რუსთავში, სააკაძის ქუჩის N2-ის საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
მამაკაცი უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.