ავტორი:

ტრაგედია ჩეხეთში - კორპუსში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია

ტრაგედია ჩეხეთში - კორპუსში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია

ჩეხეთში მრავალსართულიან კორპუსში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია

ჩეხეთის ქალაქ ბოგუმინში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი გარდაიცვალა, ათი კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექვსი ადამიანი უშუალოდ ხანძარს ემსხვერპლა, ხუთი კი მე-11 სართულის აივნიდან გადმოხტომის შედეგად დაიღუპა, ისინი თავის გადარჩენას ცდილობდნენ.

დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.

დაშავებულთა შორის ორი მეხანძრე და ორი პოლიციელია, რომლებიც მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში იმყოფებიან.

თვითმხილველთა განცხადებით, ცეცხლი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ის შეგნებულად გააჩინეს. ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ აღმოჩენილია საწვავი მასალების კვალი.

მეზობლების განცხადებით, ერთ-ერთ ბინაში დღესასწაულობდნენ, რა დროსაც კონფლიქტი წარმოიშვა. პოლიციამ კი მამაკაცი დააკავა, რომელსაც ხანძრის გაჩენაში ადანაშაულებენ.

ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდგინდა

დემონსტრანტები დაარბიეს, ორი მინისტრი გადადგა, არის მსხვერპლი - უახლესი ამბები ბეირუთიდან, სადაც დიდ აფეთქებას დიდი არეულობა მოჰყვა

ავღანეთში "თალიბანის" დაჯგუფების 400-მდე მთავარ წევრს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