მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ არ დაელაპარაკები, ყველაფერს დალეწავენო" - რატომ არ გავიდა სარკოზი 2008 წელს რუსთაველზე შეკრებილ ქართველებთან, რომლებიც "სარკოს" სკანდირებდნენ
"თუ არ დაელაპარაკები, ყველაფერს დალეწავენო" - რატომ არ გავიდა სარკოზი 2008 წელს რუსთაველზე შეკრებილ ქართველებთან, რომლებიც "სარკოს" სკანდირებდნენ

2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომი­დან 12 წელი შეს­რულ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა სა­ქარ­თვე­ლოს 228 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, 14 პო­ლი­ცი­ე­ლი, ხოლო 1 747 და­იჭ­რა. სახ­ლე­ბი და­ტო­ვა თით­ქმის 150 000-მა ადა­მი­ან­მა, მათ­გან დღემ­დე დევ­ნი­ლო­ბა­ში რჩე­ბა 30 000-მდე.

მა­შინ აქ­ტი­უ­რი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ნი­კო­ლა სარ­კო­ზის ჩა­რე­ვის შე­დე­გად მო­ხერ­ხდა. სარ­კო­ზიმ 12 აგ­ვის­ტოს 6-პუნ­ქტი­ა­ნი სამ­შვი­დო­ბო გეგ­მა ჯერ მოს­კოვ­ში, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში შე­ა­თან­ხმა. 8 სექ­ტემ­ბერს კი, მედ­ვე­დევ­თან და სა­ა­კაშ­ვილ­თან სამ­შვი­დო­ბო გეგ­მის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი და­ა­ზუს­ტა.

სწო­რედ 2008 წლის მოვ­ლე­ნებ­ზე წერს დე­ტა­ლუ­რად ნი­კო­ლა სარ­კო­ზი მე­მუ­ა­რუ­ლი წიგნ­ში Le Temps des Tempêtes (ქა­რიშ­ხლე­ბის დრო). ის დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს, რო­გორ და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ, რო­დე­საც თა­ვად პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ავ­ტო­რი მე­მუ­ა­რულ ჟანრ­ში ვრცლად აღ­წერს ომს და მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში მის პი­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

მათ შო­რის იხ­სე­ნებს თბი­ლის­ში ვი­ზიტ­სა და პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას. ასე­ვე ხსნის, რა­ტომ არ გა­ვი­და მა­შინ რუს­თა­ველ­ზე შეკ­რე­ბილ ქარ­თვე­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც "სარ­კოს" სკან­დი­რებ­დნენ.

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს სარ­კო­ზის წიგ­ნი­დან, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა ელჩმა ბუბა კუ­და­ვამ თარ­გმნა:

"თბი­ლის­ში და­ახ­ლო­ე­ბით 22 სა­ათ­ზე ჩავფრინ­დით...

ბნე­ლი ღამე იყო. ქვე­ყა­ნა ომში იყო, ჩვე­ნი ჩაფ­რე­ნის ად­გი­ლი­დან 25 კი­ლო­მეტრში სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რე­ბის ტან­კე­ბი იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი. ატ­მოს­ფე­რო მწუ­ხა­რე იყო აე­რო­პორ­ტსა და პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლეს შო­რის, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი გვე­ლო­დე­ბო­და. პირ­ვე­ლად გა­დავკვე­თე ფრონ­ტის ხაზ­თან ასე ახ­ლოს მდე­ბა­რე ქა­ლა­ქი. სი­ცო­ცხლის ნა­ტა­მა­ლი არ ჩან­და. სი­ნათ­ლე­ე­ბი ჩამ­ქვრა­ლი იყო. ხალ­ხი თავს იმ­შვი­დებ­და, რო­გორც შე­ეძ­ლოთ. ირ­გვლივ ყველ­გან მზაკ­ვრუ­ლი შიში სუ­ფევ­და. გა­მო­ნაკ­ლისს დე­და­ქა­ლა­ქის ერთი ად­გი­ლი წარ­მო­ად­გენ­და.

პარ­ლა­მენ­ტი, სა­დაც ასე­ვე იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე. ვგრძნობ­დი დიდ მღელ­ვა­რე­ბას, თით­ქმის ის­ტე­რი­ას. დე­და­ქა­ლა­ქის ამაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას გან­თავ­სე­ბუ­ლი მკვეთ­რად გა­ნა­თე­ბუ­ლი შე­ნო­ბა სა­ო­ცარ კონ­ტრაქტს ქმნი­და და­ნარ­ჩენ სრუ­ლი­ად ჩაბ­ნე­ლე­ბულ ქა­ლაქს შო­რის. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­უ­წო­და თა­ვის ყვე­ლა­ზე მტკი­ცე მხარ­დამ­ჭე­რებს, შეკ­რე­ბი­ლიყ­ვნენ ძა­ლა­უფ­ლე­ბის სა­ბო­ლოო ად­გი­ლის გარ­შე­მო, რათა და­ეც­ვათ იგი და მი­ე­ღოთ სა­ბო­ლოო მი­თი­თე­ბე­ბი. სა­დაც არ გა­ვი­ხე­დავ­დი, აღელ­ვე­ბას, ნერ­ვი­უ­ლო­ბას და მო­უს­ვენ­რო­ბას ვა­წყდე­ბო­დი.პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში შე­სულს მო­მე­სალმნენ, გულ­წრე­ფა­ლად და უხ­ვად გა­მო­ხა­ტეს მად­ლი­ე­რე­ბა.

აქ ასე­ვე იყ­ვნენ ლიტ­ვის, პო­ლო­ნე­თის და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც მხარ­და­ჭე­რა ფი­ზი­კუ­რი დას­წრე­ბით გა­მო­ხა­ტეს. მა­შინ­ვე, პრე­ზი­დენ­ტის ოთა­ხის კუ­თხე­ში ორი კაცი შევ­ნიშ­ნე, ჩან­და რომ არ იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბი და მო­შო­რე­ბით იდ­გნენ. ვი­კი­თხე, რას აკე­თებ­დნენ აქ. მი­პა­სუ­ხეს, რომ ისი­ნი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ამე­რი­კე­ლი მრჩევ­ლე­ბი იყ­ვნენ. მო­ვი­თხო­ვე, რომ მა­შინ­ვე და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ოთა­ხი.

მე მინ­დო­და მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მე­სა­უბ­რა, გა­რე­შე მოწ­მის გა­რე­შე, თუ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.სა­ნამ ექ­ვსპუნ­ქტი­ან გეგ­მა­ზე სა­უ­ბარს და­ვი­წყებ­დით, სა­ა­კაშ­ვილ­მა დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით მი­თხრა: "ასორ­მოც­და­ა­თი ათა­სი კა­ცია შეკ­რე­ბი­ლი სა­სახ­ლის გარ­შე­მო. ისი­ნი შენს სა­ხელს სკან­დი­რე­ბენ. ტრი­ბუ­ნა და მიკრო­ფო­ნე­ბი და­ყე­ნე­ბუ­ლია. უნდა და­ე­ლა­პა­რა­კო მათ".

მისი სა­მუ­შაო ოთა­ხის ორ­მა­გი ფან­ჯა­რა გახ­სნა და მა­შინ­ვე შე­ვამ­ჩნი­ეთ უზარ­მა­ზა­რი ხმა­უ­რი.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ძა­ლი­ან მაც­დუ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, მკაც­რად უარი ვთქვი ამ მოწ­ვე­ვა­ზე, რად­გან სი­ტყვა მი­ვე­ცი პუ­ტინს, ისე რო­გორც მედ­ვე­დევს, რომ თუ რუ­სე­თის არ­მია უკან და­ი­ხევ­და, ერთ ფრა­ზა­საც არ ვი­ტყო­დი მათ წი­ნა­აღ­მდეგ. მაგ­რამ ან­თე­ბულ და გაბ­რა­ზე­ბულ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მა­სას ჩემ­გან მხო­ლოდ რუ­სე­თის და­უ­ფა­რა­ვი დაგ­მო­ბის მოს­მე­ნა სურ­და.

რა თქმა უნდა, მეს­მო­და მათი, მაგ­რამ თუკი ჩემი მომ­ლა­პა­რა­კებ­ლის და შემ­თან­ხმებ­ლის რო­ლი­დან გა­მო­ვი­დო­დი, უარს ვამ­ბობ­დი მთლი­ან ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე, რა­საც აშ­კა­რა მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა აქამ­დე მა­ნი­ჭებ­და..სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში მფოფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ბო­ლო­ოდ სცა­და შე­ტე­ვა­ზე გად­მოს­ვლა: "თუ არ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი მათ, ყვე­ლა­ფერს და­ლე­წა­ვენ". "და­ლე­წონ თუ უნ­დათ. მე სი­ტყვა მი­ვე­ცი და ამას არ და­ვარ­ღვევ. ჩემ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რუ­სულ­მა ტან­კებ­მა და­ტო­ვონ თქვე­ნი ტე­რი­ტო­რია რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად.

"ვი­ცო­დი რომ ჩემი უმ­ცი­რე­სი გა­მოს­ვლა, სა­ჯა­რო იქ­ნე­ბო­და ეს თუ კერ­ძო, მი­ლი­მეტ­რუ­ლი სი­ზუს­ტით იქ­ნე­ბო­და მოს­კო­ვის მიერ მი­ყუ­რა­დე­ბუ­ლი. ერთი წა­მით არ მე­პა­რე­ბო­და ეჭვი, რომ ჩემი დი­ლან­დე­ლი სა­დი­ლის მო­სა­უბ­რე­ებს ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბო­დათ რომ ზუს­ტად გა­ე­გოთ რა ხდე­ბო­და თბი­ლის­ში. „შერ­პა“მხო­ლოდ შუ­ა­ღა­მის 12 სა­ათ­ზე გა­და­ვე­დით სა­უბ­რის არსზე. გან­ვუ­მარ­ტე, რომ ან ქარ­თვე­ლე­ბი და­თან­ხმდე­ბოდ­ნენ ჩემს გეგ­მას, ან ბრძო­ლე­ბი გა­ნახ­ლდე­ბო­და, თბი­ლი­სი და­ე­ცე­მო­და და დას­რულ­დე­ბო­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო.

სა­ა­კაშ­ვილ­მა უარი თქვა და ბო­ლომ­დე გა­ჭირ­ვე­ულ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შექ­მნის სა­კი­თხზე, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბო­და სამ­ხრეთ ოსე­თის და აფხა­ზე­თის მო­მა­ვა­ლი სტა­ტუ­სი. ეს მისი მხრივ შეც­დო­მა იყო, რად­გან ეს იყო ირი­ბი გა­რან­ტია იმის­თვის რომ ამ ორი ტე­რი­ტო­რი­ის რუ­სე­თის მიერ დე ფაქ­ტო ოკუ­პა­ცია არ ყო­ფი­ლი­ყო იუ­რი­დი­უ­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი.ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან იყო და­სა­წყე­ბი. დი­ლის პირ­ველ სა­ათ­ზე გა­დავ­წყვი­ტე და­მე­რე­კა მედ­ვე­დე­ვის­თვის, რათა და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა რომ უარი გვეთ­ქვა სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე ამ ორი რე­გი­ო­ნის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა რუ­სე­თის არ­მი­ას შე­ეძ­ლო იქ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მან მად­ლო­ბით და­ი­წყო იმის­თვის, რა­საც და რო­გორც ვა­კე­თებ­დი.

ჩან­და, რომ ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში იყო. ქარ­თუ­ლი სის­ტე­მა უსა­ზღვროდ უფრო გამ­ტა­რი იყო, ვიდ­რე ჩემს მას­პინ­ძლებს წარ­მო­ედ­გი­ნათ.ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ის დიდი სა­უბ­რის გა­რე­შე და­თან­ხმდა ჩემს თხოვ­ნას და ამას­თან და­მი­ზუს­ტა, რომ ბრძა­ნე­ბა გა­დას­ცა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მო­ემ­ზა­დონ უკან და­სა­ხე­ვად. ეს იყო სა­უ­კე­თე­სო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი. ამ­გვა­რად დი­ლის ცე­ცხლის დრო­ე­ბი­თი შე­წყვე­ტა მუდ­მი­ვი ხდე­ბო­და.დი­ლის სამ სა­ათ­ზე მქონ­და პრეს­კონ­ფე­რენ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ბაღ­ში. ატ­მოს­ფე­რო იყო უც­ნა­უ­რი, არა­რე­ა­ლუ­რი, ერ­თდრო­უ­ლად ეი­ფო­რუ­ლი და სტრე­სუ­ლი.

გა­ვემ­გზავ­რე უკან კაპ ნეგ­რის­კენ. კა­ბი­ნა­ში შეს­ვლი­სას, ტი­ე­რიმ, მეტრ დო­ტელ­მა რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, მი­თხრა:

„ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ რომ მივ­დი­ვართ ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო. ნამ­დვი­ლად არ მინ­დო­და უკან და­საბ­რუ­ნე­ბელ კო­ლო­ნას ჩა­მოვ­რჩე­ნო­დი“.

„შე­გე­შინ­დათ?"

“მერე რო­გორ",

მი­თხრა მან. გუ­ლი­ა­ნად გა­ვი­ცი­ნეთ, რად­გან მტყუ­ა­ნი არ იყო, თუ და­ფიქ­რდე­ბო­დი...

ამას­თა­ნა­ვე, საქ­მე ჯერ მთლი­ა­ნად არ იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი. მე ჯერ ჩემი ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბი უნდა და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ სა­უ­კე­თე­სო შე­თან­ხმე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ, შე­საძ­ლებ­ლის ფარ­გლებ­ში. თუმ­ცა ეს არ იყო აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ნა­წი­ლის აზრი, რო­მელ­თაც აუ­ცი­ლებ­ლად უნ­დო­დათ რუ­სებ­თან ბრძო­ლა და არ ეში­ნო­დათ ცივი ომის დაბ­რუ­ნე­ბის, რაც მე არაფ­რის ფა­სად არ მინ­დო­და.

პირ­ველ სექ­ტემ­ბერს მო­ვიწ­ვიე ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­გან­გე­ბო სხდო­მა ბრი­უ­სელ­ში და ან­გე­ლა მერ­კე­ლის დახ­მა­რე­ბით დიდი ბრძო­ლით გა­ვი­ტა­ნეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და შევ­ძე­ლით ევ­რო­პე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის გან­ლა­გე­ბა ქარ­თვე­ლებს და რუ­სებს შო­რის ფრონ­ტის ბოლო ხაზ­ზე. ამის შემ­დეგ, და მე ვი­ტყო­დი, რაც მთა­ვა­რია, უნდა მი­მეღ­წია რუ­სე­თის ჯა­რე­ბის სრუ­ლი გაყ­ვა­ნის­თვის.

იძუ­ლე­ბე­უ­ლი გავ­ხდი 8 სექ­ტემ­ბერს კვლავ ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი მოს­კოვ­ში, რათა მედ­ვე­დე­ვის­გან მო­მე­თხო­ვა ზუს­ტი და შე­თან­ხმე­ბუ­ლი კა­ლენ­და­რი. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ, ძა­ლი­ან აგ­რე­სი­ულ ლავ­როვ­თან ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ვის შემ­დეგ გა­და­წყდა, რომ ევ­რო­პე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის ჩას­ვლი­დან თხუთ­მე­ტი დღის შემ­დეგ რუ­სე­ბი გა­ვი­დოდ­ნენ... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად სარ­კო­ზის მე­მუ­ა­რე­ბი აგ­ვის­ტოს ომზე

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანტონი
239

საღად მიაზროვნე ადამიანია. არცმიცემული სიტყვა გატეხა (რაც საფრთხეს შეიცავდა), არც მიშას გამართულ სამარცხვინო ფსევდოზეიმში მიიღო მონაწილეობა. 

