სამტრედიაში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. უბედური შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ სამტრედიის შესასვლელში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მატარებლის მემანქანემ ლიანდაგზე მყოფ პირს, ხმოვანი სიგნალით რამდენჯერმე ანიშნა, თუმცა, სავარაუდოდ, მამაკაცმა რეაგირება ვერ მოასწრო. ის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.