საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა შევხვდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა..." - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბაჩანა ლობჟანიძეზე
"როცა შევხვდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა..." - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბაჩანა ლობჟანიძეზე

გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მე­გობ­რის, დეა კა­პა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს არა ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე, არა­მედ სხვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დეა კა­პა­ნა­ძემ ჟურ­ნა­ლისტ ელი­სო კი­ლა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. რო­გორც ბა­ჩა­ლიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ჰყვე­ბა, მან არ იცის, თუ სა­ი­დან მო­ვი­და ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე და ვი­ნაა ის.

"არ ვიცი ეს ადა­მი­ა­ნი სა­ი­დან მო­ვი­და, არ იყო ეს ადა­მი­ა­ნი თა­მუ­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი... თა­მუ­ნას ჰყავ­და ერთი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მარ­ტო, რო­მე­ლიც ვიცი და თვი­თო­ნაც გა­მაც­ნო და ახ­ლაც მაქვს იმ ადა­მი­ან­თან კონ­ტაქ­ტი. ეს არ არის ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე, სა­ერ­თოდ, 22-ში თუ 23-ში ბა­ჩა­ნამ რომ მომ­წე­რა, უბ­რა­ლოდ მი­სა­მარ­თი გა­ვუგ­ზავ­ნე, "გი­ფე­ბი" და სუ­რა­თე­ბი ჩა­მი­ყა­რა, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი - შენ ვინ ხარ, შენ­ზე რა­ტომ არ მი­თხრა თა­მუ­ნამ არა­ფე­რი-მეთ­ქი“, - გა­ნა­ცხა­და კა­პა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი შეყ­ვა­რე­ბულს 2018 წელს და­შორ­და. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი ჰყვე­ბა, პირი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბულს უწო­დებს, მას თა­ვად და­უ­კავ­შირ­და და ცდი­ლობ­და მის­გან ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ღო.

„კონ­ტაქ­ტში შე­ვე­დი, როცა თა­მუ­ნა მო­ას­ვე­ნეს, ბა­ჩა­ნამ სუ­რა­თე­ბი და "გი­ფე­ბი" ჩა­მიგ­დო, ვენ­დე, მე­გო­ნა, რომ კურ­სე­ლი იყო, ჩვე­უ­ლებ­რივ ავ­ყე­ვი, მი­მო­წე­რა­საც გა­ვა­სა­ჯა­რო­ვებ, ჩემი ტე­ლე­ფო­ნიც აქვს გა­მო­ძი­ე­ბას, არ ვიცი სა­ერ­თოდ ეს ადა­მი­ა­ნი რას წარ­მო­ად­გენს. როცა შევ­ხვდი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ ჩემ­გან ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებ­და. მგო­ნი, მა­რი­ამ ვარ­დი­აშ­ვილ­მა თქვა, კი­თხვებს მის­ვამ­და და არ ვიცი, ვინ იყოო, ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლა და­ი­მა­ტა, ჩემი და თა­მოს სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი ვინც იყო, ყვე­ლას მი­წე­რა და უს­ვამ­და უამ­რავ კი­თხვას, სულ თა­მუ­ნას გარ­შე­მო“, - გა­ნა­ცხა­და კა­პა­ნა­ძემ.

კი­თხვა­ზე, სჯე­რა თუ არა, რომ თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა თავი მო­იკ­ლა, დეა კა­პა­ნა­ძე აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ­ზე პა­სუხს ვერ გას­ცემს.

"ვერ გაგ­ცემთ მა­გა­ზე პა­სუხს, არ ვიცი",- აღ­ნიშ­ნა თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს სხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად წას­ვლა სურ­და.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნილ მცი­რე ზო­მის ფურ­ცელ­ზე არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი: „ანა­ბარ­ზე თან­ხაა, გა­მო­ი­ყე­ნეთ“, თა­ვად თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
4

ის რაც ქართული მენტალობისთვის მიუღებელია არის ბარიგობა, შეიძლება კლუბური ნარკოტიკებით ბარიგობის სქემა ჩაუვარდა ხელში რომელშიც მაღალჩინოსნები არიან გარეული

,
26

კარგად გადმოიბირეს და მუშაობს ბიჭი დავალებებით. დაუფასდება მომავალში.............( ასე შთააგონეს)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"როცა შევხვდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა..." - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბაჩანა ლობჟანიძეზე

"როცა შევხვდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა..." - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბაჩანა ლობჟანიძეზე

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის განცხადებით, ბაჩალიაშვილს არა ბაჩანა ლობჟანიძე, არამედ სხვა შეყვარებული ჰყავდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დეა კაპანაძემ ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ბაჩალიშვილის მეგობარი ჰყვება, მან არ იცის, თუ საიდან მოვიდა ბაჩანა ლობჟანიძე და ვინაა ის.

"არ ვიცი ეს ადამიანი საიდან მოვიდა, არ იყო ეს ადამიანი თამუნას შეყვარებული... თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული მარტო, რომელიც ვიცი და თვითონაც გამაცნო და ახლაც მაქვს იმ ადამიანთან კონტაქტი. ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე, საერთოდ, 22-ში თუ 23-ში ბაჩანამ რომ მომწერა, უბრალოდ მისამართი გავუგზავნე, "გიფები" და სურათები ჩამიყარა, გაკვირვებული ვიყავი - შენ ვინ ხარ, შენზე რატომ არ მითხრა თამუნამ არაფერი-მეთქი“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილი შეყვარებულს 2018 წელს დაშორდა. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ჰყვება, პირი, რომელიც საკუთარ თავს ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, მას თავად დაუკავშირდა და ცდილობდა მისგან ინფორმაცია მიეღო.

„კონტაქტში შევედი, როცა თამუნა მოასვენეს, ბაჩანამ სურათები და "გიფები" ჩამიგდო, ვენდე, მეგონა, რომ კურსელი იყო, ჩვეულებრივ ავყევი, მიმოწერასაც გავასაჯაროვებ, ჩემი ტელეფონიც აქვს გამოძიებას, არ ვიცი საერთოდ ეს ადამიანი რას წარმოადგენს. როცა შევხვდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა. მგონი, მარიამ ვარდიაშვილმა თქვა, კითხვებს მისვამდა და არ ვიცი, ვინ იყოო, ჩემ გარშემო ყველა დაიმატა, ჩემი და თამოს საერთო მეგობრები ვინც იყო, ყველას მიწერა და უსვამდა უამრავ კითხვას, სულ თამუნას გარშემო“, - განაცხადა კაპანაძემ.

კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ თამუნა ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, დეა კაპანაძე აცხადებს, რომ აღნიშნულზე პასუხს ვერ გასცემს.

"ვერ გაგცემთ მაგაზე პასუხს, არ ვიცი",- აღნიშნა თამუნა ბაჩალიაშვილის მეგობარმა.

მისივე თქმით, თამუნა ბაჩალიაშვილს სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლა სურდა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

ბათუმისა და ქობულეთის ბულვარში განთავსებულ კარვებში 712 პირის ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 1 პირს დაუდასტურდა

"3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია" - საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა