მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეხვდება თუ არა გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს - პრემიერის კომენტარი
შეხვდება თუ არა გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს - პრემიერის კომენტარი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახს გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შეხ­ვდე­ბა. ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, არა­ვის მის­ცემს უფ­ლე­ბას გაგ­რძელ­დეს პო­ლი­ცი­ის და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის დე­ლე­გი­ტი­მა­ცი­ის პრო­ცე­სი, რაც მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, დღეს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„მინ­და ღრმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოვ­თქვა მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გამო. უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა გო­გოს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ვკარ­გავთ. რა თქმა უნდა, ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს. ეს არ არის მხო­ლოდ ოჯა­ხის, ქვეყ­ნის ტრა­გე­დი­აა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი ფაქ­ტე­ბი ხდე­ბა. გარ­და ამი­სა, მე, რო­გორც ამ ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, პა­ტი­ვი ვცე ინ­სტი­ტუ­ტებს. მე მშობ­ლებ­თან ერ­თად ვე­ლო­დე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას. მე არა­ვის მივ­ცემ უფ­ლე­ბას გაგ­რძელ­დეს პო­ლი­ცი­ის და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის დე­ლე­გი­ტი­მა­ცი­ის პრო­ცე­სი, რაც დღეს ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩვენს თვალ­წინ. ჩვენ ყვე­ლას, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, ყვე­ლა ადა­მი­ანს უნდა გვეს­მო­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის დე­ლე­გი­ტი­მა­ცია, რა­საც დღეს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი მიზ­ნობ­რი­ვად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, პირ­ველ რიგ­ში, არის უდი­დე­სი რის­კი ჩვე­ნი შვი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ხვალ. ამი­ტომ არა­ვის ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ უნდა მივ­ცეთ. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ მშობ­ლებ­თან ერ­თად ყო­ველ­დღი­უ­რად ვე­ლო­დე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს. რა თქმა უნდა, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა, მას შემ­დგომ, რაც გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­დე­ბა, შეხ­ვედ­რის მე არ გა­მაჩ­ნია. ეს არის ჩემი, რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ქვეყ­ნის, ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და მშობ­ლე­ბის წი­ნა­შე“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შეხვდება თუ არა გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს - პრემიერის კომენტარი

შეხვდება თუ არა გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს - პრემიერის კომენტარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, არავის მისცემს უფლებას გაგრძელდეს პოლიციის და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც მისივე შეფასებით, დღეს უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ ხორციელდება.

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტის გამო. უდიდესი ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა გოგოს, საქართველოს მოქალაქეს ვკარგავთ. რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებ ოჯახს. ეს არ არის მხოლოდ ოჯახის, ქვეყნის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყანაში ასეთი ფაქტები ხდება. გარდა ამისა, მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვალდებული ვარ, პატივი ვცე ინსტიტუტებს. მე მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას. მე არავის მივცემ უფლებას გაგრძელდეს პოლიციის და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ხორციელდება ჩვენს თვალწინ. ჩვენ ყველას, თითოეულ მოქალაქეს, ყველა ადამიანს უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ. ამიტომ არავის ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მშობლებთან ერთად ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს. რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა, მას შემდგომ, რაც გამოძიება დასრულდება, შეხვედრის მე არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ინსტიტუტების და მშობლების წინაშე“, - განაცხადა გახარიამ.

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ახლად დანიშნული მინისტრი?

მთავრობა 17 წლამდე ბავშვებს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება, რა დახმარებას მიიღებენ სტუდენტები?

მთავრობა შემოდგომაზე 4 თვის კომუნალურ გადასახადებს დაფარავს - ვინ მიიღებს 300-ლარიან დახმარებას?