საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დემონსტრანტები დაარბიეს, ორი მინისტრი გადადგა, არის მსხვერპლი - უახლესი ამბები ბეირუთიდან, სადაც დიდ აფეთქებას დიდი არეულობა მოჰყვა
დემონსტრანტები დაარბიეს, ორი მინისტრი გადადგა, არის მსხვერპლი - უახლესი ამბები ბეირუთიდან, სადაც დიდ აფეთქებას დიდი არეულობა მოჰყვა

ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ ბე­ი­რუთ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი არ წყდე­ბა. დე­მონ­სტრა­ტე­ბის და­საშ­ლე­ლად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნეს. ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბი­სა და სხვა სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბის აღე­ბა სურ­დათ. BBC-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, შე­ტა­კე­ბე­ბის დროს ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი და­ი­ღუ­პა, 170-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი კი - და­შავ­და.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც "პარ­ლა­მენ­ტის მო­ე­დან­სა" და "მარ­ტირ­სის მო­ე­დან­ზე" შე­იკ­რიბ­ნენ და მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მას და რე­ფორ­მებს ითხოვ­დნენ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ქვე­ბი და­უ­ში­ნეს და პარ­ლა­მენ­ტის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნის გარ­ღვე­ვა სცა­დეს.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე ლი­ბან­ში ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრებ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ტო­ვეს. მათი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვერ შეძ­ლო.

ლი­ბან­ში ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­სუ­ლი კვი­რის სამ­შა­ბათს მომ­ხდარ ძლი­ერ აფეთ­ქე­ბას მოჰ­ყვა, რომ­ლის დრო­საც და­ი­ღუ­პა 158 და და­შავ­და 6000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით დად­გინ­და, რომ პორ­ტში, სა­წყობ­ში შე­ნა­ხუ­ლი 2,750 ტონა ამო­ნი­უ­მის ნიტ­რა­ტი აფეთ­ქდა. ნივ­თი­ე­რე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე, ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

  • მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი - დახ­მა­რე­ბა ლი­ბანს

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მარ­კონ­მა ლი­ბა­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­თან ინ­ტერ­ნეტ­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ე­როს წევ­რე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ ლი­ბა­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად და და­მან­გრე­ვე­ლი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი 300 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­მო­ყო­ფენ, რო­მე­ლიც "ლი­ბა­ნელ ხალ­ხს მოხ­მარ­დე­ბა".

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ ამე­რი­კა ლი­ბანს მნიშ­ვნე­ლო­ვან დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს, თუმ­ცა რა ოდე­ნო­ბის თან­ხა­ზეა ლა­პა­რა­კი, პრე­ზი­დენტს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი აცხა­დებს, რომ მზად არის ლი­ბა­ნის და­მან­გრე­ვე­ლი აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, ქვეყ­ნის და­სახ­მა­რებ­ლად ძა­ლის­ხმე­ვა გა­ა­ორ­მა­გოს, თუმ­ცა ფონ­დის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ქვე­ყა­ნა თა­ვის მხრივ რე­ფორ­მე­ბის­თვის მზად უნდა იყოს.

  • ეიც­ვა­ლოს მთავ­რო­ბა

სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­თან" საპ­რო­ტეს­ტო დე­მონ­სტრან­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ.

"პო­ლი­ცია და­მიზ­ნე­ბით მეს­რო­და, მაგ­რამ ეს ვერ შე­მა­ჩე­რებს. იქამ­დე დავ­რჩე­ბით ქუ­ჩა­ში, ვიდ­რე მთავ­რო­ბა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე არ შე­იც­ვლე­ბა" - აცხა­დებს 55 წლის იო­ნის ფლა­ი­ტი.

"ხალ­ხს ქუ­ჩა­ში უნდა ეძი­ნოს მა­ნამ, სა­ნამ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა მაია ჰაბ­ლიმ.

მთავ­რო­ბა დათ­მო­ბას არ აპი­რებს და აცხა­დებს, რომ დამ­ნა­შა­ვე­ებს პა­სუხს აგე­ბი­ნებს.

ავ­ტო­რი: თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვი­ლი

იხი­ლეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
pante
1

ის რარაცა რო აეთქდდა, ისიც სპეციალურად იყო ალბათ!

angel
0

მოკლედ ვიღაცამ გადაწყვიტა სამყარო შეაჩეროს!!! ყველაფერი ერთმანეთს გავს....სამოქალაქო ომი და არეულობა გარდაუვალია!

ავტორი:

დემონსტრანტები დაარბიეს, ორი მინისტრი გადადგა, არის მსხვერპლი - უახლესი ამბები ბეირუთიდან, სადაც დიდ აფეთქებას დიდი არეულობა მოჰყვა

დემონსტრანტები დაარბიეს, ორი მინისტრი გადადგა, არის მსხვერპლი - უახლესი ამბები ბეირუთიდან, სადაც დიდ აფეთქებას დიდი არეულობა მოჰყვა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრატების დასაშლელად სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობისა და სხვა სამთავრობო შენობების აღება სურდათ. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეტაკებების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, 170-ზე მეტი ადამიანი კი - დაშავდა.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც "პარლამენტის მოედანსა" და "მარტირსის მოედანზე" შეიკრიბნენ და მთავრობის გადადგომას და რეფორმებს ითხოვდნენ, სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს და პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

საპროტესტო აქციების ფონზე ლიბანში ინფორმაციისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება ვერ შეძლო.

ლიბანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გასული კვირის სამშაბათს მომხდარ ძლიერ აფეთქებას მოჰყვა, რომლის დროსაც დაიღუპა 158 და დაშავდა 6000-ზე მეტი ადამიანი.

გამოძიების მიხედვით დადგინდა, რომ პორტში, საწყობში შენახული 2,750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა. ნივთიერება სპეციალური დაცვის პირობების გარეშე, ექვსი წლის განმავლობაში ინახებოდა. გამოძიება გრძელდება.

  • მსოფლიო ლიდერები - დახმარება ლიბანს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მარკონმა ლიბანის მხარდასაჭერად მსოფლიო ლიდერებთან ინტერნეტკონფერენცია გამართა. კონფერენციაზე გაეროს წევრები შეთანხმდნენ, რომ ლიბანის მხარდასაჭერად და დამანგრეველი აფეთქების შედეგების დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად, მსოფლიო ლიდერები 300 მილიონ დოლარს გამოყოფენ, რომელიც "ლიბანელ ხალხს მოხმარდება".

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ლიბანს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, თუმცა რა ოდენობის თანხაზეა ლაპარაკი, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ მზად არის ლიბანის დამანგრეველი აფეთქების შემდეგ, ქვეყნის დასახმარებლად ძალისხმევა გააორმაგოს, თუმცა ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა თავის მხრივ რეფორმებისთვის მზად უნდა იყოს.

  • ეიცვალოს მთავრობა

სააგენტო "როიტერთან" საპროტესტო დემონსტრანტები საუბრობენ.

"პოლიცია დამიზნებით მესროდა, მაგრამ ეს ვერ შემაჩერებს. იქამდე დავრჩებით ქუჩაში, ვიდრე მთავრობა თავიდან ბოლომდე არ შეიცვლება" - აცხადებს 55 წლის იონის ფლაიტი.

"ხალხს ქუჩაში უნდა ეძინოს მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება" - განაცხადა ადვოკატმა მაია ჰაბლიმ.

მთავრობა დათმობას არ აპირებს და აცხადებს, რომ დამნაშავეებს პასუხს აგებინებს.

ავტორი: თეონა რამაზაშვილი

იხილეთ ვიდეო

"ვაქცინის ფართომასშტაბიან წარმოებას მალე დავიწყებთ“  - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სლოვაკეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს გააძევებს

ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდგინდა