პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბე­ი­რუ­თის პორ­ტში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას­თან სა­ქარ­თვე­ლოს რა­ი­მე ფორ­მით და­კავ­ში­რე­ბა ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნა­ცხა­დეს.

რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ამო­ნი­უ­მის ნიტ­რა­ტი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ტია და ყო­ველ­წლი­უ­რად დიდი მო­ცუ­ლო­ბე­ბით გა­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე და ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის, და­მუ­შა­ვე­ბის და და­სა­წყო­ბე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მიმ­ღე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს კომ­პე­ტენ­ცი­აა და არა ექ­სპორ­ტი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფო­სი.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, გარ­და ამი­სა, ხაზ­გა­სას­მე­ლია, ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ტვირ­თი გაგ­ზავ­ნი­ლია 2013 წელს, ხოლო მის შე­ნახ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და 2020 წელს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 4 აგ­ვის­ტოს, ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ ბე­ი­რუ­თის პორ­ტში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზად ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა პორ­ტში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნა­ხუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ამო­ნი­უ­მის ნიტ­რა­ტის და­სა­წყო­ბე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვის ფაქ­ტი და­ა­სა­ხე­ლეს.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ბე­ი­რუ­თის პორ­ტში მოხ­ვდა შემ­დე­გი გზით: 2013 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ლი­ბა­ნის სა­პორ­ტო კონ­ტრო­ლის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ცი­ის მიერ, და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა მოლ­დო­ვას დრო­შით მცუ­რა­ვი მშრალტვირ­თმზი­დი Rhosus. მი­წე­რის პორ­ტი ჯურ­ჯუ­ლეშ­ტი, მოლ­დო­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გემი ახორ­ცი­ე­ლებ­და 2750 ტონა ამო­ნი­უ­მის ნიტ­რა­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­დან (ბა­თუ­მის პორ­ტი) მო­ზამ­ბიკ­ში (პორ­ტი ბე­ი­რა).

ლი­ბა­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­მის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, გემთმფლო­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ თავი გა­კოტ­რე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და და გემი, ეკი­პა­ჟი და ტვირ­თი მი­ა­ტო­ვა ბე­ი­რუ­თის ნავ­სად­გურ­ში. ეკი­პა­ჟის წევ­რებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ტვირ­თი გად­მო­იტ­ვირ­თა და და­სა­წყობ­და ბე­ი­რუ­თის პორ­ტში.

ამას­თან, რო­გორც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, ამო­ნი­უ­მის ნიტ­რა­ტი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ტია და ყო­ველ­წლი­უ­რად აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი გა­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე დიდი მო­ცუ­ლო­ბე­ბით, 2020 წელს მხო­ლოდ ფო­თის ნავ­სად­გუ­რი­დან ექ­სპორტზე გა­ვი­და 52037 ტონა.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ცი­დენ­ტთან სა­ქარ­თვე­ლოს რა­ი­მე ფორ­მით და­კავ­ში­რე­ბა მოკ­ლე­ბუ­ლია ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს, რამ­დე­ნა­დაც ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის, და­მუ­შა­ვე­ბის და და­სა­წყო­ბე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მიმ­ღე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს კომ­პე­ტენ­ცი­აა და არა ექ­სპორ­ტი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფო­სი. გარ­და ამი­სა, ხაზ­გა­სას­მე­ლია, ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ტვირ­თი გაგ­ზავ­ნი­ლია 2013 წელს, ხოლო მის შე­ნახ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და 2020 წელს“, - გან­მარ­ტა­ვენ სა­ა­გენ­ტო­ში.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­სად­გუ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ზე შე­მოწ­მე­ბა ყო­ველ 2 წე­ლი­წად­ში ერთხელ ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­მოწ­მე­ბე­ბით, ხოლო ყო­ველ­წლი­უ­რად ნავ­სად­გუ­რებს უტარ­დე­ბათ კომ­პლექ­სუ­რი შე­მოწ­მე­ბა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­სად­გუ­რე­ბი და ნავ­სად­გუ­რებ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი სატ­ვირ­თო ოპე­რა­ცი­ე­ბი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა მკაცრ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. სსიპ სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მი­ღე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამონიუმის ნიტრატი, წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად დიდი მოცულობებით გადის საერთაშორისო ბაზრებზე და ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი.

მათივე განცხადებით, გარდა ამისა, ხაზგასასმელია, ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების მიზეზად ოფიციალურმა პირებმა პორტში წლების განმავლობაში შენახული დიდი ოდენობით ამონიუმის ნიტრატის დასაწყობების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევის ფაქტი დაასახელეს.

„აღნიშნული ნივთიერება ბეირუთის პორტში მოხვდა შემდეგი გზით: 2013 წლის სექტემბერში ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის მიერ, დაკავებული იქნა მოლდოვას დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი Rhosus. მიწერის პორტი ჯურჯულეშტი, მოლდოვა.

აღნიშნული გემი ახორციელებდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა).

ლიბანის ოფიციალური ხელისუფლების ინფორმაციით, გემის დაკავების შემდეგ, გემთმფლობელმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და გემი, ეკიპაჟი და ტვირთი მიატოვა ბეირუთის ნავსადგურში. ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით, ტვირთი გადმოიტვირთა და დასაწყობდა ბეირუთის პორტში.

ამასთან, როგორც ყველასთვის ცნობილია, ამონიუმის ნიტრატი, წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად აღნიშნული პროდუქტი გადის საერთაშორისო ბაზრებზე დიდი მოცულობებით, 2020 წელს მხოლოდ ფოთის ნავსადგურიდან ექსპორტზე გავიდა 52037 ტონა.

აღნიშნულ ინციდენტთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, რამდენადაც ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი. გარდა ამისა, ხაზგასასმელია, ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს“, - განმარტავენ სააგენტოში.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს ნავსადგურების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაზე შემოწმება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება საერთაშორისო შემოწმებებით, ხოლო ყოველწლიურად ნავსადგურებს უტარდებათ კომპლექსური შემოწმება.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ნავსადგურები და ნავსადგურებში წარმოებული სატვირთო ოპერაციები სრულად შეესაბამება მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით, მიღებული აქვს არაერთი უმაღლესი შეფასება.

პროდუქტები, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში 10-30%-ით გაძვირდა - საქსტატის უახლესი მონაცემები

"წლის ბოლომდე გვექნება ახალი ავტობუსების პარკი და ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის" - მერი

ათენიდან სპეციალური რეისით საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდა

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"