მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეყვარებულთან დაშორებას განიცდიდა და რიტუალი ჩაატარა" - მიიყვანა თუ არა მოზარდი თვითმკვლელობამდე ეზოთერიკოსმა, რომელსაც მოცეკვავედ იცნობენ?
"შეყვარებულთან დაშორებას განიცდიდა და რიტუალი ჩაატარა" - მიიყვანა თუ არა მოზარდი თვითმკვლელობამდე ეზოთერიკოსმა, რომელსაც მოცეკვავედ იცნობენ?

მი­იყ­ვა­ნეს თუ არა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე 17 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნი გოგო ნა­თელ­მხილ­ვე­ლებ­მა - ამა­ზე პა­სუ­ხი გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა გას­ცეს. სა­უ­ბა­რია ფაქ­ტზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. გო­გო­ნამ წე­რი­ლი და­ტო­ვა და გა­უ­ჩი­ნარ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ის მშობ­ლებ­მა იპო­ვეს და თვით­მკვლე­ლო­ბას გა­და­არ­ჩი­ნეს.

საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით, არას­რულ­წლოვ­ნის ად­ვო­კატ­მა რე­ვაზ რი­ჟა­მა­ძემ შსს-ს 4 აგ­ვის­ტოს მი­მარ­თა.

ბრალ­დე­ბის ად­რე­სა­ტი "ტა­როს სახ­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნინო ლეჟა­ვაა. ეზო­თე­რი­კო­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს, შე­საძ­ლოა, ტე­ლე­შოუ "ნი­ჭი­ე­რი­დან" ახ­სოვ­დეს, სა­დაც მან აღ­მო­სავ­ლუ­რი ცეკ­ვის ნო­მე­რი წა­რად­გი­ნა.

ნინო ლეჟა­ვა ამ­ბობს, რომ მის მი­მართ ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლოა. რო­გორც თა­ვად გვიყ­ვე­ბა, არას­რულ­წლო­ვან­მა მას დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა. გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ კი სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა საქ­მის კურ­სში სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი ჩა­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

ლეჟა­ვას თქმით, სწო­რედ ეს გახ­და არას­რულ­წლოვ­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზი, რა­მაც მას ასე­თი "შუ­რის­ძი­ე­ბის­კენ" უბიძ­გა.

"გო­გო­ნამ დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მომ­მარ­თა და თა­ვის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფერს მო­მიყ­ვა. თქვა, რომ ერთ-ერ­თმა ნა­თელ­მხილ­ველ­მა ურ­ჩია, რომ მისი და მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის სუ­რა­თე­ბი ლენ­ტით შე­ეკ­რა და ბედ­ნი­ე­რი ცოლ-ქმრის სა­საფ­ლა­ო­ზე და­ე­მარ­ხა. გო­გო­ნას სურ­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა და ეს მი­თი­თე­ბა შე­ას­რუ­ლა.

თუმ­ცა შემ­დეგ ძა­ლი­ან ნა­ნობ­და ჩა­დე­ნილს და სწო­რედ ამი­ტომ მომ­წე­რა. და­მეხ­მა­რე, ჩემს შეყ­ვა­რე­ბულს რამე არ მო­უ­ვი­დეს, თორე ჩემს თავ­ზე არ ვფიქ­რო­ბო. და სა­უ­ბარ­ში სუ­ი­ციდს ახ­სე­ნებ­და. ამი­ტომ ჩემს ად­ვო­კატ­თან ერ­თად გა­დავ­წყვი­ტე, ეს ამ­ბა­ვი არ მი­მეჩ­ქმა­ლა, ვში­შობ­დი, ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. მივ­მარ­თე სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებს და პო­ლი­ცი­ას. არას­რულ­წლო­ვა­ნი სწო­რედ ამან გა­ა­ნა­წყე­ნა.

სა­ი­დუმ­ლოდ რომ არ შე­ვუ­ნა­ხე, რა­საც მო­მიყ­ვა. შემ­დეგ მწერ­და, რომ მე მიმ­ყავ­და იგი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე, რომ ჩემ გამო გა­და­იჭ­რი­და ვე­ნებს, და­ლევ­და წამ­ლებს და ა.შ. სი­ნამ­დვი­ლე­ში მის ამ ქმდე­ბის უკან დგას ერთ-ერთი ნა­თელ­მხილ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ჩემ­ზე სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლოდ არის გა­და­კი­დე­ბუ­ლი და ვფიქ­რობ, მან და­ა­წე­რი­ნა ის წე­რი­ლი, რო­მელ­ზეც ახლა ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ", - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE -ს ნინო ლეჟა­ვა.

არას­რულ­წლოვ­ნის მშობ­ლებ­მა იპო­ვეს წე­რი­ლი, რო­მელ­შიც გო­გო­ნა წერ­და, რომ აპი­რებ­და თა­ვის მოკ­ვლას, რაც მას ნინო ლეჟა­ვამ აი­ძუ­ლა. ამა­ვე წე­რილ­ში იგი ოჯა­ხის წევ­რებს სთხოვ­და, რომ ეზო­თე­რი­კო­სი კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ე­სა­ჯათ.

ნინო ლეჟა­ვას ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი ბურ­ჭუ­ლა­ძე AMBEBI.GE -სთან კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს. ად­ვო­კა­ტი გა­მოთ­ქვამს ვა­რა­უდს, რომ ეს წე­რი­ლი არას­რულ­წლო­ვანს არ და­უ­წე­რია.

"ერ­თია, რომ ადა­მი­ანს ადა­ნა­შა­უ­ლებ რა­მე­ში, მაგ­რამ მე­ო­რე სა­კი­თხია, რით ადას­ტუ­რებ ამას. ჩვენ გვაქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მი­მო­წე­რე­ბი ამ ორ პირს შო­რის და ა.შ. რო­მელ­საც წარ­ვუდ­გენთ გა­მო­ძი­ე­ბას, ნინო ლეჟა­ვამ თა­ვად მი­მარ­თა პო­ლი­ცი­ას და სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებს, რად­გან და­ი­ნა­ხა სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ამ გო­გოს შე­იძ­ლე­ბო­და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის რამე და­ე­შა­ვე­ბი­ნა. მზად ვართ, გა­იხ­სნას პერ­სო­ნა­ლუ­რი მი­მო­წე­რა, რათა საქ­მე­ზე დად­გინ­დეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა.

არ ვთვლით, რომ რა­ი­მე კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩა­ვი­დი­ნეთ, პი­რი­ქით, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დეთ მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა. სა­ჯა­რო არ გაგ­ვიხ­დია მისი არც ვი­ნა­ო­ბა და არც სხვა რა­ი­მე დე­ტა­ლი. კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ტარ­დეს ამ წე­რილ­თან და­კავ­ში­რე­ბით. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ მისი და­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა ეს წე­რი­ლი, ეს არ იქ­ნე­ბა გა­საკ­ვი­რი, რად­გან არას­რულ­წლო­ვან­მა, რომ­ლის ფსი­ქი­კა ხში­რად არამ­ყა­რია, შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რამ ემო­ცი­ურ ფონ­ზე და­წე­როს, მაგ­რამ ამას და­სა­ბუ­თე­ბა სჭირ­დე­ბა" - გვე­უბ­ნე­ბა ად­ვო­კა­ტი.

ად­ვო­კა­ტი რე­ვაზ რი­ჟა­მა­ძე, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გოს ინ­ტე­რე­სებს იცავს , AMBEBI.GE -სთან სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვებ­ზე სა­უბ­რობს. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, არას­რულ­წლოვ­ნის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა.

"მას შემ­დეგ, რაც დავ­რწმუნ­დი, რომ ამ საქ­მე­ში არ­სე­ბობს აშ­კა­რა და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი, მივ­მარ­თე შსს-ს. ჩა­ვა­ტა­რე რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი გა­მო­კი­თხვე­ბი გო­გო­ნას ირ­გვლივ, გა­ვე­ცა­ნი დო­კუ­მენ­ტებს და დავ­რწმუნ­დი, რომ ეს არას­რულ­წლო­ვა­ნი ნამ­დვი­ლად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია, პირ­ველ რიგ­ში უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ით ყვე­ლას აქვს მრწამ­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და არა­ვის აქვს მას­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა.

ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს სჯე­რა შავი მა­გი­ის, ეს მისი უფ­ლე­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია, საკ­მა­ოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი გოგო და აქვს ასე­თი რწმე­ნა. მას წამს მა­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლე­ბის და კმა­ყო­ფი­ლიც არის შე­დე­გე­ბით. ერთ-ერ­თმა ნა­თელ­მხილ­ველ­მა, რო­მელ­საც ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა მი­მარ­თა, ას­წავ­ლა მას რი­ტუ­ა­ლი. ეს გო­გო­ნა შეყ­ვა­რე­ბულ­თან იყო და­შო­რე­ბუ­ლი და გა­ნიც­დი­და.

მას შემ­დეგ რაც ჩა­ა­ტა­რა რი­ტუ­ა­ლი, რო­მე­ლიც სა­საფ­ლა­ოს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ცოტა შე­ე­შინ­და და ნინო ლეჟა­ვას­თან უბ­რა­ლოდ გა­და­ა­მოწ­მა, რამ­დე­ნად სა­ში­ში რი­ტუ­ა­ლი იყო. აღ­მოჩ­ნდა, რომ ლეჟა­ვას პი­რა­დი მტრო­ბა აკავ­ში­რებ­და იმ ნა­თელ­მხილ­ველ­თან, სა­სამ­რთლო­ში აქვთ დავა მათ, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა ეს ბავ­შვი სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

იგი აი­ძუ­ლებ­და ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს, რომ სა­სამ­რთლო­ში ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცა ნა­თელ­მხილ­ვე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­მაც მას მა­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლი ას­წავ­ლა. და თუ ასე არ მო­იქ­ცე­ო­და, ემუქ­რე­ბო­და ყვე­ლა­ფერს მო­ვუყ­ვე­ბი შენს მშობ­ლებ­სო.

სწო­რედ ამი­ტომ დამ­ძიმ­და ემო­ცი­უ­რად არას­რულ­წლოვ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა... მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ საქ­მეს გა­მო­ი­ძი­ე­ბენ. მა­ინ­ცდა­მა­ინც თვით­მკვლე­ლო­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო?! ჰქონ­და ამ გო­გო­ნა­საც გარ­კვე­უ­ლი მცდე­ლო­ბე­ბი. და­კარ­გუ­ლი იყო რა­ღაც პე­რი­ო­დი და შემ­დეგ იპო­ვეს", - გვიყ­ვე­ბა რე­ვაზ რი­ჟა­მა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
0

ეგ მოცეკვავე ძალიან მიმზიდველი გარეგნობის ქალია. საქმიანობაზე ვერაფერს ვიტყვი. ისე, 21-ე საუკუნეში, ახალგაზრდა გოგოს რაღაც მჩხიბავების არ უნდა სჯეროდეს.თუ დეპრესიაშია, ფსიქოლოგთან, ან სასულიერო პირთან გასაუბრებას ვურჩევდი.

nodari
65

არა მაგრა ურტყეს თავში 9 აპრილს ქართველებს ალბათ ეს ქალიც იქ იყო და მას მერეა ასე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"შეყვარებულთან დაშორებას განიცდიდა და რიტუალი ჩაატარა" - მიიყვანა თუ არა მოზარდი თვითმკვლელობამდე ეზოთერიკოსმა, რომელსაც მოცეკვავედ იცნობენ?

"შეყვარებულთან დაშორებას განიცდიდა და რიტუალი ჩაატარა" - მიიყვანა თუ არა მოზარდი თვითმკვლელობამდე ეზოთერიკოსმა, რომელსაც მოცეკვავედ იცნობენ?

მიიყვანეს თუ არა თვითმკვლელობამდე 17 წლის არასრულწლოვანი გოგო ნათელმხილველებმა - ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. საუბარია ფაქტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. გოგონამ წერილი დატოვა და გაუჩინარდა. საბედნიეროდ, ის მშობლებმა იპოვეს და თვითმკვლელობას გადაარჩინეს.

საქმის გამოძიების მოთხოვნით, არასრულწლოვნის ადვოკატმა რევაზ რიჟამაძემ შსს-ს 4 აგვისტოს მიმართა.

ბრალდების ადრესატი "ტაროს სახლის" დამფუძნებელი ნინო ლეჟავაა. ეზოთერიკოსი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, შესაძლოა, ტელეშოუ "ნიჭიერიდან" ახსოვდეს, სადაც მან აღმოსავლური ცეკვის ნომერი წარადგინა.

ნინო ლეჟავა ამბობს, რომ მის მიმართ ბრალდება უსაფუძვლოა. როგორც თავად გვიყვება, არასრულწლოვანმა მას დახმარების თხოვნით მიმართა. გასაუბრების შემდეგ კი საჭიროდ ჩათვალა საქმის კურსში სოციალური მუშაკები და სამართალდამცავი ორგანოები ჩაეყენებინა.

ლეჟავას თქმით, სწორედ ეს გახდა არასრულწლოვნის გაღიზიანების მიზეზი, რამაც მას ასეთი "შურისძიებისკენ" უბიძგა.

"გოგონამ დახმარების თხოვნით მომმართა და თავის შესახებ ყველაფერს მომიყვა. თქვა, რომ ერთ-ერთმა ნათელმხილველმა ურჩია, რომ მისი და მისი შეყვარებულის სურათები ლენტით შეეკრა და ბედნიერი ცოლ-ქმრის სასაფლაოზე დაემარხა. გოგონას სურდა, შეყვარებული შეენარჩუნებინა და ეს მითითება შეასრულა.

თუმცა შემდეგ ძალიან ნანობდა ჩადენილს და სწორედ ამიტომ მომწერა. დამეხმარე, ჩემს შეყვარებულს რამე არ მოუვიდეს, თორე ჩემს თავზე არ ვფიქრობო. და საუბარში სუიციდს ახსენებდა. ამიტომ ჩემს ადვოკატთან ერთად გადავწყვიტე, ეს ამბავი არ მიმეჩქმალა, ვშიშობდი, ფატალური შედეგით არ დასრულებულიყო. მივმართე სოციალურ მუშაკებს და პოლიციას. არასრულწლოვანი სწორედ ამან გაანაწყენა.

საიდუმლოდ რომ არ შევუნახე, რასაც მომიყვა. შემდეგ მწერდა, რომ მე მიმყავდა იგი თვითმკვლელობამდე, რომ ჩემ გამო გადაიჭრიდა ვენებს, დალევდა წამლებს და ა.შ. სინამდვილეში მის ამ ქმდების უკან დგას ერთ-ერთი ნათელმხილველი, რომელიც ჩემზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ არის გადაკიდებული და ვფიქრობ, მან დააწერინა ის წერილი, რომელზეც ახლა ბევრს ლაპარაკობენ", - უყვება AMBEBI.GE -ს ნინო ლეჟავა.

არასრულწლოვნის მშობლებმა იპოვეს წერილი, რომელშიც გოგონა წერდა, რომ აპირებდა თავის მოკვლას, რაც მას ნინო ლეჟავამ აიძულა. ამავე წერილში იგი ოჯახის წევრებს სთხოვდა, რომ ეზოთერიკოსი კანონის მთელი სიმკაცრით დაესაჯათ.

ნინო ლეჟავას ადვოკატი ირაკლი ბურჭულაძე AMBEBI.GE -სთან კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს. ადვოკატი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს წერილი არასრულწლოვანს არ დაუწერია.

"ერთია, რომ ადამიანს ადანაშაულებ რამეში, მაგრამ მეორე საკითხია, რით ადასტურებ ამას. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, მიმოწერები ამ ორ პირს შორის და ა.შ. რომელსაც წარვუდგენთ გამოძიებას, ნინო ლეჟავამ თავად მიმართა პოლიციას და სოციალურ მუშაკებს, რადგან დაინახა საშიშროება, რომ ამ გოგოს შეიძლებოდა საკუთარი თავისთვის რამე დაეშავებინა. მზად ვართ, გაიხსნას პერსონალური მიმოწერა, რათა საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება.

არ ვთვლით, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩავიდინეთ, პირიქით, მაქსიმალურად შევეცადეთ მისი ინტერესების დაცვა. საჯარო არ გაგვიხდია მისი არც ვინაობა და არც სხვა რაიმე დეტალი. კალიგრაფიული ექსპერტიზა აუცილებლად უნდა ჩატარდეს ამ წერილთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი დაწერილი იქნება ეს წერილი, ეს არ იქნება გასაკვირი, რადგან არასრულწლოვანმა, რომლის ფსიქიკა ხშირად არამყარია, შეიძლება ასეთი რამ ემოციურ ფონზე დაწეროს, მაგრამ ამას დასაბუთება სჭირდება" - გვეუბნება ადვოკატი.

ადვოკატი რევაზ რიჟამაძე, რომელიც არასრულწლოვანი გოგოს ინტერესებს იცავს , AMBEBI.GE -სთან სავარაუდო დანაშაულის მოტივებზე საუბრობს. უფლებადამცველის თქმით, არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ ამ საქმეში არსებობს აშკარა დანაშაულის ნიშნები, მივმართე შსს-ს. ჩავატარე რამდენიმედღიანი გამოკითხვები გოგონას ირგვლივ, გავეცანი დოკუმენტებს და დავრწმუნდი, რომ ეს არასრულწლოვანი ნამდვილად დაზარალებულია, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ კონსტიტუციით ყველას აქვს მრწამსის თავისუფლება და არავის აქვს მასში ჩარევის უფლება.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სჯერა შავი მაგიის, ეს მისი უფლება. უნივერსიტეტის სტუდენტია, საკმაოდ განათლებული გოგო და აქვს ასეთი რწმენა. მას წამს მაგიური რიტუალების და კმაყოფილიც არის შედეგებით. ერთ-ერთმა ნათელმხილველმა, რომელსაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მიმართა, ასწავლა მას რიტუალი. ეს გოგონა შეყვარებულთან იყო დაშორებული და განიცდიდა.

მას შემდეგ რაც ჩაატარა რიტუალი, რომელიც სასაფლაოსთან იყო დაკავშირებული, ცოტა შეეშინდა და ნინო ლეჟავასთან უბრალოდ გადაამოწმა, რამდენად საშიში რიტუალი იყო. აღმოჩნდა, რომ ლეჟავას პირადი მტრობა აკავშირებდა იმ ნათელმხილველთან, სასამრთლოში აქვთ დავა მათ, ამიტომ გადაწყვიტა ეს ბავშვი საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა.

იგი აიძულებდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ სასამრთლოში ჩვენება მიეცა ნათელმხილველის წინააღმდეგ, რომელმაც მას მაგიური რიტუალი ასწავლა. და თუ ასე არ მოიქცეოდა, ემუქრებოდა ყველაფერს მოვუყვები შენს მშობლებსო.

სწორედ ამიტომ დამძიმდა ემოციურად არასრულწლოვნის მდგომარეობა... მაქვს მოლოდინი, რომ საქმეს გამოიძიებენ. მაინცდამაინც თვითმკვლელობა უნდა მომხდარიყო?! ჰქონდა ამ გოგონასაც გარკვეული მცდელობები. დაკარგული იყო რაღაც პერიოდი და შემდეგ იპოვეს", - გვიყვება რევაზ რიჟამაძე.