ავტორი:

"ზაფხულის ღამის ჯაზი" - პირველი 3-დღიანი ფესტივალი პანდემიის შემდეგ

"ზაფხულის ღამის ჯაზი" - პირველი 3-დღიანი ფესტივალი პანდემიის შემდეგ

ქართველი მუსიკოსები საკუთარ ფესტივალს აარსებენ, რომლის სახელწოდებაა - "ზაფხულის ღამის ჯაზი", სლოგანით "ეს ჩემი ფესტივალია".

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს იქნება 2020 წელს პირველი სამდღიანი (13, 14, 15 აგვისტო) ფესტივალი, რომელიც თბილისის ისტორიულ "არტოს ბაღში" ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი.

ზაზა მარჯანიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, მაია ბარათაშვილი, დათო ევგენიძე, ჯგუფი "ქვინტესენსი", პაპუნა შარიქაძე, ზურა რამიშვილი, დინი ვირსალაძე, რეზო კიკნაძე, ლევან დეისაძე, უჩა მეტრეველი, ზაზა ცერცვაძე, ეკა დოლიძე, ხონძი, ლევან კემულარია, ჯორჯ მელი, გია რაქვიაშვილი, გიორგი სამსონაძე, დათო ჯაფარიძე, ლუკა თოფურია, ნიკა გაბაძე, ხატია ქორიძე, სოსო ცაგარეიშვილი, ლაშა დეისაძე, სანდრო კვაჭაძე, გია სალაღიშვილი, ჯონი თითირაშვილი, ვანიანო, გიო კაპანაძე, დათო გოგისვანიძე - ეს კი ფესტივალში მონაწილე მუსიკოსების არასრული ჩამონათვალია.

ფესტივალი თბილისის მერიის პატრონაჟით ჩატარდება.

პროექტის ორგანიზატორები არიან მუსიკოსთა კავშირი ZMG-ART და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი.

"ჩვენთან "ზაზანოვაში" მუდმივად იკრიბება მუსიკოსთა დიდი ნაწილი, რომლებიც იქაურობას თავის სახლად მიიჩნევენ. ამ ადამიანების სურვილით და გადაწყვეტილებით ფესტივალის დაარსება გადაწყდა. პანდემიის შემდეგ, როდესაც ყველა ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა - ვერც კონცერტებს ატარდებდნენ, გასტროლებიც ჩაეშალათ, ამიტომ, ამ იდეას მხარი ყველამ ერთად დაუჭირა.

თან, მით უმეტეს, თბილისის მერმა განაცხადა, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის, პროექტებზე შესაძლებელი იყო დაფინანსება გაზრდილიყო. მე და ზაზა მარჯანიშვილმა ეს პროექტი თბილისის მერიას წარვუდგინეთ. პროექტი 2 საათში დაამტკიცეს.

ხოლო თუ რატომ არის იდეა მნიშვნელოვანი, ამაზე ასე გეტყვით - მუსიკოსები გაერთიანდნენ, რაც უპრეცედენტო ფაქტია და ისინი არც ერთ ორგანიზაციას არ ეკუთვნიან. ეს ფესტივალი ყველა იმ მუსიკოსისაა, ვისაც მსოფლიოს არაერთ სცენაზე უმუშავია და დღესაც ნებისმიერს დაამშვენებენ. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება მუსიკის ნამდვილი ზეიმი, მონატრებულ მაყურებელთან შეხვედრა და ყველასთვის ძალიან დიდი სიხარული, როგორც მუსიკოსისთვის, ასევე მსმენელისთვის", - აცხადებს მარინა სალუქვაძე, პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ვინ არის "მარტოკაცი", რომელიც 2 კვირაში ფეისბუქ-ვარსკვლავად იქცა - "19 წელი გურიაში გავატარე, ეს ვიდეოები იმ დროის გაცოცხლებაა"

"მეუბნებიან, რომ პუტკუნა ბავშვებს, ვისაც ტკბილეული უყვარს, ელვირს ეძახიან..." - როგორ მოირგო ნიკა ქავთარაძემ ჩცდ-ს ყველაზე სკანდალური როლი?

"ადგილი, სადაც გართობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში იქნება შესაძლებელი" - Eclectik Space პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს!