მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მისთვის 5 მლნ დოლარის გამოძალვას ცდილობდნენ" - ენზელ მკოიანის ადვოკატი
"აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მისთვის 5 მლნ დოლარის გამოძალვას ცდილობდნენ" - ენზელ მკოიანის ადვოკატი

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ნი­ნოწ­მინ­და-ახალ­ქა­ლა­ქის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ენ­ზელ მკო­ი­ა­ნის ად­ვო­კა­ტის ტა­რი­ელ მურ­მა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მკო­ი­ანს აშან­ტა­ჟე­ბენ, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბი­ან და მის მი­მართ ფუ­ლის - 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­მო­ძალ­ვის მცდე­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ენ­ზელ მკო­ი­ა­ნი შე­ში­ნე­ბუ­ლია და ის ამე­რი­კის ელჩთან შეხ­ვედ­რას ითხოვს.

„ენ­ზელ მკო­ი­ან­მა მთხო­ვა მისი სა­ხე­ლით გა­მე­კე­თე­ბი­ნა გან­ცხა­დე­ბა. საქ­მე ეხე­ბა მუ­ქა­რის, შან­ტა­ჟი­სა და გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტებს... პირ­ვე­ლი ფაქ­ტი 2020 წლის 20 ივ­ლისს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მოხ­და, მას მის­სა­ვე მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე მე­სენ­ჯე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით და­უ­რე­კეს, იქი­დან მო­სა­უბ­რე პი­როვ­ნე­ბა მას ესა­უბ­რე­ბო­და რუ­სულ ენა­ზე, კავ­კა­სი­უ­რი აქ­ცენ­ტით, რო­მელ­მაც გა­ნუ­ცხა­და,რომ ჩა­მო­ცი­ლე­ბო­და სა­ერ­თოდ პო­ლი­ტი­კას, ყო­ფი­ლი­ყო თა­ვის­თვის წყნა­რად, არა­ვის­თან კავ­ში­რი არ ჰქო­ნო­და, თო­რემ მას წა­არ­თმევ­დნენ მის­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, 24 ივ­ლისს, სა­ღა­მო სა­ა­თებ­ში მე­ო­რე ზარი, უკვე „ვო­ცა­ფის“ მეშ­ვე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, პი­როვ­ნე­ბა ისევ რუ­სულ ენა­ზე სა­უბ­რობ­და. მკო­ი­ანს მი­აჩ­ნია, რომ შე­მო­სუ­ლი ზარი ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით მოს­კო­ვი­დან იყო. მას ისევ რუ­სუ­ლად და კავ­კა­სი­უ­რი აქ­ცენ­ტით ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ, ისი­ნი გა­და­ვიდ­ნენ ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა­ზე. მი­მარ­თვა იყო ასე­თი - „ეი ოლი­გარქ, ბიზ­ნეს­ში რომ ხარ, რა­ტომ არ იხდი ფულს, 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უნდა გა­დაგ­ვი­ხა­დოო“. მათ მკო­ი­ან­მა ჰკი­თხა, თქვენ ვინ ხართ, ან რომ არ გა­და­გი­ხა­დოთ, რას იზამ­თო. იქი­დან წა­მო­ვი­და მუ­ქა­რა, ორი პი­როვ­ნე­ბა ესა­უბ­რე­ბო­და მას. ერთი ეუბ­ნე­ბო­და, 15 წელი ცი­ხე­ში ვი­ჯე­ქი, ახა­ლი გა­მო­სუ­ლი ვარ და თუ ჩვენს მიერ მო­წო­დე­ბულ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე მი­თი­თე­ბულ ქვეყ­ნებ­ში 5 მი­ლი­ონ დო­ლარს არ ჩა­რი­ცხავ, ჩვენ მოგ­კლავთ და კი­დევ 20 წლით წა­ვალთ ცი­ხე­შიო... რო­გორც ბან­ტო­ნი ენ­ზე­ლი ამ­ბობს, ორი­ვე სა­უბ­რობ­და კრი­მი­ნა­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ჟარ­გო­ნე­ბით. ამან ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის შეშ­ფო­თე­ბა და შე­ში­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნი­მე თვის წინ მის მი­მართ დღი­სით გან­ხორ­ცი­ელ­და თავ­დას­ხმა მოკ­ვლის მიზ­ნით, მას 3-ჯერ ეს­რო­ლეს და­მიზ­ნე­ბით, ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჩარ­თვით გა­დარ­ჩა, მან სა­კუ­თა­რი თვა­ლით შე­ხე­და სიკ­ვდილს. თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მას ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ და მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ეს ადა­მი­ა­ნი, მისი ოჯა­ხი დას­ტრე­სი­ლია, მისი მე­უღ­ლე წამ­ლებს სვამს და ახლა ეს მუ­ქა­რის ფაქ­ტიც და­ე­მა­ტა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მას ოჯა­ხის წევ­რე­ბის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში -სი­ცო­ცხლის წარ­თმე­ვით ემუქ­რე­ბი­ან“, - აცხა­დებს მურ­მა­ნიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მკო­ი­ა­ნი ითხოვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი არა რე­გი­ო­ნულ­მა პო­ლი­ცი­ამ, არა­მედ გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ი­ძი­ოს.

„თა­ვი­დან გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო, შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თეთ გან­ცხა­დე­ბით მუ­ქა­რი­სა და გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტზე. რა­ტომ­ღაც ეს ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. მუ­ქა­რა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რზე, შე­სა­ბა­მი­სად, რე­გი­ო­ნულ­მა პო­ლი­ცი­ამ ეს არ უნდა გა­მო­ი­ძი­ოს, ჩვენ გვსურს, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­მა გა­მო­ი­ძი­ოს.

არა­მარ­ტო ენ­ზელ მკო­ი­ა­ნია ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი, არა­მედ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც, ამ პი­როვ­ნე­ბას მარ­ტო არ­სად არ უშ­ვე­ბენ, დაყ­ვე­ბი­ან, ვერ შორ­დე­ბი­ან. ამის გამო ენ­ზელ­მა მთხო­ვა გან­ცხა­დე­ბა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ის სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ ყვე­ლა ელჩს მი­მარ­თვს, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სი­ცო­ცხლე და­ცუ­ლი იყოს. ის ითხოვს ამე­რი­კის ელჩთან შეხ­ვედ­რას“, - გა­ნა­ცხა­და მურ­მა­ნიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხოხო
0

ღმერთო მაპატიე და სხვას რო მიზდევდა იარაღით ის ადამიანი არ იყოო

Daviti
0

ეს კაცი 25 წელია პარლამენტშია და 25 სიტყვა ქართულად არ უთქვამს,რატომ თუ იცით,იმიტომ,რომ მისთვის ეს ქვეყანა ფულის საჭრელი დაზგააა და არა სამშობლო.სამწუხაროდ ყველა მთავრობა ამას აგულავებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მისთვის 5 მლნ დოლარის გამოძალვას ცდილობდნენ" - ენზელ მკოიანის ადვოკატი

"აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მისთვის 5 მლნ დოლარის გამოძალვას ცდილობდნენ" - ენზელ მკოიანის ადვოკატი

„ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ადვოკატის ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, მკოიანს აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მის მიმართ ფულის - 5 მილიონი დოლარის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

ადვოკატის განმარტებით, ენზელ მკოიანი შეშინებულია და ის ამერიკის ელჩთან შეხვედრას ითხოვს.