დარია
269

ნაცარხებმა მხოლიდ ის ამონარიდები გაგვაცნეს, სადაც რუსეთზეა ლაპარაკი, მიშას არცთუ სახარბიელო შეფასება, რა თქმა უნდა, გამოტოვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"თუ არ დაელაპარაკები, ყველაფერს დალეწავენო" - რატომ არ გავიდა სარკოზი 2008 წელს რუსთაველზე შეკრებილ ქართველებთან, რომლებიც "სარკოს" სკანდირებდნენ

"თუ არ დაელაპარაკები, ყველაფერს დალეწავენო" - რატომ არ გავიდა სარკოზი 2008 წელს რუსთაველზე შეკრებილ ქართველებთან, რომლებიც "სარკოს" სკანდირებდნენ

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

მაშინ აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს კი, მედვედევთან და სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა.

სწორედ 2008 წლის მოვლენებზე წერს დეტალურად ნიკოლა სარკოზი მემუარული წიგნში Le Temps des Tempêtes (ქარიშხლების დრო). ის დეტალურად იხსენებს, როგორ დაიწყო ყველაფერი მაშინ, როდესაც თავად პეკინის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა. ავტორი მემუარულ ჟანრში ვრცლად აღწერს ომს და მოლაპარაკების პროცესში მის პირად მონაწილეობას.

მათ შორის იხსენებს თბილისში ვიზიტსა და პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას. ასევე ხსნის, რატომ არ გავიდა მაშინ რუსთაველზე შეკრებილ ქართველებთან, რომლებიც "სარკოს" სკანდირებდნენ.

გთავაზობთ ნაწყვეტს სარკოზის წიგნიდან, რომელიც საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბუბა კუდავამ თარგმნა:

"თბილისში დაახლოებით 22 საათზე ჩავფრინდით...

ბნელი ღამე იყო. ქვეყანა ომში იყო, ჩვენი ჩაფრენის ადგილიდან 25 კილომეტრში საოკუპაციო ჯარების ტანკები იყო განლაგებული. ატმოსფერო მწუხარე იყო აეროპორტსა და პრეზიდენტის სასახლეს შორის, სადაც სააკაშვილი გველოდებოდა. პირველად გადავკვეთე ფრონტის ხაზთან ასე ახლოს მდებარე ქალაქი. სიცოცხლის ნატამალი არ ჩანდა. სინათლეები ჩამქვრალი იყო. ხალხი თავს იმშვიდებდა, როგორც შეეძლოთ. ირგვლივ ყველგან მზაკვრული შიში სუფევდა. გამონაკლისს დედაქალაქის ერთი ადგილი წარმოადგენდა.

პარლამენტი, სადაც ასევე იყო განთავსებული პრეზიდენტის სასახლე. ვგრძნობდი დიდ მღელვარებას, თითქმის ისტერიას. დედაქალაქის ამაღლებულ ადგილას განთავსებული მკვეთრად განათებული შენობა საოცარ კონტრაქტს ქმნიდა დანარჩენ სრულიად ჩაბნელებულ ქალაქს შორის. საქართველოს ხელისუფლებამ მოუწოდა თავის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერებს, შეკრებილიყვნენ ძალაუფლების საბოლოო ადგილის გარშემო, რათა დაეცვათ იგი და მიეღოთ საბოლოო მითითებები. სადაც არ გავიხედავდი, აღელვებას, ნერვიულობას და მოუსვენრობას ვაწყდებოდი.პრეზიდენტ სააკაშვილის კაბინეტში შესულს მომესალმნენ, გულწრეფალად და უხვად გამოხატეს მადლიერება.

