მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნასვამი ყოფილა, სიტუაციაც აფექტური იყო, თანაც სიყვარული ადამიანის ეიფორიულ მდგომარეობას იწვევს" - რას ამბობს ხათუნა ხოფერია ჟვანია-თოფაძის საქმეზე?
"ნასვამი ყოფილა, სიტუაციაც აფექტური იყო, თანაც სიყვარული ადამიანის ეიფორიულ მდგომარეობას იწვევს" - რას ამბობს ხათუნა ხოფერია ჟვანია-თოფაძის საქმეზე?

ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი, ლე­ვან თო­ფა­ძე 7 აგ­ვის­ტოს ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ის ჯერ არ და­უ­კი­თხავთ, მაგ­რამ ალ­ბათ მალე მო­უ­წევს იმის ახ­სნა, რა­ტომ დაჭ­რა ბუსა ჟვა­ნი­ამ. მის ჩვე­ნე­ბა­ზე, ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ­ჟა­მად ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნი­ას ლე­ვან თო­ფა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი და მას 7-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად პო­ლი­ცი­ამ საქ­მე სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით აღ­ძრა, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი და­უმ­ძი­მა და მისი და­პა­ტიმ­რე­ბა მო­ი­თხო­ვა.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, 2 აგ­ვის­ტოს ბუსა ჟვა­ნი­ამ თა­ვი­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ორი თვის წინ და­შორ­და, გვი­ან ღა­მით ლე­ვან თო­ფა­ძე­სა და მის ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად მთაწ­მინ­და­ზე, ფეს­ტი­ვალ "მზე­სუმ­ზი­რა­ზე" ნახა და ამან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, მცი­რე შე­ლა­პა­რა­კე­ბა მთაწ­მინ­და­ზეც მოხ­დაო, მაგ­რამ ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ"ქალ­ბა­ტონ ნი­ნო­საც შევ­ხვდი და ვი­ლა­პა­რა­კეთ" - რას ამ­ბობს გოგი თო­ფა­ძე ბუსა ჟვა­ნი­ას დე­დას­თან შეხ­ვედ­რა­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე? "ინ­ცი­დენ­ტამ­დე ჟვა­ნი­ა­სა და თო­ფა­ძეს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა და ბი­ჭებ­მა ტე­ლე­ფო­ნი­თაც იკა­მა­თეს" - ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი თო­ფა­ძე­ე­ბის სახ­ლში მომ­ხდარ გარ­ჩე­ვა­ზე "შევ­ხვდე­ბი ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი... რომ გა­ვი­გე 15 წე­ლიო, შე­მე­ცო­და, კაცო" - შედ­გა თუ არა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი თო­ფა­ძე­სა და ნინო ჟვა­ნი­ას შო­რის? თო­ფა­ძე და მისი მე­გობ­რე­ბი იქი­დან მალე წა­მო­სუ­ლან ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, თო­ფა­ძე­ე­ბის სახ­ლში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სწო­რედ იქ მი­ა­კი­თხა მათ ბუსა ჟვა­ნი­ამ და სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბაც მოხ­და - 22 წლის ლე­ვან თო­ფა­ძეს და­ნით ოთხი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რილს ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს. ამა­ვე კლი­ნი­კა­ში იწვა 24 წლის ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­აც. მას ჭრი­ლო­ბა მუც­ლის არე­ში ჰქონ­და, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ის ვინ დაჭ­რა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სია, რომ და­ნა­შა­უ­ლი გო­გო­ნას გამო მოხ­და, მთა­ვარ ვერ­სი­ად გა­ნი­ხი­ლე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბამ ის უკვე დაჰ­კი­თხა. ჟვა­ნი­ე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ გო­გო­ნა ინ­ცი­დენ­ტის დროს თო­ფა­ძე­ე­ბის სახ­ლში არ ყო­ფი­ლა.

ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­გო­ბა­რი:

- ბუსა ჟვა­ნია კარ­გი ბი­ჭია, კარ­გი შვი­ლია, ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და თბი­ლი, ძა­ლი­ან უყ­ვარს მა­მის მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით სი­ა­მოვ­ნებს, როცა მა­მა­მის­ზე ვსა­უბ­რობთ. მე დავ­წე­რე პოს­ტი, სა­დაც ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე ბუ­სას იმის გამო, რომ ჩვენ, ზუ­რას მე­გობ­რებ­მა, ვერ შევ­ძე­ლით ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში ნა­თე­ლი მოგ­ვე­ფი­ნა მა­მა­მი­სის საქ­მის­თვის. ის ძა­ლი­ან მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ გა­რე­მო­ში გა­ი­ზარ­და, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ უცხო­ეთ­ში სწავ­ლობ­და. ძა­ლი­ან რთუ­ლი ასა­კი ჰქონ­და ბუ­სას მა­შინ, როცა მამა გარ­და­ეც­ვა­ლა. ტრა­გე­დი­ის დღეს ზუ­რას მე­გობ­რე­ბი ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­როს­თან ელოდ­ნენ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს. როცა წყნეთ­ში, მათ სახ­ლში მი­ვე­დი, იქ იყ­ვნენ ბავ­შვე­ბი, ნინო და ნი­ნოს დედა. 15 წე­ლია გა­სუ­ლი ამ ამ­ბი­დან და დღემ­დე მახ­სოვს ბავ­შვე­ბის თვა­ლე­ბი. სხვა ოთახ­ში გავ­დი­ო­დით და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად და მათი გა­შე­შე­ბუ­ლი მზე­რა ყველ­გან მოგ­ვყვე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით - ბუ­სა­სი. მა­შინ 9 წლის იყო, ეს ისე­თი ასა­კია, ვერც აუხ­სნი­დი რა­მეს... მერე თვი­თონ მო­უ­წია ყვე­ლა­ფერ­ში გარ­კვე­ვამ. მის­თვის მამა უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი და ახ­ლო­ბე­ლი. იმ ასაკ­ში, როცა ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და, მამა გვერ­დით აღარ ჰყავ­და. გახ­სოვთ, ალ­ბათ, რო­გორ ძა­ლა­დობ­დნენ ამ ოჯახ­ზე, ვფიქ­რობ, ეს მას­ზე მძი­მედ აი­სა­ხა. ბავ­შვე­ბის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ილე­ქე­ბა, მერე კი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და თან მტკივ­ნე­უ­ლად ვი­თარ­დე­ბა. არ მინ­და ვინ­მემ იფიქ­როს, რომ ვა­მარ­თლებ იმას, რაც ბუ­სამ გა­ა­კე­თა, მაგ­რამ მისი და­ხა­სი­ა­თე­ბი­სას არ შე­იძ­ლე­ბა არ თქვა, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია, ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობ­და, აქვს ღრმა და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა. ოთხი წე­ლია, ბუსა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. გა­ნათ­ლე­ბა ამე­რი­კა­ში მი­ი­ღო. მისი და ლი­ზიც ამე­რი­კა­ში სწავ­ლობ­და. ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ ნი­ნომ სა­ოც­რად კარ­გი შვი­ლე­ბი გა­ზარ­და. იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beqnuma
9

რას აპრავებ ქალო შეძლებული და ცნობილი ოჯახისშვილებს რო თავში აქვთ ავარდნილი ეგ რა ახალი ამბავია თუ პირველი შემთხვევაა საწყალს რო რამე შეეშალოს სამუდამოს მისცემენ

ბიკენტი
9

რას მელაპარაკებით.ჩამოთვლილი სამი მიზეზიდან ერთი მაინც თუ ამართლებს მკვლელობის მცდელობას.ვგონებ პირიქით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ნასვამი ყოფილა, სიტუაციაც აფექტური იყო, თანაც სიყვარული ადამიანის ეიფორიულ მდგომარეობას იწვევს" - რას ამბობს ხათუნა ხოფერია ჟვანია-თოფაძის საქმეზე?

"ნასვამი ყოფილა, სიტუაციაც აფექტური იყო, თანაც სიყვარული ადამიანის ეიფორიულ მდგომარეობას იწვევს" - რას ამბობს ხათუნა ხოფერია ჟვანია-თოფაძის საქმეზე?

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე 7 აგვისტოს ხეჩინაშვილის კლინიკიდან გაწერეს. სამართალდამცავებს ის ჯერ არ დაუკითხავთ, მაგრამ ალბათ მალე მოუწევს იმის ახსნა, რატომ დაჭრა ბუსა ჟვანიამ. მის ჩვენებაზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამჟამად ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი და მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თავდაპირველად პოლიციამ საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღძრა, თუმცა პროკურატურამ დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და მისი დაპატიმრება მოითხოვა.

ერთ-ერთი ვერსიით, 2 აგვისტოს ბუსა ჟვანიამ თავისი შეყვარებული, რომელსაც ორი თვის წინ დაშორდა, გვიან ღამით ლევან თოფაძესა და მის ორ მეგობართან ერთად მთაწმინდაზე, ფესტივალ "მზესუმზირაზე" ნახა და ამან გააღიზიანა. იმასაც ამბობენ, მცირე შელაპარაკება მთაწმინდაზეც მოხდაო, მაგრამ ასევე დაგაინტერესებთ"ქალბატონ ნინოსაც შევხვდი და ვილაპარაკეთ" - რას ამბობს გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას დედასთან შეხვედრასა და შვილიშვილის მდგომარეობაზე? "ინციდენტამდე ჟვანიასა და თოფაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ბიჭებმა ტელეფონითაც იკამათეს" - ახალი დეტალები თოფაძეების სახლში მომხდარ გარჩევაზე "შევხვდები ქალბატონ ნინოს, დაველაპარაკები... რომ გავიგე 15 წელიო, შემეცოდა, კაცო" - შედგა თუ არა სატელეფონო საუბარი თოფაძესა და ნინო ჟვანიას შორის? თოფაძე და მისი მეგობრები იქიდან მალე წამოსულან ჭავჭავაძის გამზირზე, თოფაძეების სახლში. მოგვიანებით სწორედ იქ მიაკითხა მათ ბუსა ჟვანიამ და სისხლიანი დაპირისპირებაც მოხდა - 22 წლის ლევან თოფაძეს დანით ოთხი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილს ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. ამავე კლინიკაში იწვა 24 წლის ბესარიონ ჟვანიაც. მას ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ის ვინ დაჭრა.

გავრცელებული ვერსია, რომ დანაშაული გოგონას გამო მოხდა, მთავარ ვერსიად განიხილება. გამოძიებამ ის უკვე დაჰკითხა. ჟვანიების ახლობლები ირწმუნებიან, რომ გოგონა ინციდენტის დროს თოფაძეების სახლში არ ყოფილა.

ხათუნა ხოფერია, ზურაბ ჟვანიას მეგობარი:

- ბუსა ჟვანია კარგი ბიჭია, კარგი შვილია, ძალიან ყურადღებიანი და თბილი, ძალიან უყვარს მამის მეგობრებთან ურთიერთობა. განსაკუთრებით სიამოვნებს, როცა მამამისზე ვსაუბრობთ. მე დავწერე პოსტი, სადაც ბოდიში მოვუხადე ბუსას იმის გამო, რომ ჩვენ, ზურას მეგობრებმა, ვერ შევძელით ყველაზე რთულ პერიოდში ნათელი მოგვეფინა მამამისის საქმისთვის. ის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოში გაიზარდა, იმის მიუხედავად, რომ უცხოეთში სწავლობდა. ძალიან რთული ასაკი ჰქონდა ბუსას მაშინ, როცა მამა გარდაეცვალა. ტრაგედიის დღეს ზურას მეგობრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ელოდნენ ექსპერტიზის პასუხს. როცა წყნეთში, მათ სახლში მივედი, იქ იყვნენ ბავშვები, ნინო და ნინოს დედა. 15 წელია გასული ამ ამბიდან და დღემდე მახსოვს ბავშვების თვალები. სხვა ოთახში გავდიოდით დასალაპარაკებლად და მათი გაშეშებული მზერა ყველგან მოგვყვებოდა, განსაკუთრებით - ბუსასი. მაშინ 9 წლის იყო, ეს ისეთი ასაკია, ვერც აუხსნიდი რამეს... მერე თვითონ მოუწია ყველაფერში გარკვევამ. მისთვის მამა უსაყვარლესი ადამიანი იყო, ძალიან მზრუნველი და ახლობელი. იმ ასაკში, როცა ყველაზე ძალიან სჭირდებოდა, მამა გვერდით აღარ ჰყავდა. გახსოვთ, ალბათ, როგორ ძალადობდნენ ამ ოჯახზე, ვფიქრობ, ეს მასზე მძიმედ აისახა. ბავშვების მეხსიერებაში ყველაფერი ილექება, მერე კი ინდივიდუალურად და თან მტკივნეულად ვითარდება. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ვამართლებ იმას, რაც ბუსამ გააკეთა, მაგრამ მისი დახასიათებისას არ შეიძლება არ თქვა, რომ ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა. ძალიან ნიჭიერია, ძალიან კარგად სწავლობდა, აქვს ღრმა და საფუძვლიანი განათლება. ოთხი წელია, ბუსა საქართველოში დაბრუნდა. განათლება ამერიკაში მიიღო. მისი და ლიზიც ამერიკაში სწავლობდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ნინომ საოცრად კარგი შვილები გაზარდა. იხილეთ სრულად

"შებოჭა და ძალადობით მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა" - პროკურატურა გოგი წულაიასთვის ბრალის დამძიმებაზე ინფორმაციას ავრცელებს

"შვილი რომ დაინახა ასეთ მდგომარეობაში, ალბათ გული გაუსკდა და ისიც ჩამოვარდა" - რას ყვებიან ქობულეთში გარდაცვლილ მამა-შვილზე?

"ნაცმოძრაობის" ოფისის მისამართით გასროლის ფაქტზე კახეთში 29 წლის მამაკაცი დააკავეს