სენაკში წუხელ ოჯახი დააყაჩაღეს. არსებული, ინფორმაციით, სახლი ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტს, მეუფე საბა გიგიბერიას ეკუთვნის. ყაჩაღობისას ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი სახლში არ იმყოფებოდა.
სახლიდან გარკვეული რაოდენობის თანხა და ნივთებია წაღებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.