მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საიდუმლო მიმოწერა შედგა მედვედევსა და სააკაშვილს შორის 2008 წელს - დეტალი, რომელიც სარკოზის მემუარებიდან გახმაურდა
რა საიდუმლო მიმოწერა შედგა მედვედევსა და სააკაშვილს შორის 2008 წელს - დეტალი, რომელიც სარკოზის მემუარებიდან გახმაურდა

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­დან 12 წელი გა­ვი­და. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შე­ჩე­რე­ბა­ში, თით­ქმის მთე­ლი ევ­რო­პის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ვე­ლი პი­რე­ბი აცხა­დებ­დნენ, სწო­რედ ამ ერ­თო­ბამ და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის აქ­ტი­ურ­მა მო­ბი­ლი­ზე­ბამ იხ­სნა სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის სრუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის­გან..

ყვე­ლა­ზე დიდი როლი კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში საფ­რან­გე­თის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა შე­ას­რუ­ლა. აქამ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მხა­რე იცო­და. 12 წლის შემ­დეგ, ნი­კო­ლა სარ­კო­ზი 500 გვერ­დი­ან წიგნ­ში "ქა­რიშ­ხლე­ბის დრო" კუ­ლუ­ა­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ასა­ჯა­რო­ებს.

"ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი ქა­რიშ­ხა­ლი ევ­რო­კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტის რან­გში" - ასე აფა­სებს სარ­კო­ზი აგ­ვის­ტოს ომის ქრო­ნი­კებს. წიგ­ნის ეს ფრაგ­მენ­ტი იმ­ჟა­მად სა­ფარ­ნა­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა მა­მუ­კა კუ­და­ვამ თარ­გმნა.

AMBEBI.GE-სთან ექ­სპერ­ტე­ბი და ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვე­თებს აფა­სე­ბენ.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის მიერ შედ­გე­ნი­ლი ექ­ვსპუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის ნა­წი­ლია, სა­დაც სარ­კო­ზი პუ­ტინს მო­უ­წო­დებ­და, რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 80%-დან გაყ­ვა­ნის შემ­დეგ, სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მო­მა­ვა­ლი სტა­ტუ­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დო­ნე­ზე გან­ხი­ლუ­ლი­ყო.

"პუ­ტი­ნი დას­თან­ხმდა, როცა ვუ­თხა­რი, რომ ჩემი იდეა იყო მო­მა­ვალ­ში გა­მარ­თუ­ლი­ყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჟე­ნე­ვა­ში ქარ­თვე­ლებ­სა და რუ­სებს შო­რის, რათა შე­თან­ხმე­ბუ­ლიყ­ვნენ ორი პა­ტა­რა რე­გი­ო­ნის სა­ბო­ლოო სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ". მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს პუნ­ქტი ამო­ი­ღო.

გე­ნე­რალ ამი­რან სა­ლუქ­ვა­ძის თქმით, თუ რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ამ პუნ­ქტის ამო­ღე­ბა, დღემ­დე ბუნ­დო­ვა­ნია.

"ვიდ­რე თა­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლი აღი­ა­რებ­და და სარ­კო­ზი მოჰ­ყვე­ბო­და ამ პუნ­ქტის ამო­ღე­ბის შე­სა­ხებ, და­დი­ო­და ჭო­რე­ბი. მეც ასე მო­ყო­ლით ვი­ცო­დი, რომ რო­დე­საც მედ­ვე­დე­ვის­თვის უთ­ქვამს სარ­კო­ზის, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს პუნ­ქტი ამო­ი­ღოო, გაკ­ვირ­ვე­ბულ მედ­ვე­დევს უკი­თხავს - თვი­თონ ამო­ი­ღოო? გა­უკ­ვირ­და რუ­სეთს", - აცხა­დებს სა­ლუქ­ვა­ძე.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ომის და­წყე­ბამ­დე, ივ­ნი­სის თვე­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და რუ­სე­თის მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტს, დი­მიტ­რი მედ­ვე­დევს შო­რის არ­სე­ბობ­და მი­მო­წე­რა, რო­მე­ლიც გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი არ არის.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მედ­ვე­დევს 2008 წლის ივ­ნის­ში წე­რი­ლი მის­წე­რა, თვი­თონ აღი­ა­რებს. ამას მოჰ­ყვა მედ­ვე­დე­ვის პა­სუ­ხი სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი, რო­მელ­საც არ ასა­ჯა­რო­ე­ბენ. მედ­ვე­დე­ვი სა­ა­კაშ­ვილს თბი­ლის­ში ჩას­ვლას სთა­ვა­ზობს, ვი­ზი­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რაც არ მომ­ხდა­რა. შე­საძ­ლოა ეს დე­ეს­კა­ლა­ცი­ის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო.

სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის წე­რილ­ში ბა­ზე­ბის და­კა­ნო­ნე­ბას გარ­კვე­უ­ლი ვა­დით, აფხა­ზე­თის გავ­ლე­ნე­ბის ზო­ნე­ბად და­ყო­ფას, ლტოლ­ვი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას და ბევრ რა­მეს სთა­ვა­ზობს. თუმ­ცა მედ­ვე­დე­ვის წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი დღემ­დე უც­ნო­ბია" - აცხა­დებს ამი­რან სა­ლუქ­ვა­ძე.

"სა­ა­კაშ­ვილს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ეროვ­ნულ გრძნო­ბებ­ზე მოქ­მე­დე­ბა სურ­და, სა­მა­გი­ე­როდ კი მხო­ლოდ რუ­სუ­ლი დათ­ვის გაღ­ვი­ძე­ბა მო­ა­ხერ­ხა. მისი ბუ­ნაგ­ში დაბ­რუ­ნე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მე არ იქ­ნე­ბო­და" - წერს საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მე­მუ­ა­რებ­ში.

მე­მუ­ა­რე­ბის ამ ნა­წილს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე აფა­სებს:

"არას­წო­რია ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ თით­ქოს ვი­ღა­ცამ გა­აღ­ვი­ძა რუ­სუ­ლი დათ­ვი, რუ­სულ დათვს არა­სო­დეს ეძი­ნა, ის მუ­დამ მღვი­ძა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ყვე­ლა ომი, რაც იყო საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, იყო ამ დათ­ვის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი", - აცხა­დებს გო­ცი­რი­ძე, თუმ­ცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "სარ­კო­ზი­სე­ულ" და­ხა­სი­ა­თე­ბას ეთან­ხმე­ბა.

"სარ­კო­ზი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აქებს, რო­გორც უნი­კა­ლუ­რი ნი­ჭი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს, პო­ლიგ­ლოტს. რუ­სე­თი არის აგ­რე­სო­რი და მან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ოკუ­პა­ცია!

ზო­გა­დად მე­მუ­ა­რე­ბი თა­ვი­სე­ბუ­რი ჟან­რია. შე­ვარ­დნა­ძემ და­წე­რა მე­მუ­ა­რე­ბი და თუ წა­ი­კი­თხავთ, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­გექ­მნე­ბათ, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი მან და­შა­ლა და სამ­ყა­რო მის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებ­და. მე­მუ­ა­რებ­ში სა­კუ­თა­რი რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა ხდე­ბა, ეს ჟან­რის კა­ნო­ნია", - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ვლა­დი­მირ პუ­ტინს არც ნი­კო­ლა სარ­კო­ზი ენ­დო­ბო­და. კონ­ფლიქ­ტუ­რი სა­ხელ­წი­ფო­ე­ბის "შუ­ა­მა­ვა­ლი" მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოდ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა, რად­გან პუ­ტინ­მა სი­ტყვა შე­ას­რუ­ლა.

"და ბო­ლოს, და პა­რა­დოქ­სუ­ლად, ჩემი ნდო­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა რუს მმარ­თვე­ლებ­თან თვალ­ში­სა­ცე­მად კომ­ფორ­ტუ­ლი, მე­ტიც - გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და. პუ­ტინ­მა სი­ტყვა შე­ას­რუ­ლა. ჩვენ შეგ­ვეძ­ლო და ვალ­დე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვით ამი­ე­რი­დან ნდო­ბა გვქო­ნო­და მათი" - წე­რია მე­მუ­ა­რებ­ში.

"სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის კავ­კა­სი­უ­რი ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე პუ­ტინ­სა და სა­ა­კაშ­ვილს შო­რის არ­სე­ბულ მტრულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას აა­ნა­ლი­ზებს.

"რო­გორც პუ­ტი­ნი ამ­ბობ­და შემ­დგომ­ში, მან 2005 წლი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ვი­თომ მო­ი­ლა­პა­რა­კა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვილ­მა ყვე­ლა ეს შე­თან­ხმე­ბა და­არ­ღვია. ჩვენ გვახ­სოვს, 2005 წლის შეხ­ვედ­რა სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, ცნო­ბი­ლი გა­მოთ­ქმა სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა - ჩავ­ხე­დე პუ­ტინს თვა­ლებ­ში და იქ და­ვი­ნა­ხე... მოკ­ლედ რა და­ი­ნა­ხა კაც­მა არ იცის, მაგ­რამ აქო და ადი­და პუ­ტი­ნი. ამის შემ­დეგ ჩა­ვი­და საფ­რან­გეთ­ში და რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, ან­ტი­რუ­სუ­ლი. პუ­ტინს სა­ა­კაშ­ვი­ლი ზედ­მე­ტად აღი­ზი­ა­ნებ­და, ამ­ბობ­და კი­დეც, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და" - იხ­სე­ნებს მა­მუ­კა არე­ში­ძე.

ავ­ტო­რი: თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართლო
66

ჭადრაკი გითამაშიათ სხვების თანდასწრებით, ადამიანები თავის სვლას (მათი აზრით საუკეთესოს), რომ გკარნახობენ. სააკაშვილმა გორდონთან ინტერვიუში თქვა, რომ პუტინს შეხვედრია 30 ზე მეტჯერ. როგორ ფიქრობთ ეს ბატონები სააკაშვილზე უკეთ ერკვევიან რუსეთის და მისი პრეზიდენტის იმპერიულ ამბიციებში? და საერთოდაც ხომ არ თამაშობენ რუსულ თამაშს, რომ ბრალი რუსეთიდან გადმოიტანონ საქართველოზე?საინტერესოა, სარკოზი თუ ახსენებს, სანამ ბუშმა არ დაუცაცხანა გაანძრიე ერთი ადგილიო, თბილისში და მოსკოვ ში ჩასვლა არც უცდია. 

aburjga
817

მედვედევის თბილისში ჩამოსვლა ნამდვილად აგვაცილებდა ყველა იმ უბედურებას რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა! დარწმუნებული ვარ მიხეილ სააკაშვილიც დიდი ენთუზიაზმით აიტაცებდა ამ იდეას, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მაშინ უკვესაქართველოს თავს მომჯდარი ჰყავდა ოკეანეს გაღმელიბაყბაყ -დევი. ამას გარდაა კიდევ ათასი ეუთო და ნატოს მესვეური დასრიალებდა თბილისში. იმ დევის ელჩი ვინ იყო გახსოვთ ალბათ?! აბათ არ მისცეს თანხმობა კურატორებმა აშშ-დან თორემ მიშა ნამდვილად მოაწყობდა პომპეზურ შეხვედრას! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა საიდუმლო მიმოწერა შედგა მედვედევსა და სააკაშვილს შორის 2008 წელს - დეტალი, რომელიც სარკოზის მემუარებიდან გახმაურდა

რა საიდუმლო მიმოწერა შედგა მედვედევსა და სააკაშვილს შორის 2008 წელს - დეტალი, რომელიც სარკოზის მემუარებიდან გახმაურდა

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. შეიარაღებული კონფლიქტის შეჩერებაში, თითქმის მთელი ევროპის ხელმძღვანელები იყვნენ ჩართულნი. როგორც მოგვიანებით სახელმწიფოს პირველი პირები აცხადებდნენ, სწორედ ამ ერთობამ და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურმა მობილიზებამ იხსნა საქართველო რუსეთის სრული ოკუპაციისგან..

ყველაზე დიდი როლი კონფლიქტის მოგვარებაში საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა შეასრულა. აქამდე საზოგადოებამ მხოლოდ ოფიციალური მხარე იცოდა. 12 წლის შემდეგ, ნიკოლა სარკოზი 500 გვერდიან წიგნში "ქარიშხლების დრო" კულუარულ ინფორმაციებს ასაჯაროებს.

"ეს იყო ჩემი პირველი ქარიშხალი ევროკავშირის პრეზიდენტის რანგში" - ასე აფასებს სარკოზი აგვისტოს ომის ქრონიკებს. წიგნის ეს ფრაგმენტი იმჟამად საფარნაგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ თარგმნა.

AMBEBI.GE-სთან ექსპერტები და ანალიტიკოსები კონკრეტულ მონაკვეთებს აფასებენ.

ყველაზე საინტერესო საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ შედგენილი ექვსპუნქტიანი გეგმის ნაწილია, სადაც სარკოზი პუტინს მოუწოდებდა, რუსული ჯარების საქართველოს ტერიტორიის 80%-დან გაყვანის შემდეგ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების მომავალი სტატუსი საერთაშორისო მოლაპარაკებების დონეზე განხილულიყო.

"პუტინი დასთანხმდა, როცა ვუთხარი, რომ ჩემი იდეა იყო მომავალში გამართულიყო მოლაპარაკებები ჟენევაში ქართველებსა და რუსებს შორის, რათა შეთანხმებულიყვნენ ორი პატარა რეგიონის საბოლოო სტატუსის შესახებ". მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა ეს პუნქტი ამოიღო.

გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, თუ რას ემსახურებოდა ამ პუნქტის ამოღება, დღემდე ბუნდოვანია.

"ვიდრე თავად სააკაშვილი აღიარებდა და სარკოზი მოჰყვებოდა ამ პუნქტის ამოღების შესახებ, დადიოდა ჭორები. მეც ასე მოყოლით ვიცოდი, რომ როდესაც მედვედევისთვის უთქვამს სარკოზის, რომ სააკაშვილმა ეს პუნქტი ამოიღოო, გაკვირვებულ მედვედევს უკითხავს - თვითონ ამოიღოო? გაუკვირდა რუსეთს", - აცხადებს სალუქვაძე.

როგორც აღმოჩნდა, ომის დაწყებამდე, ივნისის თვეში მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს შორის არსებობდა მიმოწერა, რომელიც გასაჯაროებული არ არის.

"მიხეილ სააკაშვილმა მედვედევს 2008 წლის ივნისში წერილი მისწერა, თვითონ აღიარებს. ამას მოჰყვა მედვედევის პასუხი სააკაშვილისადმი, რომელსაც არ ასაჯაროებენ. მედვედევი სააკაშვილს თბილისში ჩასვლას სთავაზობს, ვიზიტის განხორციელებას, რაც არ მომხდარა. შესაძლოა ეს დეესკალაციის კარგი საშუალება ყოფილიყო.

სააკაშვილი თავის წერილში ბაზების დაკანონებას გარკვეული ვადით, აფხაზეთის გავლენების ზონებად დაყოფას, ლტოლვილების დაბრუნებას და ბევრ რამეს სთავაზობს. თუმცა მედვედევის წერილის შინაარსი დღემდე უცნობია" - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

"სააკაშვილს თანამოქალაქეების ეროვნულ გრძნობებზე მოქმედება სურდა, სამაგიეროდ კი მხოლოდ რუსული დათვის გაღვიძება მოახერხა. მისი ბუნაგში დაბრუნება სასიამოვნო საქმე არ იქნებოდა" - წერს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი მემუარებში.

მემუარების ამ ნაწილს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აფასებს:

"არასწორია ლაპარაკი იმაზე, რომ თითქოს ვიღაცამ გააღვიძა რუსული დათვი, რუსულ დათვს არასოდეს ეძინა, ის მუდამ მღვიძარე მდგომარეობაშია საუკუნეების განმავლობაში. ყველა ომი, რაც იყო საბჭოთა კავშირში, იყო ამ დათვის აგრესიული ქმედებები", - აცხადებს გოცირიძე, თუმცა მიხეილ სააკაშვილის "სარკოზისეულ" დახასიათებას ეთანხმება.

"სარკოზი მიხეილ სააკაშვილს აქებს, როგორც უნიკალური ნიჭისა და განათლების მქონე ადამიანს, პოლიგლოტს. რუსეთი არის აგრესორი და მან განახორციელა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია!

ზოგადად მემუარები თავისებური ჟანრია. შევარდნაძემ დაწერა მემუარები და თუ წაიკითხავთ, შთაბეჭდილება შეგექმნებათ, რომ საბჭოთა კავშირი მან დაშალა და სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდა. მემუარებში საკუთარი როლის გაძლიერება ხდება, ეს ჟანრის კანონია", - განაცხადა რომან გოცირიძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ვლადიმირ პუტინს არც ნიკოლა სარკოზი ენდობოდა. კონფლიქტური სახელწიფოების "შუამავალი" მოგვიანებით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, რადგან პუტინმა სიტყვა შეასრულა.

"და ბოლოს, და პარადოქსულად, ჩემი ნდობის ურთიერთობა რუს მმართველებთან თვალშისაცემად კომფორტული, მეტიც - გაძლიერებული გამოვიდა. პუტინმა სიტყვა შეასრულა. ჩვენ შეგვეძლო და ვალდებულიც ვიყავით ამიერიდან ნდობა გვქონოდა მათი" - წერია მემუარებში.

"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი, ექსპერტი მამუკა არეშიძე პუტინსა და სააკაშვილს შორის არსებულ მტრულ დამოკიდებულებას აანალიზებს.

"როგორც პუტინი ამბობდა შემდგომში, მან 2005 წლიდან რამდენჯერმე ვითომ მოილაპარაკა მიხეილ სააკაშვილთან, თუმცა სააკაშვილმა ყველა ეს შეთანხმება დაარღვია. ჩვენ გვახსოვს, 2005 წლის შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში, ცნობილი გამოთქმა სააკაშვილისა - ჩავხედე პუტინს თვალებში და იქ დავინახე... მოკლედ რა დაინახა კაცმა არ იცის, მაგრამ აქო და ადიდა პუტინი. ამის შემდეგ ჩავიდა საფრანგეთში და რადიკალურად განსხვავებული განცხადება გააკეთა, ანტირუსული. პუტინს სააკაშვილი ზედმეტად აღიზიანებდა, ამბობდა კიდეც, რომ სააკაშვილის ნდობა არ შეიძლებოდა" - იხსენებს მამუკა არეშიძე.

ავტორი: თეონა რამაზაშვილი

"ჰამოვიდეს, რა ვქნა" - რას ამბობს კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე

"ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებას გეგმავს

18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, თანხების ჩარიცხვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - პრემიერი დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე