მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობა 17 წლამდე ბავშვებს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება, რა დახმარებას მიიღებენ სტუდენტები?
მთავრობა 17 წლამდე ბავშვებს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება, რა დახმარებას მიიღებენ სტუდენტები?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, 17 წლამ­დე ბავ­შვი ერთჯე­რა­დად 200-ლა­რი­ან დამ­ხა­რე­ბას მი­ი­ღებს.

გა­ხა­რი­ას თქმით, კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში ბავ­შვე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის კუ­თხით, ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა იქ­ნე­ბა.

„ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ში, ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს და პირ­ველ რიგ­ში 17 წლამ­დე ბავ­შვებს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ექ­ნე­ბათ დახ­მა­რე­ბა 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით და ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ბავ­შვე­ბის კრი­ზის­ში და რა თქმა უნდა, სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბამ­დე, ასე­ვე სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბის პრო­ცეს­ში. რომ შე­ვა­ჯა­მოთ, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე 17 წლამ­დე ბავ­შვი, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მი­ი­ღებს 200 ლა­რის დახ­მა­რე­ბას ერთჯე­რა­დად და ეს დახ­მა­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კრი­ზის­ში ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რი­სა და სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბის პრო­ცეს­ში“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

ამას­თან, ყვე­ლა სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც არის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი და არის 150 000 ქუ­ლამ­დე კა­ტე­გო­რი­ა­ში, მი­ი­ღებს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან 2020-2021 სას­წავ­ლო წლის ერთი სე­მესტრის სრულ ანა­ზღა­უ­რე­ბას.

პრე­მი­ე­რის თქმით, ამა­ვე კა­ტე­გო­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­საც სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი აქვთ შე­ჩე­რე­ბუ­ლი, ერთი წლის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი და­უ­ფი­ნანსდე­ბათ.

პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, ასე­თი შე­ღა­ვა­თე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ისარ­გებ­ლებს 33 000-ზე მეტი სტუ­დენ­ტი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
GVF
16

მადლობა გახარა 

ვოოტ
36

მართალი ყოფილა, სახელმძღვანელოების დაბეჭდვას ვერ ახერხებენო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მთავრობა 17 წლამდე ბავშვებს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება, რა დახმარებას მიიღებენ სტუდენტები?

მთავრობა 17 წლამდე ბავშვებს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება, რა დახმარებას მიიღებენ სტუდენტები?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, 17 წლამდე ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.

გახარიას თქმით, კრიზისის პერიოდში ბავშვების სოციალური დახმარების კუთხით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

„ეკონომიკურ კრიზისში, ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში 17 წლამდე ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე, ასევე სასწავლო წლის დაწყების პროცესში. რომ შევაჯამოთ, საქართველოს ყველა მოქალაქე 17 წლამდე ბავშვი, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისა და სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და არის 150 000 ქულამდე კატეგორიაში, მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას.

პრემიერის თქმით, ამავე კატეგორიის სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი აქვთ შეჩერებული, ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ.

პრემიერის განცხადებით, ასეთი შეღავათებით საქართველოში ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი.

"მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია... მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი" - ნათია თურნავა

"მიზანია თებერვლის დასაწყისში სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცეს" - რას ამბობს პრემიერი ვაქცინაციაზე?

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი