პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის გან­ცხა­დე­ბით სას­წავ­ლო წელი 15 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, რო­გორც ყვე­ლა სხვა ობი­ექ­ტებ­ში, ყვე­ლა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა სი­ცხის გა­ზომ­ვის პრო­ცე­დუ­რა, თუმ­ცა ჩნდე­ბა კი­თხვა, რო­გორ უნდა იმარ­თოს მოს­წავ­ლე­თა ნა­კა­დი თერ­მოსკრი­ნინ­გი­სას ისე, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი არ შე­ფერ­ხდეს?

რა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით შე­საძ­ლოა აღი­ჭურ­ვოს სკო­ლე­ბი და რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლე­თა დიდი ნა­კა­დის მარ­თვა, ამ კი­თხვებ­ზე ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის კომ­პა­ნია „ინო­ტე­ქის“ (www.innotech.ge) გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი ლე­ვან ფან­ჯი­კი­ძე გვპა­სუ­ხობს:

დღეს, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, თერ­მოსკრი­ნინ­გის­თვის სამი სა­ხე­ო­ბის უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გია არ­სე­ბობს:

  • თერ­მოსკრი­ნინ­გის კა­მე­რე­ბი
  • უსაფრ­თხო­ე­ბის კა­რიბ­ჭე
  • თერ­მოსკრი­ნინ­გის ტერ­მი­ნა­ლი

სა­მი­ვე მათ­გა­ნი 1-2 წამ­ში ზო­მავს ტემ­პე­რა­ტუ­რას. ამას­თან, ისი­ნი მარ­ტი­ვი, დის­ტან­ცი­უ­რი და უსაფრ­თხოა. მა­გა­ლი­თად, თერ­მოსკრი­ნინ­გის კა­მე­რას რამ­დე­ნი­მე წამ­ში 20-დან 30-მდე ადა­მი­ა­ნის ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვა და ჩვე­ნე­ბა შე­უძ­ლია, ხოლო მისი მოქ­მე­დე­ბის დის­ტან­ცია 0.5-დან 10 მეტ­რამ­დეა. კომ­პა­ნია „ინო­ტექ­მა“ თერ­მოსკრი­ნინ­გის ტერ­მი­ნა­ლე­ბი უკვე და­ა­მონ­ტა­ჟა თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტებ­ში, თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­სა და სხვა­დას­ხვა კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში თერ­მოსკრი­ნინ­გის პრო­ცე­დუ­რის გავ­ლა არ გა­მო­იწ­ვევს სწავ­ლის შე­ფერ­ხე­ბას, არ არის დრო­ში და­ყოვ­ნე­ბუ­ლი და საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია დიდი ნა­კა­დე­ბის მარ­თვა.

ასე­ვე, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თერ­მოსკრი­ნინ­გის სა­მი­ვე სა­ხე­ო­ბა, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის არის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო, არ იწ­ვევს დას­ხი­ვე­ბას და არა­ვი­თა­რი უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა არ აქვს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი თერ­მოსკრი­ნინ­გის ტექ­ნი­კა, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბი­საა და პან­დე­მი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, მას აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ პირ­ველ რიგ­ში, ჩი­ნეთ­ში და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში.

მო­ცე­მუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ხელს უწყობს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას, პან­დე­მი­ის სიმპტო­მე­ბის ამოც­ნო­ბას, შე­ტყო­ბი­ნე­ბა­სა და მას­ზე შემ­დგომ რე­ა­გი­რე­ბას - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ფან­ჯი­კი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­ტა­ლებს, თუ რო­გორ მუ­შა­ობს თი­თო­ე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, კომ­პა­ნია „ინო­ტე­ქის“ ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი მო­რის მე­ლია გან­მარ­ტავს, რომ სა­მი­ვე მათ­განს მუ­შა­ო­ბის სწრა­ფი, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კა აქვს:

თერ­მოსკრი­ნინ­გის კა­მე­რა აკე­თებს ცხე­ლი საგ­ნე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რის ანა­ლი­ტი­კას და შე­უძ­ლია, გა­ნას­ხვა­ოს, სა­გა­ნი არის მოძ­რა­ვი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი თუ მა­გა­ლი­თად, ყავა ან ტე­ლე­ფო­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, სის­ტე­მის მო­ტყუ­ე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია. მას შე­უძ­ლია, ერ­თდრო­უ­ლად 20-დან 30-მდე ადა­მი­ანს გა­უ­ზო­მოს ტემ­პე­რა­ტუ­რა და ცდო­მი­ლე­ბა 0,1-0,2 გრა­დუ­სია. ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვი­სათ­ვის სა­ჭი­რო­ებს ერთ წამს. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი იძ­ლე­ვა გან­გაშს რო­გორც კომ­პი­უ­ტერ­ში, ასე ხმო­ვა­ნი სა­ხით ნე­ბის­მი­ერ ენა­ზე.

უსაფრ­თხო­ე­ბის კა­რიბ­ჭე მე­ტა­ლის დე­ტექ­ტო­რის მსგავ­სი კონ­სტრუქ­ცი­აა, რო­მელ­საც 120 და 180 სან­ტი­მეტ­რის სი­მაღ­ლის თერ­მუ­ლი სენ­სო­რე­ბი აქვს და­მა­ტე­ბუ­ლი, რო­გორც ბავ­შვე­ბის­თვის, ისე მოზ­რდი­ლე­ბის­თვის. ის კა­რიბ­ჭე­ში გას­ვლის­თა­ნა­ვე აფიქ­სი­რებს ტემ­პე­რა­ტუ­რას და გა­მო­სა­ხავს ტერ­მი­ნალ­ზე.

თერ­მოსკრი­ნინ­გის ტერ­მი­ნა­ლი, არის მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც მა­ჯის მი­ტა­ნის­თა­ნა­ვე ზო­მავს ტემ­პე­რა­ტუ­რას, იღებს ფო­ტო­სუ­რათს და ინა­ხავს პი­რის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლი­სა და გას­ვლის დრო­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც. ტერ­მი­ნალს შე­უძ­ლია გახ­სნას სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნი­კუ­რი ბა­რი­ე­რი, თუ ადა­მი­ა­ნი ორ პი­რო­ბას აკ­მა­ყო­ფი­ლებს: ატა­რებს პირ­ბა­დეს და არ უფიქ­სირ­დე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა უცხო­ეთ­ში ძი­რი­თა­დად, კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

მო­რის მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი თერ­მოსკრი­ნინ­გის კა­მე­რე­ბი ან უსაფრ­თხო­ე­ბის კა­რიბ­ჭე შე­იძ­ლე­ბა იყოს, მათი სწრა­ფი გამ­ტა­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

კომ­პა­ნია „ინო­ტე­ქი“(www.innotech.ge) აცხა­დებს, რომ სკო­ლებ­სა და სხვა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, თერ­მოსკრი­ნინ­გის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მზა­დაა უზ­რუნ­ველ­ყოს მათი თერ­მოსკრი­ნინ­გის აპა­რა­ტე­ბით მო­მა­რა­გე­ბა და სა­ინ­სტა­ლა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ოპ­ტი­მა­ლურ დრო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

(R)

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
3

ის რაც დღეს გამოიყებება, ტემპერატურის გაზომვა დასხივების ზემოქმედებით, არის დანაშაული და შედეგს გამოიღებს გარკვეული დროის შემდეგ! გარდა ამისა, პიროვნების შესახებ სხეულის ტემპერატურის გაგება მიეკუთვნება პერსონალურ ინფორმაციას და ამ მხრივ როგორ იქნება კანონი დაცული, თუ მოხდება ძალდატანებით და ძალადობით?

 

მეგრე
0

ტენდერის გარეშეა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?

როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. სავარაუდოდ, როგორც ყველა სხვა ობიექტებში, ყველა სასწავლო დაწესებულებაში სავალდებულო იქნება სიცხის გაზომვის პროცედურა, თუმცა ჩნდება კითხვა, როგორ უნდა იმართოს მოსწავლეთა ნაკადი თერმოსკრინინგისას ისე, რომ საგანმანათლებლო პროცესი არ შეფერხდეს?

რა ტექნოლოგიებით შესაძლოა აღიჭურვოს სკოლები და რამდენად შესაძლებელია მოსწავლეთა დიდი ნაკადის მართვა, ამ კითხვებზე ინოვაციური ტექნიკისა და უსაფრთხოების სისტემების კომპანია „ინოტექის“ (www.innotech.ge) გენერალური მენეჯერი ლევან ფანჯიკიძე გვპასუხობს:

დღეს, მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც, თერმოსკრინინგისთვის სამი სახეობის უახლესი ტექნოლოგია არსებობს:

  • თერმოსკრინინგის კამერები
  • უსაფრთხოების კარიბჭე
  • თერმოსკრინინგის ტერმინალი

სამივე მათგანი 1-2 წამში ზომავს ტემპერატურას. ამასთან, ისინი მარტივი, დისტანციური და უსაფრთხოა. მაგალითად, თერმოსკრინინგის კამერას რამდენიმე წამში 20-დან 30-მდე ადამიანის ტემპერატურის გაზომვა და ჩვენება შეუძლია, ხოლო მისი მოქმედების დისტანცია 0.5-დან 10 მეტრამდეა. კომპანია „ინოტექმა“ თერმოსკრინინგის ტერმინალები უკვე დაამონტაჟა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და სხვადასხვა კერძო დაწესებულებაში. შესაბამისად, პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასწავლო დაწესებულებებში თერმოსკრინინგის პროცედურის გავლა არ გამოიწვევს სწავლის შეფერხებას, არ არის დროში დაყოვნებული და საკმაოდ მარტივია დიდი ნაკადების მართვა.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თერმოსკრინინგის სამივე სახეობა, მოსწავლეებისთვის არის სრულიად უსაფრთხო, არ იწვევს დასხივებას და არავითარი უარყოფითი ზეგავლენა არ აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ზემოთ აღნიშნული თერმოსკრინინგის ტექნიკა, საერთაშორისო გამოცდილებისაა და პანდემიასთან საბრძოლველად, მას აქტიურად იყენებენ პირველ რიგში, ჩინეთში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

მოცემული ტექნოლოგიები ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებას, პანდემიის სიმპტომების ამოცნობას, შეტყობინებასა და მასზე შემდგომ რეაგირებას - აღნიშნა ლევან ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება დეტალებს, თუ როგორ მუშაობს თითოეული ტექნიკური საშუალება, კომპანია „ინოტექის“ ტექნიკური დირექტორი მორის მელია განმარტავს, რომ სამივე მათგანს მუშაობის სწრაფი, თუმცა განსხვავებული სპეციფიკა აქვს:

თერმოსკრინინგის კამერა აკეთებს ცხელი საგნების ტემპერატურის ანალიტიკას და შეუძლია, განასხვაოს, საგანი არის მოძრავი ცოცხალი ორგანიზმი თუ მაგალითად, ყავა ან ტელეფონი. შესაბამისად, სისტემის მოტყუება გამორიცხულია. მას შეუძლია, ერთდროულად 20-დან 30-მდე ადამიანს გაუზომოს ტემპერატურა და ცდომილება 0,1-0,2 გრადუსია. ტემპერატურის გაზომვისათვის საჭიროებს ერთ წამს. მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში კი იძლევა განგაშს როგორც კომპიუტერში, ასე ხმოვანი სახით ნებისმიერ ენაზე.

უსაფრთხოების კარიბჭე მეტალის დეტექტორის მსგავსი კონსტრუქციაა, რომელსაც 120 და 180 სანტიმეტრის სიმაღლის თერმული სენსორები აქვს დამატებული, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. ის კარიბჭეში გასვლისთანავე აფიქსირებს ტემპერატურას და გამოსახავს ტერმინალზე.

თერმოსკრინინგის ტერმინალი, არის მოწყობილობა, რომელიც მაჯის მიტანისთანავე ზომავს ტემპერატურას, იღებს ფოტოსურათს და ინახავს პირის შენობაში შესვლისა და გასვლის დროის შესახებ ინფორმაციასაც. ტერმინალს შეუძლია გახსნას სხვადასხვა მექანიკური ბარიერი, თუ ადამიანი ორ პირობას აკმაყოფილებს: ატარებს პირბადეს და არ უფიქსირდება მაღალი ტემპერატურა. აღნიშნული ტექნიკური საშუალება უცხოეთში ძირითადად, კერძო კომპანიებში გამოიყენება.

მორის მელიას განცხადებით, სხვა ქვეყნების მაგალითზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ყველაზე ეფექტური თერმოსკრინინგის კამერები ან უსაფრთხოების კარიბჭე შეიძლება იყოს, მათი სწრაფი გამტარობიდან გამომდინარე.

კომპანია „ინოტექი“(www.innotech.ge) აცხადებს, რომ სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში, თერმოსკრინინგის აღჭურვილობის დამონტაჟებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მზადაა უზრუნველყოს მათი თერმოსკრინინგის აპარატებით მომარაგება და საინსტალაციო სამუშაოების ოპტიმალურ დროში განხორციელება.

(R)

ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა

5 რჩევა მათთვის, ვინც ბინის შეძენას აპირებს