აქ ასევე იყვნენ ლიტვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, რომელთაც მხარდაჭერა ფიზიკური დასწრებით გამოხატეს. მაშინვე, პრეზიდენტის ოთახის კუთხეში ორი კაცი შევნიშნე, ჩანდა რომ არ იყვნენ ქართველები და მოშორებით იდგნენ. ვიკითხე, რას აკეთებდნენ აქ. მიპასუხეს, რომ ისინი პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლები იყვნენ. მოვითხოვე, რომ მაშინვე დაეტოვებინათ ოთახი.

მე მინდოდა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან მესაუბრა, გარეშე მოწმის გარეშე, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა.სანამ ექვსპუნქტიან გეგმაზე საუბარს დავიწყებდით, სააკაშვილმა დიდი ენთუზიაზმით მითხრა: "ასორმოცდაათი ათასი კაცია შეკრებილი სასახლის გარშემო. ისინი შენს სახელს სკანდირებენ. ტრიბუნა და მიკროფონები დაყენებულია. უნდა დაელაპარაკო მათ".

მისი სამუშაო ოთახის ორმაგი ფანჯარა გახსნა და მაშინვე შევამჩნიეთ უზარმაზარი ხმაური.მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაცდური შემოთავაზება იყო, მკაცრად უარი ვთქვი ამ მოწვევაზე, რადგან სიტყვა მივეცი პუტინს, ისე როგორც მედვედევს, რომ თუ რუსეთის არმია უკან დაიხევდა, ერთ ფრაზასაც არ ვიტყოდი მათ წინააღმდეგ. მაგრამ ანთებულ და გაბრაზებულ ქართველი ხალხის მასას ჩემგან მხოლოდ რუსეთის დაუფარავი დაგმობის მოსმენა სურდა.

რა თქმა უნდა, მესმოდა მათი, მაგრამ თუკი ჩემი მომლაპარაკებლის და შემთანხმებლის როლიდან გამოვიდოდი, უარს ვამბობდი მთლიან ეფექტურობაზე, რასაც აშკარა მიუკერძოებლობა აქამდე მანიჭებდა..სასოწარკვეთილებაში მფოფმა საქართველოს პრეზიდენტმა საბოლოოდ სცადა შეტევაზე გადმოსვლა: "თუ არ დაელაპარაკები მათ, ყველაფერს დალეწავენ". "დალეწონ თუ უნდათ. მე სიტყვა მივეცი და ამას არ დავარღვევ. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ რუსულმა ტანკებმა დატოვონ თქვენი ტერიტორია რაც შეიძლება სწრაფად.

"ვიცოდი რომ ჩემი უმცირესი გამოსვლა, საჯარო იქნებოდა ეს თუ კერძო, მილიმეტრული სიზუსტით იქნებოდა მოსკოვის მიერ მიყურადებული. ერთი წამით არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ჩემი დილანდელი სადილის მოსაუბრეებს ყველა ტექნიკური და ადამიანური საშუალება ექნებოდათ რომ ზუსტად გაეგოთ რა ხდებოდა თბილისში. „შერპა“მხოლოდ შუაღამის 12 საათზე გადავედით საუბრის არსზე. განვუმარტე, რომ ან ქართველები დათანხმდებოდნენ ჩემს გეგმას, ან ბრძოლები განახლდებოდა, თბილისი დაეცემოდა და დასრულდებოდა დამოუკიდებელი საქართველო.

