ავტორი:

გურჯაანში კორონავირუსი მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობს

გურჯაანში კორონავირუსი მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობს.

ინფორმაციას ადასტურებენ გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში. ეპიდემიოლოგ მანანა გოგაშვილის თქმით, ახალგაზრდა ოჯახში 4 დღის წინ იმყოფებოდა, რის გამოც კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია, თუმცა არცერთ მათგანს ვირუსის საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება.

ინფიცირებული პირი ამ ეტაპზე თბილისის საავადმყოფოში მკურნალობს. დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

"ინფიცირებული მედიკოსი რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა" - ამირან გამყრელიძე Covid-19-ის ახალ შემთხვევბსა და რეგულაციების გამკაცრებაზე

"მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ..." - მეზობლები ჰყვებიან, როგორ გადმოვარდა 1 წლის ბავშვი 14-ე სართულიდან

დღეს ფილმს "შინდისი" მსოფლიოს 20 ქვეყანაში ნახავენ