ავტორი:

ფერმა პარიზის ცენტრში მდებარე შენობის მე-15 სართულზე - რა მოჰყავთ ეიფელის კოშკთან გაშენებულ კომპლექსში

ფერმა პარიზის ცენტრში მდებარე შენობის მე-15 სართულზე - რა მოჰყავთ ეიფელის კოშკთან გაშენებულ კომპლექსში

რამდენიმე დღის წინ პარიზში, ეიფელის კოშკთან ახლოს კულტურული კომპლექსის, Porte de Versailles-ის სახურავზე მსოფლიოში ყველაზე დიდი ურბანული ფერმა გაიხსნა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით გადატვირთული ქალაქის გულში ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტის მოყვანის საშუალებას იძლევა.

ფერმა გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის მაისში უნდა გახსნილიყო, თუმცა პანდემიის გამო ცერემონია 2 თვით გადადეს.

ულამაზეს გამწვანებულ ბაღში რესტორანი და კაფეც გახსნეს, რაც მის სტუმრებს განტვირთვისა და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას აძლევს. ამასთან, საკვებ ობიექტებში სტუმრებს ბაღში მოყვანილი პროდუქტით უმასპინძლდებიან.

ურბანული ფერმა შენობის მე-15 სართულზეა განთავსებული და საერთო ჯამში, 14 000 კვ.მ. ტერიტორიას მოიცავს.

Lonely Planet-ის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში ბაღში ერთ დღეში 900 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილისა და ბოსტნეულის მიღებაა შესაძლებელი. ვერტიკალურად გაშენებულ ფერმაში უახლეს ტექნოლოგიებს იყენებენ, რის შედეგადაც პროდუქტის მოყვანას გაცილებით ნაკლები ადგილი და წყალი სჭირდება.

როგორც ცნობილია, ფერმას ასევე საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნება და მასში სხვადასხვა პროექტები და ღონისძიებები გაიმართება. ნახეთ სრულად

უპრეცედენტო დავა საქართველოს ისტორიაში - "თუ ასე გავაგრძელებთ, საქართველო თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას საბოლოოდ დაკარგავს"

როგორ შეიცვლება თვითმფრინავის ბორტი პანდემიის შემდეგ - CNN-ის ფოტოები

თურქეთში გადასვლაზე დადებითი პასუხი უკვე 101 პირს მიეცა