საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. არავინ დარჩება უყურადღებოდ" - რამდენ ხანს გაგრძელდება კარანტინი და რას ამბობენ სპეციალისტები პირველწყაროზე
"გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. არავინ დარჩება უყურადღებოდ" - რამდენ ხანს გაგრძელდება კარანტინი და რას ამბობენ სპეციალისტები პირველწყაროზე

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, მეს­ტი­ა­ში სპე­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს შე­მო­ი­ღე­ბენ, მათ შო­რის გა­და­ად­გი­ლე­ბა ნა­წი­ლობ­რივ შე­ი­ზღუ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დე­ბი უკვე იწყე­ბენ ად­გილ­ზე გაძ­ლი­ე­რე­ბულ ტეს­ტი­რე­ბას.

„დის­ტან­ცი­უ­რად ჩარ­თვა გვქონ­და შტა­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. სამ­წუ­ხა­როდ, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გარ­კვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­ღე­ბა გვი­წევს. რა თქმა უნდა, გა­და­ად­გი­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი იქ­ნე­ბა. უკვე გაგ­ზავ­ნი­ლია და­მა­ტე­ბი­თი სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დე­ბი, რომ აქ­ტი­უ­რად და­ი­წყოს ტეს­ტი­რე­ბის რე­ჟი­მი. გვეს­მის, რომ მეს­ტი­ა­ში ბევ­რი ტუ­რის­ტია. არა­ვინ დარ­ჩე­ბა ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე, არა­ფე­რი სა­პა­ნი­კო არაა, დე­ტა­ლუ­რად ვმარ­თავთ პრო­ცესს. არა­ნა­ი­რი რის­კე­ბი არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, ემო­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს. ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სის­ტე­მა მზა­დაა, რომ თუ რა­ო­დე­ნობ­რი­ვი ზრდა იქ­ნე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის, წყნა­რად მშვი­დად, რო­გორც აქამ­დე ისე ვმარ­თოთ ეს ციფ­რე­ბი. ნერ­ვი­უ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არაა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ეს არის ის შემ­თხვე­ვა, როცა კო­რო­ნამ თვალ­ნათ­ლივ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ის არ­სად არ არის წა­სუ­ლი და თუ ყვე­ლა წესს არ და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბით, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდე­ბით ასე­თი შემ­ზღუ­და­ვი ღონ­სი­ძი­ე­ბე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

იმ­ნა­ძე მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს წე­სე­ბის მკაც­რად დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დებს.

„სამ­წუ­ხა­როდ, მოხ­და ის, რა­საც ჩვენ უკვე დიდი ხა­ნია ვამ­ბობთ და მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა ის, რომ კო­რო­ნა არის ჩვენ გვერ­დით. შე­დე­გი სა­ხე­ზეა - საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს - სო­ფე­ლი ლენ­ჯე­რი, ლენ­ჯერ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი თბი­ლის­ში. ეს არის ის შემ­თხვე­ვა, როცა კო­რო­ნამ თვალ­ნათ­ლივ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ის არ­სად არ არის წა­სუ­ლი და თუ ყვე­ლა წესს არ და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბით, შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდე­ბით, ასე­თი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. წე­სე­ბი გამ­კაცრ­დე­ბა, ერ­თა­დერ­თი შე­მიძ­ლია მო­ვუ­წო­დო ყვე­ლას, ვინც მეს­ტი­ის რა­ი­ონ­ში დარ­ჩე­ნი­ლია, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვან ნიღ­ბის ტა­რე­ბა ყველ­გან, და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში, ასე­ვე და­იც­ვან დის­ტან­ცია მათ შო­რის, ღია სივ­რცე­ებ­შიც.

იქ, სა­დაც არის შემ­თხვე­ვე­ბის დიდი კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­და. თუ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი, ყველ­გან სა­დაც ვართ, არ და­ვი­ცავთ წე­სებს, სამ­წუ­ხა­როდ, ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა სხვა­გა­ნაც. მეს­ტია პრაქ­ტი­კუ­ლად გა­და­დის გამ­კაც­რე­ბულ რე­ჟიმ­ზე, მეს­ტი­ა­ში შეს­ვლა-გას­ვლა გამ­კაცრ­დე­ბა, წი­თელ ზო­ნა­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია, იქ 5 რაზ­მი მუ­შა­ობს, მე-6 გზა­შია და ხვა­ლი­დან ერთი ამ­დე­ნი და­ე­მა­ტე­ბა, მა­სობ­რი­ვი კვლე­ვე­ბი იქ­ნე­ბა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, მერე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ რო­გო­რია სი­ტუ­ა­ცია მთლი­ა­ნად მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თუ ვინ არის ვირუ­სის პირ­ვე­ლი წყა­რო, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ნუ ავუ­რევთ ერ­თმა­ნეთ­ში გა­ჩი­ანს და მეს­ტი­ას, იქ გრძელ­დე­ბა კი­დევ მუ­შა­ო­ბა, რად­გან პრობ­ლე­მე­ბი მთლი­ა­ნად არ არის აღ­მო­ფხვრი­ლი და თა­ვის­თა­ვად გრძელ­დე­ბა კვლე­ვე­ბი, იქი­დან ვე­რა­ვინ ჩა­ვი­დო­და, მკაც­რი სა­კა­რან­ტო­ნო რე­ჟი­მი იყო, ამი­ტომ ეს ორი თემა გავ­მიჯ­ნოთ, იქ ცალ­კე ვმუ­შა­ობთ, აქ - ცალ­კე... ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო­ზე მოკ­ვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თბი­ლის­შია აღ­მო­ჩე­ნი­ლი იმ შემ­თხვე­ვას­თან კავ­შირ­ში მყო­ფი 5 შემ­თხვე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მოძ­რა­ო­ბა უკვე შე­ზღუ­დუ­ლია. ამის შე­სა­ხებ მან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა.

„ამ მო­მენ­ტის­თვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა და მოძ­რა­ო­ბა უკვე შე­ზღუ­დუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­კა­რან­ტო­ნო პე­რი­ოდს, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სა­დაც მსგავ­სი აფეთ­ქე­ბა მოხ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გავ­ლი­ლი იყოს ორი სა­კა­რან­ტი­ნე პე­რი­ო­დი, რაც ნიშ­ნავს 28 დღეს“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მი­ნის­ტრის თქმით, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა.

„ამ ეტა­პის­თვის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის, რაც მო­წო­დე­ბუ­ლია მსოფ­ლიო გა­იდ­ლა­ი­ე­ნე­ბით, 28 დღის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არის, თუმ­ცა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა დას­კვნებს გა­ა­კე­თე­ბენ ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი, და­მა­ტე­ბით იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, შემ­ცირ­დე­ბა ეს პე­რი­ო­დი, თუ დარ­ჩე­ბა 28 სა­კა­რან­ტი­ნო დღედ“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დაბა მეს­ტი­ა­ში, უშ­გულ­სა და ლენ­ჯერ­ში სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვა წეს­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
9

b-n პაატა თქვენ აირჩიეთ ის გზა(ეს მოსაზრება ახალია?), სადაც ჩიხია და ტუპიკია! თქვენი წყალობით საქართველომ ისესხა წელს 8 მილიარდი ლარი და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი არსებითად სესხია. ეს რომ არა, გვექნებოდა ის მზაკვრული და შემზარავი სურათი, რაც ქართველ კაცს ამ 35 წლის განმავლობაშიც არ უნახავს. გაისად რას ვშვრებით? 8 დასჭირდება საქმეს თუ 10 და ეს საიდან?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. არავინ დარჩება უყურადღებოდ" - რამდენ ხანს გაგრძელდება კარანტინი და რას ამბობენ სპეციალისტები პირველწყაროზე

"გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. არავინ დარჩება უყურადღებოდ" - რამდენ ხანს გაგრძელდება კარანტინი და რას ამბობენ სპეციალისტები პირველწყაროზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მესტიაში სპეციალურ ღონისძიებებს შემოიღებენ, მათ შორის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

მისივე თქმით, სამედიცინო ბრიგადები უკვე იწყებენ ადგილზე გაძლიერებულ ტესტირებას.

