სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა

2020 წლის 31 ივ­ლისს „ავერ­სი-რა­ცი­ო­ნალ­მა“ კი­დევ ერთ დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია – მო­ი­პო­ვა ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის GMP EAEU სერ­ტი­ფი­კა­ტი. ამ მიღ­წე­ვის შე­სა­ხებ „ავერ­სი-რა­ცი­ო­ნა­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მალ­ხაზ კურ­ტა­ნი­ძე გვე­სა­უბ­რა:

– GMP – Good Manufacturing Practice – გახ­ლავთ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი სა­წარ­მოს ისეთ მო­წყო­ბას და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, რო­მე­ლიც სტა­ბი­ლუ­რად მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ეფექ­ტუ­რი და უსაფრ­თხო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ 2022 წელს ამოქ­მედ­დე­ბა კა­ნო­ნი GMP სტან­დარ­ტი­სად­მი შე­სა­ბა­მი­სო­ბის შე­სა­ხებ, „ავერ­სი-რა­ცი­ო­ნალ­მა“ და­არ­სე­ბის დღი­დან­ვე და­ი­წყო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა, 2008 წელს კი მი­ი­ღო ევ­რო­პუ­ლი GMP სერ­ტი­ფი­კა­ტი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის მი­ე­რაა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის ნა­წი­ლია, ამი­ტომ ჩვე­ნი სა­წარ­მო, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მი­ვა­წო­დოთ. თუმ­ცა ჩვენს კომ­პა­ნი­ას პრო­დუქ­ცია, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­თან ერ­თად, გა­აქვს ისეთ ქვეყ­ნებ­შიც, რო­გო­რე­ბიც არი­ან სომ­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, ყა­ზა­ხე­თი და სხვე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კურ კავ­შირ­ში გა­ერ­თი­ან­დნენ. ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კურ კავ­შირს, ევ­რო­კავ­ში­რის მსგავ­სად, სა­კუ­თა­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და სტან­დარ­ტე­ბი აქვს, მათ შო­რის – ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის GMP, რომ­ლი­სად­მი შე­სა­ბა­მი­სო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. კი­დევ ერთხელ, ამ­ჯე­რად უკვე ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის ინ­სპექ­ტო­რებ­მა, აღი­ა­რეს, რომ ჩვე­ნი სა­წარ­მო მთლი­ა­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მო­თხოვ­ნებს, შე­სა­ბა­მი­სად, ექ­სპორ­ტში ვე­რა­ფე­რი შეგ­ვიშ­ლის ხელს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ად­გი­ლობ­რივ მწარ­მო­ებ­ლებს შო­რის, პირ­ვე­ლებ­მა მო­ვი­პო­ვეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი, რაც ჩვე­ნი გუნ­დის თი­თო­ე­ულ წევ­რს უხა­რია და ეა­მა­ყე­ბა.

– რო­დის და­ი­წყო „ავერ­სი-რა­ცი­ო­ნალ­მა“ ამ სერ­ტი­ფი­კა­ტის მო­სა­პო­ვებ­ლად სამ­ზა­დი­სი?

– გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მომ­ზა­დე­ბა არ დაგ­ვჭირ­ვე­ბია. ჩვე­ნი სა­წარ­მო 2006 წლი­დან ფლობს გერ­მა­ნულ ISO 9001 სერ­ტი­ფი­კატს (TÜV SÜD Management Service GmbH), 2008 წლი­დან – ევ­რო­პუ­ლი GMP EU სტან­დარ­ტი­სად­მი შე­სა­ბა­მი­სო­ბის სერ­ტი­ფი­კატს (ასე­ვე გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის – TÜV SÜD Industie Service GmbH-ს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აუ­დი­ტის შე­დე­გად). მას შემ­დეგ სა­წარ­მო ყო­ველ წელს გა­დის გერ­მა­ნე­ლი ინ­სპექ­ტო­რე­ბის სა­კონ­ტრო­ლო აუ­დიტს, სამ წე­ლი­წად­ში ერთხელ – რე­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას. ჩვე­ნი ანა­ლი­ზუ­რი და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი 2014 წლი­დან ფლო­ბენ აკ­რე­დი­ტა­ცი­ას ISO 17025-ის მი­ხედ­ვით და ეს შე­მოწ­მე­ბაც ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა.

უნდა ით­ქვას, რომ 2019 წლის მა­ის­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, სწო­რედ ჩვენ­მა ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­მა გა­ი­ა­რეს აკ­რე­დი­ტა­ცია გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ISO 17025:2017/2018-ის მი­ხედ­ვით. ეს იმ­დე­ნად დიდი სი­ახ­ლე იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და თა­ვად აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნოს ექ­სპერ­ტე­ბის­თვი­საც კი, რომ გა­მო­ით­ქვა ინი­ცი­ა­ტი­ვა, ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი ტრე­ნე­რე­ბად მი­ეწ­ვი­ათ. ჩვე­ნი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი 2010 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად წარ­მა­ტე­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­სა თუ სხვა პრო­ექ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის შე­მოწ­მე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად (EDQM – საფ­რან­გე­თი, LGC – პო­ლო­ნე­თი და სხვ.) და უმე­ტე­სად 100%-იანი სი­ზუს­ტის შე­დე­გე­ბით რე­ი­ტინ­გე­ბის ლი­დე­რებს შო­რის არი­ან.

უნდა გი­თხრათ ისიც, რომ 2018 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე სწო­რედ ჩვე­ნი კომ­პა­ნია, რო­გორც ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე სა­ნი­მუ­შო სა­წარ­მო, შე­არ­ჩი­ეს WHO GMP-ს და­ნი­ელ­მა ექ­სპერ­ტებ­მა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი (ქარ­თვე­ლი) GMP ინ­სპექ­ტო­რე­ბის მო­ა­სამ­ზა­დე­ბე­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სას­წავ­ლო აუ­დი­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. ეს აუ­დი­ტიც ენ­თუ­ზი­აზ­მით და დიდი წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რეთ და გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ ამ გზით ჩვე­ნი ქვეყ­ნის GMP ინ­სპექ­ცი­ის და­ნერგვა­შიც შე­ვი­ტა­ნეთ გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი.

ამ­რი­გად, ჩვენ მუდ­მი­ვი აუ­დი­ტი­სა და შე­მოწ­მე­ბის რე­ჟიმ­ში ვცხოვ­რობთ და ვმუ­შა­ობთ. გარ­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სა, პე­რი­ო­დუ­ლად თვი­თონ­ვე ვიწ­ვევთ სა­კონ­სულ­ტა­ციო / დი­აგ­ნოს­ტი­კურ აუ­დი­ტებს სტან­დარ­ტებ­სა და რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ.

ასე რომ, ევ­რა­ზი­ის კავ­ში­რის ინ­სპექ­ცი­ის წარ­მა­ტე­ბით გა­სავ­ლე­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მომ­ზა­დე­ბა ნამ­დვი­ლად არ დაგ­ვჭირ­ვე­ბია, – დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ სა­წარ­მო ყვე­ლა მო­თხოვ­ნას აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და და მზად გახ­ლდით ამ გა­მოწ­ვე­ვის­თვის. 2019 წლის ივ­ლის­ში გა­ვა­კე­თეთ გა­ნა­ცხა­დი ინ­სპექ­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ, 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში კი ევ­რა­ზი­ის GMP-ს ფარ­გლებ­ში სა­წარ­მოს მკაც­რი, დე­ტა­ლუ­რი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი აუ­დი­ტი ჩა­უ­ტარ­და. თა­ვად ინ­სპექ­ტო­რე­ბიც კი სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩნენ შე­დე­გით და არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნეს, რომ, მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვალ­წლი­ა­ნი პრაქ­ტი­კი­სა, იშ­ვი­ა­თად უნა­ხავთ ფარ­მა­ცევ­ტულ სა­წარ­მო­ში ისე­თი მა­ღა­ლი დონე, რო­გო­რიც „ავერ­სი-რა­ცი­ო­ნალ­ში“ დახ­ვდათ.

ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­სპექ­ცი­ის შემ­დეგ მოგ­ვცეს გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა, მათი გა­მოც­დი­ლე­ბის, ხედ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნი კრი­ტი­კის მი­ღე­ბა უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ჩვენ­თვის. უმოკ­ლეს ხან­ში შე­ვას­რუ­ლეთ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო და­დე­ბი­თად შე­ფას­და და, სა­ბო­ლო­ოდ, 2020 წლის 31 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლებს მოგ­ვა­ნი­ჭეს ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის GMP EAEU სერ­ტი­ფი­კა­ტი, რაც სა­ა­მა­ყოა არა მხო­ლოდ ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის­თვის, არა­მედ ქვეყ­ნის­თვი­საც, ვი­ნა­ი­დან სა­ხელ­მწი­ფო­ში, სა­დაც, რო­გორც გი­თხა­რით, 2022 წლი­დან გახ­დე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი GMP, უკვე არის სა­წარ­მო, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის GMP EU და ევ­რა­ზი­ის კავ­ში­რის GMP EAEU სერ­ტი­ფი­კა­ტებს ფლობს.

„ავერ­სი-რა­ცი­ო­ნა­ლის­თვის“ ეს მო­რი­გი აღი­ა­რე­ბაა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე. ჩვე­ნი გაზ­რდი­ლი ექ­სპორ­ტი შე­მო­სავ­ლის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წყა­რო იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის, რაც, თა­ვის მხრივ, წა­ად­გე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის და სა­კუთ­რივ ჩვე­ნი წარ­მო­ე­ბის ზრდას და სა­ბო­ლო­ოდ, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მცხოვ­რე­ბის ფი­ნან­სურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა. „ავერ­სი-რა­ცი­ო­ნა­ლი­სა“ და აქ და­საქ­მე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მთა­ვა­რი მი­სი­აც ეს გახ­ლავთ.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tata
2

კარგით რა. რა საერთაშორისო აღიარება. ქართული წამლები არაფერს არ კურნავს. შემოაქვთ ჩინეთიდან და ინდოეთიდან ფხვნილები და აქ ფუთავენ. აბა თქვენ იცით, დაბლოკეთ, არ გაუშვათ ეს კომენტარი. ფული გექნებათ აღებული სარეკლამო სტატიაში. ღონდ ჩვენ აღარ გვ ჯერა ასეთი რეკლამების.

მერი
4
წარმატებები" ავერსს"
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა

2020 წლის 31 ივლისს „ავერსი-რაციონალმა“ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია – მოიპოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის GMP EAEU სერტიფიკატი. ამ მიღწევის შესახებ „ავერსი-რაციონალის“ გენერალური დირექტორი მალხაზ კურტანიძე გვესაუბრა:

– GMP – Good Manufacturing Practice – გახლავთ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტული საწარმოს ისეთ მოწყობას და ფუნქციონირებას, რომელიც სტაბილურად მაღალი ხარისხის, ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების წარმოებას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მხოლოდ 2022 წელს ამოქმედდება კანონი GMP სტანდარტისადმი შესაბამისობის შესახებ, „ავერსი-რაციონალმა“ დაარსების დღიდანვე დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა, 2008 წელს კი მიიღო ევროპული GMP სერტიფიკატი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მიერაა შემუშავებული. საქართველო ევროპის ნაწილია, ამიტომ ჩვენი საწარმო, პირველ რიგში, სწორედ ევროპულ სტანდარტებზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, ქვეყნის მოსახლეობას ევროპული ხარისხის მედიკამენტები მივაწოდოთ. თუმცა ჩვენს კომპანიას პროდუქცია, ადგილობრივ ბაზართან ერთად, გააქვს ისეთ ქვეყნებშიც, როგორებიც არიან სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და სხვები, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაერთიანდნენ. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს, ევროკავშირის მსგავსად, საკუთარი რეგულაციები და სტანდარტები აქვს, მათ შორის – ევრაზიის ეკონომიკური კავშირის GMP, რომლისადმი შესაბამისობის დადასტურება ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო. კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ინსპექტორებმა, აღიარეს, რომ ჩვენი საწარმო მთლიანად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს, შესაბამისად, ექსპორტში ვერაფერი შეგვიშლის ხელს.

საქართველოში, ადგილობრივ მწარმოებლებს შორის, პირველებმა მოვიპოვეთ აღნიშნული სერტიფიკატი, რაც ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს უხარია და ეამაყება.

– როდის დაიწყო „ავერსი-რაციონალმა“ ამ სერტიფიკატის მოსაპოვებლად სამზადისი?

– განსაკუთრებული მომზადება არ დაგვჭირვებია. ჩვენი საწარმო 2006 წლიდან ფლობს გერმანულ ISO 9001 სერტიფიკატს (TÜV SÜD Management Service GmbH), 2008 წლიდან – ევროპული GMP EU სტანდარტისადმი შესაბამისობის სერტიფიკატს (ასევე გერმანული კომპანიის – TÜV SÜD Industie Service GmbH-ს მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად). მას შემდეგ საწარმო ყოველ წელს გადის გერმანელი ინსპექტორების საკონტროლო აუდიტს, სამ წელიწადში ერთხელ – რესერტიფიცირებას. ჩვენი ანალიზური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიები 2014 წლიდან ფლობენ აკრედიტაციას ISO 17025-ის მიხედვით და ეს შემოწმებაც ყოველწლიურად ტარდება.

უნდა ითქვას, რომ 2019 წლის მაისში, საქართველოში პირველად, სწორედ ჩვენმა ლაბორატორიებმა გაიარეს აკრედიტაცია განახლებული ISO 17025:2017/2018-ის მიხედვით. ეს იმდენად დიდი სიახლე იყო ჩვენი ქვეყნისთვის და თავად აკრედიტაციის სახელმწიფო ორგანოს ექსპერტებისთვისაც კი, რომ გამოითქვა ინიციატივა, ჩვენი კოლეგები ტრენერებად მიეწვიათ. ჩვენი ლაბორატორიები 2010 წლიდან ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო კონკურსებსა თუ სხვა პროექტებში, რომლებიც პროფესიული კომპეტენტურობის შემოწმებას ისახავს მიზნად (EDQM – საფრანგეთი, LGC – პოლონეთი და სხვ.) და უმეტესად 100%-იანი სიზუსტის შედეგებით რეიტინგების ლიდერებს შორის არიან.

უნდა გითხრათ ისიც, რომ 2018 წლის შემოდგომაზე სწორედ ჩვენი კომპანია, როგორც ევროპული სტანდარტების მქონე სანიმუშო საწარმო, შეარჩიეს WHO GMP-ს დანიელმა ექსპერტებმა ნაციონალური (ქართველი) GMP ინსპექტორების მოასამზადებელი პროგრამის ფარგლებში სასწავლო აუდიტის ჩასატარებლად. ეს აუდიტიც ენთუზიაზმით და დიდი წარმატებით გავიარეთ და გვეამაყება, რომ ამ გზით ჩვენი ქვეყნის GMP ინსპექციის დანერგვაშიც შევიტანეთ გარკვეული წვლილი.

ამრიგად, ჩვენ მუდმივი აუდიტისა და შემოწმების რეჟიმში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. გარდა სავალდებულო ინსპექტირებისა, პერიოდულად თვითონვე ვიწვევთ საკონსულტაციო / დიაგნოსტიკურ აუდიტებს სტანდარტებსა და რეგულაციებთან დაკავშირებული ცვლილებების კვალდაკვალ.

ასე რომ, ევრაზიის კავშირის ინსპექციის წარმატებით გასავლელად განსაკუთრებული მომზადება ნამდვილად არ დაგვჭირვებია, – დარწმუნებულები ვიყავით, რომ საწარმო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა და მზად გახლდით ამ გამოწვევისთვის. 2019 წლის ივლისში გავაკეთეთ განაცხადი ინსპექტირების შესახებ, 2019 წლის დეკემბერში კი ევრაზიის GMP-ს ფარგლებში საწარმოს მკაცრი, დეტალური და ყოვლისმომცველი აუდიტი ჩაუტარდა. თავად ინსპექტორებიც კი სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ შედეგით და არაერთხელ აღნიშნეს, რომ, მიუხედავად მრავალწლიანი პრაქტიკისა, იშვიათად უნახავთ ფარმაცევტულ საწარმოში ისეთი მაღალი დონე, როგორიც „ავერსი-რაციონალში“ დახვდათ.

ბუნებრივია, ინსპექციის შემდეგ მოგვცეს გარკვეული რეკომენდაციები. ექსპერტების შეფასება, მათი გამოცდილების, ხედვის გაზიარება, სამართლიანი კრიტიკის მიღება უდიდესი გამოცდილება იყო ჩვენთვის. უმოკლეს ხანში შევასრულეთ ყველა რეკომენდაცია. ჩატარებული სამუშაო დადებითად შეფასდა და, საბოლოოდ, 2020 წლის 31 ივლისს საქართველოში პირველებს მოგვანიჭეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის GMP EAEU სერტიფიკატი, რაც საამაყოა არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, ვინაიდან სახელმწიფოში, სადაც, როგორც გითხარით, 2022 წლიდან გახდება სავალდებულო ნაციონალური GMP, უკვე არის საწარმო, რომელიც ევროკავშირის GMP EU და ევრაზიის კავშირის GMP EAEU სერტიფიკატებს ფლობს.

„ავერსი-რაციონალისთვის“ ეს მორიგი აღიარებაა საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი გაზრდილი ექსპორტი შემოსავლის საკმაოდ მნიშვნელოვანი წყარო იქნება ქვეყნისთვის, რაც, თავის მხრივ, წაადგება ქვეყნის ეკონომიკის და საკუთრივ ჩვენი წარმოების ზრდას და საბოლოოდ, ბუნებრივია, საქართველოს თითოეული მცხოვრების ფინანსურ კეთილდღეობაზე აისახება. „ავერსი-რაციონალისა“ და აქ დასაქმებული თითოეული ადამიანის მთავარი მისიაც ეს გახლავთ.

R

“დიდი სიყვარულის დასაწყისი” - Wolt ქუთაისშია!

ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში

ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში