სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს რუსული მედია "აგვისტოს ომზე" და როგორ აფასებენ 12 წლის წინანდელ მოვლენებს
რას წერს რუსული მედია "აგვისტოს ომზე" და როგორ აფასებენ 12 წლის წინანდელ მოვლენებს

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის და­წყე­ბი­დან 12 წელი გა­ვი­და. სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია, ექ­სპერ­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის "ანა­ტო­მი­ას" კარ­გად იც­ნო­ბენ, დღემ­დე სა­უბ­რო­ბენ, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს აგ­რე­სო­რი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნარ­ჩე­ნი ცი­ვი­ლუ­რი სამ­ყა­რო რომ ერ­თი­ა­ნი და პრინ­ცი­პუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის ომი არ მოხ­დე­ბო­და.

2008 წლის ომს, მის წი­ნა­პი­რო­ბებ­სა და შემ­დგომ პრო­ცე­სებს რუ­სუ­ლი მე­დი­აც აფა­სებს.

svoboda.org-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ელე­ნა რი­კოვ­ცე­ვა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომის მი­მო­ხილ­ვი­სას წერს, "სა­ქარ­თვე­ლო­ზე თავ­დას­ხმა იყო პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა, რო­დე­საც რუ­სეთ­მა სხვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ხედ­რო კონ­ტრო­ლი და­ამ­ყა­რა. მე­ო­რე იყო ყი­რი­მი, შემ­დეგ კი დონ­ბა­სი... ეს იყო რუ­სე­თის რე­პე­ტი­ცია, რო­მე­ლიც შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნა...

რა ცი­ნი­კუ­რია, რო­დე­საც ათ წელ­ზე მეტი ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ტე­ლი­ვი­ზიო არ­ხე­ბი ერ­თსა და იმა­ვეს ატ­რი­ა­ლე­ბენ, თით­ქოს ომი რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ ყო­ფი­ლა, რუ­სულ ბომ­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­ზე არ უფ­რე­ნია... "კი­თხვა­ზე, ვინ არის აგ­რე­სო­რი რუ­სულ-ქარ­თულ ომში, პრო­პა­გან­დის მსხვერ­პლი მა­ყუ­რე­ბე­ლი კი­თხვას გვიბ­რუ­ნებს, რო­მელ ომში? სად იყო ომი რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის? რუ­სე­თი რა შუ­ა­შია?!. ის ხომ უბ­რა­ლოდ თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს იცავ­და".

ამა­ვე თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას, კი­დევ ერთი მი­მომ­ხილ­ვე­ლი ლე­ო­ნიდ გოზ­მა­ნი იხ­სე­ნებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­თვის შოკი იყო...

"მე მგო­ნია, რომ ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტო­ში არ შე­სუ­ლი­ყო, მე­ტიც მუხ­ლებ­ზე დამ­დგა­რი­ყო ქვე­ყა­ნა... ამის შემ­დეგ, მათ უკ­რა­ი­ნა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს.

ეს იყო იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი ზრახ­ვე­ბის თავ­ხე­დუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა... კრემ­ლის ოპე­რა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ წარ­მა­ტე­ბით არ ემუ­შა­ვა, არც ყი­რი­მი იქ­ნე­ბო­და და არც დონ­ბა­სი..." - ამ­ბობს ის.

novayagazeta.ru-ს მი­მომ­ხილ­ვე­ლი იუ­ლია ლა­ტი­ნი­ნა, რო­მელ­მაც ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ომამ­დე იმოგ­ზა­უ­რა, ომის თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას მი­იჩ­ნევს, რომ მან ნახა იქ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ომი ივა­რა­უ­და.