„დისტანციურად ჩართვა გვქონდა შტაბის წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება გვიწევს. რა თქმა უნდა, გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება. უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები, რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. არავინ დარჩება ყურადღების გარეშე, არაფერი საპანიკო არაა, დეტალურად ვმართავთ პროცესს. არანაირი რისკები არ არსებობს, რომელიც შეიძლება, ემოციების საფუძველი გახდეს. ჰოსპიტალური სისტემა მზადაა, რომ თუ რაოდენობრივი ზრდა იქნება ინფიცირების, წყნარად მშვიდად, როგორც აქამდე ისე ვმართოთ ეს ციფრები. ნერვიულობის საფუძველი არაა“, - განაცხადა გახარიამ.

ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ არის წასული და თუ ყველა წესს არ დავემორჩილებით, იძულებული გავხდებით ასეთი შემზღუდავი ღონსიძიებები განვახორციელოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იმნაძე მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ ადამიანებს წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

„სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება ის, რომ კორონა არის ჩვენ გვერდით. შედეგი სახეზეა - საკმაოდ მნიშვნელოვანი შემთხვევები გვაქვს - სოფელი ლენჯერი, ლენჯერთან დაკავშირებული შემთხვევები თბილისში. ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ არის წასული და თუ ყველა წესს არ დავემორჩილებით, შემდეგ იძულებული გავხდებით, ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ. წესები გამკაცრდება, ერთადერთი შემიძლია მოვუწოდო ყველას, ვინც მესტიის რაიონში დარჩენილია, მაქსიმალურად დაიცვან ნიღბის ტარება ყველგან, დახურულ სივრცეებში, ასევე დაიცვან დისტანცია მათ შორის, ღია სივრცეებშიც.

იქ, სადაც არის შემთხვევების დიდი კონცენტრირება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდა. თუ თითოეული ჩვენგანი, ყველგან სადაც ვართ, არ დავიცავთ წესებს, სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იქნება სხვაგანაც. მესტია პრაქტიკულად გადადის გამკაცრებულ რეჟიმზე, მესტიაში შესვლა-გასვლა გამკაცრდება, წითელ ზონაზე ლაპარაკი ზედმეტია, იქ 5 რაზმი მუშაობს, მე-6 გზაშია და ხვალიდან ერთი ამდენი დაემატება, მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი, მერე შეგვიძლია ვთქვათ როგორია სიტუაცია მთლიანად მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, თუ ვინ არის ვირუსის პირველი წყარო, აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.

„ნუ ავურევთ ერთმანეთში გაჩიანს და მესტიას, იქ გრძელდება კიდევ მუშაობა, რადგან პრობლემები მთლიანად არ არის აღმოფხვრილი და თავისთავად გრძელდება კვლევები, იქიდან ვერავინ ჩავიდოდა, მკაცრი საკარანტონო რეჟიმი იყო, ამიტომ ეს ორი თემა გავმიჯნოთ, იქ ცალკე ვმუშაობთ, აქ - ცალკე... ინფიცირების წყაროზე მოკვლევა მიმდინარეობს, თბილისშია აღმოჩენილი იმ შემთხვევასთან კავშირში მყოფი 5 შემთხვევა“, - განაცხადა იმნაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოძრაობა უკვე შეზღუდულია. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა.

„ამ მომენტისთვის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი უწყება და მოძრაობა უკვე შეზღუდულია. რაც შეეხება საკარანტონო პერიოდს, ისევე როგორც ყველა სხვა მუნიციპალიტეტში, სადაც მსგავსი აფეთქება მოხდა, მნიშვნელოვანია, რომ გავლილი იყოს ორი საკარანტინე პერიოდი, რაც ნიშნავს 28 დღეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება გადაადგილების შეზღუდვა.

„ამ ეტაპისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ის, რაც მოწოდებულია მსოფლიო გაიდლაიენებით, 28 დღის ვალდებულება არის, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რა დასკვნებს გააკეთებენ ეპიდემიოლოგები, დამატებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, შემცირდება ეს პერიოდი, თუ დარჩება 28 საკარანტინო დღედ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება.

რემონტი სახლიდან გაუსვლელად

სემეკმა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა

ვინ არის 44 გამოჯანმრთელებული და რას ამბობენ ექიმები ახალი ინფიცირებულების წყაროს შესახებ