ავტორი:

შს მინისტრმა ომში დაღუპული თანამშრომლების შვილებს სურვილები აუსრულა - "მადლობა ჩემი შვილის გახარებისთვის"

შს მინისტრმა ომში დაღუპული თანამშრომლების შვილებს სურვილები აუსრულა - "მადლობა ჩემი შვილის გახარებისთვის"

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. შს მინისტრის გადაწყვეტილებით, დაღუპული თანამშრომლების შვილებსა და ოჯახებს მატერიალური დახმარებები გაეწიათ.

ვახტანგ გომელაურის დავალებით, უწყების თანამშრომლებმა პატარებს სურვილები აუსრულეს და ის ნივთები უყიდეს, რომელზეც ოცნებობდნენ.

მათ შორის არის საზღვაო კაპრალის ზვიად ბარბაქაძის შვილი ლიზი ბარბაქაძე, რომელსაც მინისტრმა ნოუთბუქი და ველოსიპედი აჩუქა. გარდაცვლილი კაპრალის ცოლი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც გომელაურს შვილის გახარებისთვის მადლობას უხდის.

"2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე მძიმე თვე აგვისტოა, მოუშუშებელი ტკივილით სავსე, ამ რთულ პერიოდში მატერიალური მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო შსს მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს ჩემი შვილისადმი კეთილგანწობისა და მისი გახარებისთვის. თითოეულ ადამიანს ვისაც ვახსოვართ და მზრუნველობას იჩენს. მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ეცხოვროთ შვილებს მშობლებთან ერთად" - წერს მარიკა გვასალია.