სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხან რა მტკივა,  ხან - რა, მაგრამ აკრძალული მაქვს წუწუნი" - რაზე "იჩხუბეს" ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ პირდაპირ ეთერში?
"ხან რა მტკივა,  ხან - რა, მაგრამ აკრძალული მაქვს წუწუნი" - რაზე "იჩხუბეს" ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ პირდაპირ ეთერში?

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის, მის გულ­შე­მატ­კივ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს უყუ­რა­დღე­ბოდ არ ტო­ვებს. ის "ფე­ის­ბუ­ქის" პირ­და­პირ ეთერ­ში ურე­კი­დან ჩა­ერ­თო, რომ­ლის დრო­საც სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ილა­პა­რა­კა, ახა­ლი გეგ­მე­ბიც გაგ­ვაც­ნო და სხვა­თა შო­რის, წყვილ­მა პირ­და­პირ ეთერ­ში "ჩხუ­ბიც" კი მო­ას­წრო.

"დაგ­პირ­დით, რომ კვი­რა­ში ერთხელ ან ორ­ჯერ მექ­ნე­ბო­და ჩარ­თვე­ბი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან რთუ­ლი ყო­ფი­ლა. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სტი­მულს ვაძ­ლევ ადა­მი­ა­ნებს. თუკი ერთ ადა­მი­ანს მა­ინც მივ­ცემ ძა­ლას, რომ სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­ლოს, გპირ­დე­ბით, ჩარ­თვებს კი­დევ გა­ვა­კე­თებ!“- აღ­ნიშ­ნა ჟორ­და­ნი­ამ.

ჟორ­და­ნია მო­მა­ვალ­ში ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ფონ­დის შექ­მნას გეგ­მავს. თუმ­ცა, ვიდ­რე ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბი გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, ჟორ­და­ნია სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობს.

"ჩემს გვერ­დზე დავ­დე წამ­ლე­ბის სუ­რა­თი. რა­მო­დე­ნი­მემ მომ­წე­რა, რომ ეს წა­მა­ლი უნდა. ვინც გა­მო­მიგ­ზავ­ნით ფორ­მა 100- ს და ექი­მის ხელ­მო­წე­რას, რომ ეს წა­მა­ლი გჭირ­დე­ბათ, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მოგ­ცემთ.

გუ­შინ ქუ­ჩა­ში ადა­მი­ა­ნებ­მა მიც­ნეს და მი­თხრეს, რომ ფონ­დი გა­ვა­კე­თო. ძა­ლი­ან კარ­გი იდე­აა, მაგ­რამ ვიდ­რე კარ­გად არ გავ­ხდე­ბი, ვერ მოვ­კი­დებ ხელს ამ საქ­მეს.

პი­რა­დად მე ვი­ღებ უამ­რავ მე­დი­კა­მენ­ტებს. სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბა არის ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი.

ყო­ველ დი­ლით რომ ვდგე­ბი, ხან რა მტკი­ვა - ხან რა, მაგ­რამ აკ­რძა­ლუ­ლი მაქვს წუ­წუ­ნი, ჩემი შვი­ლი მიკ­რძა­ლავს. მა­ინც დავ­დი­ვარ, ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი ბევრ ადა­მი­ანს“ - აღ­ნიშ­ნა პრო­დუ­სერ­მა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ პირ­და­პირ ჩარ­თვა­ში მისი მე­უღ­ლე, ზურა ხა­ჩი­ძეც მო­იწ­ვია. ხა­თუ­ნამ ქმარს მა­ყუ­რებ­ლე­ბის გარ­თო­ბის მიზ­ნით, მათი გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა მოს­თხო­ვა, თუმ­ცა ზუ­რამ გა­აპ­რო­ტეს­ტა.

ჟორ­და­ნი­ამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­იხ­სე­ნა, რომ წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი პირ­ვე­ლად პე­ტერ­ბურ­გში გა­იც­ნო, რა­საც მე­უღ­ლე არ და­ე­თან­ხმა.

"არა, ბა­თუმ­ში და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რამ.

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია ფილ­ტვის სიმ­სივ­ნეს წე­ლი­წად­ზე მე­ტია ებ­რძვის. ის ამ­ჟა­მად თავს კარ­გად გრძნობს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nini
34

ბატონო მერო, მომწონს თქვენი ძალისხმევა. ცდილობთ ქალაქი ევროპულს დაამსგავსოთ და მიუახლოვოთ. დიდი მადლობა, ასე კომფორტულად ავტობუსით ვაკეში, სამსახურში არასოდეს მივსულვარ. დარწმუნებული ვარ, ოჯახსაც არ აკლებთ მზრუნველობას. ეს ყველაფერი იქიდან მოდის.

