პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ - თავდასხმას, რომელიც უკვე მეორედ მოხდა, შურისძიებას უკავშირებენ
ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ - თავდასხმას, რომელიც უკვე მეორედ მოხდა, შურისძიებას უკავშირებენ

ზუგ­დიდ­ში, სო­ფელ ქვა­ლონ­თან ხელ­კე­ტე­ბი­თა და აგუ­რე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი ავ­ტო­ბუსს თავს და­ესხნენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "მთა­ვა­რი" ავ­რცე­ლებს. ტე­ლე­არ­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი, მას ქვა შუბ­ლში მოხ­ვდა.

რო­გორც "მთა­ვა­რი" იტყო­ბი­ნე­ბა, სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია "გლო­ბუ­სის" წარ­მო­მად­გნ­ლე­ბი თავ­დას­ხმას, რო­მე­ლიც უკვე მე­ო­რედ მოხ­და, შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­ში­რე­ბენ. მათი თქმით, კონ­კუ­რენ­ტი სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მათ მგზავ­რებს ფი­ზი­კუ­რად მხო­ლოდ იმი­ტომ უს­წორ­დე­ბი­ან, რომ სამ­გზავ­როდ "გლო­ბუ­სის" ტრან­სპორ­ტს ირ­ჩე­ვენ.

"მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი იყო, ეს იყო გა­მიზ­ნუ­ლი მძღოლ­ზე, რომ მძღო­ლი დაბ­ნე­უ­ლი­ყო და მომ­ხდა­რი­ყო ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა. მიჰ­ყავ­და 30 კაცი და 30-ვე ადა­მი­ანს ემუქ­რე­ბო­და საფრ­თხე. რა თქმა უნდა, კონ­კუ­რენ­ცი­აა, ჩვე­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბი არის გა­მარ­თუ­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი. ჩვენს კონ­კუ­რენ­ტებს ეს არ აწყობთ, ამი­ტომ მი­დის ჩვენ­ზე თავ­დას­ხმა, ეს არის მე­ო­რედ მომ­ხდა­რი ფაქ­ტი უკვე", - ამ­ბობს "მთავ­რთან" ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის შემ­დეგ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი გა­იქ­ცნენ და ავა­რი­ა­ში მოყ­ვნენ. პო­ლი­ცი­ამ ამ დროს 2 სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე და­ა­კა­ვა.

ამ კომ­პა­ნი­ის ავ­ტო­ბუს­ზე თავ­დას­ხმის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 9 ივ­ლისს, გვი­ან ღა­მით მოხ­და. ზუგ­დი­დი-თბი­ლი­სის მო­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რავ ავ­ტო­ბუსს გზა ნიღ­ბი­ან­მა პირ­მა სო­ფელ ცა­იშშ­თან გა­და­უჭ­რა. მძღოლ­მა მოძ­რა­ო­ბა შე­ა­ნე­ლა, რა დრო­საც ნიღ­ბი­ან­მა ავ­ტო­ბუსს ქვე­ბი და­უ­ში­ნა, წინა სა­ქა­რე მინა ჩა­უმტვრია და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

"მთა­ვა­რის" ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aburjga
8

არ შეიძლება ლიბერალურ-დემოკრატიას ანუ "დასავლეთის ფეხის ნაბან წყალს" გადავაყოლოთ ბავშვი ანუ ჩვენი სამშობლო საქართველოს ჭეშმარიტი სახე! 

დნ
19

ადით ქურდებთან და მოყომარდება 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ - თავდასხმას, რომელიც უკვე მეორედ მოხდა, შურისძიებას უკავშირებენ

ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ - თავდასხმას, რომელიც უკვე მეორედ მოხდა, შურისძიებას უკავშირებენ

ზუგდიდში, სოფელ ქვალონთან ხელკეტებითა და აგურებით შეიარაღებული ნიღბიანი პირები ავტობუსს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი" ავრცელებს. ტელეარხის ინფორმაციით, დაშავებულია ერთი პირი, მას ქვა შუბლში მოხვდა.

როგორც "მთავარი" იტყობინება, სატრანსპორტო კომპანია "გლობუსის" წარმომადგნლები თავდასხმას, რომელიც უკვე მეორედ მოხდა, შურისძიებას უკავშირებენ. მათი თქმით, კონკურენტი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის წარმომადგენლები მათ მგზავრებს ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ უსწორდებიან, რომ სამგზავროდ "გლობუსის" ტრანსპორტს ირჩევენ.

"მიზანმიმართული იყო, ეს იყო გამიზნული მძღოლზე, რომ მძღოლი დაბნეულიყო და მომხდარიყო ავტოსაგზაო შემთხვევა. მიჰყავდა 30 კაცი და 30-ვე ადამიანს ემუქრებოდა საფრთხე. რა თქმა უნდა, კონკურენციაა, ჩვენი ავტობუსები არის გამართული, მოწესრიგებული ავტობუსები. ჩვენს კონკურენტებს ეს არ აწყობთ, ამიტომ მიდის ჩვენზე თავდასხმა, ეს არის მეორედ მომხდარი ფაქტი უკვე", - ამბობს "მთავრთან" ავტოსატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ და ავარიაში მოყვნენ. პოლიციამ ამ დროს 2 სავარაუდო დამნაშავე დააკავა.

ამ კომპანიის ავტობუსზე თავდასხმის პირველი შემთხვევა 9 ივლისს, გვიან ღამით მოხდა. ზუგდიდი-თბილისის მომართულებით მოძრავ ავტობუსს გზა ნიღბიანმა პირმა სოფელ ცაიშშთან გადაუჭრა. მძღოლმა მოძრაობა შეანელა, რა დროსაც ნიღბიანმა ავტობუსს ქვები დაუშინა, წინა საქარე მინა ჩაუმტვრია და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"მთავარის" ფოტოები

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს თავს დაესხა - შსს-ს განცხადება

"რთული პაროლი ექნებოდა... საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არ შეინახავდა" - რას ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი წაშლილ ფაილებზე

"ყველა ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება" - რაზე მიიღო პასუხი აშშ-დან ბაჩალიაშვილის ოჯახმა