"მე ვი­ყა­ვი იმ არა­ღი­ა­რე­ბულ რეს­პუბ­ლი­კა­ში და ვნა­ხე, რომ ეს იყოს პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, თუ რო­გორ უნდა მო­ა­წყო დსთ-ს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ღა­ზას სექ­ტო­რი... ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბან­დი­ტე­ბი არი­ან, თავ­და­პირ­ვე­ლად, ქარ­თულ მხა­რეს­თან კონ­ტრა­ბან­და­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი. მას შემ­დეგ, რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა აკ­რძა­ლა, რაც უდა­ოდ მისი სტრა­ტე­გი­უ­ლი შეც­დო­მა იყო, მათ ისღა დარ­ჩე­ნო­დათ, სან­გრებ­ში მსხდა­რიყ­ვნენ და რუ­სუ­ლი ფუ­ლე­ბით "ქარ­თვე­ლი ფა­შის­ტე­ბის­თვის" ეო­მათ.

რე­გი­ონ­ში სრუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლაფ­სი იყო. მახ­სოვს 1000 რუბ­ლი­ა­ნი კუ­პი­უ­რა მქონ­და, რო­მე­ლიც ვერ­საც ვერ და­მი­შა­ლეს... გა­ფუ­ჭე­ბულ და დან­გრე­ულ წყლის მი­ლე­ბის კომ­პენ­სა­ცი­ას, ძერ­ჟა­ვის მის­ტე­რი­ით აკომ­პენ­სი­რებ­დნენ... მახ­სოვს, ად­გი­ლობ­რივ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ავ­ნევ­ში წა­მიყ­ვა­ნა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის იე­რით გა­მო­მი­ცხა­და, ეს სამ­ყა­როს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრია, აქე­დან ამე­რი­კა­ზე გა­მარ­ჯვე­ბა და­ი­წყე­ბა.

იქა­უ­რო­ბა ქარ­თვე­ლე­ბით იყო და­სახ­ლე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც იმ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ცხოვ­რობ­დნენ, სა­დაც ახა­ლი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი, გზე­ბი და სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი იყო აშე­ნე­ბუ­ლი. ცხინ­ვალ­სა და და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ისე­თი­ვე კონ­ტრას­ტი იყო, რო­გორც გა­დამ­წვარ ღა­ზა­სა და თელ-ავივს შო­რის, რად­გან ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს კო­რუფ­ცია მარ­თავ­და" - წერს ლა­ტი­ნი­ნა.

გორი - 2008 წლის 8 აგ­ვის­ტო

meduza.io–ს ცნო­ბით, ეს იყო პირ­ვე­ლი ომი 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­მე­ლიც ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე მოხ­და. და­სავ­ლე­თი მას რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომს უწო­დებს, თა­ვად რუ­სე­თი კი, "სამ­ხრეთ ოსეთ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქტს".

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, "საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში, ერთ მხა­რეს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მე­ო­რე მხა­რეს კი - რუსი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის არა­ა­ღი­ა­რე­ბულ რეს­პუბ­ლი­კებ­ში იყ­ვნენ გან­ლა­გე­ბუ­ლი.

რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ჯერ კი­დევ 2004 წელს და­ი­ძა­ბა, რო­დე­საც ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­სულ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მიზ­ნად ნა­ტო­ში შეს­ვლა და­ი­სა­ხა. რუ­სეთ­ში დაფრ­თხნენ, რად­გან იყო შან­სი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტურ რე­გი­ო­ნებ­ში, სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ში უცხო ქვეყ­ნე­ბის მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი შე­მო­ვი­დოდ­ნენ. რუ­სუ­ლი მე­დია ამ გეგ­მას ღიად ატ­რი­ა­ლებ­და.

2007 წლის და­სა­წყის­ში, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­გან აგ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში სა­პა­სუ­ხო გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს. 2008 წლის აპ­რილ­ში, რუ­სეთ­მა აფხა­ზეთ­ში გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბით სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი გაგ­ზავ­ნა და იმავდრო­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კრი­ზი­სის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, რის შემ­დე­გად კონ­ფლიქ­ტუ­რი რე­გი­ო­ნე­ბის ხელ­მძღვან­ლო­ბას უფრო და­უ­ახ­ლოვ­და.

"Коммерсантъ" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წერ­და, რომ ჯერ კი­დევ 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან, რუ­სეთ­მა უფ­ლე­ბა მის­ცა სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს რუ­სუ­ლი პას­პორ­ტი აე­ღოთ, რაც შემ­დეგ, თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ცა­ვად წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნა", - წერს გა­მო­ცე­მა meduza.io.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმ.
318

გოზმანი, ლატინინა.... ყველაფერი ნათელია

მარიამი
7

საქართველო და უკრაინა მონაგონი იქნება იმასთან შედარებით, რაც რუსეთს დაემართება, თუ თავად დროზე არ მოიშორეს კრემლში ჩაბუდებული ბანდიტები, მორიელი ბოლოს საკუთარ თავს გესლავს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რას წერს რუსული მედია "აგვისტოს ომზე" და როგორ აფასებენ 12 წლის წინანდელ მოვლენებს

რას წერს რუსული მედია "აგვისტოს ომზე" და როგორ აფასებენ 12 წლის წინანდელ მოვლენებს

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. საერთაშორისო მედია, ექსპერტები და პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთის "ანატომიას" კარგად იცნობენ, დღემდე საუბრობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ დანარჩენი ცივილური სამყარო რომ ერთიანი და პრინციპული ყოფილიყო, აღმოსავლეთ უკრაინის ომი არ მოხდებოდა.

2008 წლის ომს, მის წინაპირობებსა და შემდგომ პროცესებს რუსული მედიაც აფასებს.

svoboda.org-ის ჟურნალისტი ელენა რიკოვცევა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მიმოხილვისას წერს, "საქართველოზე თავდასხმა იყო პირველი მცდელობა, როდესაც რუსეთმა სხვის ტერიტორიაზე სამხედრო კონტროლი დაამყარა. მეორე იყო ყირიმი, შემდეგ კი დონბასი... ეს იყო რუსეთის რეპეტიცია, რომელიც შემდეგ უკრაინაში გამოიყენა...

რა ცინიკურია, როდესაც ათ წელზე მეტი ფედერალური სატელივიზიო არხები ერთსა და იმავეს ატრიალებენ, თითქოს ომი რუსეთსა და საქართველოს შორის არ ყოფილა, რუსულ ბომბებს საქართველოს თავზე არ უფრენია... "კითხვაზე, ვინ არის აგრესორი რუსულ-ქართულ ომში, პროპაგანდის მსხვერპლი მაყურებელი კითხვას გვიბრუნებს, რომელ ომში? სად იყო ომი რუსეთსა და საქართველოს შორის? რუსეთი რა შუაშია?!. ის ხომ უბრალოდ თავის მოქალაქეებს იცავდა".

ამავე თემაზე საუბრისას, კიდევ ერთი მიმომხილველი ლეონიდ გოზმანი იხსენებს, რომ ეს ყველაფერი მისთვის შოკი იყო...

"მე მგონია, რომ ჩვენი მიზანი იყო, შეგვეჩერებინა სააკაშვილი და საქართველო ნატოში არ შესულიყო, მეტიც მუხლებზე დამდგარიყო ქვეყანა... ამის შემდეგ, მათ უკრაინაზე გადაინაცვლეს.

ეს იყო იმპერიალისტური ზრახვების თავხედური გამოვლინება... კრემლის ოპერაციას საქართველოსთან დაკავშირებით რომ წარმატებით არ ემუშავა, არც ყირიმი იქნებოდა და არც დონბასი..." - ამბობს ის.

novayagazeta.ru-ს მიმომხილველი იულია ლატინინა, რომელმაც ცხინვალის რეგიონში ომამდე იმოგზაურა, ომის თემაზე საუბრისას მიიჩნევს, რომ მან ნახა იქ არსებული ვითარება და სამხრეთ კავკასიაში ომი ივარაუდა.

"მე ვიყავი იმ არაღიარებულ რესპუბლიკაში და ვნახე, რომ ეს იყოს პირველი გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოაწყო დსთ-ს ტერიტორიაზე ღაზას სექტორი... ადგილობრივი ხელისუფლება ბანდიტები არიან, თავდაპირველად, ქართულ მხარესთან კონტრაბანდაში იყვნენ ჩართული. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა აკრძალა, რაც უდაოდ მისი სტრატეგიული შეცდომა იყო, მათ ისღა დარჩენოდათ, სანგრებში მსხდარიყვნენ და რუსული ფულებით "ქართველი ფაშისტებისთვის" ეომათ.

რეგიონში სრული ეკონომიკური კოლაფსი იყო. მახსოვს 1000 რუბლიანი კუპიურა მქონდა, რომელიც ვერსაც ვერ დამიშალეს... გაფუჭებულ და დანგრეულ წყლის მილების კომპენსაციას, ძერჟავის მისტერიით აკომპენსირებდნენ... მახსოვს, ადგილობრივმა მასწავლებელმა ავნევში წამიყვანა და გამარჯვებულის იერით გამომიცხადა, ეს სამყაროს გეოპოლიტიკური ცენტრია, აქედან ამერიკაზე გამარჯვება დაიწყება.

იქაურობა ქართველებით იყო დასახლებული, რომლებიც იმ საქართველოშიც ცხოვრობდნენ, სადაც ახალი ავტოგასამართი სადგურები, გზები და საავადმყოფოები იყო აშენებული. ცხინვალსა და დანარჩენ საქართველოს შორის ისეთივე კონტრასტი იყო, როგორც გადამწვარ ღაზასა და თელ-ავივს შორის, რადგან ცხინვალის რეგიონს კორუფცია მართავდა" - წერს ლატინინა.

გორი - 2008 წლის 8 აგვისტო

meduza.io–ს ცნობით, ეს იყო პირველი ომი 21-ე საუკუნეში, რომელიც ევროპის კონტინენტზე მოხდა. დასავლეთი მას რუსეთ-საქართველოს ომს უწოდებს, თავად რუსეთი კი, "სამხრეთ ოსეთში შეიარაღებულ კონფლიქტს".

გამოცემის ცნობით, "საბრძოლო მოქმედებებში, ერთ მხარეს საქართველოს შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ, მეორე მხარეს კი - რუსი მშვიდობისმყოფელები, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არააღიარებულ რესპუბლიკებში იყვნენ განლაგებული.

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიძაბა, როდესაც ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა მიზნად ნატოში შესვლა დაისახა. რუსეთში დაფრთხნენ, რადგან იყო შანსი, რომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უცხო ქვეყნების მშვიდობისმყოფელები შემოვიდოდნენ. რუსული მედია ამ გეგმას ღიად ატრიალებდა.

2007 წლის დასაწყისში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოსგან აგრესიის შემთხვევაში საპასუხო გეგმა შეიმუშავეს. 2008 წლის აპრილში, რუსეთმა აფხაზეთში გაზრდილი რაოდენობით სამხედრო ბაზები გაგზავნა და იმავდროულად, საქართველოსთან დიპლომატიური კრიზისის პროვოცირება მოახდინა, რის შემდეგად კონფლიქტური რეგიონების ხელმძღვანლობას უფრო დაუახლოვდა.

"Коммерсантъ" წლების განმავლობაში წერდა, რომ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან, რუსეთმა უფლება მისცა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებს რუსული პასპორტი აეღოთ, რაც შემდეგ, თავისი მოქალაქეების დასაცავად წარმატებით გამოიყენა", - წერს გამოცემა meduza.io.

"ზუსტ ციფრს ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა ათასები იქნება" - როდიდან დასაქმედებიან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში და  რა იქნება მათი ანაზღაურება?

კორონავირუსით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ვირუსის გამოვლენის მაჩვენებელი ბოლო 2 კვირის განმავლობაში?

"მისიაში მონაწილეობა უფასოა" -   რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ და სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეთ, თუ მთვარეზე გინდათ მოგზაურობა?