მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა ერთი ოჯახის 3 წევრი - ბებია, რძალი და შვილიშვილი - ბათუმი-ჩაქვის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები
გარდაიცვალა ერთი ოჯახის 3 წევრი - ბებია, რძალი და შვილიშვილი - ბათუმი-ჩაქვის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები

ბა­თუ­მი-ჩაქ­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი მა­ხინ­ჯა­ურ­ში მცხოვ­რე­ბი შა­რა­ში­ძე­ე­ბი გახ­ლა­ვან. რო­გორც ambebi.ge - სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, შა­რა­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ბა­თუ­მი-ჩაქ­ვის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე გვი­ან ღა­მით იდ­გნენ და ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს, მო­ხუც კაცს აცი­ლებ­დნენ, რო­დე­საც მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ტაქ­სის ნიშ­ნით მოძ­რა­ობ­და, ქვე­ი­თად მყო­ფებს და­ე­ჯა­ხა.

გარ­და­იც­ვა­ლა ბე­ბია, რძა­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი, ხოლო სამი და­შა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბა­თუ­მის დე­და­თა და ბავ­შვთა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ექი­მებ­მა ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­დეს, ერთ-ერთი არას­რულ­წლოვ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, მას მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა აქვს თავი არე­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ორ არას­რულ­წლო­ვანს, მათ პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ემერ­ჯენსში უტარ­დე­ბათ, ისი­ნი თავს კარ­გად გრძნო­ბენ.

"შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­და, მე ჩაქ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმოძ­რა­ობ­დი და შევ­ნიშ­ნე სა­ში­ნე­ლი ავა­რია, ეს იყო მძი­მე სა­ნა­ხა­ვი. და­შა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ზედ გზა­ზე იყ­ვნენ და შვე­ლას ითხოვ­დნენ, ორი და­შა­ვე­ბუ­ლი გა­და­ვიყ­ვა­ნე ჩემი მან­ქა­ნით, ისი­ნი თავს ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობ­დნენ. რო­გორც ად­გილ­ზე გა­ვი­გე, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ახ­ლო­ბელს აცი­ლებ­დნენ და ელო­დე­ბოდ­ნენ ტრან­სპორ­ტს. ად­გილ­ზე­ვე მო­ვის­მი­ნე, რომ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი ტაქ­სის ნიშ­ნით იყო, რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე­ებს და­ე­ჯა­ხა", - აცხა­დებს ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლებს სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში უკვე ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დათ. ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს­თან მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ახ­ლობ­ლე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მომ­ხდა­რის გამო, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი და­ა­კა­ვეს. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბი­სას წე­სე­ბის ისეთ დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

იხი­ლეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
0

ღმერთო ჩემო ეს რა ტრაგედია არის.... არც კი შემიძლია წარმოდგენა თუ რას გრძნობენ ამ ადამიანების ოჯახის წევრები. ღმერთმა ნათელში ამყოფოს თითოეული მათგანი. გამძლეობა ჭირისუფალს. 

ალეკო
0

რა ხდება ამ ქვეყანაში, ამდენი უბედური შემთხვევა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

გარდაიცვალა ერთი ოჯახის 3 წევრი - ბებია, რძალი და შვილიშვილი - ბათუმი-ჩაქვის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები

გარდაიცვალა ერთი ოჯახის 3 წევრი - ბებია, რძალი და შვილიშვილი - ბათუმი-ჩაქვის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები

ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. გარდაცვლილები მახინჯაურში მცხოვრები შარაშიძეები გახლავან. როგორც ambebi.ge - სთვის გახდა ცნობილი, შარაშიძეების ოჯახი ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე გვიან ღამით იდგნენ და ოჯახის ახლობელს, მოხუც კაცს აცილებდნენ, როდესაც მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ტაქსის ნიშნით მოძრაობდა, ქვეითად მყოფებს დაეჯახა.

გარდაიცვალა ბებია, რძალი და შვილიშვილი, ხოლო სამი დაშავებული არასრულწლოვანი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. როგორც ექიმებმა ambebi.ge-ს განუცხადეს, ერთ-ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას მძიმე დაზიანება აქვს თავი არეში. რაც შეეხება ორ არასრულწლოვანს, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ემერჯენსში უტარდებათ, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

"შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, მე ჩაქვის მიმართულებით ვმოძრაობდი და შევნიშნე საშინელი ავარია, ეს იყო მძიმე სანახავი. დაშავებული ადამიანები ზედ გზაზე იყვნენ და შველას ითხოვდნენ, ორი დაშავებული გადავიყვანე ჩემი მანქანით, ისინი თავს ძალიან ცუდად გრძნობდნენ. როგორც ადგილზე გავიგე, დაშავებულები ადგილობრივები იყვნენ, რომლებიც ახლობელს აცილებდნენ და ელოდებოდნენ ტრანსპორტს. ადგილზევე მოვისმინე, რომ მსუბუქი ავტომობილი ტაქსის ნიშნით იყო, როდესაც მოქალაქეებს დაეჯახა", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

გარდაცვლილებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უკვე ექსპერტიზა ჩაუტარდათ. ექსპერტიზის ბიუროსთან მთელი ღამის განმავლობაში ახლობლები იყვნენ შეკრებილი. როგორც ცნობილია, მომხდარის გამო, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების ისეთ დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო

"არ გამიგია, რომ თამარს თავი მოეწამლოს, ან ვენები გადაეჭრას და რომელიმე კლასელს ამდგავარი რამ ეთქვას" - ვის ჩვენებას ასაჯაროვებს ადვოკატი და რას ამბობს დეა კაპანაძეზე

"დაგვიდონ 19-დან 22 ივლისამდე პერიოდში სატელიტის სურათები" - მიხეილ რამიშვილი

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ფონიჭალაში, მეზობლად მცხოვრები 17 და 19 წლის ძმები დაჭრა