენ. სახლში რომ მოვიდა და ყელში ჩავხედე, უსტვენდასავით ბავშვი, შავად ჩანდა რაღაც ყელში. გამოვიძახე სასწრაფო და რომ ავუხსენი სიტუაცია, გაგვაფრთხილეს, რომ ბავშვს არ ესაუბრა და მაშინვე იაშვილში გადაიყვანეს. იქ დიდი მაკრატლით ამოაცალეს, 4-5 სანტიმეტრის რკინა, რომელიც იდრიკებოდა. მენეჯერსაც ვუთხარი, რომ ჩივილს არ ვაპირებდი და ასევე ყველა შემოთავაზებაზე უარი ვუთხარი. უბრალოდ დავწერე ერთი რაღაცის გამო, რომ ისევ თვითონ იყვნენ ყურადღებით, ჩემი შვილი გუშინ სიკვდილს გადარჩა და ეს დამიდასტურეს ექიმებმა. ძალიან შეწუხებული იყო მენეჯერი, მეც შვილები მყავსო. მინდა ხალხმა გაიგოს, რომ ყველა ბავშვი ჭამს ბურგერს და ფრთხილად იყვნენ - აი, ეს იყო ჩემი სტატუსის მიზანი და მეტი არაფერი.

- ალბათ, ამ ფაქტის შემდეგ შეამოწმებენ ობიექტს...

- არ ვიცი, რაც უნდა, ის ქნან. მე მაქვს ვიდეოც და ყველა ფაქტი, რომ სასწრაფო გამოვიძახეთ და ბავშვი იაშვილში გადავიყვანეთ. ვერ აგიწერთ გუშინ მე რა გადავიტანე. მინდა, ჩემი სტატუსით ხალხი გაფრთხილდეს და ეს ობიექტებიც იყვნენ ფრთხილად. ექიმებმა მითხრეს, რომ უფალს შესწირე მადლობაო, რადგან შეიძლებოდა ადგილზევე ფატალურად დასრულებულიყო ყველაფერი.

"კრასბურგერის" მენეჯერი თაკო ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მომხდარით თავადაც გაოგნებულია:

- ბავშვის მშობელს ვესაუბრე, მე მყავს 5 შვილი და ჩემ შვილებს აქ, ჩემთან ვაჭმევ. ხორცი "აგროჰაბიდან" მომაქვს, აქ რკინის პრაქტიკულად არაფერია. დედას რომ ვესაუბრე, არ ჩანს ისეთი ქალბატონი, რომ რამე მომიგონოს, ნორმალური ადამიანია. უბრალოდ ვერ ვხვდები, მთელი დღე აქ ვარ და ვერ ვიგებ როგორ შეიძლება რკინა ხორცში მოხვედრილიყო. არ მაქვს რკინის არაფერი ობიექტზე, შევედი ახლაც და ყველაფერი დავათვალიერე.

- ადგილზე მოხდა ეს ფაქტი?

- ადგილზე არ მომხდარა, მერე აღმოაჩინეს. სწორად გამიგეთ, ქალბატონი, რომელსაც ვესაუბრე, ძალიან მშვიდად მელაპარაკა. ძალიან შეწუხებული ვარ, მესამე წელია, რაც ეს ობიექტი მაქვს. მეც შვილები მყავს და ჩემი შვილის მეგობრებიც აქ მიირთმევენ. კვებას ეხება და უნდა ნახოთ, როგორი სისუფთავე მაქვს. ყოველდღე ახალი ხორცი მომაქვს. რატომღაც მეგონა, რომ ავანტიურა იქნებოდა, არავინ არ არის ამისგან დაზღვეული. ცოტა ხნის წინ მზარეული ძალიან კონფლიქტურად გავუშვი და ვიფიქრე, იქიდან მოდიოდა ეს ამბავი. თუმცა ბავშვის დედას რომ ვესაუბრე, ძალიან წესიერი ქალია. ვერც იმას ვიტყვი, რომ არ იყო-თქო და ვერც იმას, რომ ნამდვილად იყო.

- შეიძინეს ბურგერი და გზაში მიირთვა ბავშვმა?

- არა, აქვე მიურთმევია, მე მთელი დღე აქ ვარ და აქ ცუდად არ გამხდარა. უკვე სახლში მისულს აღმოუჩინეს. ამ ქალმა მითხრა, რომ არ ვაპირებ არაფერსო, მაგრამ ჩემთვისაც საინტერესოა, რა მოხდა რეალურად. სწორად გამიგეთ, არაფერს ვაბრალებ, მაგრამ თუ ბავშვს ყელში რკინა აქ გაეჩხირა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, აქვე ხომ უნდა მომხდარიყო რეაგირება?

- ფოტოზე ძალიან დიდი ზომის რკინა ჩანს...

- როგორ გითხრათ, ამ ზომის რკინა არარეალურია, მაგრამ მჯერა თან მშობლის.

- მგონი, პირველი შემთხვევააა ამხელა რკინა საკვებ პროდუქტში...

- რა გითხრათ, ძალიან განერვიულებული ვარ.

მთიან აჭარაში ცნობილი ქართველი  ბლოგერებისა და ინფლუენსერების მოგზაურობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"5 თვის ბავშვი ძუძუდან ამაგლიჯეს, ყველა ტირილით წაიყვანეს..." - ერთწლიანი განშორების შემდეგ ფუტკარაძეების 9 შვილი მშობლებს დაუბრუნეს

ამირან გამყრელიძე მესტიაში, პირბადითა და სვანური ქუდით - რას ამბობს მთავარი ეპიდემიოლოგი ადგილზე არსებულ სიტუაციაზე