 

ციური
2

მე უფალს ვთხოვ გადაგარჩინოს, აგაცდინოს ყველა განსაცდელს, რატომღაც მჯერა ეს ასე იქნება, მე ძმა გადამირჩა, რძალი რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა ვერ შევძელით, გვიან მივხვდით რომ ავად იყო, ყველაფერი უფლის ნებაა, შენს შემთხვევაში იქნება ყველაფერი კარგად, მალე დატოვებ ავადმყოფობას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ხან რა მტკივა,  ხან - რა, მაგრამ აკრძალული მაქვს წუწუნი" - რაზე "იჩხუბეს" ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ პირდაპირ ეთერში?

"ხან რა მტკივა,  ხან - რა, მაგრამ აკრძალული მაქვს წუწუნი" - რაზე "იჩხუბეს" ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ პირდაპირ ეთერში?

ხათუნა ჟორდანია, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, რაც სიმსივნეს ებრძვის, მის გულშემატკივრებსა და ახლობლებს უყურადღებოდ არ ტოვებს. ის "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში ურეკიდან ჩაერთო, რომლის დროსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე ილაპარაკა, ახალი გეგმებიც გაგვაცნო და სხვათა შორის, წყვილმა პირდაპირ ეთერში "ჩხუბიც" კი მოასწრო.

"დაგპირდით, რომ კვირაში ერთხელ ან ორჯერ მექნებოდა ჩართვები, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან რთული ყოფილა. მეუბნებიან, რომ სტიმულს ვაძლევ ადამიანებს. თუკი ერთ ადამიანს მაინც მივცემ ძალას, რომ სიმსივნეს ებრძოლოს, გპირდებით, ჩართვებს კიდევ გავაკეთებ!“- აღნიშნა ჟორდანიამ.

ჟორდანია მომავალში ონკოპაციენტების დასახმარებლად ფონდის შექმნას გეგმავს. თუმცა, ვიდრე ტექნიკური დეტალები გახდება ცნობილი, ჟორდანია სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს სხვა სახის დახმარებას სთავაზობს.

"ჩემს გვერდზე დავდე წამლების სურათი. რამოდენიმემ მომწერა, რომ ეს წამალი უნდა. ვინც გამომიგზავნით ფორმა 100- ს და ექიმის ხელმოწერას, რომ ეს წამალი გჭირდებათ, დიდი სიამოვნებით მოგცემთ.

გუშინ ქუჩაში ადამიანებმა მიცნეს და მითხრეს, რომ ფონდი გავაკეთო. ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ვიდრე კარგად არ გავხდები, ვერ მოვკიდებ ხელს ამ საქმეს.

პირადად მე ვიღებ უამრავ მედიკამენტებს. სიმსივნის მკურნალობა არის ძალიან ძვირადღირებული.

ყოველ დილით რომ ვდგები, ხან რა მტკივა - ხან რა, მაგრამ აკრძალული მაქვს წუწუნი, ჩემი შვილი მიკრძალავს. მაინც დავდივარ, ვეკონტაქტები ბევრ ადამიანს“ - აღნიშნა პროდუსერმა.

მოგვიანებით ხათუნა ჟორდანიამ პირდაპირ ჩართვაში მისი მეუღლე, ზურა ხაჩიძეც მოიწვია. ხათუნამ ქმარს მაყურებლების გართობის მიზნით, მათი გაცნობის ისტორიის მოყოლა მოსთხოვა, თუმცა ზურამ გააპროტესტა.

ჟორდანიამ მოგვიანებით გაიხსენა, რომ წყვილმა ერთმანეთი პირველად პეტერბურგში გაიცნო, რასაც მეუღლე არ დაეთანხმა.

"არა, ბათუმში დაიწყო ყველაფერი", - განაცხადა ზურამ.

ხათუნა ჟორდანია ფილტვის სიმსივნეს წელიწადზე მეტია ებრძვის. ის ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

"საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბევრი მეკითხება რას ვაპირებ..." - რას წერს "ფეისბუქზე" ნათია მეზვრიშვილი

"სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, ის დროა ახლა" - ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი მამის გარდაცვალების შემდეგ

"ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ..." - ოქრუაშვილის თანაპარტიელის ვიდეომიმართვა, რომელიც მწვავე კრიტიკის შემდეგ "ფეისბუქიდან" წაშალა