„ენზელ მკოიანმა მთხოვა მისი სახელით გამეკეთებინა განცხადება. საქმე ეხება მუქარის, შანტაჟისა და გამოძალვის ფაქტებს... პირველი ფაქტი 2020 წლის 20 ივლისს, საღამოს საათებში მოხდა, მას მისსავე მობილურ ტელეფონზე მესენჯერის საშუალებით დაურეკეს, იქიდან მოსაუბრე პიროვნება მას ესაუბრებოდა რუსულ ენაზე, კავკასიური აქცენტით, რომელმაც განუცხადა,რომ ჩამოცილებოდა საერთოდ პოლიტიკას, ყოფილიყო თავისთვის წყნარად, არავისთან კავშირი არ ჰქონოდა, თორემ მას წაართმევდნენ მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს. რამდენიმე დღის შემდეგ, 24 ივლისს, საღამო საათებში მეორე ზარი, უკვე „ვოცაფის“ მეშვეობით განხორციელდა, პიროვნება ისევ რუსულ ენაზე საუბრობდა. მკოიანს მიაჩნია, რომ შემოსული ზარი ინდექსის მიხედვით მოსკოვიდან იყო. მას ისევ რუსულად და კავკასიური აქცენტით ესაუბრებოდნენ, ისინი გადავიდნენ ფულის გამოძალვაზე. მიმართვა იყო ასეთი - „ეი ოლიგარქ, ბიზნესში რომ ხარ, რატომ არ იხდი ფულს, 5 მილიონი დოლარი უნდა გადაგვიხადოო“. მათ მკოიანმა ჰკითხა, თქვენ ვინ ხართ, ან რომ არ გადაგიხადოთ, რას იზამთო. იქიდან წამოვიდა მუქარა, ორი პიროვნება ესაუბრებოდა მას. ერთი ეუბნებოდა, 15 წელი ციხეში ვიჯექი, ახალი გამოსული ვარ და თუ ჩვენს მიერ მოწოდებულ ანგარიშის ნომრებზე მითითებულ ქვეყნებში 5 მილიონ დოლარს არ ჩარიცხავ, ჩვენ მოგკლავთ და კიდევ 20 წლით წავალთ ციხეშიო... როგორც ბანტონი ენზელი ამბობს, ორივე საუბრობდა კრიმინალისთვის დამახასიათებელი ჟარგონებით. ამან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შეშფოთება და შეშინება გამოიწვია. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მის მიმართ დღისით განხორციელდა თავდასხმა მოკვლის მიზნით, მას 3-ჯერ ესროლეს დამიზნებით, ის პოლიციელების ჩართვით გადარჩა, მან საკუთარი თვალით შეხედა სიკვდილს. თვეების განმავლობაში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მას ადანაშაულებდნენ და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.

ეს ადამიანი, მისი ოჯახი დასტრესილია, მისი მეუღლე წამლებს სვამს და ახლა ეს მუქარის ფაქტიც დაემატა. წარმოიდგინეთ, პირველ შემთხვევაში, მას ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, მეორე შემთხვევაში -სიცოცხლის წართმევით ემუქრებიან“, - აცხადებს მურმანიშვილი.

მისივე განმარტებით, მკოიანი ითხოვს, აღნიშნული ფაქტი არა რეგიონულმა პოლიციამ, არამედ გენერალურმა პროკურატურამ გამოიძიოს.

„თავიდან გაოგნებული, შეშინებული იყო, შემდეგ პროკურატურას მივმართეთ განცხადებით მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე. რატომღაც ეს ჩვენი განცხადება რეგიონული პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა. მუქარა განხორციელებულია საქართველოს პარლამენტის წევრზე, შესაბამისად, რეგიონულმა პოლიციამ ეს არ უნდა გამოიძიოს, ჩვენ გვსურს, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა გამოიძიოს.

არამარტო ენზელ მკოიანია ძალიან შეშინებული, არამედ მისი ოჯახის წევრებიც, ამ პიროვნებას მარტო არსად არ უშვებენ, დაყვებიან, ვერ შორდებიან. ამის გამო ენზელმა მთხოვა განცხადება გამეკეთებინა და ის საქართველოში აკრედიტირებულ ყველა ელჩს მიმართვს, რომ მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე დაცული იყოს. ის ითხოვს ამერიკის ელჩთან შეხვედრას“, - განაცხადა მურმანიშვილმა.

IRI-ის კეთილგანწყობის რეიტინგით: პირველი პატრიარქია, მეორე გამყრელიძე, მესამე გახარია... ივანიშვილი კი მეშვიდეა

IRI-ის მორიგი კვლევა: "ქართული ოცნება" - 33% , "ნაციონალური მოძრაობა" - 16%

"ეს იქნება კიბოს სამედიცინო და სამკურნალო ცენტრი" - რა განაცხადა გახარიამ კოლაიდერზე, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დაემატება