სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბეირუთში აფეთქების კვალი რუს ბიზნესმენზე გავიდა - "ყოველდღე ვწერდი პუტინს, დახმარებას ვთხოვდი, მაგრამ არაფრად ჩაგვთვალეს"
ბეირუთში აფეთქების კვალი რუს ბიზნესმენზე გავიდა - "ყოველდღე ვწერდი პუტინს, დახმარებას ვთხოვდი, მაგრამ არაფრად ჩაგვთვალეს"

ლი­ბან­ში მომ­ხდა­რი ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის კვა­ლი რუს ბიზ­ნეს­მენ­ზე გა­ვი­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ბე­ი­რუთ­ში ორი აფეთ­ქე­ბა მოხ­და, ერთი პორ­ტში და ერ­თიც ე.წ. პი­რო­ტექ­ნი­კის სა­წყობ­ში.

აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, და­ი­ღუ­პა 100-ზე მეტი და და­შავ­და და­ახ­ლო­ე­ბით 4 000 ადა­მი­ა­ნი. 300 000 ადა­მი­ან­ზე მეტი კი, უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლი 5 მლრდ აშშ დო­ლარს აღ­წევს. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია აღ­მო­სავ­ლეთ ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის­პი­რე­თის უდი­დე­სი სა­ზღვაო პორ­ტი, ბე­ი­რუ­თის სას­ტუმ­რო­ე­ბის 90%.

ამას­თან, ეს აფეთ­ქე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ამ­წვა­ვებს შიდა რე­ლი­გი­ურ და­პი­რის­პი­რე­ბას სუ­ნი­ტებს, ში­ი­ტებს, ქრის­ტი­ა­ნებ­სა და სხვა რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ამ აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ ლი­ბან­ში გამ­წვავ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, კო­რუფ­ცია, რო­მე­ლიც ბოლო წლებ­ში ყვე­ლა სფე­რო­ში მძვინ­ვა­რებს და შე­საძ­ლოა, ქვე­ყა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის წი­ნა­შე დად­გეს. ეს მა­შინ, რო­დე­საც ლი­ბა­ნის შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვის სურ­ვილს არა­ერ­თი ქვე­ყა­ნა გა­მოთ­ქვამს.

"არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ლი­ბან­მა ცოტა ხან­ში სი­რი­ი­სა ან ლი­ბი­ის ბედი გა­ი­ზი­ა­როს", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, 2 750 ტონა ამო­ნი­უ­მის ნიტ­რა­ტი ბე­ი­რუ­თის პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2014 წელს რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის იგორ გრე­ჩუშ­კი­ნი­სათ­ვის ჩა­მორ­თმე­უ­ლი სატ­ვირ­თო გე­მი­დან ჩა­მო­იტ­ვირ­თა. რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის კუთ­ვნილ სატ­ვირ­თო გემს კონ­ფის­კა­ცია გა­უ­კე­თეს. შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა 12 სა­წყობ­ში ინა­ხე­ბო­და და კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, მისი უტი­ლი­ზა­ცია წე­სე­ბის დაც­ვით უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის ყო­ველ­გვარ და­უც­ვე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

იგორ გრე­ჩუშ­კი­ნი

"სა­უ­ბა­რია გემ­ზე, სა­ხელ­წო­დე­ბით, MV RHOSUS-ზე, რო­მე­ლიც ხა­ბა­როვ­სკელ ბიზ­ნეს­მენს, იგორ გრე­ჩუშ­კინს ეკუთ­ვნო­და. ბიზ­ნეს­მე­ნი ამ­ჟა­მად კვიპ­როს­ზე ცხოვ­რობს", - წერს meduza.io, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, მოლ­დო­ვის დრო­შის ქვეშ მცუ­რავ გემს ამო­ნი­უ­მის ნიტ­რა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­დან, ბა­თუ­მის პორ­ტი­დან მო­ზამ­ბიკ­ში მიჰ­ქონ­და, თუმ­ცა, დარ­ღვე­ვე­ბის, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით კი, ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ლი­ბა­ნის პორ­ტში გა­ა­ჩე­რეს.

გე­მის ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი, ბო­რის პრო­კო­შე­ვი

ბო­რის პრო­კო­შე­ვი

რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. sibreal.or-თან სა­უბ­რი­სას, გე­მის ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი, ბო­რის პრო­კო­შე­ვი აცხა­დებს, რომ გემ­ზე ძი­რი­თა­დად რუ­სე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლი.

