პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25 ახალი ინფიცირებული და 10 განკურნებული - კორონავირუსის შემთხვევების განახლებული მონაცემები
25 ახალი ინფიცირებული და 10 განკურნებული - კორონავირუსის შემთხვევების განახლებული მონაცემები

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 25 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და ჯამ­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1250-მდე გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლებს, მათი რი­ცხვი 10-ით გა­ი­ზარ­და და 1010-ს შე­ად­გენს.

კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში 7068 მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა, სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ კი - 242.

თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, 25 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­ვიდ­შემ­თხვე­ვი­დან 1 - გა­ჩი­ა­ნის წყა­რო­და­ნაა, 16 - და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­თან კონ­ტაქ­ტია, 1 - სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლია, 5 -იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, 1 კი აფხა­ზე­თი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტია. მი­სი­ვე თქმით, ერთი პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და წყა­როს დად­გე­ნის მიზ­ნით კვლავ გრძელ­დე­ბა.

„დაგ­ვე­მა­ტა 25 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და 1250-ია ახლა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 10-ით გა­ი­ზარ­და და გახ­და 1010 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის 81%-ია. კო­ვიდ ცენ­ტრებ­ში დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით 261 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს. ჩვენს კლი­ნი­კა­ში გვყავ­და 28 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, გა­მოგ­ვი­ჯან­მრთელ­და 7 პა­ცი­ენ­ტი, დაგ­ვე­მა­ტა გუ­შინ 6 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, დღეს­დღე­ო­ბით გვყავს 27 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩვენს კლი­ნი­კა­ში 2 მძი­მე პა­ცი­ენ­ტია რო­გორც თვი­თონ კო­ვიდ-19-ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით, ასე­ვე თან არ­სე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ჯერ­ჯე­რო­ბით შე­მოს­ვლი­დან მათი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რია, პროგ­რე­სი­რე­ბა კლი­ნი­კა­ში შე­მოს­ვლის დღი­დან არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის არის ძი­რი­თა­დად,“ - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა­ში 17 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. უცხო­ე­თი­დან სამ­კურ­ნა­ლოდ გად­მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 41 მო­ქა­ლა­ქე.

jjj
0

არ დაეტიოთ სახლში, იძახეთ შიდა ტურიზმი და იყავით.ტფუ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

25 ახალი ინფიცირებული და 10 განკურნებული - კორონავირუსის შემთხვევების განახლებული მონაცემები

25 ახალი ინფიცირებული და 10 განკურნებული - კორონავირუსის შემთხვევების განახლებული მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1250-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10-ით გაიზარდა და 1010-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 7068 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 242.

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 25 ახალი დადასტურებული კოვიდშემთხვევიდან 1 - გაჩიანის წყაროდანაა, 16 - დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 - სამედიცინო პერსონალია, 5 -იმპორტირებული შემთხვევაა, 1 კი აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტია. მისივე თქმით, ერთი პაციენტის შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით კვლავ გრძელდება.

„დაგვემატა 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 1250-ია ახლა დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 10-ით გაიზარდა და გახდა 1010 გამოჯანმრთელებული შემთხვევა და პროცენტული მაჩვენებელი გამოჯანმრთელებულების 81%-ია. კოვიდ ცენტრებში დღევანდელი მონაცემებით 261 პაციენტი მკურნალობს. ჩვენს კლინიკაში გვყავდა 28 დადასტურებული შემთხვევა, გამოგვიჯანმრთელდა 7 პაციენტი, დაგვემატა გუშინ 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა, დღესდღეობით გვყავს 27 დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში 2 მძიმე პაციენტია როგორც თვითონ კოვიდ-19-ის მიმდინარეობით, ასევე თან არსებული დაავადების გათვალისწინებით. ჯერჯერობით შემოსვლიდან მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია, პროგრესირება კლინიკაში შემოსვლის დღიდან არ შეინიშნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის ძირითადად,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 არასრულწლოვანი

სამტრედიაში მატარებლის დაჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა