სილქნეტმა შეთავაზებების გრძელვადიანი კამპანია წამოიწყო. "რა არის ახალი?" - ამკითხვაზე საპასუხოდ კომპანიას ყოველთვის ექნება ახალი შეთავაზება თითოეული მომხმარებლისთვის.
სილქნეტმა უკვე განაახლა პაკეტი "სილქ+", რომლის პირობები კიდევ უფრო მოქნილიდა მოხერხებულია მთელი ოჯახისთვის. "სილქ+" სრულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას მოიცავს: ტელევიზიას, ინტერნეტს და მობილურ სერვისს, რომელზედაც მნიშვნელოვანი ფასდაკლებები ვრცელდება.ახალი, ერთიანი შეთავაზება მთელი ოჯახისთვის შეღავათიანი და მოსახერხებელია.
შესაძლებელია ოჯახის წევრების მაქსიმუმ 5 მობილურის გაერთიანება და პაკეტი "მეტის" კატეგორიიდან - მეტი S+, მეტი M, მეტი უსასრულო, მეტი უსასრულო + - შერჩევა, ანთითო ნომრისთვის სხვადასხვა პაკეტის გააქტიურება.
ყველა მსურველი, რომელიც ინტერნეტ და სატელევიზიო მომსახურებას მობილურ კომპონენტს დაუმატებს, მიიღებს: ერთ მობილურის ნომერისთვის არჩეულ პაკეტზე 15% ფასდაკლებას, 2 და მეტ ნომერზე - 20% ფასდაკლებას.
"სილქ+ოჯახის" პაკეტები უფრო მეტ აბონენტს აძლევს საშუალებას, ექსკლუზიური პირობით ისარგებლოს, მიიღოს მაღალტექნოლოგიური სერვისი და რამდენიმე დამატებითი მომსახურება უფასოდ, როგორიცაა: სატელევიზიო აპლიკაცია Silk GO-სპაკეტი ყველა ტიპის მობილური მოწყობილობისთვის, 50 ლარის ან მეტიღირებულების "სილქ+" კომბინაციებზე - YouTube სერვისი; 75 ლარის ან მეტი ღირებულების კომბინაციებზე - კინო კატალოგი AMEDIATEKA, სადაც მსოფლიოს წამყვანი სტუდიების HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, Sony, BBC უახლესი სერიალებიდა ფილმებია განთავსებული;
სილქნეტმა დაიწყო სამთვიანი აქცია, რომლის პირობებით 4 აგვისტოდან, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ინსტალაცია იქნება უფასო. აქცია თბილისსა და რეგიონებში ამოქმედდა. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსტალაციის ჯგუფებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. თითოეული სპეციალისტი აღჭურვილია სრული პრევენციული ეკიპირებით.
(R)