"მა­შინ, რო­დე­საც მე მისი კა­პიტ­ნო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, მისი პატ­რო­ნე­ბი კვიპ­რო­სე­ლე­ბი იყ­ვნენ, შემ­დეგ გა­უ­რიგ­და მათ გრე­ჩუშ­კი­ნი და გე­მის საქ­მე გა­და­ი­ბა­რა. მას შემ­დეგ, რაც ჩვენ ლი­ბა­ნის სა­ზღვაო აკ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­ვი­ჭე­დეთ, ყო­ველ­დღე ვწერ­დი პუ­ტინს და დახ­მა­რე­ბას ვთხოვ­დი, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არა­ვინ მო­მაქ­ცია. რუ­სე­თის სა­კონ­სუ­ლო­ში აგ­დე­ბით მი­პა­სუ­ხეს, - რა გინ­და, პუ­ტინ­მა სპეც­რაზ­მი გა­მო­გიგ­ზავ­ნოს და აქა­უ­რო­ბა ბრძო­ლით და­ტო­ვოთ, უჩივ­ლე მათ და სა­მარ­თა­ლი თა­ვად იპო­ვეო. მძევ­ლად ვყავ­დით ლი­ბანს და რო­გორ მე­ჩივ­ლა? ვა­პი­რებ­დი გრე­ჩუშ­კი­ნის­თვი­საც მე­ჩივ­ლა, მაგ­რამ რუ­სეთ­ში მი­თხრეს, უკვე კვიპ­რო­სის მო­ქა­ლა­ქეა და მას­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნო­ნი არ ვრცელ­დე­ბაო", - ამ­ბობს ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი.

ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­კომ­პა­ნია LBCI-ს ცნო­ბით, აფეთ­ქე­ბა შე­დუ­ღე­ბით­მა სა­მუ­შა­ო­ებ­მა გა­მო­იწ­ვია, რა დრო­საც ასა­ფეთ­ქე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბას ნა­პერ­წკა­ლი და­ე­ცა და რამ­დე­ნი­მე წამ­ში, 12 კმ-ს რა­დი­უს­ში მთე­ლი პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფეთ­ქდა.

ბე­ი­რუ­თის მე­რის, მერ­ვან აბუ­დის ცნო­ბით, აფეთ­ქე­ბის მას­შტა­ბი იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ის რიხ­ტე­რის შკა­ლა­ზე ჰი­რო­ში­მას აფეთ­ქე­ბის შე­დე­გებს შე­ა­და­რეს.

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, ბე­ი­რუ­თის ინ­სპექ­ცი­ამ სა­წყობ­ში დარ­ღვე­ვით შე­ნა­ხუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა და ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც იქ ელექტრო­შე­დუ­ღე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლებ­და, აფეთ­ქე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ გა­აფრ­თხი­ლა და მო­უ­წო­და სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ე­წყვი­ტა, თუმ­ცა ეს შე­ნიშ­ვნა, ყუ­რად არა­ვინ იღო.

"MV RHOSUS-ს რუს­მა მე­პატ­რო­ნემ, გე­მიც და მას­ზე მე­ზღვა­უ­რე­ბიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, უპატ­რო­ნოდ და­ტო­ვა, თა­ვად კი, კვიპ­როს­ზე გა­იქ­ცა. მა­შინ რო­დე­საც, ად­გი­ლობ­რი­ვი იუ­რის­ტე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გე­მის და­სა­პა­ტიმ­რებ­ლად 4 ორ­დე­რი იყო გა­ცე­მუ­ლი. ლი­ბა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მას ად­გი­ლობ­რი­ვი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ი­დან გას­ვლა აუკ­რძა­ლა, ეკი­პა­ჟის დიდი ნა­წი­ლი გა­უშ­ვეს, თუმ­ცა, ოთხმა მე­ზღვა­ურ­მა ბე­ი­რუ­თის და­ტო­ვე­ბა მხო­ლოდ ერთი წლის წინ შეძ­ლო, რად­გან მე­პატ­რო­ნემ კომ­პენ­სა­ცია კი არა, სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ფუ­ლიც არ გა­და­უ­ხა­და, რად­გან გა­ნა­ცხა­და, რომ გა­კოტ­რდა და ხარ­ჯებს ვერ და­ფა­რავ­და. 20-ზე მე­ზღვა­უ­რის ბედი დღემ­დე უც­ნო­ბია, რად­გან ისი­ნი აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს", - წერს გა­მო­ცე­მა BBC.com, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ბე­ი­რუ­თის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და­შა­ვე­ბუ­ლე­ბით არის სავ­სე.

ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტის, როუზ სუ­ნი­ვას თქმით, ისი­ნი ღამე გა­ვიდ­ნენ ბე­ი­რუ­თის ქუ­ჩებ­ში და და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, დან­გრე­უ­ლი და დამ­წვა­რი შე­ნო­ბე­ბის, სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბი დახ­ვდათ.

"ქა­ლაქ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქა­ო­სი იყო. გარ­შე­მო და­ხო­ცი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეყა­რა. შუ­შის ნამ­სხვრე­ვე­ბის გამო ქუ­ჩა­ში ვერ გა­ივ­ლი­დი. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნებს, ნან­გრე­ვებს შუა გავ­ლა და გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირ­დათ. დან­გრე­უ­ლი იყო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და ნან­გრე­ვე­ბი გარ­შე­მო იყო მი­მო­ფან­ტუ­ლი. მე ვნა­ხე ბავ­შვი, რო­მელ­საც ეტყო­ბა, მშობ­ლე­ბი და­ე­ხო­ცა და ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის­გან კონ­ტუ­ზია ჰქონ­და. ვნა­ხე სახ­ლის კედ­ლე­ბი, რომ­ლის ნან­გრე­ვებ­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი მშობ­ლე­ბი მოჰ­ყვნენ. ის სას­წრა­ფოს მან­ქა­ნამ წა­იყ­ვა­ნა. დღემ­დე ვე­ძებ მას, რომ გა­ვი­გო, რო­გო­რია მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. 7 წლამ­დე გო­გო­ნა იქ­ნე­ბო­და, თით­ქმის ყვე­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო შე­მო­ვი­ა­რე, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვი­პო­ვე. ახლა იქა­უ­რო­ბა სამ­ხედ­რო­ებს აქვთ შე­მო­კა­ვე­ბუ­ლი", - ყვე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი.

მი­სი­ვე თქმით, აფეთ­ქე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, ლი­ბა­ნის ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს­თან, ან­ტი­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ძა­ლებ­მა საპ­რო­ტე­ტო აქ­ცია გა­მარ­თეს, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ას­თან შე­ტა­კე­ბით დას­რულ­და. ლი­ბან­ში ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გა­მოს­ვლე­ბი სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო.

ამას­თან, novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, ლი­ბან­ში ყვე­ლამ იცის, რომ იმ პორ­ტში "ჰეზ­ბო­ლას" შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის რა­კე­ტე­ბი ინა­ხე­ბო­და.

"გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში, დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რი ადას­ტუ­რებს, რომ სწო­რედ ის ად­გი­ლი აფეთ­ქდა, სა­დაც დაჯ­გუ­ფე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბას ინა­ხავ­და. ლი­ბა­ნე­ლი ში­ი­ტე­ბის­თვის კი ეს სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტია, რათა ის­რა­ელს ახა­ლი ძა­ლე­ბით შე­უ­ტი­ონ", - წერს გა­მო­ცე­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაა.
24

საქართველოდან რა გაიტანეეეს, ამონიუმის ნიტრატიიი? 

კახაბერი
4

სისულელეს ნუ წერთ - * 12 კილომეტრის რადიუსში * ყველაფერი განადგურდა ? ! ეს თბილის ხელა ტერიტორიაა და არა პორტის აკვატორია !!! 12 კმ რადიუსის ფართის პორტი , ჰამბურგს და ამსტერდამსაც კი არა აქვს , არამც თუ ლიბანს !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ბეირუთში აფეთქების კვალი რუს ბიზნესმენზე გავიდა - "ყოველდღე ვწერდი პუტინს, დახმარებას ვთხოვდი, მაგრამ არაფრად ჩაგვთვალეს"

ბეირუთში აფეთქების კვალი რუს ბიზნესმენზე გავიდა - "ყოველდღე ვწერდი პუტინს, დახმარებას ვთხოვდი, მაგრამ არაფრად ჩაგვთვალეს"

ლიბანში მომხდარი ძლიერი აფეთქების კვალი რუს ბიზნესმენზე გავიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბეირუთში ორი აფეთქება მოხდა, ერთი პორტში და ერთიც ე.წ. პიროტექნიკის საწყობში.

აფეთქების შედეგად, დაიღუპა 100-ზე მეტი და დაშავდა დაახლოებით 4 000 ადამიანი. 300 000 ადამიანზე მეტი კი, უსახლკაროდ დარჩა. მატერიალური ზარალი 5 მლრდ აშშ დოლარს აღწევს. განადგურებულია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის უდიდესი საზღვაო პორტი, ბეირუთის სასტუმროების 90%.

ამასთან, ეს აფეთქება სავარაუდოდ, გაამწვავებს შიდა რელიგიურ დაპირისპირებას სუნიტებს, შიიტებს, ქრისტიანებსა და სხვა რელიგიური მრწამსის მქონე მოქალაქეებს შორის. დიდი ალბათობით, ამ აფეთქების შემდეგ ლიბანში გამწვავდება ეკონომიკური ვითარება, კორუფცია, რომელიც ბოლო წლებში ყველა სფეროში მძვინვარებს და შესაძლოა, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე დადგეს. ეს მაშინ, როდესაც ლიბანის შიდა საქმეებში ჩარევის სურვილს არაერთი ქვეყანა გამოთქვამს.

"არ არის გამორიცხული, ლიბანმა ცოტა ხანში სირიისა ან ლიბიის ბედი გაიზიაროს", - წერს ადგილობრივი მედია, რომლის ცნობითაც, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 2014 წელს რუსი ბიზნესმენის იგორ გრეჩუშკინისათვის ჩამორთმეული სატვირთო გემიდან ჩამოიტვირთა. რუსი ბიზნესმენის კუთვნილ სატვირთო გემს კონფისკაცია გაუკეთეს. შედეგად ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერება 12 საწყობში ინახებოდა და კანონის თანახმად, მისი უტილიზაცია წესების დაცვით უნდა მომხდარიყო. ადგილობრივი პრემიერ-მინისტრი უსაფრთხოების წესების ყოველგვარ დაუცველობაზე საუბრობს.

იგორ გრეჩუშკინი

"საუბარია გემზე, სახელწოდებით, MV RHOSUS-ზე, რომელიც ხაბაროვსკელ ბიზნესმენს, იგორ გრეჩუშკინს ეკუთვნოდა. ბიზნესმენი ამჟამად კვიპროსზე ცხოვრობს", - წერს meduza.io, რომლის ცნობითაც, მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ გემს ამონიუმის ნიტრატი საქართველოდან, ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიჰქონდა, თუმცა, დარღვევების, ოფიციალური ვერსიით კი, ტექნიკური პრობლემების გამო, ლიბანის პორტში გააჩერეს.

გემის ყოფილი კაპიტანი, ბორის პროკოშევი

ბორის პროკოშევი

რუსი ბიზნესმენის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. sibreal.or-თან საუბრისას, გემის ყოფილი კაპიტანი, ბორის პროკოშევი აცხადებს, რომ გემზე ძირითადად რუსები და უკრაინელები იყვნენ დასაქმებული.

"მაშინ, როდესაც მე მისი კაპიტნობა შემომთავაზეს, მისი პატრონები კვიპროსელები იყვნენ, შემდეგ გაურიგდა მათ გრეჩუშკინი და გემის საქმე გადაიბარა. მას შემდეგ, რაც ჩვენ ლიბანის საზღვაო აკვატორიაში გავიჭედეთ, ყოველდღე ვწერდი პუტინს და დახმარებას ვთხოვდი, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. რუსეთის საკონსულოში აგდებით მიპასუხეს, - რა გინდა, პუტინმა სპეცრაზმი გამოგიგზავნოს და აქაურობა ბრძოლით დატოვოთ, უჩივლე მათ და სამართალი თავად იპოვეო. მძევლად ვყავდით ლიბანს და როგორ მეჩივლა? ვაპირებდი გრეჩუშკინისთვისაც მეჩივლა, მაგრამ რუსეთში მითხრეს, უკვე კვიპროსის მოქალაქეა და მასზე ადგილობრივი კანონი არ ვრცელდებაო", - ამბობს ყოფილი კაპიტანი.

ადგილობრივი ტელეკომპანია LBCI-ს ცნობით, აფეთქება შედუღებითმა სამუშაოებმა გამოიწვია, რა დროსაც ასაფეთქებელ ნივთიერებას ნაპერწკალი დაეცა და რამდენიმე წამში, 12 კმ-ს რადიუსში მთელი პორტის ტერიტორიაზე აფეთქდა.

ბეირუთის მერის, მერვან აბუდის ცნობით, აფეთქების მასშტაბი იმდენად ძლიერია, რომ საერთაშორისო სპეციალისტებმა ის რიხტერის შკალაზე ჰიროშიმას აფეთქების შედეგებს შეადარეს.

რამდენიმე ხნის წინ, ბეირუთის ინსპექციამ საწყობში დარღვევით შენახული ნივთიერება აღმოაჩინა და ორგანიზაცია, რომელიც იქ ელექტროშედუღებით სამუშაოებს ახორციელებდა, აფეთქების საშიშროების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა სამუშაოები შეეწყვიტა, თუმცა ეს შენიშვნა, ყურად არავინ იღო.

"MV RHOSUS-ს რუსმა მეპატრონემ, გემიც და მასზე მეზღვაურებიც, ფაქტობრივად, უპატრონოდ დატოვა, თავად კი, კვიპროსზე გაიქცა. მაშინ როდესაც, ადგილობრივი იურისტების გადაწყვეტილებით, გემის დასაპატიმრებლად 4 ორდერი იყო გაცემული. ლიბანის ხელისუფლებამ მას ადგილობრივი ზღვის აკვატორიიდან გასვლა აუკრძალა, ეკიპაჟის დიდი ნაწილი გაუშვეს, თუმცა, ოთხმა მეზღვაურმა ბეირუთის დატოვება მხოლოდ ერთი წლის წინ შეძლო, რადგან მეპატრონემ კომპენსაცია კი არა, სამშობლოში დასაბრუნებელი ფულიც არ გადაუხადა, რადგან განაცხადა, რომ გაკოტრდა და ხარჯებს ვერ დაფარავდა. 20-ზე მეზღვაურის ბედი დღემდე უცნობია, რადგან ისინი აფეთქების შემდეგ არავის უნახავს", - წერს გამოცემა BBC.com, რომლის ცნობითაც, ბეირუთის სამედიცინო დაწესებულებები დაშავებულებით არის სავსე.

ადგილობრივი ჟურნალისტის, როუზ სუნივას თქმით, ისინი ღამე გავიდნენ ბეირუთის ქუჩებში და დასისხლიანებული ადამიანების, დანგრეული და დამწვარი შენობების, საშინელი კადრები დახვდათ.

"ქალაქში აბსოლუტური ქაოსი იყო. გარშემო დახოცილი ადამიანები ეყარა. შუშის ნამსხვრევების გამო ქუჩაში ვერ გაივლიდი. სასწრაფო დახმარების მანქანებს, ნანგრევებს შუა გავლა და გადაადგილება უჭირდათ. დანგრეული იყო საცხოვრებელი სახლები და ნანგრევები გარშემო იყო მიმოფანტული. მე ვნახე ბავშვი, რომელსაც ეტყობა, მშობლები დაეხოცა და ძლიერი აფეთქებისგან კონტუზია ჰქონდა. ვნახე სახლის კედლები, რომლის ნანგრევებშიც სავარაუდოდ, მისი მშობლები მოჰყვნენ. ის სასწრაფოს მანქანამ წაიყვანა. დღემდე ვეძებ მას, რომ გავიგო, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 7 წლამდე გოგონა იქნებოდა, თითქმის ყველა საავადმყოფო შემოვიარე, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიპოვე. ახლა იქაურობა სამხედროებს აქვთ შემოკავებული", - ყვება ჟურნალისტი.

მისივე თქმით, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, ლიბანის ენერგეტიკის სამინისტროსთან, ანტისახელისუფლებო ძალებმა საპროტეტო აქცია გამართეს, რომელიც პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. ლიბანში ანტისამთავრობო გამოსვლები სექტემბერში დაიწყო.

ამასთან, novayagazeta.ru-ს ცნობით, ლიბანში ყველამ იცის, რომ იმ პორტში "ჰეზბოლას" შეიარაღებული დაჯგუფების რაკეტები ინახებოდა.

"გამოცემასთან საუბარში, დაჯგუფების წევრი ადასტურებს, რომ სწორედ ის ადგილი აფეთქდა, სადაც დაჯგუფება შეიარაღებას ინახავდა. ლიბანელი შიიტებისთვის კი ეს სერიოზული არგუმენტია, რათა ისრაელს ახალი ძალებით შეუტიონ", - წერს გამოცემა.

დემონსტრანტები დაარბიეს, ორი მინისტრი გადადგა, არის მსხვერპლი - უახლესი ამბები ბეირუთიდან, სადაც დიდ აფეთქებას დიდი არეულობა მოჰყვა

ავღანეთში "თალიბანის" დაჯგუფების 400-მდე მთავარ წევრს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ

ფერმა პარიზის ცენტრში მდებარე შენობის მე-15 სართულზე - რა მოჰყავთ ეიფელის კოშკთან გაშენებულ კომპლექსში