სააკაშვილმა უარი თქვა და ბოლომდე გაჭირვეულდა საერთაშორისო მოლაპარაკებების შექმნის საკითხზე, სადაც განხილული იქნებოდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მომავალი სტატუსი. ეს მისი მხრივ შეცდომა იყო, რადგან ეს იყო ირიბი გარანტია იმისთვის რომ ამ ორი ტერიტორიის რუსეთის მიერ დე ფაქტო ოკუპაცია არ ყოფილიყო იურიდიულად აღიარებული.ყველაფერი თავიდან იყო დასაწყები. დილის პირველ საათზე გადავწყვიტე დამერეკა მედვედევისთვის, რათა დამერწმუნებინა რომ უარი გვეთქვა საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ამ ორი რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა რუსეთის არმიას შეეძლო იქ დარჩენილიყო. მან მადლობით დაიწყო იმისთვის, რასაც და როგორც ვაკეთებდი.

ჩანდა, რომ ყველაფრის საქმის კურსში იყო. ქართული სისტემა უსაზღვროდ უფრო გამტარი იყო, ვიდრე ჩემს მასპინძლებს წარმოედგინათ.ჩემდა გასაოცრად, ის დიდი საუბრის გარეშე დათანხმდა ჩემს თხოვნას და ამასთან დამიზუსტა, რომ ბრძანება გადასცა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოემზადონ უკან დასახევად. ეს იყო საუკეთესო და მოულოდნელი ამბავი. ამგვარად დილის ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მუდმივი ხდებოდა.დილის სამ საათზე მქონდა პრესკონფერენცია საქართველოს პარლამენტის ბაღში. ატმოსფერო იყო უცნაური, არარეალური, ერთდროულად ეიფორული და სტრესული.

გავემგზავრე უკან კაპ ნეგრისკენ. კაბინაში შესვლისას, ტიერიმ, მეტრ დოტელმა რომელიც ყველაფერს ხელმძღვანელობდა, მითხრა:

„ბედნიერები ვართ რომ მივდივართ ბატონო პრეზიდენტო. ნამდვილად არ მინდოდა უკან დასაბრუნებელ კოლონას ჩამოვრჩენოდი“.

„შეგეშინდათ?"

“მერე როგორ",

მითხრა მან. გულიანად გავიცინეთ, რადგან მტყუანი არ იყო, თუ დაფიქრდებოდი...

ამასთანავე, საქმე ჯერ მთლიანად არ იყო დასრულებული. მე ჯერ ჩემი ევროპელი კოლეგები უნდა დამერწმუნებინა, რომ საუკეთესო შეთანხმებას მივაღწიეთ, შესაძლებლის ფარგლებში. თუმცა ეს არ იყო აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების ნაწილის აზრი, რომელთაც აუცილებლად უნდოდათ რუსებთან ბრძოლა და არ ეშინოდათ ცივი ომის დაბრუნების, რაც მე არაფრის ფასად არ მინდოდა.

პირველ სექტემბერს მოვიწვიე ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა ბრიუსელში და ანგელა მერკელის დახმარებით დიდი ბრძოლით გავიტანეთ გადაწყვეტილება და შევძელით ევროპელი დამკვირვებლების განლაგება ქართველებს და რუსებს შორის ფრონტის ბოლო ხაზზე. ამის შემდეგ, და მე ვიტყოდი, რაც მთავარია, უნდა მიმეღწია რუსეთის ჯარების სრული გაყვანისთვის.

იძულებეული გავხდი 8 სექტემბერს კვლავ ჩავსულიყავი მოსკოვში, რათა მედვედევისგან მომეთხოვა ზუსტი და შეთანხმებული კალენდარი. საგარეო საქმეთა მინისტრ, ძალიან აგრესიულ ლავროვთან ძალადობრივი დავის შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპელი დამკვირვებლების ჩასვლიდან თხუთმეტი დღის შემდეგ რუსები გავიდოდნენ... წაიკითხეთ სრულად სარკოზის მემუარები აგვისტოს ომზე

თბილისის რომელ უბნებს და რა დროით შეეზღუდება ელექტრომომარაგება?

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

"ვფიქრობ, მარტის ბოლოდან შეგვეძლება ვაქცინაცია "ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ...შესაძლოა, მანამდე "ფაიზერმაც“ მოგვისწროს" - თამარ გაბუნია