ავტორი:

"ციდანაა მოფრენილი... " - რა თქვა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ბიჭზე, რომელიც ამბობს, რომ პროგრამისტის შეყვარებული იყო

"ციდანაა მოფრენილი... " - რა თქვა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ბიჭზე, რომელიც ამბობს, რომ პროგრამისტის შეყვარებული იყო

ბაჩანა ლობჟანიძე ერთხელ იყო ჩვენთან სახლში, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თეონა თამაზაშვილის თქმით, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, "ციდანაა მოფრენილი".

"ვიღაცაა ციდან მოფრენილი. ერთხელ იყო, როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა მოიყვანა, თამუნას შეყვარებული ვიყავიო, ერთხელ იყო ჩვენთან სახლში", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

კორონავირუსით ინფიცირება თაკო ჩარკვიანის მეუღლეს, ჯონი გიგანსაც დაუდასტურდა

"ის სასწავლებლები, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე" - განათლების მინისტრის მოადგილე